ივანიშვილის სამდივნო რამდენიმე წუთის წინ ახალ განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებს პასუხობს . რა თქვა ივანიშვილმა აგვისტოს ომზე ?. batumelebi.ge უცვლელად გთავაზობთ ივანიშვილის პრესსამდივნოს ახალ განცხადებას Continue reading “რა თქვა აგვისტოს ომის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ?”
რა ბრალდება აქვს წაყენებული საზღვაო აკადემიის ყოფილ რექტორს
ავტორი: ეთერ თურაძე
ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილი რექტორი, ნიკოლოზ წიკლაური, წინასწარ პატიმრობაშია. დაახლოებით ორი თვის წინ მთავარ პროკურატურაში ჯერ საზღვაო აკადემიის იურისტი რამაზი ხალვაში დააკავეს, შემდეგ კი თავად რექტორი ნიკოლოზ წიკლაური. რამაზ ხალვაში 12 მაისს გაათავისუფლეს.
რა ბრალდება აქვს ნიკოლოზ წიკლაურს წაყენებული? -„ბათუმელების“ ამ კითხვას მთავარ პროკურატურაში წერილობით უპასუხეს: „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნიკოლოზ წიკლაურმა, რომელიც „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ რექტორის თანამდებობაზე 2010 წლის 11 აგვისტოდან 2012 წლის 12 მარტამდე მუშაობდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გაფლანგა „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“კუთვნილი ფულადი თანხა.
ჩადენილი დანაშაულისათვის ნიკოლოზ წიკლაურს წარედგინა ბრალდება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლზომიერ მფლობელობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის გაფლანგვა). მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება.
სისხლის სამართლის საქმეს ამჟამად იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.
ამავე საქმის გამოძიებისას გამოიკვეთა „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ იურისტის რამაზ ხალვაშის (ამ თანამდებობაზე მუშაობდა 2010 წლის ნოემბრიდან) ბრალეულობა.
კერძოდ, რამაზ ხალვაში დაეხმარა ნიკოლოზ წიკლაურს „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ კუთვნილი თანხის გაფლანგვაში. მას 2012 წლის 13 მარტს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა, თუმცა ეს ღონისძიება 2012 წლის 12 აპრილს შეეცვალა გირაოთი და იმავე დღეს გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან“.
სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი შემდეგ სასჯელს ითვალისწინებს: ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი: ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 11 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.
ანუ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიკოლოზ წიკლაურს მინიმუმ 7 და მაქსიმუმ 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მთავარ პროკურატურაში არ გვიპასუხეს, რა რაოდენობის თანხის გაფლანგვას ედავებიან აკადემიის ყოფილ რექტორს.
ნიკოლოზ წიკლაურს აკადემიაში მოქმედი კაპიტანი ირაკლი შარაბიძე ჩაენაცვლა. იგი ამ ეტაპზე რექტორის მოვალეობას ასრულებს.„ბათუმელებთან“ ირაკლი შარაბიძემ თქვა, რომ საზოგადოება ამ კვირაში გაიგებს ახალი რექტორის არჩევნების თარიღს და კანდიდატების ვინაობას. მან პასუხგაუცემელი დატოვა კითხვა, მომავალ არჩევნებში მისი მონაწილეობის შესახებ, თუმცა საზღვაო აკადემიის ერთ-ერთი ინფორმირებული თანამშრომლის თქმით, აკადემიის რექტორი სწორედ ირაკლი შარაბიძე გახდება.
რა არის ნაციონალური ფუნდამენტალიზმი
ავტორი: ლელა დუმბაძე
„ჩემი სამშობლო ქვეყნისთვის და ერის სამსახურისთვის თავს დავდებ, მისთვის თავსაც ადვილად გავწირავ და სისხლსაც დავღვრი“, – ეს სიტყვები ქართველ საზოგადო მოღვაწეს, მიხეილ თამარაშვილს ეკუთვნის. ამ ადამიანის და, ზოგადად, ქართველი კათოლიკეების ღვაწლი საქართველოს წინაშე აღიარებულია. ქართველი, მაგრამ განსხვავებული მრწამსის მქონე ადამიანების როლზე მიხეილ სააკაშვილიც საუბრობს. მაგრამ დგება მომენტი, როცა, „დიდი ცივილიზაციის მქონე და ეთნიკურად მრავალფეროვანი ქვეყანა“ ადამიანებს სწორედ რელიგიური ნიშნით ასამართლებს.
ქართული საზოგადოების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქართულ იდენტობას რელიგია, კონკრეტულად კი მართლმადიდებლობა განსაზღვრავს.
რა არის „ეროვნული სული“ და „ეროვნული ცნობიერება“? – საზოგადოების უმრავლესობის აზრით, ქართველი სწორედ მართლმადიდებელი უნდა იყოს.
54 წლის ავთანდილ აბაშიძეს კი მიაჩნია, რომ „ეროვნული სული“, იმ ქვეყნის კონსტიტუციის პატივისცემაა, სადაც დაიბადა და ცხოვრობს: „ეროვნული სული შენი ეროვნება, ენა, მიწა-წყალია, წეს-ჩვეულებები და ტრადიციაა, რასაც ყოველდღიურ ყოფაში ავლენ“.
მას მიაჩნია, რომ ეროვნული და რელიგიური ცხოვრება ერთმანეთს არ უპირისპირდება, „პირიქით, ერთმანეთს ავსებს“.
ავთანდილ აბაშიძე მუსლიმი ქართველია, მაგრამ მიიჩნევს, რომ მას ისევე მოეთხოვება ქვეყნის სიყვარული და მასზე ზრუნვა, როგორც მართლმადიდებელს:
„ერთადერთი ერი, ვინც ეროვნებას და რელიგიას აიგივებს, ებრაელი ერია. იგივე მცდელობაა საქართველოშიც, მაგრამ ეს არ არის სწორი, ადამიანის იდენტობას მხოლოდ რელიგია არ განსაზღვრავს. მოლას შვილი ყოველთვის არ გამოდის მოლა, ადამიანის ცხოვრება ცვალებადია, მთავარია მორალი, რომელიც ერთნაირად ფასეულია მართლმადიდებლისთვისაც და მუსულმანისთვისაც“.
„ფაქტია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქრისტიანები ტრადიციებითა და ეროვნული ნიშნით ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის მუსულმანები.
რუსეთი და საქართველო რელიგიურად ერთმორწმუნეა, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნის ოკუპაციის წლებში სწორედ მან შეუქმნა საფრთხე ჩვენს ეროვნულ იდენტობას“, – ამბობს მადონა კახიძე.
მისი აზრით, სხვადასხვა რელიგიის თანაცხოვრება აჩვენებს, რომ საფრთხე მოდის არა კონკრეტული რელიგიებიდან, არამედ პოლიტიკური ინტერესებიდან: „მე რუსული სკოლა დავამთავრე და შეიძლება ქართულზე უკეთესად რუსულად ვმეტყველებ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ქართულზე მეტად მიყვარს რუსული კულტურა.
12 წლიდან მუსულმანობას მასწავლიდნენ, მაგრამ დღეს პროტესტანტი ქრისტიანი ვარ, თუმცა ჩემში, როგორც ეთნიკურად ქართველში, არაფერი შეცვლილა. ღმერთთან ურთიერთობა ადამიანის პირადი არჩევანია“.
კითხვაზე, რა აქვს მართლმადიდებლობას ისეთი, რაც ასე სჭირდება ქართულ ნაციონალიზმს? – მადონა ამბობს: „არ ვიცი. ზოგადად, როცა მრევლი ერთია, საზოგადოების მართვა ხელისუფლებას უფრო უადვილდება“.
ბათუმელი კათოლიკე ქართველის, თენგიზ პარმაქსაზიშვილის თქმით, განხეთქილებას პოლიტიკა იწვევს: „ჩემი და მართლმადიდებლის ოჯახი ღირებულებებით დიდად არ განსხვავდება.
ის, რაც განგვასხვავებს, ეროვნულ იდენტობას არ უქმნის საფრთხეს. თუ სახელმწიფოებრივ ინტერესებზეა საუბარი, ამ შემთხვევაში, ყველა ქართველის როლი თანაბარია.
მესხეთის საქართველოს ფარგლებში არსებობას სწორედ კათოლიკეებს – თამარაშვილებსა და გვარამაძეებს უნდა ვუმადლოდეთ, რადგან ამ ოჯახებმა შეძლეს იქ ეროვნული სულის შენარჩუნება. თამარაშვილი იყო ერთ-ერთი, რომელიც სტამბულის ბაზარზე ქართველის მიერ მონად გაყიდულ ქართველს ყიდულობდა, ასწავლიდა და უკან აგზავნიდა საქართველოში“.
