სიახლეები

აჭარის ტელევიზიაში კონტროლის პალატა მუშაობს

30.05.2012 •
აჭარის ტელევიზიაში კონტროლის პალატა მუშაობს

ავტორი: ლელა დუმბაძე

აჭარის ტელევიზიაში კონტროლის პალატა კვლავ აგრძელებს მუშაობას. ტელევიზიის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე ამბობს, რომ ეს გეგმიური შემოწმებაა და „როგორც კანონი ითვალისწინებს, ერთ თვეს დარჩებიან სამუშაოდ“. კონტროლის პალატის შესვლისთანავე, ამ ტელევიზიის ფინანსური განყოფილებიდან თანამშრომლები დაითხოვეს.

 მერაბ კარანაძე არ ადასტურებს სამსახურიდან 6 თანამშრომლის დათხოვნას. ის ამბობს, რომ თანამდებობა მხოლოდ ორმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის მთავარმა ბუღალტერმა. „სხვა სამსახურებში გადავიდნენ და იმიტომ დატოვეს ტელევიზია, თუმცა ეს კონტროლის პალატის შემოსვლამდე იყო“, _ ამბობს მერაბ კარანაძე.

კონტროლის პალატამდე აჭარის ტელევიზიაში აჭარის ფინანსთა სამინისტროს აუდიტი მუშაობდა. ერთი ვერსიით, სწორედ ამ სამსახურის რეკომენდაციის შედეგად შევიდა აჭარის ტელევიზიაში კონტროლის პალატა. მერაბ კარანაძე ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და მას „გეგმიურ შემოწმებად“ აფასებს.

მეორე ვერსიით, აჭარის ტელევიზიაში აღმოჩენილი დარღვევები ამ ტელევიზიისთვის 2008 წელს გამოყოფილ ახალი შენობის რემონტს, მათ შორის სტუდიების გაკეთებას უკავშირდება. მაშინდელი უმაღლესი საბჭოს განმარტებით, სწორედ ამ მიზნით გაიზარდა აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტი თითქმის ერთი მილიონი ლარით. მაშინ ტელევიზია ლერმონტოვის ქუჩაზე უნდა გადასულიყო… ტელევიზიას კი დღემდე არ გამოუცვლია შენობა.

„ტელევიზიის გადასვლა მაშინ სხვადასხვა მიზეზის გამო გადაიდო. თანხა არ გამოგვიყვეს ამისთვის. უფრო სწორად, სხვა მუხლით იყო გამოყოფილი და რემონტისთვის ვერ გამოვიყენებდით“, _ ამბობს მერაბ კარანაძე.

დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისთვის ახალი საოფისე ფართობი სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე, მაღალი ძაბვის ყოფილი ლაბორატორიის შენობაშია გამოყოფილი. როდის დაიწყება შენობის გარემონტება და ტექნიკური აღჭურვა, მერაბ კარანაძისთვის უცნობია.

მაკონტროლებლის აჭარის ტელევიზიით დაინტერესების პარალელურად ინფორმაცია თეა ცეცხლაძის, აჭარის ტელე-რადიოდეპარტამენტის თავმჯდომარის მოხსნის შესახებაც ვრცელდება. თეა ცეცხლაძე კი შვებულებიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და კვლავაც დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას.

წელს აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტი 6,5 მილიონი ლარია.

გადაბეჭდვის წესი