საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც BTU-ის ინიციატივითა და თიბისის გენერალური მხარდაჭერით შეიქმნა, ქვეყნის ტექნოლოგიური განათლების განვითარების მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ჰაბის მთავარი მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, განვითარება და საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება. სწორედ ამიტომ ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოზარდებისთვის დაპროგრამებისა და ალგორითმების მიმართულებით სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო.
ჰაბის ახალი სასერტიფიკატო კურსები განკუთვნილია 7-12 კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებსაც ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და პროგრამირების საფუძვლების შესწავლა სურთ. კურსები დაეხმარება მოზარდებს განივითარონ ალგორითმული, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, გააძლიერონ ფუნდამენტური უნარები და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი.
ჰაბისფარგლებში, ახალი თაობისთვის, 2026 წლისბოლომდე სულ სამი მიმართულებითგამოცხადდებასასერტიფიკატოკურსები. მათ შორის პირველია “დაპროგრამებისსაფუძვლები (C++)”, რომელზეც რეგისტრაცია დაიწყო და 16 სექტემბრისჩათვლითგაგრძელდება.
წლის ბოლომდე კი მოზარდებს ასევე შეეძლებათ დარეგისტრირდნენ: დაპროგრამების საფუძვლების (Python) და „მონაცემთა სტრუქტურებისა და ალგორითმების თეორიული საფუძვლების“ კურსებზე. გადადი ბმულზე და გაიგე მეტი დეტალი.
“კურსების მონაწილეები შეძლებენ დაეუფლონ დაპროგრამების და ალგორითმების თეორიის საფუძვლებს, რაც მომავალში მათ საშუალებას მისცემს მიიღონ უფრო ღრმა ცოდნა ორივე მიმართულებით. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ეროვნულ ოლიმპიადებში, მონაწილეობა მიიღონ ტექ ოლიმპიადების ჰაბის მიერ ორგანიზებულ ეროვნულ ნაკრებთა შესარჩევ პროცესში, გაიარონ სიღრმისეული ინტენსიური გადამზადება და შემდგომში საკუთარი ძალები საერთაშორისო ასპარეზზე გამოცადონ” – გიორგი მანდარია ტექ ოლიმპიადების ჰაბის ხელმძღვანელი.
თიბისის მხარდაჭერით ჰაბისსაქმიანობახელსუწყობსსაქართველოშიტექნოლოგიურიგანათლებისეკოსისტემისგაძლიერებასდამომავალითაობისპროგრამისტების, ინჟინრებისადაინოვატორებისგანვითარებას.
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ჩეჩენ კაცებს მოუწოდა, წვერი დაიმოკლონ და „რელიგიის შესაბამისად“ ატარონ.
კადიროვმა ასევე განაცხადა, რომ ქალებმაც ისლამური ნორმების შესაბამისად უნდა ჩაიცვან და ის ეწინააღმდეგება არაბული ტანსაცმლის ტრადიციების მიბაძვას.
ჩეჩნეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კადიროვმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი კაცი ძალიან გრძელ წვერს იზრდის, თუმცა ისინი არ ესწრებიან პარასკევის ლოცვას მეჩეთში. მისი თქმით, ამ დროს ეს კაცები ისვენებენ და მათი გარეგნობა ახალგაზრდა თაობისთვის მაგალითია.
„ჩვენ გვყავს მამაკაცები ძალიან გრძელი წვერით. თუმცა ისინი არ ესწრებიან პარასკევის ლოცვას და არ დადიან მეჩეთებში; ისინი უბრალოდ 24/7 სეირნობენ გამზირებზე და ისვენებენ. მათ გრძელი წვერი და აკეცილი შარვალი გაუგებარ მოდად აქციეს და ახალგაზრდა თაობა მათ მიბაძვას იწყებს. მე მოვუწოდებ მათ: შეიჭერით წვერი და ატარეთ თქვენი რელიგიის შესაბამისად“, – ციტირებს კადიროვს რუსული მედია.
მან ასევე თქვა, რომ ზოგიერთმა ქალმაც დაიწყო თავის სრულად დაფარვა და არ არის საჭირო არაბული სტილის მიბაძვა. „აქ ბურკა არასდროს ეცვათ“, – განაცხადა კადიროვმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 502 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 520. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 339 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 25 305 ერთეული [+15]
საარტილერიო სისტემა – 49 452 ერთეული [+69]
MLRS – 2 107 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 618 ერთეული [+5]
თვითმფრინავი – 441 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 356 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 508 205 ერთეული [+2 017]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 550 ერთეული [+16]
გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 146 621 ერთეული [+613]
სპეცტექნიკა – 4 650 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 103 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
ბათუმი-სარფის 11.3 კილომეტრი ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმებულია.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალ გზას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია China Railway Tunnel Group Co., Ltd [CRTG] ააშენებს. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს, 9 სექტემბერს, გაიმართა.
„ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე წურწუმიამ და China Railway Tunnel Group Co., Ltd-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ლიანგ ჰონგჯუნმა.
პროექტის ფარგლებში აშენდება 11.3 კმ სიგრძის 2-ზოლიანი მაგისტრალური გზა, 7.6 კმ-იანი გვირაბი და 3 ხიდი, მათ შორის 1.47 კმ სიგრძის სახიდე გადასასვლელი, ბათუმი-სარფის 7.6 კმ-იანი გვირაბი, ქვეშეთი-კობის მთავარი გვირაბის შემდეგ, საქართველოში სიგრძით მეორე საავტომობილო გვირაბი იქნება“ – წერს გზების დეპარტამენტი.
ახალი გზის მშენებლობა ძირითადად აზიის განვითარების ბანკის სესხით დაფინანსდება, რომლის ოდენობა, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 350 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.
„პროექტის ღირებულება 809 მილიონ ლარზე მეტია, სამშენებლო სამუშაოების ვადა კი 48 თვე. პროექტი აზიის განვითარების ბანკის [ADB] სესხისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.“ – აცხადებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
ახალი გზა ბათუმის შემოვლით გზას სარფში საქართველო-თურქეთის საზღვართან დააკავშირებს. ბათუმი[ჭოროხი]-სარფის გზის პროექტის შესახებ ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე.
„ხელისუფლება არ თმობს მზია ამაღლობელის საქმეს, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღს. მზია ამაღლობელის საქმე მუდმივად რჩება მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში და პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად იყენებენ ამ საქმეს,“ – ამბობს მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი.
მაია მწარიაშვილმა ეს კომენტარი ტვ პირველს მისცა, დღეს, 9 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადების საპასუხოდ.
შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ბრიფინგი გამართა, პოლიციელისთვის სილის გაწვნას „ძალადობრივი თავდასხმა“ უწოდა.
„მზია ამაღლობელს შეეფარდა ყველაზე მცირე სასჯელი, რაც კი შეიძლებოდა შეფარდებოდა სასამართლოს მხრიდან. ამაზე ნაკლები სასჯელი საპროცესო კოდექსით შესაძლებელია მხოლოდ საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში – ეს არის კანონიც და პრაქტიკაც. საპროცესო შეთანხმება შეთავაზებული იყო მზია ამაღლობელისთვის. ამისთვის საჭირო იყო მხოლოდ ერთი რამ, ის, რომ მზია ამაღლობელს ეთქვა ის, რასაც დღეს ყველა ამბობს, ეს იყო დანაშაული და რომ ქცევა იყო არასწორი…“ – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
„ბატონმა პაპუაშვილმა, ბრძანა, რომ თურმე ყველაზე მცირე სასჯელი შეუფარდეს მზია ამაღლობელს, რაც კი შეიძლებოდა. სამართლებრივი სიცრუეა ეს.
განაჩენი დადგა და არა თავდასხმის მუხლით, არამედ 353-ე, წინააღმდეგობის გაწევის მუხლით. ამ მუხლით გათვალისწინებულია საპატიმრო სასჯელზე უფრო მსუბუქი სასჯელები: ჯარიმა, შინაპატიმრობა და შემდეგ მოდის პატიმრობა.
ანუ სიცრუეა, რომ თურმე „აი ისეთი პატივი ვეცით, რომ ყველაზე დაბალი სასჯელი შევუფარდეთ“.
მეორე მინდა პასუხი გავცე მანიპულაციას, თითქოს „დღეს აღარავინ დავობს რომ მზია ამაღლობელი დამნაშავეა“.
არ არის მზია ამაღლობელი დამნაშავე. სისხლის სამართალში ლექციები არ მინდა წავუკითხო სახელისუფლებო სპიკერებს, არ იციან მათ არც სამართალი და მით უმეტეს, არც სისხლის სამართალი.
ცივილიზებული სამყარო და მათ შორის ჩვენც, იურისტები, პროცესზე ასე ვსაუბრობთ: მზია ამაღლობელის ბრალი და სასჯელი არის დაუსაბუთებელი, არის უსაფუძვლო, არაპროპორციული, არის გადაჭარბებული და განაჩენი არის უკანონო.
და ეს არა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტით, არამედ ჩვენი მოქმედი კანონმდებლობითაც. მათ არ ესმით ცივილიზებული სამყაროს ენა. მთელი ცივილიზებული სამყარო დღესაც, ისევე როგორც მაშინ, ამბობს, რომ მზია არის უდანაშაულო, მას არ ჩაუდენია მისთვის ინკრიმინირებული დანაშაული. რას ნიშნავს უდანაშაულო? ნიშნავს, რომ მას არ ჩაუდენია ის დანაშაული, რაც წერია განაჩენში. დიახ, ამას ამბობს ცივილიზებული სამყარო,“ – თქვა მაია მწარიაშვილმა.
ადვოკატის თქმით, ქვეყანაში ინსტიტუციური ზღვარი წაშლილია და ხელისუფლება ისე გადადის-გადმოდის ამ საზღვრებს, როგორც გაუხარდება.
„უდანაშაულობის პრეზუმფცია, არაფერი არ არსებობს. რატომ არ კარგავს აქტუალურობას ეს საქმე? არ კარგავს სწორედ იმიტომ, რომ მზია ამაღლობელი ვერ გატეხეს. ვერ ათქმევინეს აი ეს რაღაცა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური და შეთქმულების თეორიის სიგიჟეები, რომ თურმე მზია ამაღლობელი ასრულებდა ვიღაცის დავალებას.
ამ ბრალდებაზე არაერთი სარჩელით მიმართა მზია ამაღლობელმა სასამართლოს. არცერთი ეს სარჩელი არც კი განიხილა სასამართლომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ჩვენს სასამართლო დარბაზებში მართლმსაჯულება დიდი ხანია არ აღესრულება.
ყოფილი პრემიერი განცხადებებს აკეთებს, „პოლიტიკურ ცირკში მონაწილეობას არ მივიღებო“. თუ მისი პროცესი პოლიტიკური ცირკია, მაშინ მზია ამაღლობელის საქმე რატომ არ არის პოლიტიკური ცირკი, მითხარით?
ადვოკატ მაია მწარიაშვილის თქმით, სტრასბურგში არაერთი საჩივარია მზია ამაღლობელის საქმეზე. მათ შორის, ერთ-ერთი, რაზეც დავა მიდის, არის პოლიტიკური კონტექსტი. მე-18 მუხლის დარღვევა.
„ამის დასტურია დღევანდელი პაპუაშვილის „მარგალიტები“. ბატონი პაპუაშვილი სადღაც ჩამორჩა მატარებელს. ის საუბრობდა რაღაც ძალადობრივ თავდასხმაზე პოლიციელზე. ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ეს კვალიფიკაცია აღარ აქვს ამ საქმეს, შეიცვალა. კვალიფიკაციამ გაგასწროთ, ავტობუსმა გაგასწროთ ამ თვალსაზრისით და დღეს საზოგადოებას რატომ უყვებიან იგივე ზღაპრებს?
დიახ, ამ საქმის პირველი კვალიფიკაცია გახლდათ, პოლიციელზე თავდასხმა, რომელიც შეიცვალა.
პროკურატურა და სისხლისსამართლებრივი ინსტრუმენტები, პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა ამ ქვეყანაში, ამიტომ ხელისუფლებას მოვიაზრებ მზია ამაღლობელის საქმის მეორე მხარედ, ასე ვთქვათ და არა სახელმწიფო ბრალდებას.
სამწუხაროდ, მათი შეთავაზება რა იყო, ხომ? „აღიარე, აღიარე, რასაც გაბრალებთ და რასაც ვერ ვამტკიცებთ, მაგრამ გაბრალებთ, აღიარე ყველაფერი“. დიახ, ამას ამბობს დღესაც პაპუაშვილი, საპროცესო შეთანხმებას მიიღებო. სასამართლომ შეცვალა ეს კვალიფიკაცია.
მზია ამაღლობელს რის აღიარებასაც სთხოვდნენ, სასამართლომაც თქვა: „მეც კი არ მჯერა ეგო“, წარმოგიდგენიათ? ამ სასამართლომაც შეცვალა ეგ კვალიფიკაცია. საპროცესოს სანაცვლოდ რასაც სთხოვდა სახელმწიფო ბრალდება და თურმე ბატონი პაპუაშვილიც ამას სთხოვდა, ის არ არის განაჩენით. ამიტომ ვთქვი, გაასწროთ ამათ ავტობუსმა, მორჩა ეგ ზღაპარი,“ – თქვა მაია მწარიაშვილმა.
ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის მიმდებარედ, „ოცნების“ მთავრობამ ზღვაში 82 ჰექტარი ტერიტორია არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთად, ცალკე საკადასტრო ერთეულად დაარეგისტრირა.
ახალდარეგისტრირებული 822 638 კვადრატული მეტრი ფართობის წყლით დაფარული ტერიტორიის მიმდებარედ კი, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე „ოცნების“ მთავრობას „არაბული ინვესტიცია“აქვს დაანონსებული.
ბათუმი, გონიო / წყლით დაფარული ტერიტორია ზღვაში, რომელიც ცალკე ნაკვეთად დაარეგისტრირეს [მონიშნულია წითელი ფერით]. ყვითელი ფერით კი მონიშნულია ყოფილი სამხედრო პოლიგონისა და მიმდებარე ადგილები, რომელიც „იგლ ჰილს საქართველოზე“ უზუფრუქტითაა გადაცემული.სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საჯარო რეესტრს ზღვაში ნაკვეთის დასარეგისტრირებლად 2026 წლის 6 აგვისტოს მიმართა. საჯარო რეესტრის იმავე დღის და ამ დროისთვის ერთადერთი ამონაწერით აღნიშნული ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაშია.
სახელმწიფოს საკუთრებაშია გონიოს დასახლებაში ყოფილი სამხედრო პოლიგონისა და მიმდებარე ტერიტორიებიც – სულ 258.8 ჰექტარი მიწა, რომელიც „იგლ ჰილს საქართველოზეა“ უზუფრუქტით გადაცემული.
ზღვაში დარეგისტრირებული ტერიტორია სავარაუდოდ „არაბულ ინვესტიციას“ უკავშირდება, ვინაიდან აქ „იგლ ჰილსის“ ესკიზის მიხედვით ნავმისადგომი და იახტების შესასვლელი უნდა მოეწყოს.
„იგლ ჰილსის“ პროექტი გონიოში / ესკიზი
აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვით პორტალზე უკვე გამოქვეყნებულია ბათუმის გენგეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] დოკუმენტი, რომელსაც გენგეგმის პროექტიც ახლავს. ამ პროექტში კი „არაბული ინვესტიციის“ შესახებ – თუ რა გავლენას მოახდენს ქალაქის განვითარებაზე, გარემოზე და ა.შ. დეტალურად არაფერია გაწერილი.
სააგენტოს ამ დრომდე არ ჩაუნიშნია ამ პროექტის საჯარო განხილვაც, რასაც კანონმდებლობა ითხოვს.
ჭოროხის დელტა და გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია
„არაბული ინვესტიცია“ უნდა განხორციელდეს თბილისშიც. ამ შემთხვევაში სახელმწიფო უწყებებში უშუალოს „არაბული ქალაქის“ განაშენიანების გეგმაზეა მუშაობა დაწყებული.
რამდენიმე დღის წინ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ მიერ შემუშავებული განაშენიანების გეგმის კონცეფცია, რომელიც კრწანისის პარკს [თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების ნაწილს] მოიცავს; ამ კონცეფციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] სკოპინგის ანგარიში და სხვა დოკუმენტაცია.
„როცა ბავშვს აღარ მოუწევს შეშის ღუმელზე გათბობა, როცა კლასები იქნება თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი, გვექნება ჭკვიანი დაფები, ლეპტოპები, ფერადი პრინტერები და სხვა აუცილებელი რესურსებიც, მერე ვიმსჯელოთ ფორმებზეც“, – ამბობს არჩილ თოდუა.
არჩილი, ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. ის წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტიც“ გახდა.
როგორია მასწავლებლობა საქართველოს საჯარო სკოლაში, რა სირთულეები აქვთ მოსწავლეებს და ახერხებს თუ არა სკოლაში დემოკრატიის დაცვას? – ამ თემაზე ესაუბრა მას „ბათუმელები“.
ბატონო არჩილ, რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს აქვს საქართველოს საჯარო სკოლებს?
სკოლაში 2022 წლიდან ვმუშაობ. კონკურსის წესით ამიყვანეს, როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. 2015 წლიდან კი პერიოდულად ვასწავლი ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც მოწვეული ლექტორი, „დემოკრატია და მოქალაქეობას“ და სულ ვფიქრობდი, რომ ყველაზე სწორია, ახალგაზრდებს ასწავლო სწორი ღირებულებები უფრო ადრეულ ეტაპზე.
ამიტომაც ვიფიქრე, რომ უფრო საინტერესო ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, სკოლაში მუშაობა იქნებოდა და მადლიერი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა.
ამ პროფესიის არჩევანი ალბათ იმანაც განაპირობა, რომ მასწავლებლების ოჯახში გავიზარდე. მამაჩემი სიცოცხლის ბოლომდე იყო სკოლაში და დედა დღესაც მასწავლებელია. სხვა ნათესავებიც მყავს პედაგოგები, ასე რომ, ეს პროფესია ჩემთვის უცხო არ არის.
სამოქალაქო განათლება ბავშვებს ასწავლის დემოკრატიულ ღირებულებებს. „ოცნების“ ხელისუფლება კი ქვეყანაში ავტოკრატიას აძლიერებს. ასეთ ვითარებაში მასწავლებლებს გაქვთ იმის შინაგანი რესურსი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ პროპაგანდას, დაიცვათ ეს ღირებულებები?
ძალიან მძიმე, კრიზისულ ვითარებაში ვართ დღეს, კრიზისის პირობებში არსებობს ჩვენი სახელმწიფო ბოლო რამდენიმე წელია და ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აკისრიათ მოქალაქეებს. დემოკრატია უნდა იყოს საზოგადოების დაკვეთა და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში გვქონდეს რეალური დემოკრატია, ისეთი, როგორიც ვთქვათ, დასავლეთ ევროპის ქვეყნებშია.
სკანდინავიის ქვეყნების დონეზე შეიძლება არა, რადგან ამ ქვეყნებში დემოკრატიის ძალიან მაღალი სტანდარტია, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეზე ხომ შეგვიძლია მინიმუმ ყოფნა.
