Batumelebi | პირველი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი პირველი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი – Batumelebi
RU | GE  

პირველი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი

პირველი-პრეზიდენტის-პირა

ავტორი: მირანდა მიქაძე

მაღალი, ენერგიული, საინტერესო, ჭაღარაშერეული და აპარატით ხელში, 60 წლის “ახალგაზრდა” ფოტოხელოვანი – ასე ახასიათებს სტუდენტები გივი ნახუცრიშვილს. უნივერსიტეტში ყველა იცნობს, უყვართ, მაგრამ მის შესახებ ცოტამ იცის… გივი ნახუცრიშვილი პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას ფოტოგრაფი იყო. ის პრეზიდენტის ხასიათსა და იმდროინდელ მოვლენებზე “ბათუმელებთან”პირველად საუბრობს.

“ფოტო წამს აჩერებს”

გივი ნახუცრიშვილი: მამაჩემი ხატავდა, მეც ვხატავ, მაგრამ ფოტოხელოვნება უფრო მიზიდავს. ფოტოთი წამს აჩერებ, მხატვრობას კი ეს უნარი არ აქვს, დროის დაფიქსირება ყოველთვის მომწონდა. პირველი აპარატი 35 მანეთად ვიყიდე. სკოლის პერიოდში საჭმლის ფულს, 10 კაპიკს რომ მაძლევდნენ, იმ ფულს აპარატის შესაძენად ვაგროვებდი.

ოთხკაციანი ტელეარხი

20 წლიდან ჟურნალისტიკაში ვიყავი, როცა მთავრობას ტელევიზია განუდგა, ყველაფერი მივატოვე და  ოთხმა ადამიანმა პრეზიდენტთან არსებული ტელევიზია ჩამოვაყალიბეთ. მთავრობის სახლიდან მიმდინარე მოვლენებს ვაშუქებდით. ყველაფერს ჩვენ თვითონ ვაკეთებდით.

ზვიად გამსახურდიას შესახებ…

მიკვირდა,  ფიზიკურად როგორ უძლებდა ამ ყველაფერს. მხოლოდ 4 საათი ეძინა და  თითქმის უჭმელი იყო. ღვინოს ერთ ჭიქაზე მეტს არ სვამდა, ნასვამი არასოდეს მინახავს. ეტყობა, მისი იდეებისადმი რწმენა აძლებინებდა, სხვანაირად შეუძლებელი იყო. აბსოლუტური მეხსიერება ჰქონდა და რამდენიმე ენას ფლობდა. როცა პრეზიდენტი გახდა, ვეფხისტყაოსნის “სახის მეტყველებაში” დისერტაცია დაიცვა.  ოჯახს  ვერ აქცევდა ყურადღებას, ბოლო წლებში ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, მის სახლში უამრავი ხალხი ირეოდა…

სუფრაზე სულ სხვა იყო, ჩვეულებრივი, ადამიანური, ზოგჯერ სისულელეებს ლაპარაკობდნენ, ის მაინც მოთმინებით უსმენდა. თუ აუცილებელი არ იყო, ხმას არ ამოიღებდა, მოსმენა უფრო უყვარდა. მიტინგზე დიდხანს არ გამოდიოდა, 5-10 წუთი საკმარისი იყო, ხალხი ხელში აეყვანა. ფილოსოფიის მხრივ ანტროსოფოსი იყო, ეს მიმდინარეობა ბუნებასთან მიახლოებულია. ამის გამო ბრალიც კი დასდეს – რელიგია შეიცვალაო. ანტროსოფოსია ფილოსოფიაა და რწმენასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

9 აპრილი

ქართველებისა და აფხაზების დაპირისპირების მიზნით კომუნისტებმა აფხაზეთის ავტონომიის გაუქმების იდეა შემოაგდეს. ზვიადმა კი ეს ლოგუნზი საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეცვალა, რასაც 9 აპრილი მოჰყვა. ამის მერე დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა. ზვიადი ყოველთვის ამბობდა –  აფხაზებს მეტი სამშობლო არ აქვთ და ავტონომიის სახით უნდა იარსებოსო.

