Batumelebi | ამერიკული გაცვლითი პროგრამა FLEX-ი მოსწავლეების აპლიკაციების მიღებას იწყებს ამერიკული გაცვლითი პროგრამა FLEX-ი მოსწავლეების აპლიკაციების მიღებას იწყებს – Batumelebi
RU | GE  

ამერიკული გაცვლითი პროგრამა FLEX-ი მოსწავლეების აპლიკაციების მიღებას იწყებს

ამერიკულ გაცვლით პროგრამაში – FLEX-ი აპლიკაციების მიღების პირველი ეტაპი დაიწყო.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებს. პროგრამაში შერჩეული მოსწავლეები ერთი წლით აშშ-ში იცხოვრებენ და ისწავლიან ამერიკულ სკოლაში.

FLEX-ის გაცვლითი პროგრამა საქართველოში უკვე რამდენიმე წელია რაც მოქმედებს. პროგრამას სრულად აფინანსებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.

როგორც პროგრამის აღწერაში ვკითხულობთ, პროგრამის მიზანი ამერიკელ ხალხსა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთგაგების დამყარებაა.

შერჩეული მოსწავლეები ამერიკაში მასპინძელ ოჯახებში იცხოვრებენ.

აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com