მთავარი,სიახლეები

ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე

30.05.2012
ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

ბათუმის მერიამ მდინარე ჭოროხზე დაგეგმილი 700-მეტრიანი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით პროექტი შპს „არქპროს“ დახმარებით მოამზადა. პროექტი აჭარის მთავრობის მიერ მომზადებული ქალაქის განვითარების გეგმის შემადგენელი ნაწილია.

დოკუმენტის მიხედვით, სახიდე გადასასვლელის მშენებლობის აუცილელობას მერია პოლიგონის ათვისებით ხსნის. ამ ტერიტორიაზე იგეგმება ინფრასტრუქტურის განვითარება – ბულვარის გაგრძელება თურქეთის საზღვრამდე, დაჭაობებული ადგილების ამოშრობა, მასზე საცხოვრებელი, სატუმრო და გასართობი კომპლექსების მშენებლობა და ინვესტორებისთვის სარფიანი პირობების უზრუნველყოფა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლის თქმით _ `თუ პროექტი უკვე დამტკიცებული გეგმის ნაწილია, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის შესწავლას მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს“.

გარდა ამისა, დოკუმენტში არ არის სრული ინფორმაცია მდინარე ჭოროხის წყალთან დაკავშირებით. „საინტერესოა, საიდან გამოითვალეს წლიური ხარჯი, თუ არ აქვთ ყოველწლიური დაკვირვების მონაცემები. როდესაც მდინარეზე კეთდება რაიმე სახის კონსტრუქცია, ჰესი იქნება ეს თუ ხიდი, აუცილებელია გვქონდეს ზუსტი მონაცემი წყლის ჰიდროლოგიურ რეჟიმზე. ამ დოკუმეტში კი, აშკარად ჩანს, რომ წლიური მონაცემები არ აქვთ არც წყლის ხარჯზე და არც ნატანზე. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ გავიგოთ კონსტრუქცია, რომლის მშენებლობასაც იქ გეგმავენ, უსაფრთხო იქნება თუ არა“, – ამბობს ქეთი გუჯარაიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ირაკლი სურმანიძემ დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით კომენტარზე „ბათუმელებს“ უარი უთხრა – „ჯერ არ არის პროექტი საბოლოოდ დამტკიცებული. როცა დამტკიცდება, შემდეგ ჩაგეწერებით“.
მდინარე ჭოროხზე განსახორციელებელი პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა დეკემბრის თვეშია დაგეგმილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: