2036 წლის 13 აპრილს დედამიწას, სავარაუდოდ, ერთ-ერთი უდიდესი – 300 იარდის სიგანის ასტეროიდი შეეჯახება. ამას რუსი მეცნიერები ვარაუდობენ. მათ აპოფისი შერაცხეს დედამიწისთვის ყველაზე საშიშ სხეულად. ნასას მეცნიერების განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ აპოფისი ჩვენს პლანეტას შეეჯახოს, 250 000-დან 1-ია. მეცნიერ დონალდ იომანსის აზრით კი, აპოკალიფსური თეორიების ახდენის შანსი ნაკლებად მოსალოდნელია. რუსულმა ინტერნეტმედიამ გასულ კვირას კიდევ ერთი ასტეროიდის ჩაქროლების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ამ ფაქტის სიზუსტე „ბათუმელების“ თხოვნით გადაამოწმა ბათუმის უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორმა, იზოლდა ჯაბნიძემ. მასთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხზე შედგა.
ეთერ თურაძე
– ქალბატონო იზოლდა, რუსულ ინტერნეტმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცოტა ხნის წინ დედამიწას ასტეროიდმა ჩაუქროლა. რა არის ამ ფაქტთან დაკავშირებით ცნობილი?
– ნასას მონაცემებით, 27 ივნისს, 9:30 საათზე, დედამიწის ზედაპირიდან 12 ათას კილომეტრზე ასტეროიდმა ნამდვილად ჩაიარა. ამ ასტეროიდს ჰქვია „2011 MD“. როგორც წესი, დიდი ზომის ასტეროიდებს სახელებს არქმევენ, ხოლო პატარებს ციფრებს ანიჭებენ. ამ ასტეროიდის სახელწოდებიდანაც კი ჩანს, რომ ის არ იყო დიდი ზომის. 5-დან 20 მეტრამდე რადიუსის ასტეროიდი პატარა ზომის სხეულად ითვლება.
– რუსი მეცნიერები ამერიკელებისგან განსხვავებით წერენ, რომ ასტეროიდი მალე დედამიწას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.
– უახლოესი საფრთხე, მე როგორც ნასას გამოკვლევებში ვნახე, დაახლოებით 2011 წლის ნოემბრისთვის არის მოსალოდნელი. დედამიწას ჩაუვლის ასტეროიდი აპოფისი, რომლის დიამეტრი 400 მეტრი იქნება. ეს უკვე დიდი ზომის ასტეროიდია და საშიშია (100-მეტრამდე დიამეტრის ასტეროიდი დედამიწას საშიშროებას ვერ უქმნის. ამ ზომის ასტეროიდი რომც შემოვიდეს დედამიწის ატმოსფეროში, ზედაპირთან მოახლოებამდე იძენს მაღალ სიჩქარეს, მაღალ ტემპერატურამდე ხურდება და დედამიწასთან მოახლოებამდე იწვის).
თუმცა, ნასას დასკვნებით, აპოფისი 2011 წლისთვის ვერავითარ პრობლემას ვერ შეუქმნის დედამიწას. უკვე გათვლილია, რომ აპოფსი 2024 წლისთვის კიდევ უფრო დაუახლოვდება დედამიწას. ხოლო შემდეგ, უკვე 2036 წლისთვის შეჯახებაც შესაძლებელია. თუმცა, რაც წავიკითხე, მეცნიერები გვაიმედებენ, რომ არის მეთოდები, რითაც შეიძლება აიცილონ შეჯახება. აი, ეს ის ასტეროიდია, რომელიც შექმნის პრობლემას, თუ ძალიან მოუახლოვდება დედამიწას.
– ეგ ნასას დასკვნებია, რუსი მეცნიერების ვარაუდი რას ეყრდნობა?
– ფიზიკის კანონებით დადგინდა, რა პერიოდში რა წერტილში აღმოჩნდება აპოფისი. თუმცა, ასტეროიდებზე მოქმედებს სხვა პლანეტების გრავიტაციაც, ამიტომ 100-პროცენტიანი გარანტიით ვერავინ იტყვის, მოხდება თუ არა შეჯახება. ეს არის თეორიული გათვლები.
იმედი მაქვს, 2036 წლამდე რაღაც ისეთს შექმნიან მეცნიერები, რომ ამ ასტეროიდის ტრაექტორიის შეცვლა შესაძლებელი გახდება. ზოგადად კი, ასტეროიდი არ არის ისეთი ზომის ობიექტი, მისი ტრაექტორიის შეცვლა შეუძლებელი რომ იყოს.
– ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახება რა შედეგებს იწვევს, რა ხდება ამ დროს?
– ეს გამოიწვევს ძალიან დიდ ეფექტებს, აფეთქებებს. აპოფისი რომ ჩავარდეს წყნარ ოკეანეში, შეიძლება გამოიწვიოს 100 მეტრი სიმაღლის ტალღები. შეიძლება ამ ტალღამ დედამიწას შემოუაროს და მთლიანად დაფაროს წყლით, ანუ წალეკოს ყველაფერი, რაც კი გზად შეხვდება. საკმაოდ კატასტროფული შედეგები დადგება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება.
– ისტორიაში თუ არის ცნობილი ისეთი ფაქტები, როდესაც ასტეროიდი დაეჯახა დედამიწას და რა ზიანი მიაყენა მას?
– არის ცნობილი. მაგალითად, ტუნგუსის ასტეროიდმა ციმბირში ძალიან დიდი, თუ არ ვცდები, 10 კილომეტრი დიამეტრის სიღრმის ღრმული დატოვა.
მეცნიერები უკვე ამტკიცებენ, რომ 65 ათასი წლის წინანდელმა ასტეროიდის შეჯახებამ დედამიწასთან, დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. მაშინ დედამიწაზე ფლორის 80 პროცენტი განადგურდა. ეს ფაქტი ბოლომდე არ არის დამტკიცებული, მაგრამ ცნობილია, რომ დინოზავრები გადაშენდნენ მეყსეულად. არის ცხოველების ნაირსახეობა, რომლებიც გადაშენდნენ თანდათან, მაგრამ დინოზავრები სწრაფად, მოკლე პერიოდში გადაშენდნენ და ეს პერიოდი ემთხვევა შეჯახების დროს.
– ამ შეჯახების პირობებში ადამიანები როგორ გადარჩნენ, მეცნიერულად როგორ არის ეს ახსნილი?
– მაშინ ასტეროიდთან შეჯახებამ კლიმატი შეცვალა. რადგან დინოზავრები ხისტად შეგუებადი არსებები იყვნენ, მათ გაუჭირდათ ახალ გარემოში ცხოვრება, ადამიანებს უფრო მეტი იმუნიტეტი ჰქონდათ და შეჯახების შედეგად გამკაცრებულ ბუნებას შეეგუენ. შესაბამისად, ამიტომაც არ გადაშენდნენ. ცხადია, ადამიანების რაღაც რაოდენობა, დინოზავრებთან ერთად, დაიღუპებოდა იმ ტერიტორიების სიახლოვეს, სადაც ეს შეჯახება მოხდა.
_ დედამიწაზე ასტეროიდის შეჯახება კლიმატს როგორ ცვლის?
– ხომ წარმოგიდგენიათ დიდ აფეთქებას რა შედეგიც მოჰყვება – სიახლოვეს ყველაფერი იწვის. ცხადია, ეს აფეთქება გავლენას ახდენს მოშორებულ ტერიტორიაზეც, რადგან აფეთქების შედეგად გამოწვეული მტვერი ადის ატმოსფეროს ზედა ფენებში – ფაქტობრივად, მზის სხივები ვეღარ აღწევენ დედამიწის ზედაპირზე და იწყება გლობალური აცივება. ისტორიაში ეს პროცესი ცნობილია. ასევე ცნობილია, რომ აცივების შედეგად გადაშენდნენ დინოზავრები.
– სულ რამდენი ასეთი მასშტაბური შეჯახებაა ისტორიაში ცნობილი?
– როგორც მახსოვს, ნასამ 120-მდე ასეთი ფაქტი უკვე დათვალა. აღმოჩენილია 120 დიდი ზომის კრატერი დედამიწის ზედაპირზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ასტეროიდთან შეჯახების შედეგია. ეს ციფრი არ არის ზუსტი, რადგან წარმოუდგენელია, რაც დედამიწა არსებობს, მხოლოდ ამდენჯერ მომხდარიყო შეჯახება. მაგრამ მეტი შემთხვევა არ არის აღმოჩენილი. შესაძლებელია ასტეროიდები ოკეანეებშიც იყოს ჩავარდნილი, მაგრამ ოკეანის ზედაპირის დათვალიერებას ვერ ახერხებენ. მაგალითად, წყნარი ოკეანის ზედაპირის დათვალიერება ძალიან დიდი პრობლემაა.
– ასტეროიდებს როგორი შემადგენლობა აქვთ?
– შეიძლება ქვის, რკინის, მინერალების შემადგენლობა ჰქონდეთ. შეიძლება ასტეროიდი ყინულოვანი შემადგენლობის იყოს, მრავალფეროვანია მათი შემადგენლობა. სხვათა შორის, ერთ-ერთი ვერსიით, დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის წყაროც ასტეროიდია. თითქოს ასტეროიდმა შემოიტანა უმარტივესი არსებები დედამიწაზე.
– საქართველოს ობსერვატორიაში თუ არსებობს ასტეროიდების მოძრაობაზე დაკვირვების შესაძლებლობა?
– აბასთუმანის ობსერვატორია უნიკალური იყო. სიმართლე გითხრათ, ბოლო წლებში არ ვყოფილვარ ამ ობსერვატორიაში, მაგრამ მაინც მგონია, რომ ელექტრონული ხელსაწყოები უნდა ჰქონდეთ… 6 ივლისს ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის ფიზიკის სპეციალობის სტუდენტები მიგვყავს აბასთუმანში, გასვლითი ლექცია გვაქვს დაგეგმილი. ვნახოთ, თუ მიგვიშვებენ ამ ელექტრონულ აღჭურვილობამდე.