საზოგადოებამ უნდა შევძლოთ განვავითაროთ, გავაძლიეროთ და ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, სადაც ნებისმიერი ადამიანი თავისუფლად, დაცულად იგრძნობს თავს, სადაც ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ.
საკუთარი თავი იპოვონ აქ, ამ სახელმწიფოში და არ მოუწიოთ ემიგრაციაში ყოფნა. ვიცით, რომ დღეს ათასობით ადამიანია ემიგრაციაში წასული უკეთესი ცხოვრებისთვის, იმისთვის, რომ აქ დარჩენილი ოჯახები არჩინონ და ასევე უამრავი ადამიანი, ჩემ გარშემოც მაგალითად, ცდილობს გამონახოს გზები იმისთვის, რომ დატოვოს საქართველო და უცხოეთიდან არჩინოს ოჯახი ან ოჯახთან ერთად გადასახლდეს საერთოდ სხვა სახელმწიფოში.
ეს ძალიან მძიმე ამბავია. ამიტომ, ჩვენ თუ არ შევქმნით და არ ავაშენებთ თავისუფალ სახელმწიფოს, ეს პროცესები კიდევ უფრო გაღრმავდება.
ფაქტია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შანსები წაართვა „ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს. ახალგაზრდები რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე. მათ თუ აქვთ განცდა იმის, რომ დემოკრატიული ღირებულებები მათი დასაცავიც არის?
ახალგაზრდა თაობას ძალიან კარგად ესმის ბევრი რამ, მაგრამ მასწავლებლებს გვაქვს მეტი წილი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მოსწავლეებს კარგად გავააზრებინოთ და ვასწავლოთ საკუთარი პრინციპების დაცვა. ჩვენს ქვეყანას დღეს გაცხადებული აქვს, მათ შორის კონსტიტუციითაც, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი ნაწილი უნდა გახდეს. ამიტომ ეს დათქმა უნდა მოვიდეს პრაქტიკაში.
ჩვენ, ძალიან ცუდი და მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს რუსული ქოლგის ქვეშ ცხოვრების, რუსული ოკუპაციის და ამან სასიკეთო არაფერი მოუტანა ჩვენს სახელმწიფოს არცერთ ეტაპზე. ისტორიულად ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო დასავლეთის, თავისუფალი სივრცის ნაწილი. მითოლოგიაშიც რომ წავიდეთ, ჩვენი პირველი მითიც, არგონავტების შესახებ, ევროპულ სახელმწიფოს – საბერძნეთს უკავშირდება.
აქედან მოყოლებული ცდილობდა ჩვენი ქვეყანა საკუთარი ნავსაყუდელი დასავლეთში, ევროპაში ეპოვა და დღეს, როცა არსებობს ეს შესაძლებლობა, არ უნდა გავუშვათ შანსი ხელიდან. აბსოლუტურად ყველა პროფესიის ადამიანმა, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დავბრუნდეთ იქ, სადაც ჩვენი ადგილია.
წელს გამოცვალეს სახელმძღვანელოები და ისიც კი მოვისმინეთ, რომ „წულუკიანის კომისიის“ დასკვნის შეტანას ცდილობენ სკოლებში. ყველას გვახსოვს ეს კომისია როგორ მსჯელობდა, თუ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი – სააკაშვილმა თუ რუსეთმა.შეძლებენ ისინი თავიანთი მიზნების მიღწევას სკოლებში?
სანამ შეგვიძლია, ჩვენ მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ სიმართლე – რა არის სწორი და რა არასწორი. ისტორიას ვერ შეცვლი, ვერ გააყალბებ და საქართველოს ისტორიაში რუსეთს ვერ გამოიყვან, როგორც ჩვენ მეგობარ სახელმწიფოს.
დარწმუნებული ვარ, ისტორიის მასწავლებლების უმრავლესობა სწორედ ამ პოზიციაზეა. იგივე როლი აკისრიათ ქართული ლიტერატურის მასწავლებლებსაც, რადგან ბევრი ქართველი ავტორი, პოეტი თუ მწერალი სწორედ რუსული აგრესიის, რუსული რეპრესიების მსხვერპლი გახდა და არაერთი ნაწარმოები აღწერს ამ ყველაფერს.
სამოქალაქოს მასწავლებლებსაც განსაკუთრებული როლი აკისრიათ ამ კუთხით, რომ ბავშვებს საკლასო ოთახებში ასწავლოს რეალური ისტორია.
ჩემი მშობლებისგან ძალიან ხშირად გამიგია, რომ საბჭოთა პერიოდში უნივერსიტეტში სწავლობდნენ ათეიზმის კურსს, მაგრამ ყველაზე მეტი, რელიგიაზე და ქრისტიანობაზე სწორედ იმ ლექტორებისგან გაიგეს, რომელთა პასუხისმგებლობაც ათეიზმის სწავლება იყო.
ვფიქრობ, გაუჭირდებათ ისეთი მასწავლებლის პოვნა, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ასწავლის რაიმეს. ახალგაზრდებსაც კარგად ესმით ვისკენ არის სიმართლე, ვინ არის ოკუპანტი და ვინ მეგობარი. ამიტომ არა მგონია ვინმეს გააბედვინონ საკუთარი ისტორიის არასწორი სწავლება.
მე ვარ ზუგდიდიდან, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს ემიჯნება, ჩემი სტუდენტების მეტი წილი სწორედ იძულებით გადაადგილებული პირები არიან აფხაზეთიდან. მათ ყველაზე კარგად, პრაქტიკაში იციან, ვინ არის მტერი, ვინ არის ოკუპანტი და რას ნიშნავს ოკუპაციის პირობებში ცხოვრება.
შესაბამისად, რთულად წარმომიდგენია, რომ ერთ დღეს, ქართულ საკლასო ოთახებში თუ უნივერსიტეტის აუდიტორიებში ვიხილოთ სიტუაცია, სადაც მტერზე ვიტყვით, რომ მეგობარია და მეგობარზე ვიტყვით, რომ მტერია.
ორი დღეა განათლების სამინისტრო PISA-ს კვლევას აფრიალებს და ამბობს, რომ წინსვლა გვაქვს განათლებაში. მოგვიყევით, რეალურად რა ხდება სკოლაში, რა აწუხებთ ან უხარიათ ბავშვებს?
მე პატარა სკოლაში ვასწავლი, მაგრამ ყველა მათგანის ინტერესი, პირველ რიგში, არის ის, რომ ჰქონდეთ კარგი, უზრუნველი მომავალი და ეს მომავალი თვითონვე ააშენონ, თვითონვე შექმნან. ამიტომ, ისეთ საგნებს ითვისებენ, რაც მათ მომავალში გამოადგებათ. მათ შორის, სამოქალაქო განათლებასაც.
მეც ვცდილობ ისეთი პროექტები განვახორციელო, რაც მათ ინტერესებზე იქნება მორგებული. მასწავლებელი ყოველთვის იმის ძიებაში უნდა იყოს, თუ რა არის მოსწავლეთა ინტერესი, რა სფეროში, რა მიმართულებით სჭირდებათ მათ დახმარება.
ახლა, ამ ინტერვიუს შვედეთიდან გაძლევთ და რომ შევადაროთ ერთმანეთს, უზარმაზარი განსხვავებაა ქართულ და შვედურ სკოლებს შორის. აქ ყველაფერი ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის. კარგად აღჭურვილი სკოლები, კარგი, გამწვანებული ეზოები, არაერთ სპორტულ სახეობაზე მიუწვდებათ ხელი. დასვენებაც შეიძლება, სწავლაც და გართობაც. ეს ყველაფერი აკლიათ ჩვენს მოსწავლეებს.
ჩვენთან ჯერ კიდევ იმაზე მიდის მსჯელობა, სკოლებში უნდა იყოს თუ არა უფასო კვება.
აუცილებელია, რომ სახელმწიფომ განათლებაში სწორად ჩადოს ფინანსური რესურსები. სოფელშიც და ქალაქშიც მოსწავლეებს თანაბარი ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეთ ყველაფერზე. არ შეიძლება ერთ სკოლაში გათბობის ცენტრალური სისტემა იყოს და მეორე სკოლაში შეშის ღუმელებით თბებოდნენ ბავშვები.
ჩვენ ერთი მხრივ სისტემური და მეორე მხრივ რესურსების კრიზისების ფონზე გვიწევს დღეს მასწავლებლებს მუშაობა. განსაკუთრებით რეგიონებში.
მასწავლებლებს და სკოლას უნდა ჰქონდეთ სრული თავისუფლება. სკოლა პოლიტიკური კონიუნქტურისა და მანიპულაციებისგან აბსოლუტურად დაცული უნდა იყოს, რადგან მხოლოდ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფალ პედაგოგს შეუძლია აღზარდოს თავისუფალი, ღირსეული, პასუხისმგებლობიანი მოქალაქე, რომელიც, საბოლოო ჯამში, კარგ ქვეყანას ააშენებს.
რადგან შვედეთში ხართ, ხომ არ გიკითხავთ, 2 ან 3-ცვლიან სკოლებზე თუ სმენიათ რაიმე. ჩვენთან ხომ ასეთ პირობებში უწევთ ბავშვებს სწავლა?
შვედეთში არ არის ორცვლიანი სკოლები. გაკვეთილების დასრულების შემდეგ 6-დან 13 წლამდე ბავშვებისთვის მოქმედებს სპეციალური სკოლისშემდგომი ჯგუფები, სადაც მოსწავლეები რჩებიან საღამომდე. თამაშობენ, მეცადინეობენ და ერთობიან.
მოსწავლეს, პირველ რიგში, მეგობრული, თავისუფალი გარემო უნდა დაახვედრო სკოლაში. უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მას სკოლაში მხარდამჭერები დახვდებიან, სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს კონკრეტული მოსწავლის, კონკრეტული ინტერესის განვითარებას. მათემატიკა გამოსდის კარგად? ამ მხრივ უნდა შეუწყო ხელი, ტექნოლოგიები გამოსდის? აქ უნდა მისცე ფართო შესაძლებლობები. შეიძლება მუსიკის ნიჭი აქვს და კარგი ფლეიტისტი გამოვიდეს.
ამ ყველაფრის ხელშემწყობი უნდა იყოს სკოლა.
ფორმები ხომ უყიდეს, თან დაავალდებულეს რომ ჩაიცვან. ამაზე რას ფიქრობთ?
როცა ბავშვს აღარ მოუწევს შეშის ღუმელზე გათბობა, როცა კლასები იქნება თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი, გვექნება ჭკვიანი დაფები, ლეპტოპები, ფერადი პრინტერები და სხვა აუცილებელი რესურსები, მერე ვიმსჯელოთ ფორმებზეც.
ფორმა არ არის ნომერ პირველი პრიორიტეტი დღეს, რაზეც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. სხვა პრობლემებია მოსაგვარებელი. მათ შორის ბუფეტების საკითხი, ფიზიკის, ქიმიის ლაბორატორიების და ასე შემდეგ.
იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არაერთი ბავშვი იზრდება მშობლების გარეშე, ხან დედა ჰყავთ ემიგრაციაში, ხან მამა, ან ორივე ერთად, ბუნებრივია, ბავშვის სწავლის მოტივაცია ვერ იქნება მაღალი. ეს ყველაფერი მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე.
უნივერსიტეტში მყავდა ერთი სტუდენტი, რომელიც მიყვებოდა, რომ მეშვიდე კლასიდან ხან ერთი მშობელი ჰყავდა ემიგრაციაში, ხან მეორე და ეს ძალიან მტკივნეული იყოს მისთვის. მე სამი შვილი მყავს და სულ ვცდილობ მათ გვერდით ვიყო, დავეხმარო გაკვეთილების მომზადებაში, რაღაც ავუხსნა დამატებით, ეს აკლია ბევრ ბავშვს.
ბავშვი ბედნიერიც უნდა იყოს, სათანადო პირობებიც უნდა ჰქონდეს, რომ სრულფასოვნად მიიღოს ცოდნა. ამისთვის გვჭირდება დასავლური დემოკრატიაც და განვითარებული ეკონომიკაც. ის, რაც ევროპის ქვეყნებს აქვთ დღეს საკუთარი მოქალაქეებისთვის, მოსწავლეებისთვის.
მე-12 კლასის გაუქმებაზე რას ფიქრობენ ბავშვები. თანახმა არიან „რეპეტიტორიუმის“ გავლაზე?
ჩემ გარშემო მყოფი მოსწავლეების მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ ისინი უეჭველად გააგრძელებენ სწავლას მე-12 კლასშიც, რადგან ხედავენ, რომ ბევრი ახალგაზრდა წარმატებით ირიცხება ევროპულ უნივერსიტეტებში. არც მათ უნდათ ეს შესაძლებლობა დაკარგონ.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, დეპუტატებს, ვინც ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა, თავად თუ ჰქონდათ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი.
ასევე დავინტერესდით, მოიხადეს თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური თანამდებობის პირებმა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ და მხარს უჭერენ მის მიერ მიღებულ კანონმდებლობას.
აღმოჩნდა, რომ ჯარში ნამყოფი არაა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შვილი, რომელიც თანამდებობის პირია და თავად ის დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონის გამკაცრებას.
რა შეიცვალა 13 მაისს „თავდაცვის კოდექსში“
თუ თქვენ ჯარში წასვლა გიწევთ, მაგრამ საზღვარგარეთ ხართ და შეტყობინებას ვერ ჩაიბარებთ, ეს შეტყობინება საჯაროდ გამოქვეყნდება და გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება.
თუ ათ დღეში სამხედრო გაწვევის კომისიაში არ გამოცხადებით, ავტომატურად ხდებით სამართალდამრღვევი და 1000 ლარით დაჯარიმდებით.
ხოლო თუ ქვეყანაში არ დაბრუნდებით, განმეორებით გამოგიძახებენ და ისევ არ მიხვალთ, მაშინ სისხლის სამართლის დამნაშავე ხდებით და თქვენს წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 356-ე მუხლით დაიწყება.
ჯარში გაწვევის ახალი წესის შესახებ მთავრობის დადგენილება ძალაში პირველი სექტემბრიდან შევიდა. ეს დადგენილება კი თავის მხრივ დაეფუძნა „საქართველოს თავდაცვის კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს, რომელიც მიმდინარე წლის 13 მაისს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
ცვლილებებს მხარი „ქართული ოცნების“ 72-მა, „ხალხის ძალის“ ექვსმა და „ევროპელი სოციალისტების“ ორმა დეპუტატმა დაუჭირა.
ცვლილებების წინააღმდეგი იყო „გახარია საქართველოსთვის“ 10 დეპუტატი.
საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეებს სამხედრო სამსახურში გაწვევის წესი განუსაზღვრეს ისეთმა დეპუტატებმაც, რომლებიც თავად არასდროს ყოფილან ჯარში და არ მოუხდიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური.
„გაქვთ თუ არა გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური? თუ კი, რომელ წელს და სად? თუ არ ხართ ნამყოფი ჯარში, გთხოვთ მოგვწეროთ მკაფიო განმარტება, რატომ ვერ ან არ გაიარეთ სამხედრო სავალდებულო სამსახური“, – „ბათუმელებმა“ ეს კითხვები პარლამენტის ოფიციალურ საიტზე მითითებულ მეილებზე „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატს გაუგზავნა.
კერძოდ, ვახტანგ თურნავას, ირაკლი კირცხალიას, ზურაბ რურუას, თორნიკე ფაღავას, გიორგი ხახუბიასა და არჩილ ბერიძეს ვკითხეთ, ჰქონდათ თუ არა გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები: ვახტანგ თურნავა, ირაკლი კირცხალია, ზურაბ რურუა, თორნიკე ფაღავა, გიორგი ხახუბია და არჩილ ბერიძე არ არიან ჯარში ნამყოფი.
„ბათუმელებმა“ არაერთგზის სცადა მათთან დაკავშირება. შეკითხვები გავუგზავნეთ მეილზე, გავუგზავნეთ სმს შეტყობინება და თითოეულ დეპუტატთან ვცადეთ დაკავშირება სატელეფონო ზარის საშუალებით.
დავუკავშირდით საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურსაც, რომელსაც გავაცანით ჩვენი კითხვები. პრესსამსახურისგან მივიღეთ დადასტურება, რომ დეპუტატები ნამდვილად იყვნენ ინფორმირებულები და იცოდნენ რა საკითხზე გვსურდა მათგან პასუხი.
5 დღის განმავლობაში არცერთმა დეპუტატმა ჩვენს არცერთ შეტყობინებას არ უპასუხა. გვსურდა ასევე მიგვეღო პასუხი კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა ალტერნატიული სამხედრო სამსახური გავლილი.
ცნობისათვის, ზემოთ ჩამოთვლილი დეპუტატებიდან თავდაცვის კოდექსში ცვლილებებს ხმა მისცა: ნიკა ელისაშვილმა, ირაკლი კირცხალიამ, ზურაბ რურუამ, თორნიკე ფაღავამ, გიორგი ხახუბიამ და არჩილ ბერიძემ. 13 მაისის სხდომას არ ესწრებოდა ვახტანგ თურნავა.
თუ რომელიმე დეპუტატი გადაწყვეტს ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას, მას სტატიაში ავსახავთ.
ერთადერთი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ნიკა ელისაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს უპასუხა.
ჯარში ნამყოფი არც ნიკა ელისაშვილი არაა, თუმცა მან „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ გავლილი აქვს „ალტერნატიული სამხედრო სამსახური“ და, შესაბამისად, ჯარში წასვლა აღარ მოუწია.
რა ხდება აჭარაში, აქვთ თუ არა მაღალჩინოსნებს გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური – ამ კითხვით რამდენიმე უწყებას და ჩინოვნიკს მივმართეთ.
კერძოდ, დავინტერესდით, ჰქონდა თუ არა გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის შვილს, რომელიც ასევე თანამდებობას იკავებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. ასევე დავინტერესდით აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, დენის სალუქვაძის, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ცოტნე ანანიძის და უმაღლესი საბჭოს წევრის, გოგი ფუტკარაძის შესახებ ინფორმაციით.
აღმოჩნდა, რომ არცერთი ზემოჩამოთვლილი საჯარო პირი ჯარში ნამყოფი არაა.
ჯარში არაა ნამყოფი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე.
„დენის სალუქვაძე სამხედრო სავალდებულო სამსახურში არ გაუწვევიათ, რადგან იმ პერიოდში, როცა სამხედრო სავალდებულო სამსახური უწევდა, განათლებას იღებდა. მას გავლილი აქვს უმაღლესი განათლების სამივე საფეხური – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. კანონის შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა მას არ უწევდა“, – მოგვწერეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.
ჯარში არ არიან ნამყოფები არც ცოტნე ანანიძე და არც გოგი ფუტკარაძე.
„2008 წელს ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის მთავრობას ჰქონდა 18 დღიანი რეზერვისტების პროგრამა. გამოვცხადდი, არ წამიყვანეს, იმ მოტივით -„ოპოზიციაშია ეს ბიჭი და მთავარსარდალს ეწინააღმდეგებაო“. ამის შემდეგ, ბაკალავრის დასრულებისთანავე, მაგისტრატურაში ჩავაბარე სისხლის სამართალზე. მაგისტრატურის სტუდენტი ვიყავი, როცა დამიჭირეს. როდესაც ციხიდან გამოვედი, რა თქმა უნდა, აღვადგინე სტატუსი და მერე დავასრულე სამაგისტრო,“ – გვითხრა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.
