ბათუმი,სიახლეები

ახალი ჰესები – კლიმატის ცვლილება და სახელმწიფო პოლიტიკა

30.05.2012 • 2993
ახალი ჰესები – კლიმატის ცვლილება და სახელმწიფო პოლიტიკა

რეპორტაჟი მაჭახლისპირიდან

ავტორი: ცაგო კახაბერიძე 

არაყი, შავი ლობიო, კომბოსტოს მჟავე და პური –  სოფლის მაღაზიაში სახელდახელოდ გაშლილ სუფრას სამი შუახნის მამაკაცი უზის. მაღაზიის მოზრდილ შენობაში გათბობა არ არის, არც შუქი ანთია, მეპატრონე “ზედმეტ ხარჯებს” ერიდება. “მალე ჰესებს გააკეთებენდა შუქი უფასოდ გვექნება”- ამბობს ერთ-ერთი მამაკაცი და ეღიმება. “უფასო შუქი კი არა, თავიც არ წაგვაცალონ, გვეშინია”, – ხუმრობენ მისი მეზობლები. სუფრასთან, სახლში, მეზობელთან, მაღაზიაში, ბირჟაზე… –  სოფელ მაჭახლისპირში ჭოროხზე ჰესების მშენებლობის წამოწყება მთავარი სალაპარაკო თემაა.

სოფლის ცენტრში

მაღაზიაში შესვლამდე სოფლის ცენტრში თურქული კომპანიის – “აჭარ ენერჯი 2007”-ის სახელდახელოდ აგებული შენობები დავათვალიერე. რამდენიმე უკვე დასრულებულია, სხვებისთვის კი ადგილი იქვე მოუმზადებიათ. გარეთ არავინაა, თოვს, ცივა. მეზობელი სახლებიდან კვამლი რომ არ ამოდიოდეს, ირგვლივ გამეფებული სიჩუმე გაფიქრებინებს, რომ სოფელში აღარავინ ცხოვრობს.

ინტერიერის დასათვალიერებლად ყველაზე დიდი შენობა ავარჩიე. ფეხის ხმაზე შიდა ოთახებიდან გამოიხედეს. ხუთნი არიან, ხუთივე სოფელ მახოს მკვიდრია. თურქული ენა კარგად იციან, რაც სამუშაოს შოვნაში დაეხმარა, ხელფასს გამომუშავების მიხედვით იღებენ. “თვის განმავლობაში მთელი დატვირთვით თუ იმუშავებ, 600 ლარამდე გამოგივა“, – ამბობს ვიტალი ცინცაძე. ადგილობრივების მონაყოლით კი იმავე სამუშაოს შესრულებაში თურქ ხელოსნებს დღეში 70 დოლარს უხდიან, თუმცა აქ დასაქმებულები ამაზე არ ლაპარაკობენ. „როგორც ვიცით, ამ შენობებში თურქმა სპეციალისტებმა უნდა იცხოვრონ, ერთი შენობა სამუშაო ოფისი იქნება, ერთიც საავადმყოფო“, – მიხსნის მინდია გოგიძე.

სოფელ მაჭახლისპირიდან აქ დასაქმებული მხოლოდ ლევან ზაქარაძეა, სამშენებლო მასალებს დარაჯობს, „ვინმემ რომ არ დააზიანოს“. მისი ხელფასი ორას ლარს აღწევს. ამბობს, რომ კმაყოფილია, რადგან ახლოს ცხოვრობს და გადაადგილებისთვის ფული არ ეხარჯება. დაგეგმილი ჰესების მშენებლობაზე საუბარი არც მას უნდა. მირჩევს, ამაზე კითხვები სხვებს დავუსვა.

„კომპანიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, ჰესები გარემოზე დიდ გავლენას არ მოახდენს, ავზი, რომ გაკეთდება შეიძლება თქვენთვის უკეთესიც იყოს, ჰაერი უფრო ნოტიო იქნებაო. გლეხობას ნესტი უნდა კიდევ? – სახლთან ახლოს წყალი რომ დაგუბდება, იქ ცხოვრება აღარ იქნება შესაძლებელი, მაგას მეც ვხვდები, სპეციალისტი რად მინდა. ამის შემდეგ აღარც მოსავალი მოვა, ეს შეკითხვა მათ რომ დავუსვი, მიპასუხეს მაშინ ზღვის ნაპირზე საერთოდ არ უნდა ცხოვრობდნენო. მაგათ გონიათ, ხალხი სულელია. ჰესების აშენების შემდეგ ჩვენ აქ საფრთხის ქვეშ ვიქნებით. იმედი გვაქვს, მთავრობა კომპენსაციას მოგვცემს და სხვაგან წავალთ საცხოვრებლად“, – მიამბობს ომარ ზაქარაძე, მისი ოჯახი ხუთი წევრისგან შედგება, მათ შორის დასაქმებული არც ერთი არ არის.

როზა ბერიძეს ოჯახში ორი ვაჟი, რძლები და ხუთი შვილიშვილი ჰყავს, მეუღლე გასულ წელს გარდაეცვალა. ამ ზამთარს თავს საოჯახო წვრილმანების კერვით ირთობს. საჯარო შეხვედრას, რომელიც კომპანიამ სოფელში ხალხისთვის პროექტის გაცნობის მიზნით ჩაატარა, თავადაც ესწრებოდა. ამბობს, რომ ამ შეხვედრაზე ვერაფერი გაიგო: „ერთადერთი, რა აზრიც გამოვიტანე, ის არის, რომ მშენებლობას იწყებენ. ჩვენი აზრი არავის აინტერესებს. სოფელში ცხოვრების ყველა პირობას გვისპობენ. მინდორი, სადაც მათ სახლები დადგეს, ერთადერთი ადგილი იყო, სადაც სოფლის საქონელი ძოვდა, ახლა ისიც დაიკავეს. ორი ძროხა მყავდა და იძულებული გავხდი გამეყიდა, სხვებიც ასე მოიქცნენ. ის მაინც გაეკეთებინათ, რომ ამ ჰესების აშენების შემდეგ ჩვენთვის შუქი უფასოდ მოეცათ, ამასაც არავინ გვპირდება. ალბათ სახელმწიფოს ექნება რაიმე სარგებელი, მაგრამ ჩვენ რომ ნესტი მოგვკლავს, ეს ვიცი…“

სახელმწიფოს სარგებელი

მოსახლეობასთან გასაუბრებით ცხადი ხდება, რომ საჯარო შეხვედრები, რომლებიც კომპანიამ სოფლებში პროექტის გაცნობის მიზნით ჩაატარა, მხოლოდ ფორმალობა იყო და სრული ინფორმაცია დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, მათთვის არ მიუწოდებიათ. სოფლებში არავინ იცის, რომ ჰესების აშენების შემდეგ 225 ჰექტარი მიწა წყლით დაიფარება, აქედან 181 000 კვ/მ კი სოფლების: მახოს, ერგეს, აჭარისწყლის, მირვეთის, კირნათისა და მარადიდის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, არსებული საძოვრები და ტყე იქნება. მაჭახლისპირსა და მირვეთში იმედი აქვთ, რომ შეიძლება ელექტროენერგია უფასოდ მიიღონ, მაშინ როცა მდინარე ჭოროხზე დაგეგმილი პროექტის მენეჯერის სულეიმან ქაშჯის ინფორმაციით, გამომუშავებულ ელექტროენერგიას საქართველო მხოლოდ ზამთარში, სამი თვის განმავლობაში მოიხმარს, დანარჩენ 9 თვეს კი, ელექტროენერგიას ინვესტორი თურქეთში გაყიდის.

„აჭარ ენერჯი 2007“-ის წარმომადგენლების მიერ ნებართვის მიღებამდე გავრცელებულ

საინფორმაციო ბუკლეტში ისიც ეწერა, რომ კომპანია მშენებლობის დაწყებისას მუშებისთვის საცხოვრებელ ოთახებს ადგილზე დაიქირავებდა, რაც მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებდა. აღმოჩნდა, რომ კომპანია მუშებისთვის საცხოვრებელ კოტეჯებსაც ააშენებს, ანუ ადგილობრივი მოსახლეობა ოთახების გაქირავებით შემოსავალს ვერ მიიღებს.