თენგიზ პარმაქსაზიშვილისთვის ეროვნულ იდენტობას, ენის გარდა, გარემოც განსაზღვრავს: „ისტორიულად შერვაშიძეები შირვანის ხანის შთამომავლები არიან, აფხაზებს ქართველმა მეფემ ჩამოუყვანა და დაუსვა მთავრად, მაგრამ აბა, გაბედე და უთხარი შერვაშიძეებს ქართველები არ ხართო.
რამდენი გვარია რუსეთში ქართული წარმომავლობის, მაგრამ არაფერი აქვთ საერთო ქართველობასთან. გურიაში ბევრი რუსული გვარი ცხოვრობს, რომლებიც ქართველობენ. ქრისტიანობა კი არ ცნობს ნაციონალურ ჩარჩოებს: „ასე რომ იყოს, მაშინ ქრისტე მარტო ებრაელების იქნებოდა. ნაციონალიზმი და რელიგია უნდა გავმიჯნოთ“.
სხვა მოცემულობაზე საუბრობს მართლმადიდებელი თამარ ბაჯელიძე. მისთვის მართლმადიდებლობა და ქართველობა იდენტურია. „მუსულმანი ქართველი, ნახევრად ქართველია“, – ამბობს ის. თუმცა არც იმ აზრს გაურბის, რომ – „სწორხაზოვნად საუბარი რთულია.
არიან მართლმადიდებლები, რომლებიც არ უსმენენ ქართულ მუსიკას, ეროვნულობის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ისინი ცუდი ქართველები არიან. მთავარი ეროვნული ღირებულება მაინც უფროსის, მშობლის პატივისცემაა, რაც იკარგება. ძმა ძმას არ ენდობა, საშვილიშვილო წყევლა-კრულვა მიდის იმის გამო, რომ რაღაც ვერ აპატიეს. პატიება ძალიან ბევრს ნიშნავს – მართლმადიდებლობასთან ამის გამო იგივდება ქართველობა“.
ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ კულტურათა იდენტობაში რელიგიას დიდი წვლილი აქვს შეტანილი, თუმცა ადამიანს უნდა შევხედოთ როგორც ინდივიდს, როგორც სახელმწიფოს შენებაში წვლილის შემტანს, „მაგრამ „ერის გადამრჩენლების“ რიტორიკაში ვერ ვხედავთ მოქალაქეს და ეს პრობლემაა“.
ფილოსოფოსის თქმით, ნაციონალური ფუნდამენტალიზმი, ზოგადად, გაუნათლებლობის ბრალია, ხოლო ადამიანს ეროვნება და რელიგია ორივე თანაბრად სჭირდება: „როგორც კი ერთ მხარეს გადაიხრები, ფაქტობრივად, ხარ ერთ ადგილზე დგომის მომხრე. ნაციონალურ ფუნდამენტალიზმს კი ქსენოფობიური შიში იწვევს, რომელიც გლობალიზაციის შიშიდან მოდის“.
მსოფლიო პრაქტიკა იცნობს მსგავს შიშს, რაც ჩნდებოდა დაბალი პოლიტიკური კულტურის პირობებში. მაგრამ ეს შიში უნდა დაიძლიოს. „სხვანაირად, დანარჩენ სამყაროსთან ინტეგრაციას ვერ შევძლებთ“.
ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია ბათუმში
ბათუმში ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია გაიმართა. „ჩვენ არ ვართ სუსტები, ჩვენ ვართ სოლიდარულები“, „შეწყდეს ჟურნალისტების დევნა“, „შეწყდეს ჟურნალისტებზე ზეწოლა“, – ითხოვდნენ ჟურნალისტები.
დღეს აქციები ჟურნალისტების მონაწილეობით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარეობდა.
[youtube=https://www.youtube.com/watch?v=LxpFj_jdYgA&feature=youtu.be]
.
[slideshow]

ჟურნალისტებს ზუგდიდში კამერები წაართვეს
“ნეტგაზეთისა” და “ლაივპრესის” რეპორტიორებს ზუგდიდში ჟურნალისტურ საქმიანობაში უშლიან ხელს.
რეპორტიორები ზუგდიდის პროკურატურასთან ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მივიდნენ. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პროკურატურაში შესაძლოა ბომბი იყოს, რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
შემთხვევის ადგილზე მისულ “ლაივპრესის” რეპორტიორს თამარ ზანთარაიას ვიდეოკამერა წაართვეს, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნეს, მაგრამ კამერიდან მეხსიერების ბარათი ამოღებულია, რის გამოც რეპორტიორი ვეღარ ახერხებს ადგილზე არსებული სიტუაციის გადაღებას.
ამის შემდეგ ვიდეოკამერა წაართვეს “ნეტგაზეთის” რეპორტიორს ოთო დალაქიშვილს:
“მოვედი თუ არა აქ, დავიწყე გადაღება, მაგრამ ეგრევე მოვიდა ჩემთვის უცნობი, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი და კამერა წამართვა. მითხრა, რომ არ შეიძლებოდა მისი კადრში მოხვედრა. რატომ და ვინ არის ეს ადამიანი ასეთი, რომ მისი გადაღება არ შეიძლება, ჩემთვის უცნობია, ის მის ვინაობას არ ასახელებს,” – ამბობს ოთო დალაქიშვილი.
“ლაივპრესის” რედაქტორის გერონტი ყალიჩავას თქმით, მოგვიანებით მას ზუგდიდის კუდ-ის უფროსმა რუსლან შამახიამ მეხსიერების ბარათი მიუტანა:
“მაგრამ ეს არის ახალი ჩიპი, ჩემი არ არის და არ ავიღე ამიტომაც, მე ვითხოვ ჩემი ჩიპის დაბრუნებას. ამის გამო, ვერ ვიღებთ ვერაფერს. ჩემს ერთ რეპორტიორს ჩიპი წაართვეს, მეორეს – კამერა. ესენი არიან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები. ერთი, ვინც ნაცნობია ჩემთვის, არის ზუგდიდის კუდ-ის უფროსი,” – ამბობს გერონტი ყალიჩავა.
მისივე თქმით, ადგილზე უპრობლემოდ მუშაობენ “რუსთავი 2”-ისა და “იმედის” გადამღები ჯგუფები. შესაბამისად, უცნობია, რატომ და ვისი ბრძანებით უზღუდავენ კონკრეტულად “ნეტგაზეთისა” და “ლაივპრესის” რეპორტიორებს ადგილზე მუშაობის უფლებას.

ჟურნალისტები ბათუმის სასამართლოს წინააღმდეგ
ავტორი: ეთერ თურაძე
ბათუმის სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს, საზოგადოებამ გაიგოს, რა ჩაწერა მოსამართლე გიორგი ქაშაკიშვილმა სპეცოპერაცია „ენვერის“ ორი მონაწილის განაჩენში. ამ სასამართლოს ადმინისტრაციის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწერილი შეტყობინების თანახმად, პეტრე დევრიშაძისა და გაბრიელ უსტალიშვილის საქმის განაჩენი საიდუმლოა, რადგან „ენვერის“ საქმე სახელმწიფომ გაასაიდუმლოვა.
Continue reading “ჟურნალისტები ბათუმის სასამართლოს წინააღმდეგ”
პროტესტი რუსეთს
ქართული კულტურის სახლი, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, კვირას ვაპროტესტებთ დღევანდელ დღეს საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპაციას და ამ ტერიტორიების ეთნიკურ წმენდას.
პროტესტი გადაცემას – „ყველაფერი ისლამის შესახებ“
ავტორი: ნათია ზოიძე
„ყველაფერი ისლამის შესახებ“ – „ტვ 25“-ის ეთერით ამ გადაცემის ტრანსლირებამ ბათუმელი ლეიბორისტების პროტესტი გამოიწვია. ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი „ტელეარხი 25“-ის თოქ-შოუებში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებს. მისი არგუმენტი ასეთია – გადაცემა თურქული სპეცსამსახურებისგან ფინანსდება და იგი ქართული საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველია. ეს განცხადება ტვ 25-ს ეთერითაც გადაიცა და სოციალურ ქსელში ფეისბუქზეც გავრცელდა.