„საქართველოს კანონის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რომელიც განსაზღვრავს წვევამდელის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას „გ1“ ქვეპუნქტის თანახმად გახლდით – საზღვარგარეთ სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი (2010-2018 წწ).
სამხედრო აღრიცხვის სამსახურის მიერ გამოძახებისთანავე სისტემატურად ვცხადდებოდი შესაბამის სამსახურში, ხოლო სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება ხორციელდებოდა უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე (როგორც საბაკალავრო, აგრეთვე სამაგისტრო პროგრამების) სწავლის დასრულებამდე,“ – გვითხრა უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ გოგი ფუტკარაძემ.
იყვნენ თუ არა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შვილები ჯარში?
აქვთ თქვენს შვილებს გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური? – ეს კითხვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს მიმდინარე წლის მაისში დავუსვით.
ზურაბ პატარაძემ დასმულ შეკითხვაზე პირდაპირ პასუხს თავი აარიდა.
„ღმერთმა ამრავლოს საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახები, ეს არის ჩვენთვის დიდი სიმდიდრე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ოჯახებზე და ჩვენს შვილებზე. ის, რაც კანონით არის გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, მათ შორის საჯარო მოხელე შესაბამისად მიჰყვება ქმედებას,“ – გვითხრა მან.
განმეორებით დასმულ შეკითხვაზე – თქვენი ერთი შვილი საჯარო სამსახურში მუშაობს, აქვს თუ არა მას სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი? – ზურაბ პატარაძემ პასუხს ისევ თავი აარიდა.
„ყველა ქმედება იქნება დაცული, როგორც არის კანონმდებლობით…“ – გვითხრა მან.
ზურაბ პატარაძეს 4 შვილი ჰყავს, 2 ბიჭი და ორი გოგო. ზურაბ პატარაძის უფროსი შვილი, რევაზ პატარაძე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილეა.
ჩვენ მისგანაც ვცადეთ კომენტარის მიღება და პრესსამსახურის საშუალებით ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი.
რევაზ პატარაძემ „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრესსამსახურმა კი გვითხრა, რომ კითხვაზე პასუხი – ჰქონდა თუ არა გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური რევაზ პატარაძეს, საჯარო ინფორმაციის სახით გამოგვეთხოვა.
ზურაბ პატარაძის მეორე შვილი 20 წლისაა. ის ამჟამად სტუდენტია და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სწავლის პერიოდში სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავისუფალია.
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა #1-ში მდებარე ორი კორპუსი ერთმანეთთან აივნებითაა დაკავშირებული.
კორპუსები 17-სართულიანია. პირველ 7 სართულზე ორ კორპუსს შორის დატოვებულია ვერტიკალური ღარი, ხოლო მერვე სართულიდან აივნები გადაბმულია.
ბზარი სწორედ ამ აივნების გადაბმებს შორის გაჩნდა.
მერვედან მე-17 სართულის ჩათვლით, გარედან ჩანს, რომ აივნების გადაბმებს შორის ე.წ. ბზარებია.
8 სექტემბერს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც სწორედ ეს ბზარები ჩანდა, თანდართული აღწერით, რომ „ბათუმში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი გაიბზარა“.
სამშენებლო კომპანია „ანაგი“, რომელმაც ეს კორპუსი ააშენა, ამბობს, რომ ე.წ. ბზარები დეფორმაციული ნაკერია და ის კორპუსის მდგრადობას საფრთხეს არ უქმნის.
„ბათუმში, ფიროსმანის ქ. #1ა-ში არსებული საცხოვრებელი სახლის რკინაბეტონის კონსტრუქცია შპს „ანაგმა“, შპს „დუკა 2006“-ის დაკვეთით ააშენა.
სახლი ექსპლუატაციაშია 2013 წლიდან.
გავრცელებულ ვიდეოში ასახული ვერტიკალური ხაზები, რომლებიც ერთი შეხედვით ბზარების შთაბეჭდილებას ტოვებს, სინამდვილეში წარმოადგენს შენობის ტემპერატურულ (დეფორმაციულ) ნაკერს.
ეს არის პროექტით გათვალისწინებული კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც შენობის სექციებს შორის სპეციალურად არის მოწყობილი და მისი დანიშნულებაა, ტემპერატურის ცვლილებით გამოწვეული მასალის გაფართოება-შეკუმშვისას კონსტრუქცია დაზიანებისგან დაიცვას.
ვიზუალურ ეფექტს, რომელიც „დაზიანების“ შთაბეჭდილებას ქმნის, იწვევს ნაკერის ზონაში ფასადის მოსაპირკეთებელი სისტემის ამორტიზაცია (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შპს „ანაგმა“ მხოლოდ რკინაბეტონის კონსტრუქცია ააშენა და მას ფასადისა და სხვა მოსაპირკეთებელი სამუშაოები არ შეუსრულებია).
ფასადი მოპირკეთებულია თბოსაიზოლაციო ფილებით, დეკორატიული ბათქაშითა და საღებავით. დროთა განმავლობაში სწორედ ეს მოსაპირკეთებელი ფენები დაზიანდა ცვეთის შედეგად, განსაკუთრებით ნაკერის ზონაში, სადაც შენობის სექციების მოძრაობა მუდმივად ზემოქმედებს მოპირკეთებაზე.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს კოსმეტიკური ხასიათის საკითხია და შენობის მზიდ კონსტრუქციას არ ეხება – რკინაბეტონის კონსტრუქცია დაზიანებული არ არის,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სამშენებლო კომპანია „ანაგში“.
„ანაგის“ ოფისი სწორედ ფიროსმანის ქ. #1ა-შია განთავსებული, იმ კორპუსის სამ სართულზე, რომლის ვიდეოც ფეისბუქზე გავრცელდა.
„ბათუმელები“ დღეს, 9 სექტემბერს იმყოფებოდა ფიროსმანის ქუჩის #1ა-ში.
ორი 17-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის პირველი ორი სართული ფუნქციურად დატვირთულია. არის რამდენიმე მაღაზია. კორპუსის პირველ სართულზე გვერდიგვერდაა განთავსებული სახალხო დამცველის ოფისი და პრობაციის ბიურო, ხოლო კორპუსის მეორე სართულზე შრომის ინსპექციის ოფისია. ამას გარდა, თავად სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ოფისიც ამ კორპუსშია განთავსებული.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში კორპუსის კადრები გავრცელდა, ფიროსმანის ქუჩაზე მივიდნენ ბათუმის მერიის წარმომადგენლები, ხოლო კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ წერილით მიმართა მერიას, რომ კორპუსის მდგრადობის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მომზადდეს.
ყველა უწყება, რომელსაც ამ ეტაპზე „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, რომ კორპუსი მდგრადია, მყარია და ბზარი, რომელიც აივნების გადაბმებს შორის ჩანს, კორპუსის უსაფრთხოებაზე გავლენას არ ახდენს.
„ბათუმელებმა“ კომენტარი გამოითხოვა ბათუმის მერიისგანაც.
„ბათუმში ფიროსმანისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში, კომპანია „ანაგის“ მიერ დამოუკიდებლად აშენებული ორი კორპუსის ერთმანეთთან შეერთების ბჟენის ადგილია. რაც შეეხება ზედა სართულებს, ბზარი არ არის, ტემპერატურული ნაკერია დატოვებული, რომელიც ყოფს ნაგებობას ცალკეულ დამოუკიდებელ ბლოკებად/შენობებად.
ტემპერატურული ნაკერი წარმოადგენს შენობის კონსტრუქციულ ელემენტს, რომელიც ყოფს ნაგებობას ცალკეულ დამოუკიდებელ ბლოკებად/შენობებად.
თუ შენობის სხვადასხვა ნაწილს აქვს განსხვავებული სართულიანობა ან გრუნტის განსხვავებული მზიდუნარიანობა, ნაკერი საშუალებას აძლევს ბლოკებს/შენობებს ჯდომა განახორციელონ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.
ასევე, ტემპერატურის ცვლილებისას სამშენებლო მასალები განიცდიან გაფართოებას ან შეკუმშვას ტემპერატურული ნაკერი უზრუნველყოფს ამ მოძრაობის თავისუფლებასაც. ორივე შენობა განსხვავებულად ჯდება გრუნტში, გამომდინარე აქედან, ბჟენი უნდა იყოს დეფორმირებადი, რათა არ შეზღუდოს ეს მოძრაობა,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან.
ხარისხიანი განათლება კარიერის პირველი ნაბიჯია, თუმცა ცოდნის მიღება ყოველთვის არ არის მარტივი, განსაკუთრებით მაშინ, როცა სასურველი პროგრამა შენს ქალაქში თუ სოფელში არ არის. თიბისის უფასო ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან თანამედროვე ცოდნის მიღების შესაძლებლობას გეოგრაფიული და ფინანსური ბარიერების გარეშე ქმნის — სწორი ადგილია განათლებისთვის.
ამ შესაძლებლობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი თიბისი IT აკადემიაა – უფასო ტექნოლოგიური განათლების პროგრამა, რომელიც მონაწილეებს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში ეხმარება. კურსების განმავლობაში მონაწილეები რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ ამოცანებზე მუშაობენ, მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ და ტექნოლოგიურ სფეროში კარიერის დასაწყებად საჭირო უნარებს ავითარებენ.
გაიცანით თიბისი IT აკადემიის კურსდამთავრებული ლაშა არველაძე – ფოთიდან, რომელიც IT აკადემიის დასრულების შემდეგ თიბისიში დასაქმდა და დღეს მობაილბანკის თამაშზე „საგანძურის მარათონი“ მუშაობს.
„სამწუხაროა რომ დღეს ბევრი ახალგაზრდა ტოვებს ფოთს განათლების და გამოცდილების მისაღებად, რაც ვფიქრობ რომ ჩემი ქალაქის მთავარი პრობლემაა. სამომავლოდ მეც ვგეგმავ ისეთი კურსები შევქმნა, რომლებიც ახალგაზრდებს დატოვებს ფოთში, რასაც დღეს IT აკადემია აკეთებს. IT აკადემიაში სახლიდან გაუსვლელად ცოდნისა და გამოცდილების მიღება შეგიძლია. ვფიქრობ, ფოთი არის სწორი ადგილი, სადაც შეგიძლია შენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენო. მეც ასე მოვიქეცი, როდესაც IT აკადემიაში ჩავირიცხე და დღეს საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის თანამშრომელი ვარ“ – ლაშა არველაძე.
თიბისი IT აკადემია 2019 წლიდან მოქმედებს და მის პროგრამებში უკვე 5 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კურსდამთავრებულთაგან დაახლოებით 500 ადამიანი თიბისისა და პარტნიორი კომპანიების ტექნოლოგიურ გუნდებში დასაქმდა.
IT აკადემიასთან ერთად, თიბისის უფასო ონლაინ განათლების ეკოსისტემა აერთიანებს თიბისი ტექსკოლას, თიბისი კამპუსსა და სხვა ინიციატივებს, რომლებიც ხარისხიან განათლებაზე წვდომას გეოგრაფიული და ფინანსური ბარიერებისგან ათავისუფლებს.
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები – სწორი ადგილია განათლებისთვის.
ბათუმის აეროპორტიდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი რიზესთან ახლოს, ზღვაში ავარიულად დაეშვა.
ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. შემთხვევა დღეს, 9 სექტემბერს მოხდა.
ორადგილიანი WT9 ტიპის თვითმფრინავის ბორტზე ორი მგზავრი იმყოფებოდა. თურქმა მაშველებმა ორივეს გადარჩენა მოახერხეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კერძო თვითმფრინავი ბათუმიდან ორდუ-გირესუნის აეროპორტისკენ მიფრინავდა. ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით კი რიზესთან ახლოს, ზღვაში ავარიულად დაეშვა.
“თვითმფრინავი რიზე-ართვინის აეროპორტიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 4 მილის დაშორებით, ზღვაში ავარიულად დაეშვა.
ჩვენმა სანაპირო დაცვის ჯგუფებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამაშველო ოპერაცია.
თვითმფრინავის ბორტზე ბელგიის ორი მოქალაქე იმყოფებოდა. პირველადი შემოწმებით დადგინდა, რომ ორივე პირი ჯანმრთელადაა.
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი საქართველოდან, ბათუმიდან აფრინდა და ძრავის გაუმართაობის გამო საკონტროლო კოშკს დაუკავშირდა, რათა რიზე-ართვინის აეროპორტში დაშვების ნებართვა ეთხოვა, ამის შემდეგ კი ზღვაში ავარიულად დაეშვა.
ინცინდენტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება,” – ამბობს მომხდარ ფაქტზე რიზეს გუბერნატორი იჰსან სელიმ ბაიდაში.
დღეს, 9 სექტემბერს, პარტია „ლელომ“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართა წერილობით და ბათუმში, გამსახურდიას 41-ე ნომერში არსებული მოდერნის სტილის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მოითხოვა.
„ჩვენ ვითხოვთ ყველა სახის დოკუმენტაციას, მათ შორის ცვლილებებს, რაც დაფიქსირდა ზვიად გამსახურდიას 41-ში მდებარე ძეგლთან დაკავშირებით.
ასევე, გავდივართ კონსულტაციას შესაბამის ჯგუფებთან, რომ მოხდეს ძეგლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ყველა სახის დოკუმენტაციის შესწავლა.
გარდა ამისა, ვაპირებთ, ბათუმის საკრებულოში დავაყენოთ ინიციატივა სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით, რომელიც შეისწავლის რეაბილიტაციის ყველა ეტაპს.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ამბავი გასაჯაროვდეს, რადგან ჩვენ ვნახეთ „ნექსთის“ განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ შენობის გაფერადება-დამახინჯება არ იყო შეთანხმებული სააგენტოსთან და ეს დაადასტურა კიდეც სააგენტომ.
შესაბამისად, ვითხოვთ ყველა დოკუმენტაციას, რომ გამოვიკვლიოთ, რამდენად სწორად იქნა გაცემული ამ ძეგლის შესახებ ნებართვები“ – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ვაჟა დარჩია.
მისი თქმით, სააგენტომ აღნიშნული დოკუმენტაცია წესით 10 დღეში უნდა მიაწოდოს. ვაჟა დარჩიამ „ბათუმელებთან“ ასევე აღნიშნა, რომ ითხოვენ, გასაჯაროვდეს პროექტი, რათა საზოგადოებამ იცოდეს, როგორი იქნება ძეგლის საბოლოო იერსახე რეაბილიტაციის შემდეგ.
„ნებისმიერი ცვლილება შეთანხმებული უნდა ყოფილიყო სააგენტოსთან, რადგან ეს არის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი და ექსპერიმენტები არ უნდა ტარდებოდეს მის ფასადზე.
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც პროტესტში არიან ჩართულნი, აჯარიმებენ ასფალტზე წარწერის გამო და ამ დროს „ნექსთი“ თავისი ნება-სურვილით, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლს საქართველოში, ფაქტობრივად, სპობს, ფასადს უნადგურებს და ჩანს, რომ ამ ძეგლთან დაკავშირებით სამუშაოები ისე არ არის ჩატარებული, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს“ – ამბობს ვაჟა დარჩია.
ასევე დღეს, 9 სექტემბერს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიმართა მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ წევრმა, აზა გაბუნიამ.
„გთხოვთ, მოგვაწოდოთ საჯარო ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის ასლები, რომლებიც უკავშირდება ბათუმში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ქუჩების №12/14- გადაკვეთაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მიმდინარე/განხორციელებულ სამუშაოებს. კერძოდ, გთხოვთ მოგვაწოდოთ:
სააგენტოსთან შეთანხმებული თავდაპირველი პროექტის სრული ასლი, რომლის საფუძველზეც აღნიშნულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების განხორციელება გახდა შესაძლებელი;
აღნიშნულ პროექტში შეტანილი ყველა ცვლილების, დამატებისა და კორექტირების შესახებ დოკუმენტაცია, მათ შორის ცვლილებები/განახლებული პროექტების სრული ასლები, არსებობის შემთხვევაში;
აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ გაცემული ყველა ნებართვის, თანხმობის, ბრძანებისა და ადმინისტრაციული აქტის ასლები;
სააგენტოს შესაბამისი კომისიების/საბჭოების სხდომების ოქმები, გადაწყვეტილებები და დასკვნები, რომლებზეც განხილული ან შეთანხმებული იყო აღნიშნულ შენობაზე სამუშაოების, მათ შორის ფასადის ცვლილების საკითხი;
მესაკუთრის, ინვესტორის, საპროექტო ორგანიზაციის ან სხვა დაინტერესებული პირების მიერ სააგენტოში წარმოდგენილი ყველა წერილის, განცხადების, განმარტების, პროექტისა და სხვა დოკუმენტის ასლები, რომლებიც აღნიშნულ ობიექტსა და მიმდინარე სამუშაოებს შეეხება;
ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია იმის შესახებ, რა პირობებითა და მოთხოვნებით იქნა შეთანხმებული სამუშაოების განხორციელება, მათ შორის ფასადის, ფერთა გადაწყვეტის, დეკორატიული ელემენტებისა და სხვა არქიტექტურული დეტალების მიმართ დადგენილი მოთხოვნები;
სააგენტოს მიერ აღნიშნულ ობიექტზე განხორციელებული მონიტორინგისა და ინსპექტირების ყველა მასალა, მათ შორის შემოწმების აქტები, ოქმები, დასკვნები, ფოტოფიქსაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია;
ინფორმაცია იმის შესახებ, დადგინდა თუ არა სამუშაოების მიმდინარეობისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობის, გაცემული ნებართვის ან შეთანხმებული პროექტის პირობების დარღვევა; თუ ასეთი დარღვევა დადგენილია, გთხოვთ მოგვაწოდოთ: დარღვევის დადგენის თარიღი; შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის, ოქმის, დასკვნის ან სხვა დოკუმენტის ასლი; ინფორმაცია, რა სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა სააგენტოს მიერ;
რა სამართლებრივი წარმოება მიმდინარეობს ან განხორციელდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით; მიღებული გადაწყვეტილებებისა და გატარებული ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტაციის ასლები“- წერია განცხადებაში, რომლითაც აზა გაბუნიამ სააგენტოს მიმართა.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ სააგენტომ აცნობოს საზოგადოებას, შეესაბამება თუ არა ობიექტზე ამჟამად შესრულებული სამუშაო სააგენტოს მიერ შეთანხმებულ პროექტსა და ნებართვის პირობებს და თუ არა, რა ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს ან უკვე განახორციელა სააგენტომ დარღვევის აღმოსაფხვრელად.
კომპანია NEXT-მა მის საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე გადაღება. როგორც კომპანიაში „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადეს, ეს მხოლოდ ტესტი იყო.
თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ძეგლის რეაბილიტაციის დროს ყველა მოქმედება უნდა იყოს შეთანხმებული ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან.
აჭარაში უძრავი ქონების პრივატიზაციის პროცესის ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ქონების გასხვისება ხშირ შემთხვევაში კონკურენციის გარეშე, მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიმდინარეობს – აცხადებს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.
