სიახლეები

აჭარა კანის საერთაშორისო გამოფენაზე

30.05.2012
აჭარა კანის საერთაშორისო გამოფენაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კანის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს.  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები საფრანგეთში, რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს წარადგენენ და საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებას შეეცდებიან.

საერთაშორისო გამოფენა უძრავი ქონებისა და ინვესტიციების სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, რომელშიც მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიათა ხელმძღვანელები, ქალაქებისა და რეგიონების ადმინისტრაციების წარმომადგენლები, ინვესტორები, ბანკები და სხვა ფინანსური სტრუქტურებია წარმოდგენილი.

გამოფენას საფუძველი 1990 წელს ჩაეყარა და იგი ყოველი წლის მარტში, კანში იმართება. მასში აჭარა უკვე მეექვსედ მონაწილეობს. წელს გამოფენაზე 19 ათასი კომპანიაა წარმოდგენილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.