ავტორი: ლელა დუმბაძე
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთკანდიდატიანი არჩევნების ტრადიციას აგრძელებს. აკადემიური საბჭო რექტორად ამჯერადაც ალეკო ბაკურიძეს აირჩევს, თუმცა მათ სხვა არჩევანის შესაძლებლობა არც ექნებათ, რადგან უნივერსიტეტის რექტორობის სურვილი მხოლოდ ერთმა ადამიანმა, მოქმედმა რექტორმა გამოთქვა.
მაისის ბოლოს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რვა წევრი შეიკრიბება და უნივერსიტეტის ახალ რექტორს აირჩევს. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე მოქმედი და სავარაუდოდ მომავალი რექტორი, ალეკო ბაკურიძეა. უნივერსიტეტში რექტორობის სურვილი სხვას არავის გამოუთქვამს.
რატომ აღმოჩნდა ალეკო ბაკურიძე კონკურენტის გარეშე და რამ გამოიწვია რექტორის არჩევნების მიმართ ასეთი გულგრილობა, რამდენად ჯანსაღი შეიძლება იყოს სიტუაცია, როდესაც მხოლოდ ერთი კანდიდატით ტარდება არჩევნები უნივერსიტეტში? Continue reading “რექტორის არჩევნები ერთი კანდიდატით”