სოფელ მარადიდის მკვიდრ ახმედ დიასამიძის თქმით, ინვესტორმა ადგილობრივებს ერთი კვადრატული მიწის სანაცვლოდ მხოლოდ 8 ლარი შესთავაზა. გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტში კი, რომელზე დაყრდნობითაც გარემოს დაცვის სამინისტრომ ჰესების მშენებლობაზე ნებართვა გასცა, ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები, რა ზემოქმედებას იქონიებს ამ სოფლებზე სავარგულებისა და საძოვრების დაკარგვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ კოორდინატორის დავით ჭიპაშვილის ინფორმაციით, რომელიც აჭარაში დაგეგმილი პროექტების შესწავლაზე მუშაობს, „კომპანიამ გარემოსდაცვის სამინისტროსგან ისე მიიღო ნებართვა, რომ განსახლების სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად იქნებოდა აღწერილი საკუთრების კომპენსირების საკითხი, საერთოდ არ წარმოუდგენია“.

გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის თანახმად, რომელსაც საქართველო 1994 წელს მიუერთდა, „განსახლებისა და პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული აქტივების შეძენის დროს მთავარი პრინციპი პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობისთვის სანაცვლო ღირებულების კომპენსაციის შეთავაზება უნდა იყოს, რაც გამოიანგარიშება, როგორც აქტივების საბაზრო ღირებულებას დამატებული განსახლებისა და გარიგების ხარჯები“.

დავით ჭიპაშვილი: „მსოფლიო ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკის თანახმად, განვითარების პროექტების გამო გადასახლებისას, ადამიანებს აქვთ უფლება უკეთეს ან მსგავს მიწასა და ადეკვატურ საცხოვრებელზე, რომელიც ცხოვრების- თვის აუცილებელ საშუალებებსაც მოიცავს. ჩვენ შემთხვევაში კი არც კომპენსაციის საკითხია შესაბამისი და გაყიდული ელექტროენერგიიდანაც სახელმწიფო პრაქტიკულად ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს, ხოლო ჰესისთვის საჭირო მიწის ფართობს სახელმწიფო ინვესტორს პრაქტიკულად ჩუქნის. ამ გარემოების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ პროექტის არგანხორციელება საუკეთესო ალტერნატივა იქნებოდა“.

რაც შეეხება კომპანიებს, რომლებიც საქართველოში მდინარეების პოტენციალის ათვისებაზე პროექტებს იგებენ, ძირითადად, ოფშორში არიან დარეგისტრირებულები. მათი საქმიანობისა და გამოცდილების შესახებ „ბათუმელები“ სტატიას შემდეგ ნომერში გამოაქვეყნებს.

კლიმატის ცვლილება

„…მოიმატებს აორთქლება, ქარის სიჩქარე და ტენიანობა. წყალდიდობის დროს, მომატებული ტენიანობა, შესაძლოა, გადავიდეს ჭირხვში, რაც ახლად გამოზრდილ კვირტებს გაანადგურებს; წყალსაცავები ზრდის ფილტრაციას, რის გამოც მოიმატებს გრუნტის წყლების რაოდენობა ნიადაგში“,-  სპეციალისტების მოსაზრებით, წყალსაცავები, რომლებიც მდინარე ჭოროხზე სამი და მდინარე აჭარისწყალზე ოთხი ჰიდროელექტროსადგურის ამუშავებისთვის იქნება საჭირო, მნიშვნელოვნად შეცვლის კლიმატს აჭარაში. სპეციალისტების დასკვნით, „მდინარე აჭარისწყლის წყალსაცავებიდან აორთქლებული წყლის მოცულობა, მდინარე ჭოროხის წყალსაცავებიდან აორთქლების რეჟიმის ანალოგიური იქნება. ტენის ეს დამატებითი რაოდენობა კი კიდევ უფრო დაამძიმებს ჭოროხის დელტის კლიმატს, განსაკუთრებით გარდამავალ სეზონზე, რაც ვეგეტაციისა და ტურისტული სეზონის საწყისს და ბოლო თვეებს ემთხვევა. მდინარე აჭარისწყალზე წყალსაცავების ამოქმედებით კი, ჭოროხის ქვემო ნაწილში ტენის ამაორთქლებელი ზედაპირი, ანუ სარკის ფართობი 44,0 კვ2-მდე გაიზრდება და მისგან ატმოსფეროში ასული ტენის მოცულობა 40 მილიონ მ3 მიაღწევს“.

კლიმატის კვლევის ექსპერტის გიორგი მეტრეველის განმარტებით, ამ ყველაფერს კიდევ ერთი ფაქტორი – ფილტრაციის პროცესი დაემატება. „წყალსაცავები ზრდიან ფილტრაციას, რის გამოც მატულობს გრუნტის წყლის რაოდენობა. იქ კი, სადაც გრუნტის წყალი მატულობს, ფერდობები ხშირად იმეწყრება. ნიადაგი არის დაახლოებით 20, 30-სანტიმეტრიანი ნაყოფიერი ფენა, გრუნტი კი არის ის, რაც მის ქვეშ რჩება. როცა გრუნტში ჟონავს წყალი, მან სადღაც გამოსასვლელი უნდა იპოვოს, ის ფერდობებზე გამოდის წყაროების სახით. იმ შემთხვევაში, თუ სადმე შენობა შეხვდა ამ წყაროს, მის ფუნდამენტს გამოთხრის და დააცურებს. საფრთხე განსაკუთრებით მაღლივ შენობებს ემუქრება“.

გასულ კვირას ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ტენდერი მდინარე მაჭახელაზეც გამოაცხადა. სატენდერო განცხადების მიხედვით დაგეგმილია ორი ჰესი, რომელმაც ჯამურად 42 მგვტ ენერგიის გამომუშავება უნდა უზრუნველყოს. ფონდის ინფორმაციით, ჯერჯერობით, განსაზღვრული არ არის რა ტიპის ჰესების აშენება იგეგმება მაჭახელაზე. „სწორედ ამიტომ გამოვაცხადეთ ტენდერი კონსულტანტზეც. მან უნდა განსაზღვროს, რა ზიანი შეიძლება მიადგეს ამით გარემოს, ჯერ დაასაბუთებენ ტექნიკურ ეკონომიკურ პირობებს, შემდეგ კი მის გარემოზე ზემოქმედებას შეისწავლიან“.

გიორგი მეტრეველის თქმით, „მდინარე აჭარისწყალსა და ჭოროხზე უკვე დაგეგმილ წყალსაცავებს, კიდევ ორი წყალსაცავი თუ დაემატა, ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ. შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ზემოქმედება სერიოზულად უარყოფითი იქნება“.

ისევ სოფელში

სოფელში ჰესების მშენებლობის ამბავი ყველას აწუხებს, ემოციას ყველა შემხვედრი მიზიარებს, აქაურებს ყველაზე მეტად სასაფლაოს შესაძლო დატბორვის შესახებ ინფორმაცია აწუხებთ. „ახლობელმა მითხრა ინტერნეტში ვნახე, სადაც სასაფლაოებია, ის ადგილები წყლით უნდა დაფარონო“ –  მეუბნებიან, თუმცა ვინაობას არ ასახელებენ და მეზობელთან მამისამართებენ: „ამ სოფელში ყველაზე კარგად მოლაპარაკე კაცი მერაბ ბერიძეა, მთელი სოფლის ამბავს და სათქმელსაც ის გეტყვით“.

სოფლის „ყველაზე კარგად მოლაპარაკე კაციც“ ჰესების აშენების წინააღმდეგია. „არამარტო აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში, წყალსაცავებს რომ ააშენებ, მზე აღარ გამოანათებს, კაშხლებმა რა მოუტანა სვანეთს, კარგად ვიცით“. ჰესების აშენებას მერაბ ბერიძის 77 წლის დედაც აპროტესტებს, ის ამბობს, რომ სანთლებზე ცხოვრება ურჩევნია იმ სოფლიდან გადასახლებას, სადაც მისი ქმრის საფლავია.

მერაბ ბერიძე კი შიშობს, რომ „ჰესების მშენებლობა მთასაც დაღუპავს. გარდა ამისა, სად გვაქვს ჩვენ მზარდი ეკონომიკა, რომელიც ენერგორესურსების გამოყენებას განაპირობებს? რასაც სააკაშვილი ხსნის, მის უკან წასვლამდე იხურება“.

გადაბეჭდვის წესი

ასევე: