რეპორტაჟი მაჭახლისპირიდან
ავტორი: ცაგო კახაბერიძე
არაყი, შავი ლობიო, კომბოსტოს მჟავე და პური – სოფლის მაღაზიაში სახელდახელოდ გაშლილ სუფრას სამი შუახნის მამაკაცი უზის. მაღაზიის მოზრდილ შენობაში გათბობა არ არის, არც შუქი ანთია, მეპატრონე “ზედმეტ ხარჯებს” ერიდება. “მალე ჰესებს გააკეთებენდა შუქი უფასოდ გვექნება”- ამბობს ერთ-ერთი მამაკაცი და ეღიმება. “უფასო შუქი კი არა, თავიც არ წაგვაცალონ, გვეშინია”, – ხუმრობენ მისი მეზობლები. სუფრასთან, სახლში, მეზობელთან, მაღაზიაში, ბირჟაზე… – სოფელ მაჭახლისპირში ჭოროხზე ჰესების მშენებლობის წამოწყება მთავარი სალაპარაკო თემაა.
სოფლის ცენტრში
მაღაზიაში შესვლამდე სოფლის ცენტრში თურქული კომპანიის – “აჭარ ენერჯი 2007”-ის სახელდახელოდ აგებული შენობები დავათვალიერე. რამდენიმე უკვე დასრულებულია, სხვებისთვის კი ადგილი იქვე მოუმზადებიათ. გარეთ არავინაა, თოვს, ცივა. მეზობელი სახლებიდან კვამლი რომ არ ამოდიოდეს, ირგვლივ გამეფებული სიჩუმე გაფიქრებინებს, რომ სოფელში აღარავინ ცხოვრობს. Continue reading “ახალი ჰესები – კლიმატის ცვლილება და სახელმწიფო პოლიტიკა”