სიახლეები

აჭარაში შავი ზღვის სიღრმეს იკვლევენ

30.05.2012 •
აჭარაში შავი ზღვის სიღრმეს იკვლევენ

შავ ზღვაზე ბათიმეტრიულ კვლევას აწარმოებენ, რაც სანაპირო ზოლის სიღრმეებისა და წყალქვეშა ფერდის შესწავლას გულისხმობს. კვლევების მიზანი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საჭირო მდგრადობის გარდა აჭარის სანაპირო ზოლზე ტურისტული კრუიზის გადაადგილებისთვის საჭირო სიღრმეების მქონე მონაკვეთების მონიშვნაა.

ცაგო კახაბერიძე

შავი ზღვის სანაპირო ზოლის ბათიმეტრიული კვლევა 2011 წლის ნოემბრიდან დაიწყო და პირველ აპრილამდე გაგრძელდება. მიზნობრივ პროგრამას აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო ახორციელებს. კვლევების ფარგლებში მდინარე ნატანებიდან შავი ზღვის სარფის მონაკვეთამდე არსებული პლაჟის, წყალქვეშა ფერდის, ზღვის კიდის ხაზის გადაადგილების მდგომარეობისა და კლდოვანი ნაპირების შესწავლა ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჰიდროსფერო“ აწარმოებს.

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს ინტეგრირებული მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ კონცელიძის ინფორმაციით, სანაპიროდან ხუთასამდე მეტრ მანძილზე სიღრმეები, ჭრილებს შორის კი 20-მდე მეტრი მანძილი შეისწავლება. „კვლევის დასრულების შემდეგ ჩვენ გვექნება სარფიდან მდინარე ნატანების ჩათვლით შავი ზღვის სანაპირო ზოლის ტოპოგრაფიული გეგმა, სანაპიროს მორფოდინამიკა და ზღვის კიდის ხაზის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია. მოხდება ასევე ბოლო წლებში შესრულებული სამუშაოებისა და ახლანდელ მდგომარეობას შორის შედარება იმის გასარკვევად, თუ რა ცვლილებები განიცადა ადრეული წლებიდან მოყოლებული დღემდე შავი ზღვის სანაპირო ზოლმა ამა თუ იმ მონაკვეთზე, ეს ძირითადად ზღვის დონეებს შეეხება.“

კვლევების ჩატარებისათვის სპეციალისტებს 2 კილომეტრამდე სიღრმეში გასვლა უხდებათ, გარემოს დაცვის სამმართველოს მოთხოვნით ჩვეულებრივ პლაჟებზე მათ ათ მეტრამდე სიღმის შესწავლა ე.წ „კანიონებთან“ კი 50 მეტრამდე სიღრმის შესწავლა უნდა განახორციელონ. სანაპირო ზოლის იმ მონაკვეთებში, სადაც უმეტესწილად კლდოვანი ქანებია, ზღვის დონეების გადაადგილების განსაზღვრა 20 მეტრამდე სიღრმეში უნდა მოხდეს.

ახალმა ტოპოგრაფიულმა მონაცემებმა გარემოს დამცველებს სანაპირო ზოლზე ტურისტული ინფრასტრუქტურისათვის მდგრადი მონაკვეთების მონიშვნის საშუალება უნდა მისცეს. ნოდარ კონცელიძის ინფომარციით, ამ კვლევის შემდეგ განისაზღვრება ასევე მონაკვეთები, სადაც საშუალო სიდიდის ტურისტული კრუიზის გადაადგილება იქნება შესაძლებელი. ნოდარ კონცელიძე სანაპირო ზოლზე „არც ნავმისადგომის ან სხვა ტიპის, მაგალითად, სასტუმროების  მშენებლობების დაგეგმვას“ გამორიცხავს.

მოზნობრივი პროგრამა აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ შეიმუშავა და მისი განხორციელებისათვის 78 000 ლარი დაიხარჯება.

გადაბეჭდვის წესი