Batumelebi | აჭარის მთავრობის სხდომა შეკითხვების გარეშე აჭარის მთავრობის სხდომა შეკითხვების გარეშე – Batumelebi
RU | GE  

აჭარის მთავრობის სხდომა შეკითხვების გარეშე

აჭარის-მთავრობის-სხდომა

2012 წლის აჭარის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მზადაა
ავტორი: ნათია ზოიძე
შეკითხვა ხომ არ გაქვთ ბატონ ვაჟასთან ? ორჯერ გაუმეორა ეს კითხვა მთავრობის წევრებს ლევან ვარშალომიძემ .
მინისტრებს და დეპარტამენტის ხელმძღვანელებს არც ბიუჯეტის პროექტთან და არც დანარჩენ 15 საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე წარმოადგინეს, არც შეკითხვა და არც შენიშვნა ჰქონიათ. კითხვებს მხოლოდ აჭარის მთავრობის თავჯდომარე სვამდა.

აჭარის ბიუჯეტი 114 მილიონი ლარია.
აჭარის მთავრობის დეპარტამენტების დაფინანსება ბიუჯეტს 31 მილონი ლარი დაუჯდება.
განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 29 მილიონი ლარი იქნება,
ფინანსთა სამინისტროსთვის კი 8 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 6 მილიონი ლარით დააფინანსებენ. ეს 2,5 მილიონი ლარით მეტია, გასულ წელთან შედარებით. ჯანდაცვის სამინისტრო მომავალ წელს სულ 13 მიზნობრივ პროგრამას განახორციელებს. ახლი პროგრამებ 70–100 000 ქულის მქონე ოჯახების წევრების ჰოსპიტალიზაციას,მშობიარობის და ონკოლოგირი დავადებებისას ოპერაციებისა და მკურნალობის ხარჯებს დაფინანსებას მოხმარდება. ეს პროგრამა გასულ წლებში არ იყო.

2008 საარჩევნო წელს კი, ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების მკურნალობა და ოპერაციები არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან დააფინანსეს.
წელს ასევე დაფინანსდება ამბოლატორიულ-ტრამავატოლოგიური და სხვა სახის მკურნალობის ხარჯებიც.

როგორც სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღინიშნა, ეს იქნება მოსახლეობის მოთხოვნებზე ორიენტირებული ბიუჯეტი და თითქმის ყველა სფეროს დაფინანსება იზრდება.

ასევე ითქვა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტული სოციალური საკითხები და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.
ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად აჭარის უმაღლეს საბჭოს გადაეგზავნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge