სიახლეები

ახალი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ხელვაჩაურში

30.05.2012
ახალი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ხელვაჩაურში

ავტორი: ირმა ზოიძე
ხელვაჩაურის რაიონის ცენტრალურ უბანში მალე ახალი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა იგეგმება – ამის შესახებ ინფორმაცია შავი და კასპიის ზღვების აუზის ქვეყნების ბიზნესასოციაციების კავშირის ფორუმზე ითქვა.
პოტენციურ ინვესტორებს პრეზენტაცია „ბათუმის საინვესტიციო სააგენტოს“ წარმომადგენელმა ზაალ ჭაღალიძემ გააცნო: „ხელვაჩაურის რაიონში, 15 ჰექტარ ტერიტორიაზე, მალე შეიძლება გაკეთდეს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. ბათუმიდან 8 კილომეტრის სავალ გზაზე. ეს ტერიტორია 2500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნის საშუალებას იძლევა. ლიზინგის პერიოდი 49 წელია. ლიზინგის ფასი კვადრატულ მეტრზე ერთი ლარია, რაც 0,55 აშშ დოლარს შეესაბამება.
საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლებმა პრეზენტაციაზე დამსწრეთ აჭარის კიდევ ერთი თავისუფალი ზონის შესახებაც აცნობეს, რომელიც ქობულეთში უკვე არსებობს: „თავისუფალი ტურისტული ზონა ქობულეთში, 20 წუთის სავალ გზაზეა ბათუმიდან. ეს არის შავი ზღვისპირა კურორტი. ტერიტორია მოიცავს 11,3 ჰექტარს. აქ უნდა განთავსდეს 30 სასტუმრო. მიწა გადასახდელების გარეშეა. არსებობს სასტუმროების მშენებლობის გეგმა. არ იქნება არანაირი საშემოსავლო თუ ქონების გადასახადი 15 წლის მანძილზე. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, ელექტროობით, გაზით, წყლითა და ყველა სხვა დანარჩენი საჭიროებებით. გელოდებით საინვესტიციო პაკეტებით ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე“.
ბათუმის საინვესტიციო სააგენტო მიმდინარე წელს შეიქმნა და ის ეხმარება ინვესტორებს აჭარაში ბიზნესის განხორციელებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.