„გამჭვირვალობა“ წერს, რომ ამ პროცესის ფორმალურობასა და საეჭვო გარემოებებზე მიუთითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანია – შპს „გოდე 2026“ – უშუალოდ აუქციონის მიმდინარეობისას, მის დასრულებამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე დაფუძნდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწყობილი ელექტრონული აუქციონები, რომელთა მიზანი აჭარის უძრავი ქონების პრივატიზაცია იყო. ამ პერიოდში სამინისტრომ სულ 69 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.
„კვლევის ძირითადი მიგნებები აჩვენებს შემდეგ მანკიერ კანონზომიერებებს:
უკონკურენტო პრივატიზაციის პრაქტიკა: 2025 წლის იანვრიდან გამოცხადებული 69 ელექტრონული აუქციონიდან 54 არ შედგა. შემდგარი 15 აუქციონიდან 8 შემთხვევაში კი ქონება სრულიად უკონკურენტოდ, საწყის ფასზე მინიმალური ბიჯით გასხვისდა.
პოლიტიკური კავშირები და ნეპოტიზმი: პრივილეგირებულ სუბიექტებს შორის ვხვდებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობარს (რომელმაც კურორტ გოდერძიზე მიწა მინიმალური, 3,300-ლარიანი ფასნამატით შეიძინა) და „ქართული ოცნებიდან“ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრ შოთა ფუტკარაძეს, რომელიც ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიას დაეუფლა.
ფინანსური გარიგებები და სახელმწიფო ტენდერები: აღნიშნული კომპანიების მფლობელებსა და მათ ოჯახის წევრებს მმართველი პარტიისთვის ჯამში 1,387,000 ლარი აქვთ შეწირული. თავის მხრივ, აუქციონებში გამარჯვებულმა ორმა კომპანიამ სახელმწიფოსგან, ტენდერების გზით, დამატებით 59.5 მილიონზე მეტი ლარი მიიღო (მათ შორის, თითქმის 16 მილიონი – უკონკურენტოდ).
ამგვარი პრაქტიკის პირდაპირი შედეგი სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი დანაკლისია. მაშინ, როდესაც მმართველი პარტიის ელიტა ქონებას მინიმალურ ფასად იფორმებს, აჭარის ბიუჯეტში დაგეგმილი 125 მილიონის ნაცვლად, გასხვისდა მხოლოდ 4.5 მილიონი ლარის უძრავი ქონება (გეგმის 3.6%)“ – წერს ორგანიზაცია.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ელექტრონულ აუქციონებში გამარჯვებული 2 კომპანიის წილის მფლობელები, დირექტორები და ოჯახის წევრები მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მსხვილი შემწირველები არიან – სხვადასხვა დროს მათ ჯამში 1,387,000 ლარი შესწირეს.
„მათ შორის 1-მა კომპანიამ (შპს „ნოვა) აუქციონი უკონკურენტოდ მოიგო, ხოლო მეორე კომპანიის დირექტორი და 50% წილის ბენეფიციარი მესაკუთრე, „ქართული ოცნებიდან“ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი, შოთა ფუტკარაძეა. შოთა ფუტკარაძის მამა, ოთარ ფუტკარაძე, შპს „ბონდი 2009“-ის 25% წილის მფლობელი და „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია. მათ სულ შეიძინეს 20,481 კვადრატული მეტრი ჯამური ფართობის 2 მიწის ნაკვეთი და 417.72 კვადრატული მეტრი ჯამური ფართობის 2 შენობა-ნაგებობა, რომლებიც კომერციულად მიმზიდველ ადგილზეა ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე და სამრეწველო ზონაში“ – წერს „გამჭვირვალობა“.
ორგანიზაცია აღნიშნავს იმასაც, რომ აუქციონებში გამარჯვებულმა 2 კომპანიამ (შპს „ნოვამ“ და შპს „ნიუ სთაილმა“) სახელმწიფო შესყიდვებიდან, დაფუძნებიდან დღემდე, ჯამში მიიღეს 59,540,688 ლარის შემოსავალი. მათ შორის, უკონკურენტოდ მოიგეს 15,862,903 ლარის ჯამური ღირებულების 50 ელექტრონული ტენდერი.
„არშემდგარი აუქციონების შედეგად ვერ შესრულდა შესაბამისი წლების აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა. კერძოდ, 2024 წელს უძრავი ქონების პრივატიზაციიდან დაგეგმილი იყო 112,650,000 ლარის შემოსავლის მიღება, ხოლო ფაქტობრივად მიიღეს 22,835,500 ლარი. 2025 წლის 9 თვეში დაგეგმილი იყო 125,055,555 ლარის უძრავი ქონების გასხვისება, რის ნაცვლად გასხვისდა 4,500,200 ლარის უძრავი ქონება ანუ გეგმის 3,6%“ – წერს „გამჭვირვალობა“.
14-დან 16 სექტემბრის ჩათვლით ბათუმში, „შერატონში“, ევროპული კონფერენცია ჩატარდება – European Conference on Ethics and Integrity in Academia [ECEIA 2026] ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ.
კონფერენციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაცია [ENAI] უმასპინძლებენ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროექტ ETHICS-ისადმი მიძღვნილ სესიებზე საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების წინაშე წარმოდგენილი იქნება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში [ETHICS]“ შედეგები.
პროექტის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ღონისძიების მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების კულტურის განვითარება, პასუხისმგებლობიანი კვლევის პრაქტიკის ხელშეწყობა და შესაბამისი ინსტიტუციური და საგანმანათლებლო მექანიზმების განვითარება.
შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს ძებნილი, რომელსაც ხელვაჩაურში ერთი პირის დაჭრას ედავებიან.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 2026 წლის ივლისში ხელვაჩაურში „ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 9 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება] მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 9 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 500 870 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 480. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 338 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 25 290 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 49 383 ერთეული [+42]
MLRS – 2 105 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 613 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 441 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 355 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 506 188 ერთეული [+1 879]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 534 ერთეული [+13]
გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 146 008 ერთეული [+530]
სპეცტექნიკა – 4 650 ერთეული [+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 103 ერთეული [+33]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
„ფარცხალაძის ამბავი ზუსტად ამას აჩვენებს კარგად, რომ ჩვენ მარტო დემოკრატიის ან არაფორმალური მმართველობის პრობლემა კი არ გვაქვს – ამ ყველაფრის უკან დგას ის, რომ საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ხალხი სინამდვილეში არათუ ქართველი ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული არ არის, არამედ საქართველოსაც არ გამოხატავს – იგი არის გამომხატველი ოკუპანტის მითითებების,“ – ანა ნაცვლიშვილის დაკვირვებით, ოთარ ფარცხალაძის ამბავი – ყოფილი მთავარი პროკურორი უკრაინის წინააღმდეგ ომში რომ მიდის– აჩვენებს, როგორ მფარველობს „ოცნება“ რუსულ აგენტურას საქართველოში.
„ეს პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ეს არის რუსეთის აგენტებისგან დაკომპლექტებული ძალა, რომელიც აქტიურად მფარველობს ამ აგენტებს, აქტიურად იყენებს სახელმწიფო რესურსს აგენტების მფარველობისთვის და როდესაც მათი მხილება ხდება, მაშინაც კი არ ერიდება სახელმწიფო მექანიზმების ბოროტად გამოყენებას, რომ ეს აგენტები მშვიდობიანად გაუშვას საქართველოდან.
ფაქტების მთელი წყებაა, რაც ადასტურებს, ფარცხალაძის დანაშაულებრივ საქმიანობას სახელმწიფო უწყებები და პოლიტიკური კლასი როგორ მფარველობდა. გასაგებია, რატომ აძლევდნენ მას ამ გარანტიებს – იმიტომ, რომ მას განეხორციელებინა საქართველოში თავისი რუსული საქმე…
ფარცხალაძე გავიდა ქვეყნიდან – ახლა მას შემდგომი როლები აქვს, რომელიც საქართველოს გარეთ უნდა შეასრულოს, მაგრამ ვინ არის ის ხალხი, ვინც მან დატოვა? ვინც მისი მითითებებით მუშაობს საქართველოში და აგრძელებს მოქმედებას?“ – კითხვები აქვს „ოცნების“ მთავრობასთან ანა ნაცვლიშვილს.
„ბათუმელებმა“ ანა ნაცვლიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი უფლებადამცველია და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი.
ქალბატონო ანა, ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის. რუსეთის პროსახელისუფლებო სააგენტო „ტასის“ ცნობით, იგი მოხალისეთა დანაყოფს „გეორგიევსკის“ უხელმძღვანელებს. რას ამბობს ეს ამბავი თქვენთვის, რასთან გვაქვს საქმე?
შეიძლება ითქვას, რომ არ გამკვირვებია: ფარცხალაძე საკმაოდ დიდი ხანია მხილებულია რუსეთის მხარეს ყოფნაში. ამერიკული სანქციები, რომელიც ფარცხალაძეს, როგორც ინდივიდს დაეკისრა, იყო სწორედ იმ პირების და ორგანიზაციების მიმართ დაკისრებული სანქციების ჯგუფი, რომელიც ომის კონტექსტში დააწესა ამერიკის ადმინისტრაციამ.
ამიტომაც, დიდი ხანია მხილებულია ფარცხალაძე: ის არის რუსეთის სახელმწიფო ინტერესების გამტარი და, მათ შორის, ატარებდა ამ ინტერესებს საქართველოში – საქართველოს საზიანოდ. ის ამის გამო დაასანქცირეს.
ეს პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის აგენტებისგან დაკომპლექტებული ძალაა, რომელიც აქტიურად მფარველობს ამ აგენტებს, აქტიურად იყენებს სახელმწიფო რესურსს აგენტების მფარველობისთვის, მათი საქმიანობის ხელშეწყობისთვის და როდესაც მათი მხილება ხდება, მაშინაც კი არ ერიდება სახელმწიფო მექანიზმების ბოროტად გამოყენებას, რომ ეს აგენტები მშვიდობიანად გაუშვას საქართველოდან.
ანა ნაცვლიშვილი
ომი არ არის მხოლოდ საბრძოლო მოქმედებები – აქ არის ომის მანქანის ფინანსური მომარაგება, საინფორმაციო უზრუნველყოფა, გავლენების უზრუნველყოფა. ამ ყველაფერში ოთარ ფარცხალაძის ჩართულობის გამო დაასანქცირა იგი შეერთებულმა შტატებმა. დღეს უკვე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვაც გაჟღერდა საჯარო პროსახელისუფლებო წყაროთი.
გასაგებია, რომ არსებობს ასეთი ფიგურა, რომელსაც აქვს კრიმინალური წარსული და კრიმინალური აწმყო, რომელიც ღიად მოქმედებს საქართველოს ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებით, მაგრამ ამ შემთხვევაში რას აკეთებს ქართული სახელმწიფო? აქ არის რამდენიმე ფუნდამენტური კითხვა დასასმელი.
შეკითხვებს დღევანდელ კონტექსტში, რა თქმა უნდა, რიტორიკული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მათ აქვთ ასევე სამართლებრივი დატვირთვა. პირველ რიგში, უნდა დაისვას კითხვა: ჩვენ გვახსოვს, რომ ეს კაცი იყო საქართველოს მთავარი პროკურორი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობა, რომელსაც, მათ შორის, აქვს წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებაზე, აქვს წვდომა ძალიან ფართო მასშტაბის ინფორმაციაზე და მსგავსი წვდომა ძალიან ცოტა პირს აქვს კანონმდებლობით. საიდან მოვიდა ეს ადამიანი საქართველოს სახელმწიფო სისტემაში?
მაშინ იუსტიციის მინისტრი იყო თეა წულუკიანი და პრემიერ-მინისტრი – ბიძინა ივანიშვილი. აი, ახლა საქართველო რომ იყოს სახელმწიფო, რომელსაც ჰყავს უსაფრთხოების სამსახურები, დაკითხვაზე უნდა იჯდეს ერთიც და მეორეც. წულუკიანი უნდა სცემდეს პასუხს კითხვაზე: საიდან მოუვიდა თავში აზრად, რომ ეს ადამიანი წარედგინა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე?
ოთარ ფარცხალაძე პროფესიულ წრეებში არანაირად ცნობილი არ იყო. რა დამსახურებისთვის, რა შემოწმების შედეგად მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, როცა ამ მასშტაბის ნდობა გამოუცხადა პირს, როცა ანდო ამხელა უფლებამოსილება და ამხელა ინფორმაციაზე წვდომა. წულუკიანმა უნდა უპასუხოს შეკითხვას: ვისი რეკომენდაციით, როგორ გაუხსნა გზა ფარცხალაძეს მთავარი პროკურორობისკენ. იგივე შეკითხვას უნდა უპასუხოს ბიძინა ივანიშვილმა. ეს უნდა გახდეს გამოძიების საგანი.
თუ წულუკიანი იტყვის, რომ არ ვიცოდი და არ ვიცნობდიო, ეს მისი პასუხისმგებლობაა: ამხელა თანამდებობაზე წარადგინა პირი ისე, რომ შემოწმებული, გამოკვლეული და შესწავლილი არ ჰყავდა?
რომელიც აღმოჩნდა, რომ ნასამართლევი იყო „ბოტასების ქურდობის საქმეზე“.
როცა გადააყენეს ფარცხალაძე, მაშინ არ ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ რესურსი – ალბათ არც სურვილი – საჯაროდ რეპუტაციაშელახული ადამიანი შეენარჩუნებინა, თუმცა ვნახეთ, რომ მას გავლენები დარჩა ივანიშვილის კარზე და პროკურატურის სისტემაშიც.
პროკურატურა არის დახურული უწყება, რომელსაც აქვს წვდომა ძალიან სენსიტიურ ინფორმაციებზე, რომლითაც შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს, კონკრეტულ პირებს, პოლიტიკურ-დემოკრატიულ პროცესებს. მთავარი პროკურორის თანამდებობა და წვდომა არის აქ მთავარი პრობლემა.
რა თქმა უნდა, შეეცდებიან, ხელები დაიბანონ და თქვან: ფარცხალაძე და ჩვენ ვართ სხვადასხვა, მაგრამ ამას ვერ მოახერხებენ, რადგან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ხელისუფლება აქტიურად მფარველობდა ფარცხალაძეს.
გვახსოვს, რომ მისი სახელი და გვარი გაჟღერდა რამდენიმე დანაშაულებრივ საქმეში, მათ შორის, იყო სარდაფში სპორტის მინისტრის ცემის ფაქტი. ასევე, რაც დანამდვილებით მთელმა საქართველომ ნახა და იყო კამერებზე აღბეჭდილი: როგორ სცემა მან გენერალურ აუდიტორს 2017 წელს. სცემა იმიტომ, რომ აუდიტორმა კანონით მასზე დაკისრებული ფუნქციები სწორად განახორციელა – გამოავლინა ფარცხალაძის საქმიანობა. ამაზე ჩვენ არ გვინახავს საქართველოს სახელმწიფო უწყებების ადეკვატური რეაგირება.
კიდევ რა ადასტურებს ივანიშვილის ფარცხალაძესთან, როგორც რუსეთის აგენტთან მოკავშირეობას და იმას, რომ „ოცნება“ მას მფარველობდა?
როდესაც ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირეს, ეს იყო ყველაზე უფრო საგანგაშო ინფორმაცია: როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ინფორმირებული და მაღალი შესაძლებლობების მქონე პარტნიორი სახელმწიფოს – აშშ-ს უსაფრთხოების სამსახური გეუბნება, რომ აი, ასეთი მოცემულობა გაქვს, დიდი მადლობა უნდა გადაუხადო და მაქსიმალურად გააკეთო – გამოიძიო ბოლომდე ეს ამბავი და შენი სახელმწიფო დაიცვა. ამ დროს ჩვენ რა ვნახეთ? – მორიგ ჯერზეც „ოცნება“, სახელმწიფო ინსტიტუტები, სუსი, პარლამენტი გაისუსნენ. მერე რაღაც ორი სიტყვა თქვეს, რაღაცას შევისწავლითო და ამერიკისგან იქით ითხოვდნენ კონკრეტულ მტკიცებულებებს, გეგონება, აგენტის ბილეთი უნდა დაედოთ, რომ ამათ აგენტობა დაეჯერებინათ.
ეროვნული ბანკიც ჩართო ივანიშვილმა ფარცხალაძის დასაცავად: 2023 წლის სექტემბერში ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, საგამონაკლისო ბრძანება გამოსცა – საქართველოს მოქალაქეებს საერთაშორისო ფინანსური სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხებათ, თუ მათ მიმართ ქართული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი იარსებებს.
ეს არის ქრესტომათიული მაგალითი, რომ კონკრეტული ადამიანისთვის, რომელიც უმძიმეს დანაშაულში იქნა მხილებული და სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველ პირად გამოცხადდა პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან – თანაც, საუბარია პარტნიორზე, რომელიც ჰაერზე არ ისვრის სიტყვებს და აქვს ძალიან დიდ ინფორმაციაზე წვდომა მსოფლიო მასშტაბით – ასეთმა სახელმწიფომ თქვა, რომ ეს კაცი საქართველოს სახელმწიფოსთვის საფრთხეა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებმა იმის მაგივრად, რომ შეესწავლათ და გამოეძიებინათ – თუნდაც უარეყოთ ეს ამბავი დადასტურებული გამოძიებით – გაისუსნენ.
მისცეს დრო გასულიყო საქართველოდან უსაფრთხოდ და გასულიყო მთელი თავისი ფინანსური რესურსების განკარგვით.
დიახ, მაშინ ეროვნულმა ბანკმა რეგულაცია შეცვალა კონკრეტულად ამ ადამიანისთვის და ეს ყველასთვის გასაგები იყო. მაშინ დაიწყეს კიდეც რაღაც კამპანია, რომ „საქართველოს მოქალაქეს“ იცავდნენ თითქოს.
ასე რომ, აქ ფაქტების მთელი წყებაა, რაც ადასტურებს, ფარცხალაძის დანაშაულებრივ საქმიანობას სახელმწიფო უწყებები და პოლიტიკური კლასი როგორ მფარველობდა. გასაგებია, რატომ აძლევდნენ მას ამ გარანტიებს – იმიტომ რომ მას განეხორციელებინა საქართველოში თავისი რუსული საქმე.
პირდაპირ ჩანს თქვენთვის განზრახვა, რომ ივანიშვილი და „ოცნება“ რუსეთის აგენტურას უწყობდა ხელს?
ნამდვილად. მათ ხელი შეუწყვეს ფარცხალაძეს მას შემდეგაც კი, როცა მოხდა მისი მხილება – დასანქცირებას ვგულისხმობ. „ოცნებამ“ სახელმწიფო რესურსის და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებით, აქტიურად შეუწყო ხელი აგენტ ფარცხალაძეს.
ბოლოს, როგორც ვიცი, ურთიერთობა დაიძაბა თუ გაფუჭდა, ივანიშვილს და ფარცხალაძეს შორის. ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ რაღაცები აირია ივანიშვილის კარზე, მათ შორის, ფარცხალაძესთან მიმართებაშიც. ახლა იმიტომ აძლევს თავს უფლებას ზოგიერთი გაყოყოჩებული ყურშა, რომელიც ივანიშვილის გარეშე ორ სიტყვას ვერ გაბედავს და ვერ იტყვის, რომ ვითომ აკრიტიკებს ფარცხალაძეს.