არც ცოდნა გვქონდა, არც გამოცდილება

ზვიადის ყველა შეხვედრას ვესწრებოდი, რეფორმების ჩატარებას სთავაზობდნენ, მაგრამ არანაირ დათმობაზე არ წავიდა. ახალი გამოსულები ვიყავით რუსეთის იმპერიიდან, არც ცოდნა და არც გამოცდილება არ არსებობდა, ჩაკეტილი სივრცე იყო… მაშინ ბუშმა თქვა, გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიდისო.

დახვრეტილი ინტელიგენცია

მაშინ მარტო ზვიადი იყო, რომელმაც ჩამოყალიბებულად იცოდა, საით მიდიოდა და რას აკეთებდა. მიმდევრები ჰყავდა, მაგრამ უმეტესობამ ბოლომდე ვერ გაძლო. ბევრმა პარლამენტარმაც უღალატა, ყველამ იცის მათი გვარები. ზვიადმა კი ბოლომდე გაწირა თავი. კადრების ნაკლებობა ახლა ჭირს და მაშინ საიდან უნდა ყოფილიყო, საბჭოთა სივრცეში 70 წელი ცოტა არ იყო, თან 1937 წელს მთელი ინტელიგენცია დახვრიტეს. თავისუფლების იდეაც ბევრს ცუდად ესმოდა. მაშინ კი არა, თავისუფლების გაგება ახლაც ჭირს…

თავისუფლება ანარქიას და ქაოსს არ გულისხმობს, პირიქით, ეს არის სრულიად მოწესრიგებული სამყარო, სადაც ყველა ვალდებულია იშრომოს და დემოკრატიისა და თავისუფლების პრინციპს ემსახუროს. სახელმწიფომ კი მშვიდობით და სამუშაო ადგილებით უნდა უგზრუნველგყოს, დანარჩენი შენ თვითონ უნდა გააკეთო…

სად არის  ფოტოარქივი?

მაშინ “ნიკონისა” და “ზენიტის” აპარატები მქონდა. “ზენიტი” რომ წაერთმიათ, არ მენანებოდა, “ნიკონს” კი განსაკუთრებული დღეებისთვის ვხმარობდი. უამრავ ფოტოს ვიღებდი, მაგრამ ვერ ვაქვეყნებდი და არც არავის ვაძლევდი. ფოტოებისთვის და ვიდეოკასეტებისთვის ერთი დიდი ყუთი გვქონდა და იქ ვინახავდით. გროზნოში რომ მივდიოდით, პრეზიდენტს მანქანაში ჩავუდე, აქ დატოვება მეშინოდა, რადგან ზვიადისტებზე ტერორი მძვინვარებდა. იქ კი, როცა რუსები შემოვიდნენ გროზნოში, ფოტო და ვიდეომასალა წაგვართვეს. სიმართლე გითხრათ, გული თან მწყდება თან არა,  ყველაზე საშინელი წუთების მოგონება ძალზე მტკივნეულია…

პრეზიდენტი მოკლეს

ზვიადის სიკვდილთან დაკავშირებით არავინ გამსაუბრებია, იმიტომ, რომ გარდაცვალების დროს მასთან არ ვიყავი. გულშიც არავის გაგვივლია, რომ მას თავის მოკვლა შეეძლო. ეს თავიდანვე აბსურდი იყო. ყველამ იცოდა, რომ მოკლეს, რას იძიებენ, არ ვიცი… ყველა მისი ნაბიჯი ვიცოდით, გროზნოდან თავის მოსაკლავად არ ჩამოსულა… აქ რა მდგომარეობა იყო, იცოდა, მაგრამ მაინც ჰქონდა იმედი, რომ ხალხი გაჰყვებოდა. თუმცა ზვიადი საქართველოში რომ ჩამოვიდა, ხალხის აზროვნება უკვე შეცვლილი იყო… მაგრამ ზვიადს იმედგაცრუება მთელი ცხოვრება ჰქონდა და მისთვის ეს მოულოდნელი ეფექტი არ იყო, რომ ამის გამო თავი მოეკლა. მე მაშინ თბილისში ვიყავი, სიტუაცია უნდა მეცნობებინა. სწორედ მაშინ გავიგე, რომ რუსეთი ეროვნული მოძრაობის წევრების ამოხოცვის ოპერაციას ამზადებდა, შეიარაღებული ზვიადისტები სამეგრელოდან უნდა შემოეტყუებინათ თბილისში და იქ ამოეხოცათ. ეს ამბავი მხედრიონმაც არ იცოდა, მარტო კგბ და შევარდნაძე იყო ინფორმირებული.

