სიახლეები

აფეთქება ბათუმში

30.05.2012
აფეთქება ბათუმში

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

[slideshow]დღეს დილით ბათუმში საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის სისტემა აფეთქდა, წინასწარი ინფორმაციით დაშავდა სამი ადამიანი, მათგან ორი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია  გადაყვანილი, საავადმყოფოს მთავარი ექიმის ნანა ცინცაძის ინფორმაციით, ქალბატონს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს, ის  შოკურ მდგომარეობაშია და ნეირო ქირურგიულ განყოფილებაში წევს. შედარებით მძიმეა, მამაკაცის მდგომარეობა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ამბოლატორიული დახმარება კიდევ ერთ პაციენტს დასჭირდა, მისი მდგომარეობა საგანგაშო არ არის, ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

აფეთქება ლერმონტოვის ქუჩაზე მოხდა. შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველო იძიებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.