მთავარი,სიახლეები

ევროპაში 24 მლნ დოლარის ქართული თხილი გაიტანეს – ლიდერი იტალია და გერმანიაა

13.09.2021
ევროპაში 24 მლნ დოლარის ქართული თხილი გაიტანეს – ლიდერი იტალია და გერმანიაა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2021 წლის 1-ლი აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან 5.5 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა და ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 24.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სამინისტროს ცნობით, ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, მათ შორის, დიდი რაოდენობით ქართული თხილი გადის იტალიასა და გერმანიაში.

მონაცემები ასე გამოიყურება:

  • იტალია (2 790 ტონა)
  • გერმანია (747 ტონა)
  • ესპანეთი (354 ტონა)
  • ჩეხეთი (220 ტონა)
  • პოლონეთი (168 ტონა)
  • ლიეტუვა (110 ტონა)
  • ლატვია (66 ტონა)
  • საფრანგეთი (65 ტონა)
  • ესტონეთი (44 ტონა)
  • ბულგარეთი (22 ტონა)
  • ბელგია (20 ტონა)

ქართული თხილი ექსპორტზე ასევე გადის:

  • სომხეთში (354 ტონა)
  • უკრაინაში (138 ტონა)
  • რუსეთში (82 ტონა)
  • ერაყში (72 ტონა)
  • ბელარუსში (71 ტონა)
  • ჩინეთში (52 ტონა)
  • არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში (40 ტონა)
  • მექსიკაში (28 ტონა)
  • არგენტინაში (26 ტონა)
  • დიდ ბრიტანეთში (22 ტონა)
  • თურქეთში (22 ტონა)
  • უზბეკეთში (22 ტონა)

სამინისტროს ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს თხილის ექსპორტის მოცულობა 27% -ით (1.2 ათასი ტონა) გაიზარდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: