Batumelebi | აქცია გონიოში: “დაგვიბრუნეთ საკუთრება!” აქცია გონიოში: “დაგვიბრუნეთ საკუთრება!” – Batumelebi
RU | GE  

აქცია გონიოში: “დაგვიბრუნეთ საკუთრება!”

აქცია-გონიოში-დაგვიბრუნ

 ავტორი: მანანა ქველიაშვილი

აქცია გონიოში

დღეს გონიოს სანაპირო ზოლში მცხოვრებლებმა, გონიოს ციხესთან საპროტესტო აქცია გამართეს.  მოქალაქეები მშვიდობიან აქციაზე წართმეული საკუთრების დაბრუნებასა და მიწების დათმობის სანაცვლოდ, ადეკვატურ კომპენსაციებს ითხოვდნენ.

„ჩვენ წაგვართვეს საკუთარი მიწები“, „დაგვეხმარეთ დავიბრუნოთ საკუთრება“, „დაგვიბრუნეთ საკუთრება“ – ითხოვდნენ საპროტესტო აქციაზე გამოსული გონიოს მაცხოვრებლები.

გონიოს მცხოვრებთა განცხადებით, რამდენიმე დღის წინ მათთან ბათუმის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და საბოსტნე მეურნეობების, გარაჟების და საქონლის სადგომების დათმობა მოსთხოვეს. ადგილობრივი მოსახლეობა მერიის მოთხოვნას აპროტესტებს და მეურნეობების სანაცვლოდ სოლიდურ კომპენსაციას ითხოვს.

„ჩვენ გვყავს პირუტყვი, გვაქვს ბოსლები და  ბოსტნები. გვეუბნებიან, რომ  უნდა დაინგრეს ეს, გაყიდოთ უნდა  საქონელი და დარჩეთ ლუკმა პურის გარეშეო. ჩვენ ვაპროტესტებთ და მოვითხოვთ იმას, რომ ჩვენი საკუთრება დაგვრჩეს ჩვენ,“- ამბობს საპროტესტო აქციის მონაწილე ჯემალ აბაშიძე.

სანაპირო ზოლში მცხოვრები მოსალხეობისთვის საბოსტნე მეურნეობების ჩამორთმევა ახალი ბულვარის მშენებლობას უკავშირდება, რომელიც აეროპორტიდან ჭოროხის ხიდამდე კიდევ 1976 მეტრით დაგრძელდება.

„ახალი გზით დავუკავშირდებით მდინარე ჭოროხს, რაც საშუალებას მოგვცემს ბულვარი გაგრძელდეს გონიო–კვარიათის მიმართულებით. ალტერნატიული გზა ტურისტულ–რეკრეაციული ზონის განვითარების გარანტი იქნება და ადგილობრივებზეც დადებითად აისახება. ასევე, ხელს შეუწყობს ინვესტორებისა და ტურისტების მოზიდვას“, – განაცხადა გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ.

[slideshow]

მთავრობის ამ ინიციატივას გონიოს მცხოვრებლები საპროტესტო აქციით გამოეხმაურნენ. ისინი აქციაზე 2010 წელს წართმეული მიწების დაბრუნებასაც ითხოვდნენ.

„ჩვენს საკუთრებას ვითხოვთ, გლეხები ვართ, ცოდვა ვართ. ამდენი წელი ვიმუშავეთ, ვიშრომეთ და ამის ასე უქმად დაკარგვა იქნება? დაგვიბრუნონ ჩვენი მიწები, ჩვენი საკუთრება. რით ვიარსებოთ, რით ვიცხოვროთ? სამსახური ჩვენ არ გვაქვს, არაფერი შემოსავალი ჩვენ არ გვაქვს, რა ვქნათ?!“ – აცხადებს გონიოს მცხოვრები მარგალიტა ცეცხლაძე.

„შუქი გადამიჭრეს, რომ ვერ გადავიხადე. ძროხას მოვწველი, ერთ ათ ლიტრას გავიტან, გავყიდი, რომ დენის ფული გადავიხადო. ხუთი სული უმუშევარი სახლში ვზივართ. მეუბნებიან ძროხა მოიცილეო, შვილივით ვუვლიდი იმ ძროხას, როგორ მოვიცილო? ეს არის ჩემი ერთადერთი შემოსავალი,“ – ამბობს გონიოს მცხოვრები ნანული ბოლქვაძე.

ბათუმის მერიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ დაკავებული ტერიტორია მარტის ბოლომდე აუცილებლად უნდა დაცალოს.

„გონიო ქალაქის ტერიტორიაა, იქ არის ავტოფარეხები უნებართვოდ აშენებული. ასევე, ბოსლები და უსახური შენობებია. საკრებულოს დადგენილების მიხედვით, ავტოფარეხებისგან და უსახური შენობა-ნაგებობებისგან უნდა გაიწმინდოს ბათუმის ტერიტორია და უნდა კეთილმოეწყოს. კომპენსაცია  მხოლოდ და მხოლოდ ავტოფარეხებზე გაიცემა. ასევე, საკრებულოს დადგენილებით ლითონის ავტოფარეხზე გაიცემა რვაასი ლარი და რკინა ბეტონის ავტოფარეხზე 1500 ლარი. რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს, მიწა მათი საკუთრება არ არის. ჩვენ ვადა გვაქვს მიცემული თვის ბოლომდე. თვის ბოლომდე უნდა გამოათავისუფლონ და უნდა დაიშალოს ეს ყველაფერი. ავტოფარეხებიც და უსახური შენობა-ნაგებობებიც. უნდა გაათავისუფლონ, ესენი ყველა ვარიანტში დასანგრევია,“  – ამბობს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის განყოფილების უფროსი გოჩა ძნელაძე.

მისივე თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი შეთავაზებულ კომპენსაციაზე თანახმაა.

„რამდენიმე კი არა ბევრი მომხრეა კომპენსაციის მიღების. წინააღმდეგობაც არის, მიწაში ითხოვენ თანხას. მაგრამ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ  კომპენსაციას ვაძლევთ ავტოფარეხების დემონტაჟზე. გონიოს მაცხოვრებლებისთვის ქალაქის ტერიტორიაზე ფართის გამოყოფა არ მოხერხდება. პირუტყვი კი სოფელში  წაიყვანონ და განათავსონ. ჩვენ წინააღმდეგი არა ვართ. ძროხას ქალაქში ნამდვილად არაფერი არ ესაქმება,“ – ამბობს გოჩა ძნელაძე.

ახალი ბულვარის მოსაწყობად ბიუჯეტიდან დაახლოებით 8,6 მლნ ლარია გამოყოფილი. არსებული ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge