12 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1838 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 605 კვლევა ტესტით.
გასულ დღე-ღამეში საქართველოში 39 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.
11 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.94% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.48%.
ამ ეტაპზე 6 194 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 570, აჭარაში – 719, იმერეთში – 1 073.