არ იყო ბევრი ადამიანი, რომელიც ღიად საუბრობდა თავიდანვე ამ ყველაფერზე და ხვდებოდა, საით მიდიოდა ეს პროცესი. მე შემიძლია ვთქვა, რომ უმცირესობაში ვიყავი და ამას ნათლად ვხედავდი: როდესაც სახელმწიფო არ იმართება დაწერილი კანონებით და იმართება სადღაც სიბნელეში დაწერილი სცენარებით, პროცესი აუცილებლად მივა იმ განვითარებამდე, რა განვითარებამდეც მივიდა.
ეს იყო ერთ-ერთი პირველი ნიშანი არაფორმალური მმართველობის „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ აი, კაცი არსაიდან უცებ ამხელა თანამდებობაზე მოვიდა. მერე კი წავიდა, მაგრამ სინამდვილეში თავისი კუდები დატოვა. აქტიურად ვხედავდით მას. სხვადასხვა პროცესში ჟღერდებოდა მისი სახელი და გვარი და არაფერზე რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუციებს არ ჰქონიათ. ეს აჩვენებს იმას, რომ ინფილტრაციის ხარისხი რუსული სპეცსამსახურების და რუსული გავლენებისა ძალიან მაღალია.
გამოდის, რომ ივანიშვილის რუსული კუდი ჯერ კიდევ 2013 წელს გამოჩნდა – რამხელა თანამდებობაზე მიეცა წვდომა რუსეთის გავლენის აგენტს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ახლა კი არ შეიცვალა ბიძინამ ფერი და გადავიდა რუსეთის მხარეს, უბრალოდ, ბოლო წლებში ძალიან ბევრი რამ გახდა იმდენად ნათელი, რომ ოდნავ სინდისი თუ აქვს ადამიანს და ანალიტიკური უნარები, ძალიან რთულია იმის უარყოფა, რომ ეს ყველაფერი არის რუსული.
დღეს რამდენად გრძელდება ფარცხალაძესთან „ოცნების“ მოკავშირეობა? ფარცხალაძის საბრძოლო დანაყოფს „გეორგიევსკი“ ჰქვია, ირაკლი კობახიძე ცოტა ხნის წინ პოზიტიურად საუბრობდა „გეორგიევკის ტრაქტატზე“.
ეს შემთხვევითი ვერ იქნება. ეს არის ძალიან თავხედური გზავნილი. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ფარცხალაძის როლი აქ არ იწურება და არსებობს სცენარები, რა უნდა გააკეთოს მან, რა როლი უნდა ჰქონდეს მომავალში. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიგონებთ მის სახელს. რა თქმა უნდა, ეს სცენარები მოსკოვშია დაწერილი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დღეს ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო მასშტაბის დემოკრატიის კრიზისს, უპრეცედენტო მასშტაბის ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის შელახვის ძალიან მძიმე სიტუაციას, მთავარი პრობლემა მე დღეს არ მგონია დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში – ეს არის თანმდევი შედეგი.
მთავარი პრობლემა არის ის, რომ დღეს საქართველოს აქვს წართმეული სუვერენიტეტი. შეიძლება გყავდეს ხელისუფლება, რომელიც არის ტირანი, მაგრამ ის თვითონ იღებდეს გადაწყვეტილებებს სუვერენულად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ეს არ არის ნაკლები დანაშაული – ძალიან მძიმე დანაშაულია, მაგრამ ეს არის ერთი ტიპის პრობლემა. ჩვენ ვცხოვრობთ პრობლემაში, როდესაც სწორედ იმიტომ დაიწყო ხელისუფლებამ ღია რეპრესიები და სისასტიკეები ადამიანების წინააღმდეგ, რომ საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს არის საოკუპაციო რეჟიმი და ამ საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ აიმაღლა ხმა.
ფარცხალაძის ამბავი ამას კარგად აჩვენებს – ჩვენ მარტო დემოკრატიის ან არაფორმალური მმართველობის პრობლემა კი არ გვაქვს – ამ ყველაფრის უკან დგას ის, რომ საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ხალხი სინამდვილეში არათუ ქართველი ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული არ არის, არამედ საქართველოსაც არ გამოხატავს. იგი ოკუპანტის მითითებების გამომხატველია.
ერთ დღეში და ერთ ღამეში არ ხდება ასეთი პროცესები – ხდება სწორედ ათწლეულებზე გაწერილი გეგმით: ვინ, როდის, სად,რომელი ფიგურა, სად უნდა გადაადგილდეს საჭადრაკო დაფაზე, რომ საბოლოო შედეგი დადგეს.
ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ შევინარჩუნოთ სიფხიზლე ამ ტიპის მოვლენების მიმართ და არ მივიღოთ ეს, როგორც ერთი ჩვეულებრივი, ბანალური ისტორია. არ არის ეს ბანალური ისტორია, ეს ისტორია კარგად გამოძიებას საჭიროებს და ეს ისტორია არ უნდა მივცეთ დავიწყებას.
ფარცხალაძეს ჰქონდა გავლენების ქსელი. ქსელი ვერ იქნება ერთი და ორი ადამიანი. ფარცხალაძე გავიდა ქვეყნიდან, ახლა მას შემდგომი როლები აქვს, რომელიც საქართველოს გარეთ უნდა შეასრულოს, მაგრამ ვინ არის ის ხალხი, ვინც მან დატოვა? ვინც მისი მითითებებით მუშაობს საქართველოში და აგრძელებს მოქმედებას?
„აბსურდის თეატრამდე მივდივართ,“ – უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე საკონსტიტუციო სასამართლოზე საუბრის დროს იმ ამბავს გვახსენებს, მოსამართლე მანანა კობახიძესაც რომ მოუსმინეს უკანონოდ, ვიდრე სასამართლო წლობით აჭიანურებს „ფარული მოსმენების საქმეზე“ გადაწყვეტილების გამოცხადებას. იგივე მოსამართლე და მთლიანად სასამართლო ამ ფაქტის დადასტურების მიუხედავად – ყველას უსმენენ და მათ შორის, მოსამართლეს – მაინც დუმილს ამჯობინებს კონსტიტუციის დაცვას და დემოკრატიის გადარჩენას:
„თითქმის რვა წელია ამ საქმეზე სასამართლო სათათბირო ოთახშია გასული და გადაწყვეტილება არ გამოაქვს. ამ შუალედში მოსამართლე მანანა კობახიძე თვითონ გახდა უკანონო მიყურადების მსხვერპლი – როცა სუსის ე.წ. კრებსები გამოქვეყნდა, მან თავისი თავი ამოიცნო ერთ-ერთ საუბარში და მიმართული აქვს პროკურატურისთვის… ეს საქმე აჩვენებს ყველაზე კარგად, სადაც ვართ,“ – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.
ე.წ. ფარულ მოსმენებზე კამპანია „ეს შენ გეხებას“ სარჩელზე არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის აპრილში დაასრულა. თუმცა, „ფარული მოსმენები“ არაა ერთადერთი საქმე, რომელიც განსაკუთრებულად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით გამოირჩევა და გადაწყვეტილებას სასამართლო წლებია არ აცხადებს – საქმეებს, სადაც ივანიშვილის პირდაპირი ინტერესი იკვეთება ძალაუფლების გასამყარებლად და დემოკრატიის დასასუსტებლად, საკონსტიტუციო სასამართლო განუხილველად ტოვებს, განხილვას წლობით აჭიანურებს, ან განიხილავს და გადაწყვეტილება არ გამოაქვს.
გელა მთივლიშვილი: „სიტყვა სასამართლო რომ ვახსენოთ, უხერხულია…“
„ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ მორჩილებაშია სრულად საკონსტიტუციო სასამართლო… საერთოდ სიტყვა „სასამართლო“ მის მიმართ რომ ვახსენოთ, არის უხერხული,“ – ამბობს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი. იგი ზუსტად 2 წლის წინ ესწრებოდა საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელ სხდომას, სადაც პლენუმი განიხილავდა, მიეღო უნდა თუ არა არსებითად განსახილველად რუსული კანონი, ასევე შეეჩერებინათ თუ არა სადავო კანონის მოქმედება – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2024 წლის 9 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ რუსული კანონის მოქმედებას არ შეაჩერებს, თუმცა სარჩელს განიხილავს. ამ სარჩელის განსახილველად ამ 2 წელიწადში 1 სხდომაც კი არ ჩაატარეს. რუსული კანონის მოქმედების შეჩერებას მხარი მხოლოდ ორმა მოსამართლემ დაუჭირა: გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
„ორი მოსამართლე იყო განსხვავებულ აზრზე ჩვენს სარჩელთან მიმართებაში და მაგ ორ მოსამართლესაც უფლებამოსილების ვადა გასდის. პლენუმი მერე ალბათ სრული შემადგენლობით „ქართული ოცნების“ მორჩილებაში გადაწყვეტს, რომ თითქოს ეს კანონი არ არის ანტიკონსტიტუციური,“ – გვიყვება გელა მთივლიშვილი და აღწერს, როგორ შეიცვალა მედიაგარემო რუსული კანონის მიღების შემდეგ.
გელა მთივლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში
„ზუსტადაც მყისიერი საფრთხე შექმნა ამ კანონის მიღებამ: არაერთმა ჟურნალისტმა საქმიანობა შეწყვიტა, ჟურნალისტები წავიდნენ ემიგრაციაში, იძულებით დევნილობაში. მედია, როგორც რეგიონებში, ასევე ცენტრალურ დონეზე, უკიდურესად დასუსტდა, მათ შორის, საქმიანობა შეწყვიტეს.
საკონსტიტუციო სასამართლო იყო ჩვენთვის ქვეყანაში ბოლო ინსტანცია, რომლითაც დავამტკიცებდით, რომ ეს კანონი იწვევს დისკრიმინაციას, გაერთიანების შეზღუდვას, მედიის, სამოქალაქო სექტორის გაქრობას და ასე შემდეგ.
ფიზიკურად დაგვივიწროვდა თავისუფალი მედიის სივრცე და არეალი. ეს დაეტყო, მათ შორის, ჩვენს კონტენტსაც. უამრავი პრობლემაა, რომელსაც ვეღარ ვაშუქებთ, რესურსები არის შეზღუდული. ბოლო ორი წლის განმავლობაში არცერთ ქართულ მედიას არანაირი მხარდაჭერა საქართველოში არ მიუღია. მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გადასულია შემოწირულობების შეგროვებაზე, რაც არის მინიმალური, რადგან სოციალური ფონი ძალიან მძიმეა ქვეყანაში. შეიძლება, მთლიანად არ აღიგავა მიწისაგან პირისა კრიტიკული მედია, მაგრამ ბევრიც აღარაფერი უკლია.
მესმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ბევრი სარჩელია, მაგრამ ეს ვერ ამართლებს ისეთი მნიშვნელოვანი სარჩელის განუხილველობას, რომელზეც განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, მთელი ქვეყნის ბედი, მთელი სექტორის ბედი: თავისუფალი, კრიტიკული სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების მომავალია დამოკიდებული.
ამ ორი წლის განმავლობაში არათუ რაიმე სხდომა არ დანიშნულა, არანაირი კომუნიკაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსარჩელეებთან არ ჰქონია,“ – გვიყვება გელა მთივლიშვილი.
ამ თემაზე საუბრის დროს გელა მთივლიშვილი იხსენებს კიდევ ერთ სარჩელს, რომელიც სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო 2024 წელს. ეს სარჩელი ონლაინ-მედიისთვის საერთო სასამართლოებში ფოტო-ვიდეო-აუდიო ჩაწერისა და გადაღების შეზღუდვას ეხებოდა, რადგან ამის უფლება ჰქონდათ მხოლოდ სამაუწყებლო მედიას.
„პლენუმი იხილავდა ჩემს სარჩელს. ახლა აღარც ტურავაა, აღარც – კიკილაშვილი… ამასობაში, კანონიც შეცვალეს მთლიანად და სრულიად აკრძალეს გადაღება. ამ მოცემულობაში, როგორ შეიძლება ვისაუბროთ თუნდაც დაშვების დონეზე საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიანობაზე? ეს არის მთლიანად პოლიტიზებული ინსტიტუცია. არსებობს მხოლოდ ორი მოსამართლე, რომელიც ობიექტურად განიხილავს საქმეს, მაგრამ ვერაფერს ხდება შვიდის წინააღმდეგ.
გიორგი ბურჯანაძე: „საარჩევნოდავა გადაწყვიტა მერაბ ტურავამ და მიიღო პოლიტიკური თანამდებობა…“
„არ მახსენდება პრეცედენტი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის შემდგომ, რომელიმე პირს პოლიტიკური თანამდებობა დაეკავებინოს – საარჩევნო დავა გადაწყვიტა მერაბ ტურავამ და მიიღო პოლიტიკური თანამდებობა – იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს,“ – ამბობს გიორგი ბურჯანაძე. იგი სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილეა.
მას 2024 წლის ცნობილ დავაზე ვესაუბრეთ, როცა გაყალბებული არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და რამდენიმე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ არჩევნების შედეგების ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 3 დეკემბერს უარი თქვა განეხილა ეს სარჩელი. ეს ის დროა, როცა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები არჩევნების გაყალბების შესახებ ფაქტებით საუბრობენ, მაგალითად, ცნობილია გაჟონილი ბიულეტენები. ამ დროს უკვე გამოცხადებული აქვს „ოცნების“ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს, რომ ევროინტეგრაციის პროცესს აჩერებს და ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაწყებულია.
იმის მიუხედავად, რომ კრიზისულ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლო იყო კონსტიტუციური ორგანო, რომელსაც პროცესის დემოკრატიის სასარგებლოდ გადაწყვეტა შეეძლო, სასამართლომ არჩევნებთან დაკავშირებული სარჩელი არც კი, განიხილა.
„მათ [„ქართულ ოცნებას”] სჭირდებოდათ, ეჩქარებოდათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი არ განეხილა. დღემდე საერთაშორისო ფორუმებზე „ოცნება“ ყველა ხელის ჩამორთმევაში, თუ ვიღაცასთან მოხვედრილ კადრში, ეძებს ლეგიტიმაციას. საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელი იყო, რომ ამას სერიოზულად ვერავინ შეხედავს…
სამწუხარო ისაა, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანდატის მატარებელმა ადამიანებმა სანქცია დაიმსახურეს,“ – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.
9 მოსამართლიდან ორმა – გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა არჩევნებთან დაკავშირებული სარჩელის განუხილველობაზე განსხვავებული აზრი დააფიქსირეს. სარჩელის განუხილველობაზე გადაწყვეტილება ამ მოსამართლეებმა მიიღეს: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი. სწორედ ეს 7 მოსამართლე დაასანქცირა 2025 წელს ლიეტუვამ.
ამ რეზონანსული დავიდან რამდენიმე თვეში – 2025 წლის აპრილში საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს.
„იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვერ გახდები პროფესიული ნიშნის მიხედვით. პოლიტიკური ნდობა და პოლიტიკური ლოიალობაც აუცილებელია. მან პოლიტიკური ნდობა მოიპოვა და, შესაბამისად, ეს თანამდებობა დაიკავა. მერაბ ტურავას საქციელი, ქმედება და საქმიანობის გაგრძელება ყველაზე კარგი ლაკმუსის ქაღალდია ამ საქმის პოლიტიზების და იმის, რომ ეს მიუკერძოებელ მსაჯულებს არ გადაუწყვეტიათ – არამედ გადაწყვეტილება მიიღეს „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურად განწყობილმა, მანტიაშემოსხმულმა ადამიანებმა.
ცხადია, ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება… ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო დასკვნა ამბობდა, რომ არჩევნები ჩატარდა უამრავი დარღვევით. საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა მანდატი, რომ ეს საკითხი განეხილა, ემსჯელა, არსებითად გადაეწყვიტა, თანაც ორმა მოსამართლემ პირდაპირ თქვა, რომ სარჩელი მისაღები იყო“, – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.
გიორგი ბურჯანაძე
როგორ მიაღწია „ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს კონტროლს?
„პოლიტიკურად მორჩილი და ლოიალური სასამართლო იღებს აბსურდულ გადაწყვეტილებებს და რაღაც შემთხვევაში ამბობს: ძალაში უნდა დარჩეს, ან უსასრულოდ და უსაშველოდ წელავს პროცესს.
ეს ყველაფერი მიიღწევა იმით, რომ ისეთ ადამიანებს ნიშნავს მოსამართლეებად, რომლებსაც არც ტექნიკური ცოდნა აქვთ საკონსტიტუციო სამართალწარმოების – ზოგჯერ იმაშიც კი მეპარება ეჭვი, რომ მოსამართლეს კონსტიტუციაც კი არ აქვს ბოლომდე წაკითხული. არანაირი სახელით და გვარით ამ ადამიანების ნაწილს არ იცნობენ – ვიღაცას ჩააცმევენ მანტიას და ეძახიან, შენ მოსამართლე ხარო.
იციან მოსამართლეებმაც, რომ მაღალი ხელფასი ექნებათ, სანაცვლოდ კი, ყველაფერს უნდა მოაწერონ ხელი. სულ ესაა „ქართული ოცნების“ ფორმულა,“ – აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ „ბათუმელებთან“.
უფლებადამცველი ყურადღებას ამახვილებს წლების განმავლობაში დანახულ ტენდენციაზეც: 2018-2019 წლამდე სასამართლო ახერხებდა „სახის შენარჩუნებას“, რამდენიმე თამამი და რეზონანსული გადაწყვეტილება მიიღეს, შესაბამისად, სასამართლოში სარჩელების რაოდენობამ იმატა, თუმცა სასამართლოს მიმართ ნდობის გაზრდის პარალელურად, „ოცნება“ აქტიურად ამუშავდა ივანიშვილისადმი ლოიალურობით გამორჩეული მოსამართლეების შერჩევაზე.
„რამდენიმე განცხადება იყო, ზეწოლასა და კომპრომეტირებაზე… სიტუაციას ცოტათი აუმჯობესებდა ის, რომ გიორგი მარგველაშვილმა ორი დამოუკიდებელი მოსამართლის დანიშნა, რაც საერთო კომპოზიციაზე აისახა და სასამართლო 2018-2019 წლამდე ახერხებდა სახე შეენარჩუნებინა. შემდგომ მეტი და მეტი ლოიალური მოსამართლეები დანიშნეს, რომლებიც მზად არიან, თეთრზე შავი თქვან, ყველაფერზე ხელი მოაწერონ.
მაგალითად, მანანა კობახიძე იყო სამოქალაქო ორგანიზაციის – „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ დამფუძნებელი, რომელიც ახლა რუსულ კანონს ასაჩივრებს. ამ დროს მანანა კობახიძემ სადავო ნორმის მოქმედება არ შეაჩერა. ამ დრომდე სასამართლოს რუსული კანონის განხილვა არ დაუწყია.
ამ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო რომ კარგად მუშაობდეს, რა პრობლემებიც დღეს გვაქვს, მინიმუმ 60-70% არ გვექნებოდა. საკონსტიტუციო სასამართლო რომ მუშაობდეს, დრაკონული კანონების მიღება და მათი მოქმედებაში მოყვანა, გამორიცხული იქნებოდა… ყველფრის ლაგმის ამომდები იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლო,“ – სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე უკმაყოფილებას არ მალავს და სიტუაციის გაუარესების ახალ ეტაპს გამოყოფს: საკონსტიტუციო სასამართლო „ოცნებამ“ უკვე აქცია იმ ორგანოდ, რომელსაც შეუძლია „კონსტიტუციის შინაარსიც კი ცვალოს სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაბამისად“.
„მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შემთხვევაში, კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს, რომ ყველა კონსტიტუციური ორგანო ვალდებულია, გააკეთოს თავისი კომპეტენციის მაქსიმუმი ევროინტეგრაციის და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს ათქმევინეს, რომ თითქოს ეს ვალდებულება ასე არ არის,“ – დასძინა გიორგი ბურჯანაძემ „ბათუმელებთან“.
რელიგიური ორგანიზაციების სარჩელები განუხილველი დატოვეს: „ალბათ, უხერხული საკითხია“
„4 სხვადასხვა სარჩელი შევიტანეთ 2019 და 2021 წლებში. მოსარჩელეები არიან რელიგიური ორგანიზაციები. არსებით განხილვამდეც კი არ არის საქმის მისული. სამი სარჩელია მიღებული წარმოებაში, მაგრამ სხდომა არ ჩატარებულა, ერთ სარჩელზე კი, განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩატარებულა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ სამოქალაქო ორგანიზაციის „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ [TDI] იურისტი, საბა სუთიძე.
ეს ორგანიზაცია რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციის სამართლებრივ ინტერესებს იცავს. გასაჩივრებულია რამდენიმე სამართლებრივი ნორმა, რომელიც მოსარჩელეების შეფასებით, კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას არღვევს.
საკონსტიტუციო სასამართლომ დარეგისტრირებული სარჩელი მიღებიდან 9 თვეში უნდა განიხილოს, თუმცა კანონით არაა განსაზღვრული, რა ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. რელიგიურ ორგანიზაციებთან დაკავშირებული სარჩელების შემთხვევაში, სასამართლომ კანონით დადგენილი 9-თვიანი ვადაც დაარღვია.
„ნორმა ფარავს იმ ნორმატიულ შინაარსსაც, რომ სახელმწიფო ქონების შეძენა არ შეუძლიათ სსიპ რელიგიურ ორგანიზაციებს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისგან [პირდაპირი მიყიდვით მხოლოდ] და კერძო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით, რაც მიუთითებს ამ უკანასკნელ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობის დაწესების ფაქტზე…
ბუნდოვანია, რა ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს განსხვავებული მოპყრობა, რომელსაც განაპირობებენ სადავო ნორმები. გაუგებარია რა სახელმწიფო ინტერესი შეიძლება არსებობდეს, სადავო ნორმებში სსიპ-ად და ააიპ-ად რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დიფერენცირებულ მოპყრობაში და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უპირატესობის მინიჭებაში. მიგვაჩნია, ამ შემთხვევაში, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც დიფერენცირებულ მოპყრობას გაამართლებდა,“ – აღნიშნულია რელიგიური ორგანიზაციების ერთ-ერთ სარჩელში, რომელიც ახლა მოსამართლეების თაროებზეა შემოდებული.
„რელიგიური ორგანიზაციების შემთხვევაში ცოტა უხერხული საკითხი შეიძლება იყოს ეს სასამართლოსთვის – მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებული მდგომარეობა გაბატონებული მიდგომაა, რომ თითქოს ეს ასეც უნდა იყოს და იქ ვინმე თანასწორობაზე თუ ამოიღებს ხმას და რაღაცას გასაჩივრებს, ზოგადად ქვეყანაში არის უხერხული საკითხი ეს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებულ მდგომარეობაზე ისაუბრონ ხმამაღლა,“ – გვიყვება იურისტი, საბა სუთიძე.
საბა სუთიძე
„ამას ჩემი ვარაუდის საფუძველზე ვამბობ. იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს გამოცდილება, როცა წლების წინ დააკმაყოფილა რელიგიური ორგანიზაციების მიერ მანამდე შეტანილი სარჩელები და თქვა, რომ საქმე გვაქვს უთანასწორობასთან.
როცა რელიგიური ორგანიზაციები მოკლებული არიან შეღავათებით სარგებლობას და კონკრეტული უფლებებით სარგებლობას, ეს, რა თქმა უნდა, აისახება მათ ქონებრივ მდგომარეობაზე, ფინანსურ მდგომარეობაზეც. ამ დროს არსებითად თანასწორ სუბიექტს, ანუ სხვა რელიგიურ ორგანიზაციას აქვს ეს შეღავათები და ეს უთანასწორობა გრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქცია ზუსტადაც არის უფლების დაცვა. ეს დაცვა რომ იყოს რეალური, უნდა მოხდეს დროულად და ამ შემთხვევაში იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობა ეფექტური.
როცა სარჩელი შეგაქვს ნებისმიერ სასამართლოში და შვიდი წელი არ განიხილავენ შენს სარჩელს, ამას აშკარად არ ელოდები,“ – გვითხრა საბა სუთიძემ.
რელიგიური ორგანიზაციების ერთ-ერთი სარჩელი [#1422] სასამართლოში წარდგენილია 2019 წლის 7 მაისს. ეს სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღეს 2020 წლის 30 აპრილს, თუმცა 6 წლის გასვლის მიუხედავად, საქმეზე ერთი სხდომაც კი არ ჩატარებულა. სარჩელის დავის საგანია ის სამართლებრივი ნორმები, რომლის მიხედვითაც, მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არაეკონომიკური მიზნით არსებული მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისგან, ამავდროულად, სხვა რელიგიური გაერთიანებების ამავე კატეგორიის მიწა, საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ქონების გადასახადით იბეგრება.
იურისტი საბა სუთიძე განმარტავს, რომ ეს და სხვა სადავოდ მიჩნეული სამართლებრივი ნორმები არ უპირისპირდება საკონსტიტუციო შეთანხმებას, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას კონკრეტულ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, მაგრამ „უპირისპირდება კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას“.
კიდევ ერთი სარჩელის [#1593] მიხედვით კი, გასაჩივრებულია ის სამართლებრივი ნორმა, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ იმპორტირებული საღვთისმსახურო პროდუქცია თავისუფლდება ყველანაირი, მათ შორის, იმპორტისა და დამატებული ღირებულების გადასახადისგან. ყველა სხვა რელიგიური გაერთიანება, საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საღვთისმსახურო პროდუქციის [რელიგიური დანიშნულებით გამოსაყენებელი საგნების] იმპორტის შემთხვევაში, იხდის, როგორც იმპორტის, ისე დამატებული ღირებულების გადასახადს.
„კიდევ ერთი სარჩელი რომ ავიღოთ, თუ კანონში წერია, რომ დაუშვებელია პრივატიზება რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობების ნანგრევების და იმ ტერიტორიის, რომელზეც ეს ნანგრევებია განთავსებული, მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს უფლება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომ ამ კატეგორიის მართლმადიდებლური ტაძრები დაიბრუნოს. ბევრ რელიგიურ გაერთიანებას აქვს ისტორიულად მის საკუთრებაში არსებული ქონება, რელიგიური დანიშნულების ნაგებობების ნანგრევები და ის ტერიტორია. ეს ორგანიზაციები დაინტერესებული არიან, რომ დაიბრუნონ ეს ქონება, თუმცა, ამ ზოგადი აკრძალვის გამო, ვერ ახერხებს ამას, მაშინ, როცა მართლმადიდებელი ეკლესია ამას ახერხებს.
თუკი სახელმწიფო ერთი სუბიექტისთვის უშვებს ამ შეღავათებს, ესე იგი დასაშვები ყოფილა ის, რომ რელიგიურ ორგანიზაციას გადაეცეს თავისი ტაძრების თუ რელიგიური ნაგებობების ნანგრევები, სხვა სახელმწიფო ქონება შეიძინოს, რაღაც საგადასახადო შეღავათები დაუწესდეს გარკვეულ მოქმედებებზე. შესაძლებელი ყოფილა, რადგან მართლმადიდებელ ეკლესიას უწესდება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საბა სუთიძე.
გიორგი გოცირიძე: „ამ სასამართლომ ბევრჯერ ვერ გაიარა დამოუკიდებლობის ტესტი და მოსმენების საქმე ამის ინდიკატორია…“
„ამ სასამართლომ ბევრჯერ ვერ გაიარა დამოუკიდებლობის ტესტი და „მოსმენების საქმე“, მათ შორის, ამის ინდიკატორია, რომ რეალურად პრობლემა არსებობს ამ სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ამ საქმის გაჭიანურება და საკონსტიტუციო სასამართლოს დუმილი არის პასუხი, რამდენად დამოუკიდებელია ეს ინსტიტუტი,“ – გვესაუბრება საიას იურისტი, გიორგი გოცირიძე. იგი 2009 წლიდან დღემდე სხვადასხვა მოსარჩელის ინტერესებს იცავს საკონსტიტუციო სასამართლოში. გიორგი გოცირიძეს კონკრეტულად სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებას“ სარჩელზე ვესაუბრეთ, რომლის ერთ-ერთი ავტორიც იყო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.
ეს ის საქმეა, რომელიც ამ ქვეყანაში ყველას ეხება, ანუ ფარულ მოსმენებს, მაგრამ თითქმის 8 წელია საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას არ იღებს – „სათათბიროდაა გასული“.
რატომ აწყობდა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის ასე გაჭიანურება? – „სასამართლოს არ ჰქონდა არგუმენტი, რომ გასაჩივრებული ნორმები კონსტიტუციური იყო, ამიტომაც, არჩიეს გაჭიანურების გზა… „ქართული ოცნების“ და უსაფრთხოების სამსახურის ინტერესი ამ საქმის მიმართ აშკარა იყო,“ – მიიჩნევს გიორგი გოცირიძე.
გიორგი გოცირიძე
„ბოლო სხდომა ჩატარდა 2019 წლის 17 აპრილს. გავიდა 7 წელზე მეტი და დღემდე გადაწყვეტილება არ არის მიღებული,“ – გვესაუბრება იურისტი გიორგი გოცირიძე. – „შეიცვალა რამდენიმე მოსამართლე, ვინც იხილავდა ამ საქმეს, მაგალითად, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა… ვინც დღეს არის მოსამართლე, მათ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება.
იმდენჯერ შეიცვალა საკანონმდებლო ნორმები ამ შვიდი წლის განმავლობაში, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობაზეც. სასამართლოს უნდა შეეფასებინა სახელმწიფო ინსპექტორის ეფექტიანობა უკანონო მოსმენების თავიდან აცილების კუთხით, მაგრამ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი გაუქმდა და შეიქმნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. შემდეგ ეს სამსახურიც გაუქმდა და დღეს უკვე აუდიტის სამსახურია,“ – განმარტავს გიორგი გოცირიძე.
კამპანია „ეს შენ გეხება“ რამდენიმე კანონს ეხებოდა, რომლითაც განსაზღვრულია, როგორ შეიძლება მოგვისმინონ. მნიშვნელოვანი ისაა, რომ 2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა სხვა სარჩელზე, რომელიც ასევე ეხებოდა ფარულ მოსმენებს. მაშინ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ „მოსმენების გასაღები“ არ უნდა იყოს სუსის ხელში.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი [ოტო] ჩამოყალიბდა, თუმცა ეს უწყებაც „ოცნებამ“ სუსის დაქვემდებარებაში დატოვა. კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილეებმა ჩათვალეს, რომ ეს იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და სასამართლოში ახალი სარჩელი შევიდა დაახლოებით 300 მოქალაქის ხელმოწერით.
„რეალური შედეგი ისაა, რომ გრძელდება ადამიანების სატელეფონო საუბრების უკონტროლო მოსმენა და ეს დაუშვა სასამართლომ… სუს-ის ფაილები მეტყველებს იმაზე, რომ ტოტალური მოსმენა ხორციელდება – მღვდელს, ჟურნალისტს, მოსამართლეს, იურისტს – ყველას უსმენენ, ვისი მოსმენაც მოუნდებათ. ისმინებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეც. ამაზე საკმაოდ მწვავე რეაქცია ჰქონდა მანანა კობახიძეს, მაგრამ ეს სასამართლოს საქმიანობაზე არ აისახა. პასუხი იქნებოდა ის, რომ სასამართლოს დროულად მიეღო გადაწყვეტილება.
საკონსტიტუციო სასამართლო რეალურად ვერ ახერხებს რეაგირებას ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ დარღვევებზე. „რუსული კანონი“ და რეპრესიული კანონები ამის მკაფიო მაგალითია,“ – ამბობს გიორგი გოცირიძე.
იურისტი განმარტავს, რომ შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოსაც ბევრი საქმე აქვს, მაგრამ სასამართლომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს საქმეებს, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ. ამ ეტაპზე, სასამართლოს რეგლამენტის მიხედვით, პრიორიტეტად მიიჩნევა პატიმრების საქმეების განხილვა, ასევე საქმეები, რომლებიც დაკავშირებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთასთან.
„სასამართლოს აქვს სრული უფლება, რეგლამენტში განსაზღვროს პრიორიტეტები და მოახდინოს არსებული საქმეების პრიორიტეტიზაცია. „მოსმენების საქმე“ ნამდვილად პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო,“ – მიიჩნევს გიორგი გოცირიძე.
საიას იურისტი ყურადღებას ამახვილებს ერთ საინტერესო მონაცემზე: სტრასბურგის სასამართლოში, სადაც 46 ქვეყნის სარჩელები განიხილება – უკვე დასრულდა რუსული კანონთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა. სასამართლო გასულია სათათბიროდ, რომ გადაწყვეტილება მიიღოს. ამ დროს საკონსტიტუციო სასამართლოს რუსული კანონის შესახებ სარჩელის განხილვა ჯერ არც კი დაუწყია.
„ზოგჯერ უმოქმედობა კარგია,“ – ირონიას რთავს საუბარში გიორგი გოცირიძე და კიდევ ერთ რეზონანსულ სარჩელს გვახსენებს – ივანიშვილმა 2025 წლის ბოლოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მოინდომა და „ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, თუმცა ამ საქმის განხილვაც ჭიანურდება.
„ამ შემთხვევაში გაჭიანურება შეიძლება ივანიშვილთან ვაჭრობისთვის იყოს გამოყენებული: მოსამართლეებს ეშინიათ საერთაშორისო სანქციების.
კიდევ ერთი ვარიანტია ის, რომ ელოდებიან რამდენიმე მოსამართლის უფლებამოსილების ამოწურვას [მოსამართლეებს გიორგი კვერენჩხილაძეს და თემურ ტუღუშს 2026 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში გასდით უფლებამოსილების ვადა. ეს ორი მოსამართლე აფიქსირებს ყველაზე ხშირად განსხვავებულ აზრს], ამ ორ მოსამართლეს ჩაანაცვლებენ „ოცნების“ სასურველი კადრებით და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას ერთსულოვნად, რომ დაფიქსირდეს, ასე ვთქვათ, მაღალი ლეგიტიმაცია,“ – გვითხრა გიორგი გოცირიძემ.
შსს-ს ინფორმაციით, დიდი ოდენობით თანხის [1,5 მილიონი ლარის] თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს.
„ბრალდებული დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, მოქალაქეებს ატყუებდა, რომ ოქროს ნაკეთობების ბიზნესში თანხის დაბანდების სანაცვლოდ მათ მიღებულ მოგებას გაუნაწილებდა.
ის თერთმეტი დაზარალებულისგან მოტყუებით დაეუფლა 707 975 ლარსა და 296 000 აშშ დოლარს, რამაც დიდი ოდენობით – 1 541 734 ლარის ზიანი გამოიწვია“ – წერს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გონიოში ადგილი, სადაც ახალ საბავშვო ბაღს ააშენებენ, ცნობილია. გაურკვეველი რჩება ძველი ბაღის ადგილის საკითხი, სადაც შენობის რემონტი დაიწყეს, თუმცა სამუშაოები შეწყდა. იმ კომპანიის ხელმძღვანელები კი, ვინც თავის დროზე ამ ბაღის რემონტის ტენდერი მოიგო, დღეს პატიმრობაში არიან.
ერთი ხელშეკრულების ფარგლებში [Design-Build მეთოდით], გონიოში 200 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 021 640 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 4 ოქტომბერს დაიწყება და 9 ოქტომბერს დასრულდება.
რაც შეეხება ახალი ბაღის მშენებლობას, ის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს. აქედან პირველი 3 თვე პროექტის კორექტირებისთვისაა საჭირო [ფონდი ბაღების მშენებლობაზე ტენდერს ტიპიური პროექტებით აცხადებს, რომელიც გამარჯვებულმა კონკრეტულ ლოკაციას უნდა მოარგოს].
გონიოში საბავშვო ბაღის შენობა, რომელიც უნდა გაერემონტებინათ, პეტრე იბერის N 1-ში მდებარეობს. ახალი ბაღი კი, აფსაროსის II ჩიხის, N5ა-ში უნდა ააშენონ. არსებული და ასაშენებელი ბაღების ადგილებს შორის დაშორება დაახლოებით 2 კილომეტრია.
ახალი ბაღის საპროექტო ტერიტორია გონიოში [ზემოთ მონიშნულია მწვანე ფერით] და არსებული ბაღის ტერიტორია [ქვემოთ წითელი ფერით], რომლის ბედი ამ დროისთვის გაურკვეველიაახალი ბაღის საპროექტო ტერიტორია 7 074 კვადრატული მეტრია და დღეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. ქალაქს ის აჭარის მთავრობამ 2026 წლის აგვისტოში გადასცა.
რაც შეეხება არსებული [ფაქტობრივად უკვე ყოფილი] საბავშვო ბაღის ტერიტორიას, მისი ფართობი 1011 კვადრატული მეტრია და ის ამ დროისთვის კვლავ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.
ბათუმის N29 ბაღის შენობა გონიოში, სამუშაოების შეწყვეტის შემდეგ / ფოტო: 2026 წლის ივლისი.
გონიოში, პეტრე იბერის პირველში, #29-ე საბავშვო ბაღის შენობის სარემონტო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, რომელსაც ამ ბაღთან ერთად კიდევ ორი საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები დაუკვეთეს, 1 მილიონ 523 373 ლარი მიიღო, თუმცა სამუშაოები არ შეუსრულებია.
2025 წელს კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტეს.
ბათუმის 29-ე და კიდევ ორი საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოებზე ხელშეკრულება მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წელს გააფორმა შპს „ლაგი კაპიტალთან“. ხელშეკრულების ღირებულება 12 მილიონ 190 000 ლარი იყო, პრეისკურანტი – 1 მილიონ 775 269 ლარი, დღგ-ს გარეშე.
ბათუმის მერიაში ამბობდნენ, რომ შენობა უსაფრთხო არ იყო და ახალი უნდა ააშენონ, ოღონდ არა ამ ადგილზე. მერიაში არ გვეუბნებოდნენ, სად აპირებდნენ ტერიტორიის გამოყოფას ახალი ბაღისთვის.
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მათ მუდმივად მრავალფეროვან შეთავაზებებს უმზადებს.
8 სექტემბრიდან, თიბისის ნებისმიერი ბარათის მფლობელებს, გარდა მოსწავლის და ბიზნეს ბარათებისა, ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდისას თანხის 50%, ქეშბექის სახით, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაუბრუნდებათ.
