სიახლეები

აუზის ფასები ბათუმში

30.05.2012 • • 16382
აუზის ფასები ბათუმში

ავტორი: თეონა თურმანიძე

ვისაც აუზზე სიარულის შესაძლებლობა და სურვილი აქვს, ბათუმში უკვე რამდენიმე ადგილი არსებობს, სადაც ამ სურვილის ასრულება შეიძლება. აუზი მოქმედებს ახალგახსნილ „ბათუმი პლაზაში“, სასტუმროებში: „მარინაში“, „შერატონსა“ და „ინტურისტში“. 20 ივლისისთვის კიდევ ერთი ახალი სასტუმროს – „რედისონის“ აუზიც გაიხსნება. ფასები და პირობები ყველგან განსხვავებულია.

ბათუმში, აუზებში ყველა სასტუმროს სხვადასხვა სერვისი და ფასი აქვს. ფასები 100-დან 250 ლარამდე მერყეობს, განსხვავებული ფასებია შემოღებული არასრულწოვნებისთვის. თუ ერთი ოჯახიდან ორს უნდა აუზზე გაჯანსაღება, თანაც ერთად, მათ ფასდაკლებას სთავაზობენ, თუმცა არა ყველგან. „ბათუმი პლაზაში“ ე.წ. „კლუბის წევრს“ უფორმებენ ხელშეკრულებას, უფროსი მომხმარებელი კი მთელი თვის პაკეტში 210 ლარს იხდის, ამაში შედის აუზი, ფიტნესი, საუნა, ჯაკუზი დილიდან საღამოს 11 საათამდე (კვირას საღამოს 9 საათამდე). ჩამოთვლილთაგან რომელიმე მომსახურების არჩევა თანხის შემცირების მიზნით, გამორიცხულია.

ასევე შესაძლებელია სამთვიანი, ექსვთვიანი და მთელი წლის პაკეტის აღება, რაც ბუნებრივია თავისებურ შეღავათებს გულისხმობს. იმ შემთხვევაში, თუ 5 მეგობარი გადაწყვეტს ერთად სიარულს, ერთთვიან პაკეტში 210 ლარის ნაცვლად თითოეული გადაიხდის 170 ლარს. თუ აუზს დედა-შვილი ან ორი არასრულწლოვანი მიაკითხავს ცურვის სწავლის მიზნით, მხოლოდ 15 ლარს გადაიხდის ერთჯერადად. ისე კი ბავშვებისთვის 12 გაკვეთილი ცურვაში 100 ლარი ღირს. მეცადინეობის გარეშე კვირაში სამჯერ მომსახურება აუზით იგივე ფასი ჯდება. თუ ერთჯერადად აპირებთ აუზზე ბავშვის მიყვანას, 18 ლარის დახარჯვა მოგიწევთ, უფროსებისთვის ერთჯერადი მომსახურება კი 30 ლარია. უფროსებს აუზზე მისვლა დღე-ღამის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

ეს სასტუმრო თავის კლიენტებს ღია ვერანდაზე გარუჯვასაც სთავაზობს. დამატებითი მომსახურება – მასაჟი კი ცალკე თანხა ღირს. პლაზას მალე ექნება ვიპოთახები, რომლის ფასიც ფიტნესის მენეჯერმა, უჩა ურუშაძემ ჯერჯერობით არ იცის.

სასტუმრო „მარინაში“ აუზით მომსახურება ერთი თვის განმავლობაში 120 ლარი ღირს, პატარებისთვისაც იგივე ფასია. ცურვის სწავლა კი ყოველ დღეს შეიძლება, კვირის გარდა (ბავშვებისთვი). ეს მომსახურება „მარინაში“ ერთი თვით 100 ლარი, ხოლო ცურვის სწავლა ინდივიდუალურად 5 ლარი ღირს. აუზი უფროსებისთვის დღის 12-დან 3 საათამდე და საღამოს 7-დან 10 საათამდე მუშაობს. თუ ოჯახის წევრთან ერთად ივლით აუზზე, 20-პროცენტიანი ფასდაკლებასაც მიიღებთ. ეს ეხება არასრულწლოვნებს, დედა-შვილს და ცოლ-ქმარსაც.

სასტუმრო „შერატონში“ მხოლოდ აუზით ვერ ისარგებლებ, ისევე როგორც „ბათუმი პლაზაში“ . ამ სასტუმროს მომსახურებით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება სარგებლობა, თუ თვეში 250 ლარს გადაიხდი. ამ ფასში კი შედის შიდა სპა, საუნები, ორთქლოვანი და მშრალი საუნა, თურქული აბანო, შიდა ბასეინი, საბავშვო აუზი, ფიტნეს დარბაზი და ჯაკუზი. 6 წლამდე ბავშვებს „შერატონში“ უფასოდ ემსახურებიან, 6-დან 12 წლამდე მოზარდებისთვის კი 50-პორცენტიანი ფასდაკლებაა გათვალისწინებული. 12-დან 14-წლამდე მოზარდებზე 25-პროცენტიანი ფასდაკლება ვრცელდება. თუ ამ ყველაფერთან ერთად გარე ვერანდითაც ისარგებლებთ, პაკეტი 400 ლარი, ანუ 150 ლარით მეტი დაგიჯდებათ. კლიენტების აქ ყოფნა დღეების მიხედვით არ იზღუდება, დილის 7-დან 11 საათამდეა `შერატონი~ თქვენს განკარგულებაში.

სასტუმრო „ინტურისტი“ ყველასგან განსხვავებით თავის კლიენტს მხოლოდ აუზსაც სთავაზობს, ოღონდ ამ სიამოვნებაში 120 ლარი უნდა გადაიხადო (შარშან აუზით მომსახურება ამ სასტუმროში 170 ლარი ღირდა); ფიტნესით სარგებლობა ცალკე 80 ლარი, აუზი და ფიტნესი ერთად კი 160 ლარი ღირს. „ინტურისტს“ საუნას სააბონემენტო მომსახურება არ აქვს, ხოლო ერთი საათით სარგებლობა 15 ლარი ღირს. აქ ბავშვებს ცურვას 100 ლარად ასწავლიან (12 გაკვეთილი, კვირაში სამი დღე), სწავლების გარეშე კი გადასახადი 120 ლარითაა განსაზღვრული. „ინტურისტის“ აუზით სარგებლობის საათებიც 12-დან 3-საათამდე და საღამოს 7-დან 10 საათამდეა. 20-პროცენტიან ფასდაკლებას ეს სასტუმროც სთავაზობს თავის კლიენტს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლიენტები ერთი ოჯახის წევრები არიან.

გადაბეჭდვის წესი