პოლიტიკური თავშესაფარი

პრეზიდენტ გამსახურდიასთან არსებულ ტელევიზიაში ვმუშაობდი. გადატრიალების შემდეგ ჩემს ოჯახის წევრებსა და შვილებს პრობლემები შეექმნათ და იძულებული გავხდი, გარკვეული დროის შემდეგ გერმანიისთვის დროებითი პოლიტიკური თავშესაფარი მეთხოვა. დარწმუნებული ვიყავი, შევარდნაძის მთავრობა შეიცვლებოდა, ვარდების რევოლუცია ლოგიკური იყო, ამერიკა საქართველოს არ დათმობდა. ერაყის ომის შემდეგ ნათლად გამოჩნდა საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა.

გერმანული ცხოვრება

თავიდან გერმანიაში ცხოვრება გამიჭირდა, მეხამუშა, ახლა პირიქით, მისაღებია. გერმანელებს მენტალიტეტი მთლიანად ქართული აქვთ, ძალიან სტუმართმოყვარეები არიან, მაგრამ ყველაფერს ორგანიზებულად აკეთებენ…  იმათ გეგმაზომიერებას რომ მივბაძოთ, მალე დაეტყობა საქართველოს. დილის 6 საათიდან 4 საათამდე მუშაობენ, საღამოს კი დასვენებასა და თავიანთ გატაცებებს უთმობენ დროს. პროფესიაზე არავინ საუბრობს. ყველა ცდილობს, პარალელურად მეორე პროფესიასაც დაეუფლოს, სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში გამოუვალ სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდნენ, იქ ყველას ბანკის ვალი აქვს…

მე და ჩემს მეუღლეს გაგვიმართლა, ორივე ხელოვანები ვართ და სამსახურები ვიშოვეთ, რადგანაც ევროპაში ხელოვნება დაბალანაზღაურებადია, ხელოვანების  დეფიციტია. ვინც ხელოვნების გზას ირჩევს, მათი უმრავლესობა ძალიან მდიდარია და არ არის ხელფასზე დამოკიდებული.

ფილმი აგვისტოს ომზე

აგვისტოს ომის შემდეგ სტუდენტებთან ერთად დანგრეული სოფლები მოვინახულეთ და ფილმი _ `მტერი არ შეგვიბრალებს ტირილითა და ვიშითა, რუსული აგრესია~ გადავიღეთ. ამ ფილმში პირველად ჩვენ ვთქვით, რომ ეს ომი საქართველოს უფრო დაეხმარებოდა, დრო რომ გავიდა, დადასტურდა კიდეც. მკვდარი კონფლიქტი ცოცხალ კონფლიქტად გადაიქცა და მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20% დაიპყრო.

ამჟამინდელი საქმიანობა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სოციალური მეცნიერებათა მიმართულების სპეციალისტად ვმუშაობ. ვამზადებ ფოტოგამოფენებსა და დოკუმენტურ ფილმებს. გუნდური მუშაობა სტუდენტებისთვის სასარგებლოა და ამავე დროს აუცილებელი. ფოტოსა და ვიდეოს გადაღება რთული პროცესია და  შემოქმედების პროცესში როგორც გონებრივ, ასევე გარკვეული უნარ-ჩვევების გამოყენებას მოითხოვს.

შემდეგი ფილმი

10 აგვისტოდან სტუდენტები შეიკრიბებიან და სოფელ სხალთაში ფილმისა და ფოტოების გადასაღებად წავალთ. ახლა რა ხელფასიც მაქვს, ის გადაღებების დროს მეხარჯება, მაგრამ სხვა პროფესიით ვერ ვიმუშავებ. ფულის გამო ვერ დავთმობ იმას, რის გარეშეც ცხოვრება არ შემიძლია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge