სიახლეები

არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი ნდობა-უნდობლობა

30.05.2012 • • 1464
არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი ნდობა-უნდობლობა

ავტორი:გენო გელაძე (დემოკრატიის ინსტიტუტი)

გენო გელაძე

ბოლო დღეებში აქტუალურია არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობადობისა და საზოგადოების მხრიდან ნდობა-უნდობლობის საკითხი. ამ საკითხთან დაკავშირებით გავეცანი კვლევებს და სხვადასხვა ჟურნალისტის მიერ მომზადებულ მასალებს. ჟურნალისტების საქმე გასაგებია, კვლევის შედეგები გააცნეს საზოგადოებას, ისე როგორც მათ დაინახეს, მაგრამ კვლევების ორგანიზატორთა და შემსრულებელთა დამოკიდებულება კვლევების მიმართ ცოტა გაოცებას იწვევს.

მე, პირადად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ კვლევის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ სიღრმისეულ და სპეციფიკურ ინფორმაციას არ ფლობენ, რადგანაც კვლევა არ პასუხობს ძირითად კითხვას: ზოგადად, ფართო საზოგადოება უნდა იცნობდეს თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობას იმგვარად, რომ მისი ზუსტი დასახელება და შედეგების გამოყოფა შეძლოს? მე ვფიქრობ, არა!

არანაირი საჭიროება არ არსებობს იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას ქვეყნის ან რეგიონის მთელ მოსახლეობა იცნობდეს. მიმაჩნია, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობას კარგად უნდა იცნობდნენ ის ადამიანები, ვისთანაც ეს ორგანიზაცია მუშაობს, ასევე ის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები, რომლებთანაც ამ ორგანიზაციას აქვს უშუალო შეხება საქმიანობის პროცესში და, რა თქმა უნდა, ამ ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონდეს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით ქვეყნის ან რეგიონის მედიას და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ბევრი ჩემი მეგობარი თვლის, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, ზოგადად, საზოგადოებაში ცნობადი უნდა იყოს. ერთი შეხედვით ეს კარგია, მაგრამ აქ მე დავსვამ კითხვას: როგორ წარმოგიდგენიათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ფართო ცნობადობა, რომელიც, მაგალითად, ყოფილ პატიმრებთან, ოჯახური ძალადობის მსხვერპლებთან, „ქუჩის ბავშვებთან“ მუშაობენ? – ამ ორგანიზაციებს იცნობენ დასახელებული ადამიანები და ენდობიან კიდეც, მაგრამ საეჭვოა, რომ მათ შესახებ, ზოგადად, საზოგადოება იყოს ინფორმირებული (იშვიათი გამონაკლისის გარდა).

აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ შეუძლებელია, ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობადობის და განსაკუთრებით ნდობის ხარისხის შეფასება. რანაირად უნდა ვენდო მე, მაგალითად, ცხოველთა დაცვითი მიმართულების ორგანიზაციას, თუ მის საქმიანობას არ ვიცნობ?! ბოლო დღეებში ქ. ბათუმში ამ თესაკითხზე მომზადებულ სატელევიზიო სიუჟეტში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა: არასამთავრობო ორგანიზაციებს გააქტიურებისკენ მოუწოდებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მაშინ როცა უმაღლესი საბჭო ერთ-ერთ ყველაზე პასიურ დაწესებულებადაა ცნობილი (ეს უკვე მარტო ჩემი აზრი არ გახლავთ). სხვათა შორის, უმაღლესი საბჭოს, როგორც საბიუჯეტო დაფინანსებით მოქმედ დაწესებულებას, კანონმდებლობით ევალება აქტიურობა. არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობის 50% კი ენთუზიაზმზეა დამყარებული (ეს იმათთვის, ვისაც არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის აქტიურობის ვალდებულების საკითხები აინტერესებს).

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარების საშუალებების არსებობას, ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია დაფინანსების საკითხი, რომელიც თითქმის 99%-ით სხვადასხვა გრანტის გამცემ ორგანიზაციასთან ასოცირდება.
ერთის მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოვითხოვთ აქტიურობას, მეორეს მხრივ კი მათ „სოროსისტებს“ და ათასგვარ „სათაყვანებელ“ ფრაზას ვეძახით, მაშინ როცა ასეთი გამონათქვამების ავტორთა ალბათ უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, არც ეგრეთ წოდებული „სოროსის ფონდის“ და არც სხვა გრანტის გამცემი (დონორი ორგანიზაცია) ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.
ვისაც აინტერესებს, შემიძლია პირადი, რვაწლიანი გამოცდილებით „გავახარო“, რომ არც ერთი გრანტის გამცემი არ ერევა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში. უფრო მეტიც, რომ არა გრანტის გამცემი საერთაშორისო ორგანიზაციები, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ საქართველოში, ალბათ, თითო ოროლა ძალიან სუსტი არასამთავრობო ორგანიზაცია იარსებებდა.

რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ აჭარის რეგიონში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, დღევანდელთან შედარებით, უფრო აქტიური არასამთავრობო სექტორი არსებობდეს, ამას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ ეს პროცესი თავისთავად ვერ მოხდება. ზუსტად ისეთი ხარისხით არის აქტიური არასამთავრობო სექტორი, როგორი მოთხოვნაც არსებობს საზოგადოების მხრიდან.
როცა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობის ხარისხსა და მათდამი ნდობა-უნდობლობაზე ვსაუბრობთ, მათი საქმიანობის შესახებ იქნებ მათვე ვკითხოთ და მერე ვუწოდოთ სხვადასხვა „სათაყვანებელი“ ფრაზები.
ვისაც აქვს მსგავსი ინტერესი, დიდი სიამოვნებით პირადად გავუწევ მასპინძლობას არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ოფისში (ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის 5). მზად ვარ პირადად მოვისმინო ნებისმიერი კრიტიკული დამოკიდებულება, შეფასება და რეკომენდაცია.

გადაბეჭდვის წესი