ქეშბექ შეთავაზებით მომხმარებლები ულიმიტოდ ისარგებლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავრობის საფასურის 50 % ყოველი გადახდისას დაუბრუნდებათ.
შეთავაზება მიზნად ისახავს ქუთაისის ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის ზრდას და მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის შექმნას.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხელვაჩაურში, სოფელ ახალსოფელში მდებარე რესტორანში, რომელიც შპს „უმუთს“ ეკუთვნის, განმეორებით დააფიქსირეს ვადაგასული საქონლის ხორცი, ეტიკეტირების წესის დარღვევა და არაკრიტიკული შეუსაბამობები.
სააგენტოს ცნობით, ბიზნესოპერატორი 3000 ლარით დაჯარიმდა.
ასევე, კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა სამ კვებით დაწესებულებას ბათუმში: კაფე-ბარ „იემენს“, რუსთაველის #61-ში; „მამას რესტორანს“ აეროპორტის გზატკეცილზე, სადაც, სააგენტოს ცნობით, დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები და ასევე, სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის გამო – შპს ,,ჩუქუროვა ლეზზეთს“ – აეროპორტის გზატკეცილი 300 ა, სადაც, „სხვა დარღვევებთან ერთად დაფიქსირდა ცხვრის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე“.
ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე პლაჟზე სამუშაოები მიმდინარეობს. ნაპირსა და ზღვას შორის რკინის შუნტებით დამცავი ჯებირი და გზაა მოწყობილი.
ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ადგილიდან მახინჯაურის სარკინიგზო გვირაბამდე მონაკვეთში, ზღვის გასწვრივ, სავარაუდოდ, ავტომაგისტრალს აფართოებენ.
სამუშაოები პლაჟზე ბათუმში / თამარის დასახლება / 5.09.2026
სამუშაოები აქ 29-მილიონიანი ტენდერის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც თამარ მეფის გამზირის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ტენდერში გამარჯვებულია „ოცნების“ პარლამენტარ გიორგი ჭყონიას ყოფილი კომპანია „გზა“.
„გზასთან“ ხელშეკრულება ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2026 წლის 13 მარტს გააფორმა. აქედან დაახლოებით სამ თვეში კი გიორგი ჭყონიამ „გზას“ ასივე პროცენტი წილი საკუთარი შვილების კუთვნილ კომპანიას „ჯი აი კაპიტალს“ მიჰყიდა.
რა სამუშაოები მიმდინარეობს პლაჟზე და ითვალისწინებს თუ არა პროექტი გზის გაფართოებას ზღვის მხარეს? ამასთან, დარჩება თუ არა პლაჟის ის ვიწრო ზოლი, რაც დღეს აქ არის, პროექტის დასრულების შემდეგ? – ამ კითხვებით „ბათუმელები“ მერიის სამმართველოს დაუკავშირდა.
ბათუმი, ცენტრალური ავტომაგისტრალი მახინჯაურში სარკინიგზო გვირაბთან, სადაც ზღვა ნაპირის დამცავ კონსტრუქციას პერიოდულად ანგრევს.აქ გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
სამმართველოს ინფორმაციით, გათვალისწინებულია ნაპირსამაგრი კედლების მოწყობა, თუმცა არა პლაჟის ხარჯზე.
„აღნიშნული სარემონტო სამუშაოები ხორციელდება საავტომობილო გზის გაფართოების მიზნით, ხოლო ნაპირსამაგრი კედლების მოწყობა გათვალისწინებულია გზის მიმდებარე ტერიტორიაზე.
რაც შეეხება ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟებულ ლითონის შპუნტებს, ეს კონსტრუქციები დროებითია და მათი გამოყენება განპირობებულია დროებითი გზისა და სამშენებლო ტექნიკის უსაფრთხო გადაადგილებისათვის“. – მოგვწერეს ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოდან.
პროექტის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მიხედვით, გათვალისწინებულია „ნაპირდამცავი ბეტონის კედლისა და პლაჟზე ჩასასვლელი კიბეების მოწყობა. კედლისა და კიბეების დასაცავად ლითონის 9 მეტრი სიგრძის შპუნტების მოწყობა. ნაპირდამცავი რკინა-ბეტონის კედლის ფარგლებში რკინა-ბეტონის გამათანაბრებელი სარტყელის მოწყობა შპუნტების თავზე ბეტონით B30“. მოეწყობა ლითონის მოაჯირებიც.
სამუშაოები ბათუმის პლაჟზე თამარის დასახლებაში / 5.09.2026
„აღნიშნულ მონაკვეთზე შენარჩუნდება არსებული პლაჟი, რომელზეც გათვალისწინებულია ჩასასვლელების მოწყობა და რომლებიც სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ – მოგვწერეს მერიის სამმართველოდან.
ბათუმში, ბაქოს ქუჩის, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის რეაბილიტაცია თბილისის ქუჩის დასაწყისამდე – მრავალმილიონიანი პროექტია. ამ პროექტის პირველი მონაკვეთის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერშია „გზა“ გამარჯვებული.
I მონაკვეთი, როგორც პროექტშია აღნიშნული, მოიცავს თამარ მეფის გამზირს – თამარის დასახლებიდან [კულტურის ცენტრის შენობიდან] მწვანე კონცხამდე [თბილისის ქუჩის დასაწყისამდე].
საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და შპს „გზას“ შორის ხელშეკრულება 29 163 899 ლარზეა გაფორმებული. ხელშეკრულების მიხედვით, პირველ მონაკვეთში სამუშაოები 2027 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, ამ დროისთვის შპს „გზისთვის“ ქალაქის ბიუჯეტიდან ავანსად უკვე გადარიცხულია 8 749 168 ლარი.
შპს „გზას“ ივნისის თვეში კობახიძის განკარგულებით დაბა ქედაში 19 500 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ულიცენზიოდ მოპოვების უფლებაც მისცეს.
თამარ მეფის გამზირი ბათუმში / 5.09.2026
მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ამ ტერიტორიაზე უკვე აიღეს ბარაკული ტიპის სახლები, რომლებიც ავტომაგისტრალსა და სარკინიგზო ხაზს შორის იყო.
მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს თამარ მეფის გამზირის [I მონაკვეთის] რეაბილიტაციაზე ტენდერი 29 548 035 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.
ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულ გოჩა კახიძეს, მეტსახელად „ყურშას“, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ საქმეში ბრალდებული 4 პირი, მათ შორის, „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებული კაცი მოსამართლემ გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
„ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული ერთ-ერთი საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 8 სექტემბერს დასრულდა. განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულების „საბოლოო სიტყვები“ მოისმინა.
საუბარია 2025 წლის 16 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, სადაც ერთდროულად 63 პირი დააკავეს. ბრალდებულებს შორისაა გოჩა კახიძე, მეტსახელად „ყურშა“. იგი ამ დრომდე ძებნილია. „მხოლოდ ის, რომ აღიარებს, ან ცნობილია „კანონიერი ქურდის“ სახელით, ეს არ არის საკმარისი,“ – მიმართა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს „კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულის, გოჩა კახიძის, იგივე „ყურშას“ ადვოკატმა, დავით კეკელიძემ წინა პროცესზე.
ამ საქმეში ფიგურირებს ოჯახებს შორის ფინანსური დავა. პროკურატურის ვერსიით, ერთ-ერთმა ოჯახმა, რომელსაც ფული ასაღები ჰქონდა, „ყურშას“ მიმართა. გაიმართა ე.წ. ქურდული გარჩევა. საქმის არსებითი განხილვის დროს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ლიანა ჯინჭარაძემ სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა. მას პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.
„უდანაშაულო ვარ,“ „ადვოკატის დასკვნით სიტყვას ვეთანხმები“, „არ მაქვს დანაშაული არაფერი“ – მოკლე და რამდენიმე ფრაზა გაისმა ბრალდებულებისგან, როცა მათ მოსამართლემ მიმართა, საბოლოო სიტყვის თქმა შეგიძლიათო.
საბოლოო სიტყვების მოსმენის შემდეგ მოსამართლე სათათბიროდ აღარ გასულა და თქვა, რომ მზად არის განაჩენი გამოაცხადოს.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული 4 ბრალდებული მიიჩნია უდანაშაულოდ: ზვიად ბლადაძე [მას ედავებოდნენ ნარკოდანაშაულსაც, რის გამოც 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა], ლევან მსხალაძე [ამ პირს გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავებოდა, ანუ „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ ყველაზე მძიმე ბრალდებას], ბექა ბოლქვაძე და გიორგი გორგილაძე.
„გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან“, – მოსამართლის ამ ფრაზას ბრალდებულების ახლობლებით გადავსებული დარბაზის ემოცია მოჰყვა.
„არანაირი ემოცია არ არის საჭირო,“ – მოსამართლემ მკაცრი ხმით ხალხის ემოციის შეჩერება სცადა, თუმცა დანარჩენი განაჩენების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება შეძახილების ფონზე მოუწია.
სასამართლომ ბრალდებულების – გიორგი კვანტალიანის [2 წლით თავისუფლების აღკვეთა] და მურმან ციკოლიას [1 წლით თავისუფლების აღკვეთა] საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა. ისინი შედარებით ნაკლები სიმძიმის მუხლებით გასამართლდნენ.
კვალიფიკაცია საქმეს არ შეუცვალეს და იმავე მუხლით გასამართლდნენ, რა მუხლითაც პროკურატურამ წარუდგინა ბრალდება: ამირან გოგოლაძე [3 წლით თავისუფლების აღკვეთა], გიორგი აბშილავა [2 წლით თავისუფლების აღკვეთა], ბესიკ ნიკოლაიშვილი [3.6 წლით თავისუფლების აღკვეთა], გიორგი ხარაზი [4 წლით თავისუფლების აღკვეთა].
დღეს, 8 სექტემბერს, ცნობილი გახდა PISA-ს საერთაშორისო კვლევის შედეგების შესახებ. PISA – მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა – 2000 წლიდან ტარდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით. 2025 წელს ამ კვლევაში 91-მა ქვეყანამ და ეკონომიკამ (ცალკე მონაწილე ტერიტორია ან ერთეული) მიიღო მონაწილეობა.
PISA-ს საერთაშორისო კვლევის შედეგების მიმოხილვა ქართულ ენაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.
PISA 15 წლის მოზარდების ზრდასრული ცხოვრების გამოწვევებისთვის მზაობას აფასებს. შეფასების ძირითად სფეროებია: მათემატიკა, კითხვა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. ყოველ ციკლში სამი სფეროდან ერთ-ერთი ე. წ. წამყვან სფეროს წარმოადგენს. 2025 წელს შეფასების ძირითადი სფერო საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იყო.
მთლიანობაში, კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში, 2022 წელთან შედარებით მოსწავლეთა საშუალო შედეგები გაუმჯობესდა როგორც მათემატიკაში, ისე კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. თუმცა, ამავე დროს, პროგრესი, ძირითადად, დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილის შემცირებას უკავშირდება.
მოსწავლეთა მიღწევები სხვადასხვა ჭრილში
განსხვავებები სქესის მიხედვით – საქართველოში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და კითხვაში გოგონები ბიჭებზე უკეთეს შედეგს აჩვენებენ. განსხვავება განსაკუთრებით მკვეთრია კითხვაში.
მათემატიკაში კი სქესის მიხედვით განსხვავებები სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის.
გრძელვადიანი ტენდენციის ანალიზი აჩვენებს, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და მათემატიკაში სქესის მიხედვით ქულათა შორის სხვაობა სტაბილურია წლების განმავლობაში.
კითხვაში 2015 წლის შემდეგ ბიჭებისა და გოგონების ქულებს შორის სხვაობა ყველაზე დიდი იყო, შუა ციკლებში შედარებით იკლო, ხოლო ბოლო ციკლის განმავლობაში კვლავ მცირედით გაიზარდა.
განსხვავებები სკოლის მახასიათებლების მიხედვით
შეფასების თანახმად, საქართველოში სკოლის ტიპის (კერძო, საჯარო), ადგილმდებარეობის (ქალაქი, სოფელი), ისევე როგორც სწავლების ენის მიხედვით, მოსწავლეთა მიღწევებში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები იკვეთება.
ეს განსხვავებები განსაკუთრებით მკვეთრია სკოლის სტატუსის მიხედვით – კერძო სკოლებში მოსწავლეების მიღწევის საშუალო მაჩვენებლები მაღალია (მათემატიკაში ეს მაჩვენებელი OECD ქვეყნების ანალოგიური მაჩვენებლის ტოლია).
ასევე, მოსწავლეთა მიღწევის საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად უფრო დაბალია იმ სკოლებში, სადაც სწავლების ენა აზერბაიჯანულია.
სკოლის მახასიათებლების მიხედვით განსხვავებების ეს საერთო სურათი მსგავსია ყველა ძირითადი სფეროს შემთხვევაში.
განსხვავებები საშუალო მიღწევაში სკოლის მახასიათებლების მიხედვით (2025 წელი)
განსხვავებები სკოლის ტიპის მიხედვითგანსხვავებები სკოლის ტიპის მიხედვით
„დეკადის ტენდენციის ანალიზი აჩვენებს, რომ სკოლის სტატუსის მიხედვით სხვაობები კერძო და საჯარო სკოლებს შორის სტაბილურია, დასახლების ტიპის მიხედვით განსხვავებები კი დროთა განმავლობაში იკლებს.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში ქულებს შორის სხვაობის ამ შემცირების განმაპირობებელი ძირითადი მიზეზი სოფლისა და დაბის სკოლების მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებაა. კითხვის შემთხვევაში სხვაობა ძირითადად თბილისის მოსწავლეების შედეგების გაუარესების ხარჯზეც შემცირდა“- წერია შეფასებაში.
სწავლის სურვილის კომპონენტი
ქართველი მოსწავლეების თვითშეფასება საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელზე დაბალია ე. წ. სწავლის სურვილის კომპონენტში, როგორც ცნობისმოყვარეობის, ისე შეუპოვრობის თვალსაზრისით.
ამ კომპონენტში შედარებით დაბალი მაჩვენებლები, ირიბად, სწავლისათვის ნაკლებ მოტივაციაზე მიგვანიშნებს.
ამის საპირისპიროდ, კოგნიტური ადაპტურობის, მიზანდასახულობისა და ზრდაზე ორიენტირებული აზროვნების კომპონენტებში საერთაშორისო საშუალოზე მაღალი შედეგები დაფიქსირდა.
საქართველოს მოსწავლეებს სწავლის პროცესში საკუთარი თავის იმედი აქვთ – ისინი სწავლის შედეგებს უფრო მეტად საკუთარ ძალისხმევას და არა თანდაყოლილ შესაძლებლობებს ან გარემო პირობებს მიაწერენ.
საყურადღებოა, რომ საქართველოში შედარებით მცირეა ისეთი მოსწავლეების წილი, რომლებიც არსებულ სამეცნიერო ცოდნას არა ფიქსირებულ, შეუვალ ჭეშმარიტებად, არამედ არასრულყოფილ და მუდმივად ცვალებად (განვითარებად) კონსტრუქტად მიიჩნევენ.
„ამგვარი ეპისტემიური წარმოდგენები ხშირად ხელს უშლის მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში. საქართველოს წარმომადგენელ მოსწავლეებს, აგრეთვე, შედარებით უჭირთ სწავლის პროცესში დახმარებისთვის მიმართვა“- წერია კვლევაში.
მთლიანობაში, PISA-ში მონაწილე ყველა ქვეყნის მასშტაბით კომპეტენტური მსწავლელის პირველი და მეორე განზომილების (მიღწევების და ჩართულობის) შედარება აჩვენებს, რომ განათლების სისტემები, რომლებშიც მოსწავლეთა მიღწევის მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება, ყოველთვის არ ლიდერობენ მოსწავლეთა ჩართულობის განზომილებაში.
„ეს განსხვავება მიუთითებს, რომ მაღალი აკადემიური შედეგები ყოველთვის არ არის დაკავშირებული მოსწავლეთა მაღალ ჩართულობასთან და – პირიქით.
მაგალითად, საქართველოში მოსწავლეთა მიღწევის დაბალი მაჩვენებლების ფონზე მოსწავლეთა სწავლაში ჩართულობის კუთხით არაერთგვაროვანი (გარკვეულ კომპონენტებში საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები) ფიქსირდება.
PISA- მოსწავლეთა საშუალო მიღწევაზე სოციოეკონომიკური სტატუსის გავლენის ამპლიტუდა (საქართველო და საერთაშორისო კონტექსტი)
უსაფრთხოება სკოლაში
უსაფრთხო და სამართლიანი სასწავლო გარემოს კომპონენტშიც მოსწავლეთა შეფასებები საქართველოში არაერთგვაროვანია. კერძოდ:
მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ სასკოლო გარემოს – სკოლისადმი კუთვნილების მაჩვენებელი და სკოლაში დისციპლინისა და ბულინგის არარსებობის დონის შეფასებები საქართველოში საერთაშორისო საშუალოს უტოლდება ან აღემატება;
ასევე, მოსწავლეები, PISA-ს საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, პოზიტიურად აფასებენ ქვეყანაში სოციალური მობილობის შანსებს.
თუმცა, საქართველოში, OECD-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, უფრო გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს მოსწავლეთა გაცდენები.
ეს ლოკალური სურათი განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან PISA-ს მასშტაბით სკოლის უმიზეზოდ გაცდენა მნიშვნელოვან მიმდინარე გამოწვევას წარმოადგენს. საყოველთაო პრობლემის ფონზე საქართველოს სურათი კიდევ უფრო მწვავედ გამოიყურება.
PISA – დიაგრამა სკოლაში უსაფრთხოებაზე.
„თანასწორობის ინდიკატორების ზოგადი ანალიზი მიუთითებს, რომ საქართველოში სოციოეკონომიკური სტატუსის გავლენა მოსწავლეთა მიღწევებზე შედარებით სუსტია OECD-ის ქვეყნებთან შედარებით, თუმცა ეს მაჩვენებელი მიღწევის მაჩვენებელთან კომბინაციაში უნდა განვიხილოთ.
2025 ციკლშიც (სხვა ციკლების მსგავსად) საქართველოს მოსწავლეთა შედეგები კვლავ დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ თანასწორობის მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა მთლიანობაში ქვეყნისათვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“ – წერია შეფასების დოკუმენტში.
სამშაბათს, 8 სექტემბერს, ღამით, უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სარატოვის ოლქს შეუტიეს. ტელეგრამის არხებზე გავრცელებული ცნობებით, თავდასხმის სამიზნე სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.
სარატოვის ოლქის გუბერნატორმა დრონებით თავდასხმის საფრთხე დაახლოებით დილის 4:00 საათზე გამოაცხადა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ „დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“ და ათი ადამიანი დაშავდა.
ტელეგრამარხი Astra თვითმხილველების მიერ გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „როსნეფტის“ ნაწილია. ეს ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი უძველესია და სხვა პროდუქტებთან ერთად, ბენზინსა და დიზელის საწვავს აწარმოებს.
ამავე დროს, სარატოვის ოლქში მდებარე ქალაქ ენგელსის მცხოვრებებმა 8 სექტემბრის ღამეს აფეთქებების შესახებ განაცხადეს. წინასწარი ინფორმაციით, უკრაინულმა დრონებმა, შესაძლოა, ქალაქში მდებარე ენგელს-2 სამხედრო აეროდრომს შეუტიეს, თუმცა ობიექტზე დარტყმა ოფიციალურად, ჯერჯერობით, არ დადასტურებულა.
აეროდრომი სტრატეგიული ავიაციის ბაზად გამოიყენება და ადრე არაერთხელ გამხდარა დრონებით თავდასხმის სამიზნე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 სექტემბრის 21 საათიდან 9 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში მოქალაქისთვის თანხის მოპარვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველების დროული რეაგირების შედეგად დანაშაული ვერ განახორციელეს – წერს შს სამინისტრო.
პოლიციამ ორივე პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 499 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 410. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 332 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 25 285 ერთეული [+1]
საარტილერიო სისტემა – 49 341 ერთეული [+30]
MLRS – 2 104 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 612 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 441 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 355 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 504 309 ერთეული [+1 592]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 521 ერთეული [+5]
გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 145 478 ერთეული [+452]
სპეცტექნიკა – 4 647 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 070 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
ბათუმში, კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში არსებული ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე, მოდერნის სტილის შენობა, კომპანია Next-მა იყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავად კომპანიაში დაუდასტურეს. მანამდე, შენობას „სოდი ინვესტმენტი“ ფლობდა, რომლის დირექტორიც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანიაა.
„ნექსთის“ იურისტი, ვახტანგ გედენიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ძეგლი „სოდი ინვესტმენთისგან“ 2025 წლის 26 სექტემბერს იყიდეს.
რამდენად შეიძინეს აღნიშნული შენობა, ამაზე იურისტი არ საუბრობს. „ეს კომერციული საიდუმლოებაა“, – გვითხრა ვახტანგ გედენიძემ.
ახალი მეპატრონის შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრში ჯერ ასახული არ არის.
რატომ არ აისახა ახალი მფლობელი რეესტრში? – ვკითხეთ ვახტანგ გედენიძეს. მისი თქმით, ახალი მფლობელი თანხის სრულად გადახდის შემდეგ აისახება.
„წინარე ნასყიდობაა, ამიტომ ვერ ნახავდით რეესტრში. ეს იმას ნიშნავს, სანამ შესყიდული ქონების საფასურს სრულად არ გადაიხდი, ქონება ახალი მფლობელის სახელზე არ გადმოდის. ანუ, ოფიციალურად ეს შენობა ჯერ არ არის Next-ის საკუთრებაში“, – გვითხრა ვახტანგ გედენიძემ.
ორი დღის წინ მე-19 საუკუნის მოდერნის სტილის ძეგლის ფასადი კომპანიის წარმომადგენლებმა ფერადი საღებავით გადაღებეს. სახლის ფასადზე გამოსახული ორნამენტები ფირუზისფერ და ფორთოხლისფერ ფერებში იყო გადაწყვეტილი, რასაც საზოგადოების მხრიდან მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.
მსგავსი ფერები არ ახასიათებს არსებულ შენობას. ბუნებრივია, გაჩნდა კითხვები, თუ ვისი გადაწყვეტილებით შეიღება ამ ფერებში ორნამენტები, რატომ შეიღება და იყო თუ არა ეს ძეგლის ხელყოფა?
„ბათუმელებს“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში უთხრეს, რომ შენობის ფასადის ამ ფერებში შეღებვა არ იყო მათთან შეთანხმებული.
ვინ და რატომ გადაწყვიტა ფასადის გადაღებვა და რატომ არ შეათანხმა ეს გადაწყვეტილება სააგენტოსთან? – ვკითხეთ ვახტანგ გედენიძეს.
„ეს იყო ტესტი, რომ გაგვეგო, თუ როგორ დაჯდებოდა ფერი ფასადზე. რაღაც ფერზე ხომ უნდა შეიღებოს და პროცესში შეგვიძლია ამის დატესტვა. ამ პროცესსაც სააგენტო ლამის ყოველკვირეულად მონიტორინგს უკეთებს და სურვილიც რომ გვქონდეს, ვერ გადავუხვევთ“, – გვითხრა გედენიძემ.
რატომ განაცხადა სააგენტომ, რომ მასთან არ იყო შეთანხმებული ფასადის გადაღებვა, თუკი მონიტორინგს უწევს? – ისევ ვკითხეთ გედენიძეს.
„ზუსტად ერთი დღე გამოვიყენეთ ტესტისთვის და შემდგომ ისევ გადავღებეთ. ეს იყო და ეს. საცდელი იყო, ასე ვთქვათ, რამდენიმე ფერი დავსვით, რომ შეგვეხედა რომელი ფერი რომელ დეტალს უფრო მოუხდებოდა.
საზოგადოებისთვის არ შეგვიღებავს, ჩვენთვის შევღებეთ, რომ დაგვენახა, როგორ დაჯდებოდა ფერი. ასე დატოვების სურვილი არ გვქონია. ფერის ცვლილება რთული პროცესია და თუ რაიმე ცვლილება შევა, ყველა პროცედურის გავლით მოხდება.
თუ დავაპირებთ ფერის ცვლილებას, მივმართავთ სააგენტოს ცვლილების შესათანხმებლად.
თუ გადავწყვეტთ რაღაც ფერის დატოვებას რომელიმე ორნამენტზე, ეს გაეგზავნება ხელოვნებათმცოდნეს, რომელიც ჩაატარებს კვლევას და თუ დადებითი იქნებოდა პასუხი, მერე მივმართავდით ძეგლთა დაცვას“, – ამბობს ვახტანგ გედენიძე.
გუშინ, 6 სექტემბერს, ნექსთმა შეღებილი ძეგლი ისევ გადაღება.
კომპანიის წარმომადგენელს ვკითხეთ, რა ვადებია გათვალისწინებული შენობის საბოლოო დასრულებისთვის, რადგან შენობა უკვე რამდენიმე წელია ხარაჩოებშია, რაზეც გედენიძემ გვითხრა, რომ კონკრეტული ვადები ზეპირად არ ახსოვს.
ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან „ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ გაათავისუფლა.
„ამბასადორი“ ამჯერად ულიცენზიოდ 980 490 კუბურ მეტრ წიაღისეულს კვლავ ქობულეთის სოფელ კვირიკეს ტერიტორიაზე მოიპოვებს. კომპანია წიაღისეულს ულიცენზიოდ კვირიკეში აქამდეც მოიპოვებდა, რისთვისაც აქ მთა დაშალეს.
ახალი განკარგულებით, იმ ტერიტორიის ფართობი, სადაც „ამბასადორს“ წიაღისეულის მოპოვების ნებართვა მისცეს, 14 ჰექტარია [140 070 კვადრატული მეტრი].
„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 12 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 980 490 კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეული [ანდეზიტ-ბაზალტები და ტუფობრექჩიები] ქობულეთის მუნიციპალიტეტის, კვირიკეს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე“, – წერია 2026 წლის 20 აგვისტოს განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
ამავე განკარგულების მიხედვით, ლიცენზიისაგან გათავისუფლებული „ამბასადორი“ ვალდებულია:
უზრუნველყოს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს შესაბამისი გეოსაინფორმაციო პაკეტითა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრული პირობების შესრულება;
მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის;
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის, ერთი თვის ვადაში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში უზრუნველყოს 238 728 ლარის გადახდა.
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ქობულეთის სოფელ კვირიკეში მთა დაშალეს:
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ხრეშს, ქვებსა და ლოდებს აჭარაში სხვა ადგილებშიც მოიპოვებს, თითქმის ყველა შემთხვევაში – ულიცენზიოდ. ლიცენზიისგან კი მას „ოცნების“ მთავრობა ათავისუფლებს განკარგულებებით, რომლებსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ყველა ეს განკარგულება უკანონოა. აქედან გამომდინარე კი, შეიძლება ვთქვათ, რომ უკანონო განკარგულების საფუძველზე წიაღისეულის მოპოვებაც უკანონოა.
„პრობლემა იმაშია, რომ ლიცენზიისგან გათავისუფლების მექანიზმს, რომელსაც მთავრობის ის დადგენილება გვთავაზობს, რომელიც ლიცენზირების საკითხებს არეგულირებს [ვგულისხმობ 2005 წლის N136 დადგენილებას], საერთოდ არ ცნობს ზემდგომი აქტები. ამ შემთხვევაში ეს არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „წიაღის შესახებ“ კანონები“, – ამბობს ქეთი გუჯარაიძე.
“I serve neither the West, nor the East, nor the North, nor the South,” imprisoned former Prime Minister Irakli Garibashvili writes in his sixth letter since speaking out against his former political allies, as he pushes back against the narratives that have emerged around his accusations and the subsequent investigation.
In the letter, Garibashvili again insists that he is not fighting anyone but is “defending himself and his family,” while strongly rejecting any suggestion that he is connected to the opposition. At the same time, he accuses the authorities of turning what should be a legal process into a political one and condemns what he describes as a propaganda campaign aimed at discrediting him and linking him to the United National Movement.
Garibashvili says he has heard “unworthy, false and hypocritical” statements from his former teammates but does not consider them worthy of a response. He makes one exception for Georgian Dream Parliament Speaker Shalva Papuashvili, whom he addresses directly, telling him: “This is not a legal process — this is relentless political persecution.”
The remark appears to be a direct response to Papuashvili’s recent criticism that Garibashvili was attempting to shift a legal matter into the political realm by using a tragedy to make insinuations — something the Speaker described as regrettable.
Garibashvili also rejects narratives circulated by Azerbaijani media and subsequently amplified by Georgian Dream propaganda television channels, which claimed that, ‘at the height of the protests, he had been an agent of France-backed “revolutionaries” within Georgian Dream’. Mocking the allegations, Garibashvili says he has apparently now been labelled both an agent of the “deep state” and of France, adding that he is “lucky” not to speak other foreign languages, or he might have been declared an agent of other countries as well.
Letter number 6:
“The government’s panicked reaction and utterly inappropriate conduct have fully exposed the system for what it is. The public has witnessed yet another absurd and, at the same time, utterly repulsive and tragic farce staged by the authorities.
Instead of providing timely and transparent explanations regarding the specific facts and questions raised, we have witnessed a series of unserious interrogations, one of whose main purposes was to link me to the United National Movement and portray the entire process as something pre-planned and coordinated with the radical opposition.
I have also learned in recent days that, apparently, I am an agent of the “deep state” and, at the same time, an agent of France. I suppose I am “lucky” that I don’t speak any other foreign languages; otherwise, I would probably have been declared an agent of other countries as well…
To the government’s ridiculous and feeble propaganda tactic, I have this response: Stop wasting your time! Just as water and oil cannot mix, it is impossible to associate me with the United National Movement in any way!
I would also remind the public that, as I understand it, an investigation into the circumstances that led Lazare Jorbenadze to take his own life has been ongoing for nearly five months. Yet the people and journalists who have been publicly raising questions throughout this entire period have still not been questioned. Instead, immediately after my letter was published, they began questioning, without delay, everyone who publicly responded to my letter.
Stop playing these dirty political games against me! The people know who Irakli Garibashvili is, and our society can very clearly distinguish between my word and yours. People also know very well that I serve neither the West, nor the East, nor the North, nor the South. I serve Georgia!
Over the past few days, I have heard many unworthy, false, and hypocritical statements and comments from people who have lost all sense of decency. Perhaps they expect me to respond to them, but I want to tell them that they are not even worthy of a response from me. I want to respond only to Shalva Papuashvili: Shalva, this is not a legal process — this is relentless political persecution!
And once again, let me remind everyone: I am not fighting anyone — you are the ones who stabbed me in the back… Now I am simply forced to defend myself and my family against this injustice and cruelty“.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „კანონიერი ქურდების საქმე“ განიხილა და ცხრა პირი დამნაშავედ ცნო.
პროკურატურა წერს, რომ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრს კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრთან, რის გამოც ამ უკანასკნელმა პირადი მოტივით სცემა მას.
საბოლოოდ დაპირისპირებულმა მხარეებმა ,,კანონიერ ქურდს“ მიმართეს, ვისი ჩართულობითაც „ქურდული სამყაროს“ წევრების შეკრება მოეწყო და „ქურდული გარჩევა“ განხორციელდა.
პროკურატურის ვერსიით, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერები“ ფინანსურ ვალდებულებებს არ ასრულებდნენ, ამიტომაც „ქურდული სამყაროს“ წევრმა ,,ქურდული გარჩევა“ მოაწყო და სცემა მათ.
ამის შემდეგ „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერებმა“ სოციალური ქსელის გამოყენებით დასახმარებლად მიმართეს „კანონიერ ქურდს“, რომელმაც კონფლიქტის მონაწილეები დაიბარა თურქეთში, სადაც შედგა ქურდული შეკრება და ქურდული გარჩევა.
ასევე, „კანონიერი ქურდის“ ძმამ ქუთაისში დაიბარა და ანგარიშსწორება მოუწყო ერთ-ერთ ,,ქურდული სამყაროს წარმომადგენელს“, ვინაიდან ეს უკანასკნელი თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევდა, მან დასახმარებლად და გადაწყვეტილების მისაღებად „ქურდული სამყაროს“ სხვა აქტიურ წევრს და კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა, უამბო დაპირისპირების მოტივები და დეტალები, რომელმაც, თავის მხრივ, სოციალური ქსელის საშუალებით საქმის კურსში ჩააყენა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი „კანონიერი ქურდი“.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის ზომად „კანონიერ ქურდს“ 10 წლით, ,,ქურდული სამყაროს წევრობის”, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის”, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე შვიდ ბრალდებულს 8-8 წლით, ხოლო „კანონიერი ქურდისთვის და ქურდული სამყაროს წევრზე მიმართვის“ ფაქტზე ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
დასავლელი უსაფრთხოების ექსპერტები აფრთხილებენ, რომ მაშინ, როცა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს პირდაპირი სამხედრო აგრესიის მოგერიება სრულად შეუძლია, ის ვერ აჩერებს ვლადიმირ პუტინის მზარდ „ჩრდილოვან ომს“. შედეგად, ბალტიისპირეთის ქვეყნები კრემლის მორიგი გამოცდის მთავარ სამიზნედ რჩებიან.
„ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ-დისკუსიაზე, რომელსაც ყოფილი ელჩი უკრაინაში ჯონ ჰერბსტი უძღვებოდა, წამყვანმა ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ბოლოდროინდელი ვიზიტი მოსკოვში მკაფიო სიგნალია: კრემლი დასავლეთის გამძლეობასა და მზადყოფნას აქტიურად ამოწმებს.
გამოცდა ბალტიის საზღვარზე
„დემოკრატიის განახლების ინიციატივის“ თავმჯდომარემ და ჭადრაკში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, გარი კასპაროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვს დასავლეთის ერთიანობის გასატეხად სრულმასშტაბიანი სახმელეთო შეჭრა სულაც არ სჭირდება – ამისთვის მცირე, მიზანმიმართული ტერიტორიული პროვოკაციაც საკმარისი იქნება.
„ორი კვადრატული მილი ტერიტორია… დარჩნენ იქ ორი დღე,“ – თქვა კასპაროვმა ისეთ სასაზღვრო ქალაქებზე მითითებით, როგორიცაა ნარვა ან დაუგავპილსი – „მას მხოლოდ იმის ჩვენება სჭირდება, რომ ნატო მკვდარია, ამერიკა პროცესში არ ერევა და ეს უკვე პოლიტიკური გამარჯვებაა.“
კასპაროვმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა ვაშინგტონის უსაფრთხოების გარანტიების სიმტკიცე: „მთავარი კითხვა ისაა, თუ რატომ აქვთ რუსეთის მოსაზღვრე ევროპელ მოკავშირეებს სერიოზული ეჭვები ამერიკის სამხედრო ერთგულებაზე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი, თუნდაც მცირე ჯგუფებით, ნატოს სახმელეთო საზღვარს გადაკვეთს.“
CIA-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გლენ კორნმა აღნიშნა, რომ კიევი ჩრდილოეთის ფრონტის გახსნის საფრთხეზე დასავლეთს უკვე დიდი ხანია აფრთხილებს: „უკრაინელები ამის შესახებ სულ მცირე ექვსი თვეა გვაფრთხილებენ… რომ არსებობს შეშფოთება ახალი ფრონტის გახსნაზე, და ისინი პირდაპირ საუბრობენ ბალტიისპირეთზე.“
ტრამპის ფაქტორი და პუტინის პარტნიორები
მიუხედავად ამისა, კორნის შეფასებით, პუტინის მხრიდან ვაშინგტონში არსებული პოლიტიკური უთანხმოების სისუსტედ აღქმა სახიფათო შეცდომა იქნებოდა, რასაც დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის გამოცდილებაც მოწმობს.
„არ შეცდეთ პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით. ის ძალიან არაპროგნოზირებადია,“ – განაცხადა კორნმა. – „მე მინახავს, როგორ დგამდა ის ნაბიჯებს რუსების წინააღმდეგ… ადრეც მითქვამს: ის ყველაზე აგრესიულად პასუხობდა რუსეთის გარკვეულ ქმედებებს იმ პრეზიდენტებს შორის, ვის ადმინისტრაციაშიც ჩემი კარიერის განმავლობაში მიმუშავია“.
„ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, აგნია გრიგასმა დაამატა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია უკვე ზეწოლას ახდენს მოსკოვის საერთაშორისო პარტნიორებზე: „უბრალოდ აღვნიშნავდი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია პუტინის მოკავშირეებს უტევს. ნუ დავივიწყებთ ამას – ირანსა და მადუროს.“
გეოგრაფია და „ჩრდილოვანი ომი“
გრიგასის თქმით, ბალტიის ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობა – როდესაც რეგიონი კალინინგრადს, ბელარუსსა და სუვალკის დერეფანს შორის არის მოქცეული – მას განსაკუთრებით დაუცველს ხდის. მისივე განცხადებით, ლიეტუვა უკვე გახდა ჰიბრიდული ტაქტიკის სამიზნე, რაც მიგრანტების იარაღად გამოყენებაში, ინფრასტრუქტურულ დივერსიებსა და საჰაერო სივრცის მუდმივ დარღვევებში გამოიხატება.
„ბალტიისპირეთში ეს შეშფოთება, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდია,“ – აღნიშნა გრიგასმა. -„ისინი განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან გეოგრაფიის გამო… ეს კრიზისი გრძელდება და ის რეგიონში რეალურ პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ კრიზისს წარმოადგენს.“
დისკუსია ატლანტიკური საბჭოს სკოუკროფტის ცენტრის ექსპერტმა, ტორი ტაუსიგმა შეაჯამა და ხაზი გაუსვა, რომ ნატომ გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს, სანამ ჰიბრიდული შეტევები სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადაიზრდება.
„ნატო რუსეთთან ბევრი თვალსაზრისით უკვე ომშია; ეს, უბრალოდ, მე-5 მუხლის რეაგირების ზღვარს ქვემოთ ხდება,“ – განაცხადა ტაუსიგმა. – „ჰიბრიდულ ფრონტზე ვფიქრობ, ნატომ აჩვენა, რომ შეკავების პოლიტიკამ მარცხი განიცადა.“