Continue reading “პროტესტი გადაცემას – „ყველაფერი ისლამის შესახებ“”
პროტესტი აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის გამო
პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა, კიდევ ერთხელ გააპროტესტესავტორი:ლელა დუმბაძე
„პრეს-კაფეში“, პოლიტიკური გაერთიანება „ემსახურე საქართველოს“ ლიდერმა მურმან დუმბაძემ და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა, საქართველოსა და თურქეთის კულტურის მინისტრებს შორის შეთანხმება გააპროტესტეს. შეთანხმების მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების ოშკისა და იშხანის რესტავრაციის სანაცვლოდ, ბათუმში ერთ დროს არსებული აზიზიეს მეჩეთის აღდგენა უნდა მოხდეს. „პრეს-კაფეში“ შეკრებილი ადამიანების განცხადებით, ეს შეთანხმება სცილდება კულტურულ ჩარჩოებს და პოლიტიკურ ელფერს იძენს: `საქართველო-თურქეთს შორის დადებული კულტურულ-პოლიტიკური თუ სავაჭრო ურთიერთობები მისასალმებელია, თუმცა ოსმელეთის იმპერიის სულთნის, აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენების წინააღმდეგი ვართ. არარსებული მეჩეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადება და ახლის აშენების უფლების მოპოვება, არის ნაცვალგების პრინციპის დარღვევა და სცილდება ორი ქვეყნის კულტურული თანამშრომლობის სფეროს“-აცხადებს მურმან დუმბაძე. მისივე განცხადებით, ხელშეკრულება აშკარად პოლიტიკურ დატვირთვას იძენს, `რადგან ხელისუფლების გადაწყვეტილება აჭარისთვის მეტად ტრაგიკულ ისტორიას შეგვახსენებს. თუკი ხელისუფლება როგორც საქართველოს, ასევე ტურქეთის არ გაითვალისწინებს საზოგადოების მოთხოვნას, შესაძლებელია ამას არა მარტო ვნებათაღელვა, ესკალაციაც მოჰყვეს“-ამბობს, მურმან დუმბაძე.
მეჩეთის მშენებლობის მოწინააღმდეგეების განცხადებით, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობა, სცილდება როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის სახელმწიფოებრივი ინტერესების ფარგლებს და წარმოადგენს მსოფლიო კულტურის საგანძურს, `ამიტომ მისი დაცვა უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლის აღიარებული ნორმებით“.
პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი განცხადება, გადაეგზავნება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებს, ასევე თურქეთის გენერალურ კონსულს ბათუმში.

პროტესტი RMNA & “JAM! events”-ს
ბარბარა ხარხელი, ბლოგერი BARBIE’S PANIC ROOM
შესავალი, მათთვის, ვინც არ იცის რა ხდება.
დაახლოებით 2 თვის წინ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ სახელად RMNA (Rock Music National Association) & “JAM! events” DJ Rock-ის ხელმძღვანელობით გამოაცხადა, რომ აწყობს გრანდიოზულ მეტალ კონცერტს ბათუმში და ჩამოყავს ცნობილი მეტალ ჯგუფები. იხილეთ ივენთის ბმული.
არ ჩავუღრმავდები დეტალებს, თვითონაც ნახავთ. მთავარი ჰედლაინერები იყვნენ: Sepultura და Dark Tranuillity (DT). ყველას ძალიან გაგვიხარდა და ვიყიდეთ ბილეთები ვიღაც მოსიარულე ბილეთების მყიდველი ტიპისგან 80 ლარად. (ხელი არაფერზე არ მოგვიწერია).
რამდენიმე ხანში გაირკვა, რომ სეპულტურამ უარი თქვა ჩამოსვლაზე, ქვეყანაში არსებული არასტაბილური მდგომარეობის გამო, თუ რაღაც მსგავსი სულელური მიზეზით. ყველას გაგვიტყდა, ორგანიზატორები შეგვპირდნენ, ჩვენ მათ ვუჩივლებთო. მოკლედ, ვაგინეთ სეპულტურას და მაინც მივდიოდით კონცერტზე Dark Tranquility-ს ხათრით.
მაგრამ, გუშინ Dark Tranquility-მ თავიანთ საიტზე გამოაქვეყნა ეს პოსტი :
პროკურატურა და შსს პასუხის გასაცემად ჯერ კიდევ ემზადება
ავტორი: თაზო კუპრეიშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის შანტაჟის საქმესთან დაკავშირებით გაზეთის დირექტორის, მზია ამაღლობელის განცხადებისთვის პასუხი ჯერ არ გაუციათ. Continue reading “პროკურატურა და შსს პასუხის გასაცემად ჯერ კიდევ ემზადება”
პრემიერი ნიკა გილაური ონლაინში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დღეს, 18:00 საათზე, ვიდეოკონფერენციას გამართავს .უკვე რამდენიმე დღეა ნაციონალური არხებზე ამ ვიდეოკონფერენციის ანონსი გადის. პრემიერი საქართველოს მთავრობის სამოქმედო “ათპუნქტიანი გეგმის” პრეზენტაციას წარმოადგენს. გეგმა 2011-2015 წლების საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებსა და დასაქმების პრობლემის დასაძლევად მთავრობის ერთიან სტრატეგიას ითვალისწინებს.
სამთავრობო გეგმის პრეზენტაცია გასულ კვირას ბათუმში გაფართოებული მთავრობის სხდომაზე გაიმართა
პრემიერ-მინისტრი მოქალაქეების კითხვებსაც უპასუხებს. კითხვების დასმა მსურველებს “ფეისბუქზე” პრემიერის ოფიციალურ გვერდზე – https://www.facebook.com/NikaGilauri შეუძლიათ. კითხვა ღონისძიების პოსტზე კომენტარის სახით უნდა განთავსდეს.
პრეზენტაციის ონლაინ რეჟიმში ნახვა შესაძლებელია მისამართებზე – https://www.facebook.com/NikaGilauri?sk=app_142371818162; https://www.livestream.com/gilaurinika

პრემიერა ბათუმის თეატრში
დღეს, საღამოს შვიდ საათზე ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება. პირველად ქართულ სცენაზე თანამედროვე ცნობილი რუმინელი პოეტის, დრამატურგის და ჟურნალისტის მატეი ვისნიეკის პიესა „სამუშაო მოხუცი კლოუნებისთვის“ დაიდგა.
სპექტაკლის მხატვრული და მუსიკალური გაფორმება რეჟისორს – გიორგი თავაძეს ეკუთვნის. სპექტაკლში სულ ოთხი მსახიობი მონაწილეობს. ბათუმის თეატრის მსახიობებს ტიტე კომახიძეს (ფილიპო) და მამუკა მანჯგალაძეს (ნიკოლო) პარტნიორობას ცნობილი მსახიობი, კინომსახიობთა თეატრის არტისტი რამაზ იოსელიანი უწევს, რომელიც საგანგებოდ მუხუცი კლოუნის (პეპინო) შესასრულებლად არის მოწვეული ბათუმის თეატრში. პეპინოს როლში ასევე მაყურებელი იხილავს ზაზა ზოიძეს.
ბათუმის თეატრის საპრემიერო სპექტაკლზე მისული მაყურებელი მსახიობების თამაშს თვალს თეატრის იარუსებიდან მიადევნებს, რადგან სპექტაკლი თამაშდება ავანსცენაზე, პარტერსა და ამფითეატრში. სცენის და მაყურებელთა დარბაზის ამ ნაწილებს პოდიუმი კრავს.

პრეზიდენტის ფონდი ისევ კონცერტებისთვის იხარჯება
ავტორი: ლელა დუმბაძე
აგვისტოში გამართული კონცერტების ხარჯები თვითმმართველობის ბიუჯეტში ერთი თვის შემდეგ აისახა. 144 800 ლარი, რომელიც ბათუმის ბიუჯეტმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მიიღო, 2011 წლის აგვისტოში გამართულ რამდენიმე კონცერტზეა დახარჯული. 25 000 ლარი, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის თამარ გვერდწითელის კონცერტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის გაწეული ხარჯია, 127 300 ლარი _ უკრაინელი შემსრულებლის კონცერტისთვის, 92 500 ლარი კი ხელოვნების ცენტრში ოპერის სოლისტის იულია ნოვიკოვას კონცერტის ორგანიზებისთვის დაიხარჯა.
მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე ამბობს, რომ ეს თანხა გახარჯული, მაგრამ დღემდე დაზუსტებული არ იყო, ამიტომ თანხა ბიუჯეტში ერთი თვის დაგვიანებით აისახა.

პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი
მე, ირაკლი გიორგის ძე გედენიძე, დავიბადე თბილისში, 1973 წლის 5 დეკემბერს.
1979 წელს შევედი 126-ე საშ. სკოლაში და 89-90 წლებში დავამთავრე იგივე სკოლა.
ამავე წელს ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში და 94 წელს დავამთავრე მექანიკა-მანქანათმშენებლობის ტექნოლოგის სპეციალობით.
უმაღლესში სწავლის პარალელურად ვმუშაობდი საქინფორმის ფოტოქრონიკაში,
გაზეთ „ალიაში“, „ასავალ-დასავალში“, ფოტორეპორტიორად. ამავე წლებიდან სააგენტო „როიტერში“ სტრინგერ ფოტოგრაფად, ბოლო 3 წლის მანძილზე კი საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსში, ასევე ფოტორეპორტიორად.
