სიახლეები

აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

30.05.2012 • • 2359
აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსად გიორგი ჭანტურია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს” „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრიდან” მიაწოდეს.   ინფორმაციას საპატრულო პოლიციაშიც ადასტურებენ.  ჭანტურია აქამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

ბათუმის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი ჯონი ბაკურიძე იყო, რომელიც ერთი თვის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, თანამდებობისთვის შეუფერებელი ქმედებისთვის გაათავისუფლეს, რაც   ტელეკომპანია „ტელეარხი 25“-ის ჟურნალისტთან მომხდარ კონფლიქტს  უკავშირდებოდა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, ასევე, ბათუმის პროკურორის გათავისუფლების შესახებ, თუმცა ავთო კილაძემ, „ბათუმელებთან” დაადასტურა, რომ ის ამჟამადაც ბათუმის პროკურორის თანამდებობაზე მუშაობს.

გადაბეჭდვის წესი