სიახლეები

ახალი კორპუსი სასმელი წყლის გარეშე

30.05.2012
ახალი კორპუსი სასმელი წყლის გარეშე

ავტორი: ნათია ზოიძე
„ჩვენს გარდა ყველა მართალია“

ბათუმის ახალ უბანში მდებარე სახლის მცხოვრებლები დღეს ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. ანგისის 8 ნომერში მდებარე სახლი ახალაშენებულია, აქ უკვე 15 ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ ჯერ სახლი ჩაბარებული არ არის. მოქალაქეებს სასმელი წყალი ეზოდან ჰქონდათ აყვანილი, მაგრამ „ბათუმის წყალის“ წარმომადგენლებმა დღეს, როგორც უკანონო აბონენტებს, წყალი ჩაუჭრეს. სახლი სამშენებლო კომპანია „ორბიტა ბ“-ს მიერაა აშენებული. კომპანიის მფლობელი ნუგზარ მიქელაძეა.

ნარგიზ ბოლქვაძე, რომელიც ამ კორპუსის მე-5 სართულზე ცხოვრობს, ამბობს, რომ ხელშეკრულებით სახლი 2009 წელს უნდა ჩაბარებოდათ.

„სახლში 93 ბინა გაყიდულია, თუმცა კომუნიკაციებზე მუშაობა ჯერ არ დაუსრულებიათ. რაც გაკეთებულია უხარისხოა – ლიფტი დაზიანებული, სახურავიდან წყალი ჩამოდის, სამშენებლო კომპანიას სახლის ჩაბარების ვადას უგრძელებენ. მერია გვეუბნება, რომ თვითონ ვერ ჩაერევა კერძო ბიზნესისი საქმეში, „ბათუმის წყალი“ კი ამბობს, რომ უკანონო აბონენტრები ვართ. გამოდის, ჩვენს გარდა ყველა მართალია“.

ამ კორპუსში ცხოვრობს მოჰამედ რიგიც, რომელიც ბათუმში ირანის საკონსულოს თანამშრომელია.
„მერთან შესახვედრად მოვედით, რომ როგორმე სასმელი წყლის პრობლემა მოვაგვაროთ, „ბათუმის წყალი“ ხომ მერიის ერთ-ერთი შპს-ა… ამხანაგობასაც ვერ ვქმნით, რადგან სახლი ჩაბარებული არ არის“, – ამბობს მოჰამედ რიგი.

„ბათუმელები“ სამშენებლო კომპანიის იურისტს შოთა ჯიბლაძეს დაუკავშირდა:
„სამწუხაროდ, მშენებელს ჰქონდა არსწორი შეხედულება, მას ეგონა, რაკი ყველა ბინა გაყიდულია, სახლი ამხანაგობას უნდა ჩაებარებინა. დღეს გავარკვიეთ მერიაში, რომ სახლი მერიას მშენებელმა უნდა ჩააბაროს, მერიის შესაბამისი კომისია შეამოწმებს მშენებლობის ხარისხს და პრობლემა მოგვარდება“.

მოქალაქეები აპირებენ, სამშენებლო კომპანიას სასამართლოშიც უჩივლონ. მანამდე კი დაჰპირდნენ, რომ მერი რობერტ ჩხაიძე პრობლემებზე სასაუბროდ მათ მომავალ სამშაბათს შეხვდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.