Continue reading “პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი”
პრეზიდენტის თვალი
ავტორი: ეთერ თურაძე
მიხეილ სააკაშვილის ფოტოსურათი ყველა საჯარო დაწესებულების კაბინეტებიდან იმზირება. ქვეყნის პრეზიდენტის ფოტოებს უკვე კერძო დაწესებულებებშიც, მაგალითად, ბათუმის სასტუმროების ფოიეშიც შეხვდებით. აჭარაში მოკრძალებულად, მაგრამ მაინც, ლევან ვარშალომიძის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ფოტოსურათების გამოფენის ტენდენციაც შეინიშნება. „ბათუმელებმა“ დაადგინა, რომ აჭარის საჯარო დაწესებულებებში პრეზიდენტის ფოტოსურათებს ბიუჯეტის სახსრებით ყიდულობენ. Continue reading “პრეზიდენტის თვალი”
პრეზიდენტი: ლევანჩიკ, სად არის კონდრადი?
[youtube https://www.youtube.com/watch?v=KZrB0dTQfzk&w=425&h=349]
31/05/2011 ბათუმი პლაზას გახსნა.
[youtube https://www.youtube.com/watch?v=KZrB0dTQfzk&w=425&h=349]
31/05/2011 ბათუმი პლაზას გახსნა.
პრეზიდენტი ციგურებზე
ავტორი:ცაგო კახაბერიძე
ბათუმის ახალ ბულვარში მიხეილ სააკაშვილმა ყინულის სასახლე გახსნა; პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ლევან ვარშალომიძესთან ერთად ბოლომდე დაესწრო საზეიმო კონცერტს, რომელშიც ბათუმელი, თბილისელი და ზუგდიდელი მოციგურავეები მონაწილეობდნენ; Continue reading “პრეზიდენტი ციგურებზე”
პრაქტიკა და კანონი ხელისუფლებაში
ავტორი: ლელა დუმბაძე
არასამთავრობო ორგანიზაციამ, -„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, ბათუმში „პრეს-კაფეში“ 2011 წლის კვლევა წარმოადგინა. კვლევაში – „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება“, იმ უწყებების და ორგანიზაციების დამოუკიდებლობის ხარისხის კვლევაა წარმოდგენილი, რომელთაც ქვეყანაში კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცება და კორუფციის აღკვეთა ევალებათ.
საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის კვლევის ანგარიში 12 „საყრდენ ინსტიტუტს“ მოიცავს. ესენია: საკანონმდებლო ორგანო, აღმასრულებელი ორგანო, სასამართლო, საჯარო სამსახურები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ა. შ. კვლევის შედეგად გამოვლინდა რომ კანონსა და პრაქტიკას შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა. მაგალითად, მედია საკანონმდებლო თვალსაზრისით ქვეყანაში დაცულია, თუმცა პრაქტიკა, კვლევების მიხედვით აჩვენებს, რომ მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი ძალიან დაბალია. მსგავსი ვითარებაა სახელისუფლებო შტოებშიც.
პოლიტიკურად არასაიმედო ჯონი
ჯონი ჯიჯიეშვილი მხატვარია, პოეტი და მწერალიც. უფრო რომელია, თავადაც არ იცის. როცა ხატავს, მაშინ მხატვარია, როცა წერს – მწერალი.
წერა საკმაოდ გვიან დაიწყო, 30 წლის ასაკში. ბავშვობაში ფეხბურთი უყვარდა ძალიან და ამიტომაც ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩააბარა. მეორე კურსზე იყო, როცა ცურვის გამოცდაზე გაცივდა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა სპორტულ ცხოვრებას ჩამოაშორა. საავადმყოფოში ყოფნისას დაიწყო კითხვა, მერე აიკვიატა, მეც უნდა დავწეროო და წერა დაიწყო.
„ათი წლის შემდეგ მივხდი, რომ ასე წერას ჯობია თავი მოიკლა. სოცრეალიზმის დროა, უცხოურ მუსიკას ვუსმენდით, ვკითხულობდით. ჩემს ნაწერს მაინცადამაინც არ მიბეჭდავდნენ. ერთი-ორი დამიბეჭდეს და რომ მიხვდნენ ჩემგან კომკავშირელი მწერალი არ გამოვიდოდა, შემეშვნენ.
მე ვწერდი და მაინც მიმქონდა გამომცემლობაში, ხან ლექსები, ხან პიესები. მოთხრობას სადაც მივიტანდი, ყველას სახეზე ეწერა, „აუ, ეს კიდევ მოვიდაო“. 40 წელი დავდიოდი თბილისში „ცისკარში“ ჩემი ნაწერებით და ბოლოს 2002 წელს დამიბეჭდეს“.
ჯონი ერთი რომანის ავტორიცაა, რომელსაც შვიდი წლის მანძილზე წერდა:
„ჩემებურად ვეპყრობი ყველაფერს. ამ რომანში მთელი მწერლობა შემოვიყვანე, ლექსი, პოემა თუ პიესა რომანს ვამსახურე, ბევრ რამეს ვეჭიდებოდი მაშინ და ჩავთვალე, რომ რომანი უფრო დაიტევდა ყველაფერს“.
„დროის სული“ არ დაუბეჭდეს. გამომცემლობაში რომანს წააწერეს: „პოლიტიკურად არასაიმედო“ და თაროზე შემოდეს.
39 წლის იყო, როცა ხატვის სურვილი გაუჩნდა. ეს დროს და დაფიქრებას ითხოვდა. ბევრი მეგობარი მხატვარი ჰყავდა, სამხატვრო აკადემიაშიც დადიოდა – უყურებდა, როგორ ხატავდნენ სტუდენტები. ბოლოს გაბედა და ხატვა დაიწყო:
„ასეთ რამესთან წათამაშება არ მიყვარს. ვფიქრობდი, რომ ჩემებურად უნდა მეხატა და ამ სტიმულს მივყევი. წერისგან განსხვავებით, ხატვას გიჟური ენერგია მიაქვს. მწვანესა და ლურჯს ვერ ვიტან. მივეძალე წითელსა და ყვითელ ფერებს და ამანაც შესძინა ჩემს ნახატებს თავისებური ელფერი“.
პერიოდულად სხვადასხვა ადგილას მუშაობდა, სტამბაში -„ათას სისულელეს ვასწორებდი“; ჟურნალისტად – „საშინელი ცენზურა იყო, წერით ამას თავს ვარიდებდი, მაგრამ ჟურნალისტი იძულებული იყო ცენზურის ქვეშ ეწერა“; და ბათუმის განათების სისტემაში მხატვარ-გამფორმებლად, სადაც თავის ქალებსა და გადაჯვარედინებულ ძვლებს ხატავდა და წარწერებს აკეთებდა: „ასჯერ კინაღამ დენმა მომკლა. სულ მეზარებოდა მისვლა და პირველივე დღეს მაგდებდნენ სამსახურიდან. მერე ხომ იცით როგორაა, საღებავი ან ჟანგი თუ გაქვს ხელზე, ესე იგი მუშაობ. ჰოდა წავისვამდი ხელზე საღებავს და ვიყავი ასე. 70-80 მანეთი მქონდა ხელფასი. ჩემთვის საკმარისი იყო“.
როცა შინაგანად წუხს და ღელავს – შიმშილობს. შეუძლია ერთი კვირა ან მთელი თვეც იშიმშილოს. ამბობს, რომ შიმშილობა ემოციებს აცხრობს, აზროვნებას ამახვილებს და ჰუმანურ საკითხებზე აფიქრებს.
„ჩემი ნამუშევრები ერთხელ ფსიქიატრს ვაჩვენე. საგანგებოდაც მიწევდა საგიჟეთებში სიარული, ხან იქაურ სიტუაციას ვაკვირდებოდი, ხან მეგობარი იყო და სანახავად მივდიოდი, იქ ყველა გიჟი როდი იყო. ხან ღამესაც ვათევდი, სანამ ექიმები არ გამომაგდებდნენ. მაგრამ მთავარია, რომ რაღაცისთვის ხდება ეს ყველაფერი და საბოლოოდ შენვე გამდიდრებს“.
საუბრის დასასრულს ჯონი ყავას ხარშავს. „ტკბილი თუ ნახევრად ტკბილი?“- მეკითხება და დასძენს:
„ზამთრები გახსოვს?! ბნელი, უშუქო, ცივი ღამეები. აქ სულ ახალგაზრდები მოდიოდნენ. ვისხედით გვიანობამდე და ათას რამეზე ვსაუბრობდით. რთული დრო იყო, მაგრამ საინტერესო ურთიერთობები, ასეთი ურთიერთობები გავსებს“.
