ავტორი: ნათია ზოიძე
„ბიზნესს მივცემთ კონსულტაციებს, რომ მოგმართონ თქვენ“, – უთხრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ ახლა შექმნილი დასაქმების სააგენტოს 27 წლის ხელმძღვანელს, თამილა ბეჟანიძეს დღეს მთავრობის სხდომაზე.
სააგენტოს ოფისი ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე განთავსდება. ამ სააგენტოს ოფისები აჭარის ყველა რაიონში იქნება. სულ 22 თანამშრომელი ეყოლებათ და ამ წლის ბიუჯეტიდან, დარჩენილი ორი თვის განმავლობაში, 210 300 ლარით დაფინანსდება.
„ეს თანხა გადანაწილდება სახელფასო ფონდზე და „ოფისის მოქოქვაზე“, ანუ ინფრასტრუქტურის მოწყობა, საინფორმაციო მასალები და ასე შემდეგ…“ – ამბობს თამილა ბეჟანიძე, რომელსაც აქამდე არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება აქვს.
რა თანხა იქნება გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში ამ სამსახურისთვის ჯერ დაზუსტებული არ არის.
თამილა ბეჟანიძე აცხადებს, რომ მათი მიზანი ისეთი კადრების მომზადებაა, რომელიც ბაზარზე კონკურენტუნარიანი იქნება.
როგორ მოამზადებენ ასეთ კადრებს? – სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანი „ერთგვარი ჯაჭვის გაბმაა დამსაქმებელს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამუშაოს მაძიებელთა შორის“.
ის არ აზუსტებს იმ საგანმათლებლო დაწესებულებათა რიცხვს, რომლებთანაც ითანამშრომლებენ. ამბობს, რომ, ზოგადად, კონტაქტი ექნებათ ყველა დაწესებულებასთან, მჭიდრო კი პროფესიულ კოლეჯებთან.
ამ ტიპის სააგენტოს გახსნა არჩევნების წინ ყოველთვის ბადებს ეჭვს ხომ არ უკავშირდება ეს პროექტიც ხელისუფლების საარჩევნო კამპანიას? – ამ კითხვაზე სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია ასეთია:
„მოდით იმაზე ვილაპარაკოთ, რა შედეგებს მოგვცემს ეს პროექტი. აჭრაში მცხოვრებ მოსახლეობას ნაკლებად აქვს წვდომა გამოცხადებულ ვაკანსიებზე, რაც ერთ-ერთი მიზეზია მოსახლეობის დაუსაქმებლობის. მიგრაციის საერთაშორისო პროექტში ვმუშაობდით მხოლოდ კერძო ბიზნესთან და შედეგები გვქონდა, ახლა მოგვეცემა საშუალება ვაკანსიები შემოვიდეს საჯარო სამსახურიდანაც“ .
ეს სამსახური აღრიცხავს სამსახურის მაძიებლებსა და უმუშევრებს.
ქვეყანაში უმუშევრობის რაოდენობას ადრე სოციალური მომსახურების სააგენტო ითვლიდა. 2007 წლის ივლისში მას ეს ფუნქცია ჩამოართვეს.
შემდეგ უმუშევართა აღრიცხვა სტატისტიკის დეპარტამენტს დაევალა. 2011 წლიდან კი, ეს ფუნქცია არც ერთ სახელმწიფო დაწესებულებას აღარ აქვს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ გვერდზე განთავსებული სტატისტიკის მიხედვით, 2009 წელს ქვეყანაში მოსახლეობის 16,9% უმუშევარია. ოფიციალური მონაცემებით, რეგიონებს შორის აჭარა უმუშევრობის დონით ნომერ პირველი რეგიონია – აქ მოსახლეობის22,1 პროცენტია უმუშევარი.
„დასაქმებული აჭარისთვის“ – ეს იყო ნაციონალური მოძრაობის სლოგანი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დროს.
არჩევნებიდან 3 წლის შემდეგ, NDI-ის ბოლო კვლევის თანახმად, ბათუმის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ სიღარიბესა და ტრანსპორტის ღირებულებას ხელისუფლება საკმარისად არ აქცევს ყურადღებას. ამ კვლევის თანახმად, საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი დასაქმებაა .მოსახლეობის 67 % თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს.