სიახლეები

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მურმან დუმბაძის კომენტარს აფასებს

30.05.2012
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მურმან დუმბაძის კომენტარს აფასებს

პარმენ ჯალაღონია

„ვფიქრობ, ქსენოფობიური გამონათქვამია, როდესაც ადამიანის პოზიციას მისი ეთნიკური წარმომავლობით ხსნიან, ეს არის ეთნიკური სიძულვილის ენის გამოხატულება“, – ასეთ შეფასებას აძლევს ახალგაზრადა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი პარმენ ჯალაღონია მურმან დუმბაძის მიერ გია მასალკინის მისამართით გაკეთებულ განცხადებას. მისი განმარტებით, „ამ სახის გამონათქვამები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით ეთნიკური სიძულვილის შემცველად არის მიჩნეული და არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით“.

30 მარტს, სტუდია ობიექტივის ეთერში მურმან დუმბაძემ განაცხადა: „გიორგი მასალკინი, არ მინდა ახლა ვთქვა, მოკლედ ვთქვათ, უნდა გავხსნათ რა, არ არის გენით ქართველი, ვერ მიხვდა ამან რა არის საქართველო“.
ამ სიტყვებს წინ უსწრებდა გიორგი მასალკინის სატელეფონო ზარი პირდაპირ ეთერში. პოლემიკა სატელევიზიო ეთერით მურმან დუმბაძესა და გია მასალკინს შორის 31 მარტის საპროტესტო აქციაში „ქართული ოცნების“ მონაწილეობის გამო გაიმართა (მურმან დუმბაძე ამტკიცებდა, რომ აქციაში მონაწილეობდა „ქართული ოცნება“, საპირისპიროს ამბობდა გია მასალკინი, რომელიც ასევე კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია).

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.