„ეს მეამბოხეა“ – მაჩვენებს ნახატს, –„ისე გამოვიდა, რომ მეც მეამბოხე და შეუგუებელი ვარ, მაგრამ ხანდახან გინდა მოიძებნოს ისეთი რამ, რასაც შეეგუები. არც ერთ ადამიანს არ უნდა მსხვრევადი სამყარო“.
პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ სახლში
ავტორი:ნათიაზოიძე
აშშ-ის “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი” (NDI) პოლიტიკურ პარტიებს რეიტინგებს დღეიდან, ეტაპობრივად, გააცნობს. ამის შესახებ „ბათუმელებს ” NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ განუცხადა. მიუხედავად იმისა, რომ NDI პოლიტიკური პარტიების რეიტინგს არ ასაჯაროებს იგინაციონალური არხების ეთერით ცნობილი მაინც ხდება .არის შემთხვევები როცა მედიით გავრცელებული პოლიტიკური პარტიების შესახებ რეიტინგები NDI –ის კვლევის ზუსტი ასლი არ არის. ამ უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით ნავარო არ გეგმავს, რომ თავად ოფისმა გასააჯაროს პოლიტიკური რეიტინგები”ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიტოვებთ უფლებას,რომ ვთქვათ,გავრცელებული ინფორმაცია არ შეესააბამება რეალობას”–აცხადებს ნავარო გაზეთ “ბათუმელებთან” საუბარში. Continue reading “პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ სახლში”
პოეტების მოგზაურობა ქალაქებში
პოეტები, როინ აბუსელიძე, გენრი დოლიძე, გიორგი გაბაიძე, აჩი ბერიძე და სულხან წულუკიძე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში „პოეტური ტურნეს“ გამართვას აპირებენ. პირველი გაჩერება ქალაქი ფოთი იქნება, სადაც შაბათს, 3 დეკემბერს, 15 საათზე
მე-2 სკოლის ბიბლიოთეკაში გაიმართება პრეზენტაცია წიგნებისა „მეცხრე ტალღა” „აბგდ” და ლიტერატურული კლუბის პრეზენტაცია.
შეხვედრა ქუთაისში 54 დეკემბერს, საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება 14 საათზე, საჩხერეში 5 დეკემბერს, კულტურის სახლში, 13 საათზე, გორში – 6 დეკემბერს, 18:00 საათზე, READ CAFE -ში, რუსთავში 7 დეკემბერს, 16:00 საათზე ლიტერატურულ სალონში,
თბილისში 8 დეკემბერს, 18:30 საათზე, სამედიცინო უნივერსიტეტში.
კვირის დასარულს დასკვნითი ღონისძიება ბათუმში გაიუმართება. დასწრება ყველა შეხვედრაზე თავისუფალია, პროექტი ტარდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტის მენეჯერი და იდეის ავტორი ზაზა ფირცხალაიშვილია.

პირველი ქართული უნივერსიტეტი
ირაკლი ირემაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) პირველ საათსა და 20 წუთზე. თბილისში გიმნაზიის ყოფილ შენობაში პირველი ქართული უნივერსიტეტი გაიხსნა. ეს ფაქტი ძალზე მნიშვნელოვანი იყო ქართული საზოგადოებისათვის. ამას მოწმობს იმდროინდელ პრესაში გამოქვეყნებული უამრავი სტატია, რომელიც გაჯერებულია ეროვნული სულისკვეთებით. Continue reading “პირველი ქართული უნივერსიტეტი”
პირველი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი
მაღალი, ენერგიული, საინტერესო, ჭაღარაშერეული და აპარატით ხელში, 60 წლის “ახალგაზრდა” ფოტოხელოვანი – ასე ახასიათებს სტუდენტები გივი ნახუცრიშვილს. უნივერსიტეტში ყველა იცნობს, უყვართ, მაგრამ მის შესახებ ცოტამ იცის… გივი ნახუცრიშვილი პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას ფოტოგრაფი იყო. ის პრეზიდენტის ხასიათსა და იმდროინდელ მოვლენებზე “ბათუმელებთან”პირველად საუბრობს. Continue reading “პირველი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი”
პირდაპირი ჩართვა ივანიშვილის ბიზნესცენტრიდან [netgazeti.ge]
[ustream cid=8985516 w=480 h=296]Live video from your iPhone using Ustream
[ustream cid=8985516 w=480 h=296]Live video from your iPhone using Ustream
პიაცას მეპატრონის შესახებ
პიაცას მილიონერი მეპატრონე იტალიურ ეზოში, მამიდასთან ცხოვრობს
„პიაცას“ მეპატრონე რუსეთის მოქალაქე ირაკლი სამხარაძეა. ძველ ბათუმში კი „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ სამხარაძე, რომელმაც პიაცა 11 მილიონ ლარად შეიძინა, მთელი ზაფხულის განმავლობაში მათ უბანში, იტალიურ ეზოში, თავისი ნათესავის ბინაში ცხოვრობდა.
პეტრას ციხე ერთ ლარად გასხვისდა
ავტორი: ლელა დუმბაძე
ინფორმაციას ამის შესახებ პეტრას მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი, ირაკლი ჩავლეიშვილი ავრცელებს. „ბათუმელებთან“ საუბარში იგი ამბობს, რომ ციხის გასხვისების შესახებ ინფორმაცია მისთვის მოულოდნელი იყო: „შემთხვევით, ბუღალტერისგან გავიგე ეს ინფორმაცია, რომ პეტრას ციხე ერთ ლარად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, უკრაინის მოქალაქისთვის 49 წლიანი იჯარით გადაუცია“.
ჩავლეიშვილის ინფორმაციის თანახმად ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორს ციხე და მასზე მიმაგრებული 3 200 კვ/მ ფართობის მიწა გადაეცა, სადაც 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა დააბანდოს.
„ინვესტორმა ციხის ტერიტორიაზე გასართობი ცენტრი და საზოგადოებრივი კვების ობიექტი უნდა მოაწყოს. საუბარია ციხის ჩრდილოეთის კედლის და დასავლეთის კოშკის რესტავრაციაზეც. ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი სამნავიანი ბაზილიკის ნაშთების და აბანოს თაობაზე, სადაც არქეოლოგიური გათხრებია ჩასატერებელი და ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი~.
ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, აჭარაში მხოლოდ ორი ძეგლი პეტრას ციხე და გონიოა მონუმენტარული, ამიტომ ასეთი ძეგლების ჩუმად გასხვისება მიუღებელია. „სხვას რომ თავი დავანებოთ, აქ არის მორალური მხარეც, რადგან ქართველებმა ბოლო გამარჯვება სწორედ პეტრას ციხესთან იზეიმეს, როცა აჭარა დანარჩენ საქართველოს შემოუერთდა. საერთოდ ეკლესიის ინფორმირების გარეშეც არ უნდა მომხდარიყო გასხვისება, რადგან კონკორდატის მიხედვით, საკულტო ნაგებობებზე ეკლესიას გააჩნია თავისი უფლებები.”
ისტორიული ციხე-ქალაქის, პეტრას ნანგრევები სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე მდებარეობს. ციხე-მუზეუმი ნაკრძალად 1999 წელს ჩამოყალიბდა. ციხის შესახებ მოპოვებული ინფორმაციები პირველი ათასწლეულით თარიღდება, თუმცა როგორც ქალაქი, პეტრას ციხე მეექვსე საუკუნეში ჩამოყალიბდა.

პენსიონერთა რიგები „ლიბერთი ბანკთან“
ავტორი: ლელა დუმბაძე
პენსიები „ლიბერთი ბანკის“ ახალგარემონტებულ ფილიალებში აღარ გაიცემა. როგორც ბანკის წარმომადგენლები ამბობენ, გარემონტებულ ფილიალებში „სხვა კატეგორიის კლიენტებს“ მოემსახურებიან. პენსიონერების თქმით, მათ ბანკი არაკომფორტულ პირობებში ემსახურება. Continue reading “პენსიონერთა რიგები „ლიბერთი ბანკთან“”
პედაგოგთა გამოცდები – რთული თუ ადვილი?
ნატო ჯვარშეიშვილი, მე-10 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი:
გასულ წელს სასერტიფიკატო გამოცდაზე არ გავსულვარ. წელს ბევრი არ მიფიქრია, პირველ წელს უფრო სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი, თუმცა გადამზადების შემდეგ აზრი შეიცვალა.
ჩვენი სკოლიდან ბევრი პედაგოგი გავიდა ამ გამოცდებზე, თითქმის ყველა სპეციალობის. ჩატარდა ტრენინგები, რომლებიც რიგი მიზეზების გამო მე ვერ გავიარე, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია, ამის გამო არ მიფიქრია, რომ გამოცდაზე არ გავსულიყავი.
პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე განცხადებას ავრცელებს
ქართული მედიასაშუალებები პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის, ანზორ ქოქოლაძის განცხადებას ავრცელებენ, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემთვის “ელიტ ელექტრონიქსის” წართმევა საბოლოო ფაზას უახლოვდება, მას შემდეგ რაც პროკურატურასთან გარიგებაში მყოფ “თიბისი” ბანკმა “ელიტ ელექტრონიქსის” მართვის უფლება უკანონოდ მოიპოვა და “თიბისი” ბანკთან შეგნებულად დაარღვია კრედიტის გადახდის გრაფიკი, რომლის საფუძველზეც “ელიტ ელექტრონიქსის” აქციების 55% უკანონოდ, 116 ათას ლარად გადაიფორმა, ხოლო ერთი წლის შემდეგ სიმბოლურ ფასად ასევე ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ დაფუძნებულ “ელიტ ეფლაიენსს” გადასცა, ამჟამად უკვე პატიმრობაში მყოფს, ჩემს საკუთრებაში დარჩენილი “ელიტ ელექტრონიქსის” აქციების 15% -ც აუქციონის გზით აღსრულებას დაექვემდებარა, სადაც საწყისი ფასი 71 ათასი ლარია. ამით “ელიტ ელექტრონიქსის” დასაკუთრება თაღლითური გზით დასრულდება, მიუხედავად იმისა რომ პატიმრობაში ვარ ჩემი უფლებების და კერძო საკუთრების დასაცავად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ვაგრძელებ დავას.
გაცნობებთ, რომ აღნიშნული წილის გასხვისება ხორციელდება სრულიად უკანონო განაჩენის საფუძველზე, რომელიც მე პატიმრობასთან ერთად დამეკისრა ბიუჯეტის მიმართ 10 000 ლარის ჯარიმის და ელიტ ელექტრონიქსის მიმართ 6 მილიონი ლარის სახით. Continue reading “პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე განცხადებას ავრცელებს”
პასუხგაუცემელი უმარტივესი კითხვები
ნუგზარ ჩხაიძე, სოციოლოგი
საქართველოს ისტორიას არა ერთი ღირსსახსოვარი დღე ახსოვს. დღე, რომელიც რადიკალურად ცვლიდა ქვეყნის ბედ-იღბალს. ზოგს ახალ სიმაღლეზე ავყავდით, ზოგიც პირიქით, უკუღმა ატრიალებდა ისტორიის ჩარხს.
31 მარტი უმნიშვნელოვანესი თარიღია უახლეს ისტორიაში, მისმა არსებობამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეალურობა. Continue reading “პასუხგაუცემელი უმარტივესი კითხვები”
პარტიები, რომლებიც ივანიშვილის ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ
დღეს გავრცელებულ განცხადებაში ივანიშვილმა პოლიტიკური პარტიები ორ ნაწილად გაყო. პარტიები, რომლებთანაც ივანიშვილი ითანამშრომლებს და რომლებთანაც არ ითანმშრომლებს.
მაგრამ არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ივანიშვილის ვერც ერთ ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ: ნინო ბურჯანაძის „სახალხო კრება“, „კონსერვატორული პარტია“, -კობა დავითაშვილის „ხალხის პარტია“, კახა კუკავას „თავისუფალი საქართველო“ და „ეროვნული ფორუმი“. Continue reading “პარტიები, რომლებიც ივანიშვილის ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ”
პაატა ზაქარეიშვილი – ხელისუფლების მითს ივანიშვილის პრორუსულობის შესახებ, სულ ცოტა, ეროზია უჩნდება
ბიძინა ივანიშვილის დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით შეფასებას რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი აკეთებს. იგი ივანიშვილის მიერ გამოთქმულ თანამშრომლობის სურვილს რესპუბლიკურ და ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებთან“ ასე ხსნის: „ე.ი. ივანიშვილისთვის მნიშვნელობა აქვს ღირებულებებს და ტრადიციულ ფორმატს, რაც უკვე აქვს რესპუბლიკურ პარტიას. იგი გამოხატავს ასევე სიმპათიას ალასანიას მიმართ, რითაც იმას მიუთითებს, რომ მითი, რომელსაც ხელისუფლება ავრცელებს მისი პრორუსული პოლიტიკის შესახებ, ნაკლებად დამაჯერებელია. ეს არგუმენტი თუ ამ „ბრალდებას “ არ აბათილებს, ეროზიას მაინც აჩენს“.
ოჯახი ბავშვთა საავადმყოფოს წინააღმდეგ
ავტორი:ცაგო კახაბერიძე
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის წინააღმდეგ რუსუდან ფუტკარაძის სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვთა საავადმყოფომ დაზარალებულს 27 000 ლარი უნდა გადაუხადოს. სისხლის სამართლის საქმე კი, რომელიც ფაქტზე 130-ე მუხლით იყო აღძრული და რაც ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს, გრძელდება. საქმეს პოლიციის მეშვიდე განყოფილება იძიებს. Continue reading “ოჯახი ბავშვთა საავადმყოფოს წინააღმდეგ”
ოშკი, იშხანი და ქართველები ქალაქ იუსუფელიდან
[youtube https://www.youtube.com/watch?v=GZQHANhwUNM]
„ოშკი და იშხანი რესტავრაციის მოლოდინში“ – რეპორტაჟი ისტორიული ტაო-კლარჯეთიდან ნახეთ გაზეთ „ბათუმელების” ნაციონალურ ვებგამოცემაზე www.netgazeti.ge
[youtube https://www.youtube.com/watch?v=GZQHANhwUNM]
„ოშკი და იშხანი რესტავრაციის მოლოდინში“ – რეპორტაჟი ისტორიული ტაო-კლარჯეთიდან ნახეთ გაზეთ „ბათუმელების” ნაციონალურ ვებგამოცემაზე www.netgazeti.ge
ოშკი და იშხანი რესტავრაციის მოლოდინში – რეპორტაჟი ისტორიული ტაო-კლარჯეთიდან
ოშკი, იშხანი – თურქეთში, აზიზიეს მეჩეთი და ახმედიეს უბანი – საქართველოში. ამ ისტორიული ტაძრების ნაცვალგებაზე დიდი აჟიოტაჟია ატეხილი ბათუმში. ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, ანუ ამჟამინდელ ართვინის გუბერნიაში მცხოვრებთ კი, ბათუმში მეჩეთის აშენების თემა არათუ აღელვებთ, თითქმის არ აინტერესებთ. მათ ერთი რამ იციან ზუსტად – ქართული ეკლესიების რესტავრაციით ყველაზე დიდ სარგებელს, ტურისტების სახით, თვითონვე მიიღებენ.
- ოშკი
ოშკის ირგვლივ არც ერთი ცოცხალი არსება არ ჩანს, გარდა ვირისა, რომელიც ტაძრის დანგრეულ ნაწილში აშენებული სახლის ეზოში ზანტად იცოხნის. სადღაც ზევიდან მტრედების ღუღუნი ისმის მთელ ტაძარში. ოშკი ულამაზესი და შელახულია. მის ყოველ სვეტში იგრძნობა, რომ დიდი იმპერიის ნაწილი იყო, მაგრამ ახლა სრულიად მიტოვებულია.
სამსაათიანი მგზავრობის შემდეგ, როდესაც მხოლოდ ვიწრო გზას ხედავ ლამის ცამდე ასულ კლდებს შორის მოქცეულს, სადაც ადამიანები კანტიკუნტად გხვდებიან, ისინიც ძირითადად კაშხლების მშენებელი მუშები, სოფელ ოშკში ასული ფიქრობ, რომ აქ ცხოვრება იმ ეპოქაშია გაჩერებულა, როდესაც ოშკი აშენდა. ნანახით გამოწვეული ემოცია კი ცოტა ხნით ლაპარაკის უნარს გართმევს.
ყველაფრის ვიდეოფირზე აღბეჭდვას იწყებ. ტაძრის უკანა მხარეს საცხოვრებელი სახლებია აშენებული, მკაცრი კლიმატური პირობების შესაბამისი. არც აქ ჩანს ადამიანის ნასახი, სახლებიდან კვამლიც კი არ ამოდის. სამაგიეროდ, ტაძრის გარე ფასადზე სულ ცოტა სამი მონაკვეთი ისეა გაჭვარტლული, რომ ჩუქურთმების ნაკვალევს ძლივს ამჩნევ. ძნელი სათქმელია, ვინმეს შესცივდა და ცეცხლი გათბობის მიზნით გააჩაღა, თუ სოფლის ბავშვებმა გასართობად დაანთეს ღამით კოცონი.
ტაძრის შიგნით მართლა საოცრება გხვდება – გუმბათი, რომელიც ძალიან მაღლიდან დაგცქერის, ხელოვნების ნიმუშია. პირველი შოკის გასვლის შემდეგ ხვდები, რომ ის დიდ ხანს ვეღარ გაუძლებს – სულ სველია და დაობებული, გარშემო კი უზარმაზარი ბზარები აქვს. ძნელი სათქმელია კიდევ რამდენ ხანს შეძლებს თავის შეკავებას.
ფრესკების ნაკვალევი, ისევ ფრესკების ნაკვალევი, მერე ძველი ქართული წარწერები, ზოგი იკითხება, ზოგი – უკვე აღარ. ქვაზე გამოკვეთილ ჩუქურთმებს შორის ვაზი დომინირებს.
ტაძრის საყრდენი სვეტებისთვის თვალის შესავლებად გამოდიხარ გარეთ – ოთხი მთავარი სვეტიდან ერთ-ერთს ხის ბოძი აქვს შეყენებული. სამ სვეტზე ულამაზესი ჩუქურთმებია ამოკვეთილი…
ამ დროს ვიღაცის მზერას გრძნობ. ადამიანს ხედავ, ოშკელ კაცს. მას აშკარად სიამოვნებს უცხოებთან საუბარი, ის ოშკით იწყებს – ქართველებს აუშენებიათ მეათე საუკუნეშიო. ხუთი საუკუნეა პატრონი აღარ ჰყავდა, მაგრამ მაინც იდგა. მე-19 საუკუნის ბოლოდან 1980 წლამდე მეჩეთი გვქონდა, მაგრამ მერე ახალი მეჩეთი ავაშენეთ და ქართველების ტაძარი გავათავისუფლეთო.
ლაპარაკში გართული ვერც კი ამჩნევ, კიდევ ერთი კაცი როგორ შემოგემატა. დამტვრეული თურქულით აგრძელებ კითხვების დასმას. ერთ-ერთი დამხვდური ცდილობს, როგორმე გაამარტივოს ურთიერთობა და კითხულობს – Sprechen sie Deutsch? უარის მიღების შემდეგ დისკუსია ისევ ქართულ-თურქულად გრძელდება.
ოშკელი კაცები, რომლებიც ყოველი კუთხიდან მოეშურებიან ჩვენკენ და უკვე 15-მდე არიან, ყვებიან იმაზე, თუ რა რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება:
– აქ მხოლოდ მეცხოველეობას მივსდევთ. სამუშაო არ გვაქვს, არც შემოსავალი, ამიტომ ქალაქებში გავდივართ ან სულაც – ევროპაში.
ფაზილ ჩახმახჯი კი ამბობს, რომ ოშკში არც ერთი ქართველი აღარ ცხოვრობს. ქილისეს (ეკლესია) რესტავრაციის შესახებ მასაც გაუგია.
– გურჯები იყვნენ შარშან და თქვეს, რომ ოშკს რესტავრაცია უნდა ჩაუტარონ, მაგრამ აღარ გამოჩენილან. ახლა მთავრობამ თქვა, რომ ოშკი უნდა გააკეთონ. ამბობენ, ამ საქმეს 6 მილიონი ლირა სჭირდებაო. ტურისტები მოდიანი გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ებრაელები ყველაზე ხშირად, მაგრამ თუ ეს ეკლესია აღდგება, უფრო მეტი ტურისტი მოვა, რაც ჩვენთვის ძალიან კარგია.
– რამ დაანგრია ტაძარი, სახურავი სად წავიდა? ამ კითხვაზე ოშკელი კაცები ერთმანეთს უყურებენ. პასუხის გაცემას ახალმოსული ესერ ყალდი იღებს საკუთარ თავზე.
– რამ დაანგრია? – დრომ, ამინდმა, მეხმა, წვიმამ, ქვაა და დაინგრა. მოვლა სჭირდება. ჩვენ არაფერი შეგვიძლია, სულ 500-მდე ადამიანი ვცხოვრობდით 130 ოჯახში. ახალგაზრდები აქ აღარ ჩერდებიან. მეც სტამბულში ვიყავი და ახლახან ჩამოვედი. ქართველებს უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ვერ გააკეთეს.
ოშკის ტაძრის გვერდით აშენებული მეჩეთისთვის საპირფარეშო მოუწყიათ, რაზეც ქართველი ტურისტები ძალიან შფოთავდნენ, ამიტომ ოშკელებმა საპირფარეშო მოშორებით გადაიტანეს. ოშკელებს იმაზეც გაუგიათ, რომ ტაძრის რესტავრაციის სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთი უნდა აშენდეს. თუმცა, ამის შესახებ ბევრი არაფერი იციან. ხუსეინ მედდინი ბათუმშიც კი არასოდეს ყოფილა.
– ძალიან მინდა ჩამოსვლა, მაგრამ პასპორტი არ მაქვს. ჩემი ბიჭი ართვინში პოლიციელია, იმან მომატარა საზღვრისპირა ადგილები. მომეწონა იქაურობა.
ტაძარს თუ გავაკეთებთ, რა ჯობია, ალბათ მუზეუმი იქნება, აქ ქრისტიანები არ ცხოვრობენ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ თუ ძეგლს გააკეთებენ, შემოსავალი გაგვიჩნდება, ბევრი ხალხი მოვა.
ამასობაში ნამაზის დროც მოდის, მოლა კაცებს მეჩეთში უხმობს სალოცავად, ისინი ბოდიშს იხდიან და მეჩეთისკენ მიდიან. ვეღარ ვასწრებ ვიკითხო, რატომ ვერ გამონახეს ოშკელებმა ნაგვის ურნების დასადგმელად სხვა ადგილი. ნაგვით სავსე ურნები პირდაპირ ტაძრის შესასვლელთან დგას. მის გვერდით კი ბანერია განთავსებული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე.
ბანერზე წერია: „ოშკის ეკლესიას აქვს სამი სამლოცველო, სატრაპეზო, სემინარია, სკრიპტორიუმი, ეპისკოპოსის რეზიდენცია. აშენდა 963-973 წლებში ადარნასეს შვილის დავით III კურაპალატისა და ბაგრატ ერისთავის მიერ. მე-19 საუკუნის ბოლოდან 1980 წლამდე შიგ განთავსებული იყო მეჩეთი. ძეგლი შეყვანილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში“.
- იშხანი
ოშკიდან იშხანამდე მისასვლელად 40-მდე წუთია საჭირო. პირველად იშხანის გუმბათის სახურავს ხედავ – ფერადი სახურავი მზეზე საოცარ ფერებს ირეკლავს. იშხანში მისული ხვდები, რომ ის ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე – ოშკი. მომვლელის ხელი აშკარად ემჩნევა სახურავის გარეშე დარჩენილ ტაძარს, ირგვლივ სისუფთავეა. 10 წლამდე ბავშვების თავშეუკავებელ სიცილს ტაძარი ექოს აძლევს. სასკოლო ფორმაში ჩაცმული 4 გოგო და 4 ბიჭი თამაშს წყვეტს და მოურიდებლად გათვალიერებს.
– იცით, ამ ტაძარს რა ჰქვია?
– იშხან… იშხანნნნნ
– ვინ ააშენა ეს, თუ იცით?
– გურჯი ქილისე, გურჯი ქილისეეეეე… თითქმის რვავე ერთხმად იძახის და სიცილით გარბიან.
ჩვენი ტურის ყოვლისმცოდნე წევრი, გელა ამბავს ყვება.
– იშხანი ორ ეპოქას აერთიანებს. ადრე აქ პატარა ბაზილიკი ყოფილა, მე-10 საუკუნეში კი გაუფართოვებიათ და აი, ეს ტაძარი აუშენებიათ. სამლოცველოს პატარა გუმბათზე ღვთისმშობლის ხატია გამოსახული, მის ქვემოთ ზამთარ-ზაფხულ სისველეა. ამბობენ, რომ ხატი ტირის. ტურისტი ქართველები ამ სველი ადგილიდან მიწას იღებდნენ და მიჰქონდათ, მალე აქ ორმო გაჩნდა. მერე გავიგე, რომ მღვდლებს გაუფრთხილებიათ, ამ ქმედებისგან თავი შეიკავონ. ხმამაღალმა სიცილმაც კი შეიძლება დაიშალოს კედელი, არათუ მიწის აღებამ.
ამ ლეგენდის დასტური – ხატი მაღლიდან დაგვცქერის. თვალები, წარბები და ცხვირი შემორჩენია, სხვა დანარჩენი ალბათ დრომ და წვიმამ წაშალა…
მახსენდება, რომ „ბათუმელების“ მკითხველს უნდა გავუზიარო ნანახი, მაგრამ ვხვდები, რომ ამ ქვების, ჩუქურთმების სინატიფის სიტყვებით გადმოცემაზე ფიქრი სისულელეა – ეს საკუთარი თვალით უნდა ნახო.
ტაძრიდან გამოსულებს იშხნელი კაცი შორიდან გვაკვირდება. მასთან მივდივართ. ჰამზა გუნი – გვეცნობა და ამბის მოყოლას იწყებს:
– მარჯვენა ფასადზე გამოსახული ლომი და გველვეშაპი ნახეთ? – ჩვენთან ასეთი თქმულებაა, რომ გველვეშაპი სომეხია, ლომი – რუსი. გვლევეშაპი და ლომი ქართველების გაკეთებული ეკლესიისთვის ერთმანეთს ეჩხუბებიან. ვინ მოიგო ამ ჩხუბში, არ ვიცი. მე ვიცი, რომ აქ დიდი ხნის წინ ქართველები ყოფილან, მერე რუსები.
აი, იმ კლდეს ხედავთ, ტაძრისთვის ქვებს თურმე იქედან ეზიდებოდნენ – ხელს მოშორებული კლდისკენ იშვერს გუნი. – ჩუქურთმებს დააკვირდით? 21-ე საუკუნეში ხეზეც კი ვერ ამოკვეთ ასეთ ჩუქურთმებს, რაც ქართველებს 10 საუკუნის წინ ქვაზე გამოუკვეთიათ…
მე 72 წლის ვარ, მახსოვს, როცა აქ სახურავი გავაკეთეთ და ნამაზს ვლოცულობდით. აქედან ჯამე 1978 წელში გავიდა, ტურიზმის მოხელეებმა გვითხრეს, რომ ჯამე სხვაგან უნდა გადაგვეტანა, აქაურობა კი სახურავის გარეშე დარჩა. თუ არ მიხედეს, დიდ ხანს ალბათ ვეღარ გაუძლებს.
გუნი ყვება, რომ იშხანში ქართველები აღარ ცხოვრობენ, სიმართლე გითხართ, არ ვიცი, აქ ქართველები როდის იყვნენ და სად წავიდნენ, ეტყობა, დიდ ქალაქებში გადასახლდნენო. სოფელი ახალგაზრდებისგან ახლაც იცლება, 20 კაცი მარტო გერმანიაშია წასული, სხვები – სტამბულში, ანკარაში… ისე, 300 ოჯახი ვცხოვრობდით, ახლა აქ არავის უნდა დარჩენა. სამი შვილი მყავს, მაგრამ აქ არც ერთი არ გაჩერდაო.
არ არის კარგი, როცა ტაძარი ასეთ დღეშია. გავიგეთ,რომ უნდა გააკეთონ და გვიხარია. ტურისტები თუ მოვლენ, ჩვენს ჩაიხანაში ჩაის დალევენ და შეიძლება სოფელიც გადაურჩეს დაცლასო.
- ქალაქი იუსუფელი და ქართველები
ღამდება. იშხანიდან პირდაპირ იუსუფელისკენ მივეშურებით. პატარა მაღაზიაში ვეუბნებით, რომ მეჩეთებისა და ეკლესიების რესტავრაციის შესახებ იუსუფელელების აზრი გვაინტერესებს. გვირჩევენ, რომ ამ საკითხზე ქართველები ჩავწეროთ. „აი, აქ მუშაობს ქართველი, იმას ჰკითხეთ“, – გვირჩევს ქერა კაცი.
აფთიაქში ახალგაზრდა კაცი, რომელიც კომპიუტერთან ზის, ჩვენკენ თვალს აპარებს. იცინის და ქართულად გვეუბნება, რომ ერთ-ორ წუთში მოგვაქცევს ყურადღებას. მას ჯემალი ჰქვია.
ჯემალ სარიქაია: ერთწელიწად ადრე თქვენიდან მოსული იყვნენ აქ პროფესორები უნივერსიტეტიდან – თბილისიდან, ბათუმიდან. ისინი მითხრეს, რომ ოშკი და იშხანი უნდა გააკეთოთო და ჩვენთან მეჩეთები გააკეთონო. გაკეთება იმიტომ იქნება კარგი, რომ მოშლილი ეკლესია კარგი არ არის, ისტორია არი. თქვენშიც მეჩეთები გააკეთებენ, ესეც კარგი იქნება. თქვენც მოხვალთ ნახავთ, ბევრი მოდიხართ, ძაან მიხარდება. თქვენში მოსულები ნახავენ მეჩეთები, იქ ალოცებენ ღმერთს, ზაან კაი იქნება ყველასთვინ.
მე ვნახე ეკლესიები, ბევრი ვნახე, მარტო იშხანი არა. თქვენიდან ჩამოსული მეგობრებთან ერთად მიველ ვნახე, პარხალიც მაგარია, ოთხთაც კაია.
ეიუფ ქანთაროღლუ: ძველი ეკლესიებინა უნდა მოვაკეთოთო. კარგია მოკეთება ძველები, ჩვესთვისაც კარგი იქნება. ჩვენებურნი ჩამოვლენ ერთმანეთს გევცნობთ, ჩვენი კულტურება არ იკარგვის, ენასაც არ დეიკარგვის იქეური ქართველები ჩამოვლენ და ლაპარაკობთ. ორ წელწად უწინ ვნახე ეკლესიები. ზოგი ეკლესიები, სადაც მეჩეთი იყო, ისინი კარგია, არ დანგრეულა. იშხანი არ დანგრეულა, ოთხეკლესიას ბევრი დანგრეულა. პარხალი კარგია.
იქეური ქართველები წასულა თუ ენა დაივიწყეს, ისიც არ ვიცი. ქართველებმა მათი ისტორია არ იციან, როგორ დამჩალან, რატომ ქართულად ლაპარაკობენ, ისინი კარგად არ იციან. ისტორია დაკარგულია ჩვენთან, არ იციან კარგად. ზოგან იქაური ქართველები მოდიან და ისინი რაცხა ამბობენ, ჩვენც ისე ვიცით. თურქეთის ისტორიაში დაწერილ არაი ეკლესიები ვისია. თურქეთის ისტორიაში ვერ ვსწავლობთ იმასა.
ჩემი ძმა გასულ წელში წევდა ბათუმში იარა. ჩვენც ვაპირებთნა წევდეთ ერთ დღეს. ისე გაგონილი მაქ და კარგად არ ვიცი, ააშენონ თუ არა მეჩეთი. იქეურ ხალხს როგორც უნდა ისე იქნება კარგი. თუ უნდა აშენება, კაი იქნება, თუ ხალხ არ უნდა, არ იქნება კარგი.
აბდულაჰ ქანთაროღლუ: უწინ ყოფილა საქართველო აქაურობაი, მას უკან შექმნილა თურქისტან, ოსმალები ყოფილან მაშინ. მე თუ მკითხო, ეკლესიის გაკეთება კარგი იქნება. ხალხი წავლენ-მოვლენ დარჩება თარიღი. მოსული ხალხი კიდევ დეინახვენ ჩვენი ყოფილა უწინ, ძველათ გუკეთებიანო. ხალხს ეკლესია მოსწონ, რომ უნდა გაკეთდეს, არვინ არ იტყვის არ მოსწონან. ტურიზმი წავლენ-მოვლენო იტყვიან.
მღვდელი რომ იყოს, პრობლემა არ იქნება. აქაური ხალხი რას ამბობენ იცი? – თურქეთის ჯუმურიეთის (სახელმწიფოს) ქიმლიგი ზიდე და შენ რაცხა გინდა იყავ. მათებურა ომი, წაკიდება არ უნდანან.
მე ფოთში ჩასვლამდე ჩაველ და მევწონე, დიდი მიწა, კაი მიწა. მე ისე დევნახე ჩემი თვალით. მე ბათუმში ვიყავი, დევნახე ჯამე, ჰამა ჯამიკარსა არ მივსულვარ. ახალი ჯამე არ ვიცი, ჰამა ჰაბერში (ახალი ამბები) ყური ვკარი, გევგონე გაკეთდესო. კარგი იქნება, თუ გაკეთდება. ყოვლი ხალხი ღმერთი ერთი. ვინცხამ რა იცის, ისე წავა მის გზაზე. ისე არ არი მერე?
____
ამ მოგზაურობაში მხარდაჭრისთვის „ბათუმელები“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის „ტაქსი +“. ასევე ტურისტულ სააგენტო „ბათოტურის“ ხელმძღავანელს გელა სურმანიძესა და ფოტოგრაფ შოთა გუჯაბიძეს.