სიახლეები

პროტესტი გადაცემას – „ყველაფერი ისლამის შესახებ“

30.05.2012
პროტესტი გადაცემას – „ყველაფერი ისლამის შესახებ“

ავტორი: ნათია ზოიძე 

„ყველაფერი ისლამის შესახებ“ – „ტვ 25“-ის ეთერით ამ გადაცემის ტრანსლირებამ ბათუმელი ლეიბორისტების პროტესტი გამოიწვია. ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი „ტელეარხი 25“-ის თოქ-შოუებში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებს. მისი არგუმენტი ასეთია – გადაცემა თურქული სპეცსამსახურებისგან ფინანსდება და იგი ქართული საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველია. ეს განცხადება ტვ 25-ს ეთერითაც გადაიცა და სოციალურ ქსელში ფეისბუქზეც გავრცელდა.

„ტვ 25“-ის გენერალური დირექტორი მერაბ მერკვილაძე ფიქრობს, რომ ეს საგანმანათლებლო გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩვენს რეგიონში მცხოვრები მუსლიმანებისთვის. რაც შეეხება დავით რობაქიძის განცხადებებს, მერაბ მერკვილაძისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, პოლიტიკოსს არ მოსწონდეს ერთი გადაცემა და უარი თქვას არხის სხვა თოქ შოუში მონაწილეობაზე: „ჩვენ აბსოლუტურად კანონიერად გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება „თეოლოგთა კავშირთან“, მაგრამ თუ ორგანიზაცია ფულს არაკანონიერი გზით შოულობს, ამ საკითხით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ“.
კითხვაზე – გარდა სამართლადამცველებისა ამ საკითხით „25-ე არხის“ გამომძიებელი ჟურნალისტებიც ხომ არ დაინტერესდებიან, ან კომერციული ხელშეკრულება ჟურნალისტების დაინტერესებას ხელს ხომ არ შეუშლის? – მერაბ მერკვილაძემ გვითხრა:
– ამჯერად ჩვენი საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს რამდენიმე თემაზე. თემატიკის შერჩევის დროს არ დავინტერესებულვართ ამ თემით, თუმცა არაფერი არ არის გამორიცხული… ისე, ეს თქვენ შეიძლება ჰკითხოთ ჩვენს ჟურნალისტებს“.
ყოველდღიური გადაცემის წამყვანი და იმავდროულად `თეოლოგთა კავშირის“ თავმჯდომარე თემურ გორგაძე რობაქიძესთან პოლემიკის გამართვას არ გეგმავს. ის ორგანიზაციის იურისტთან კონსულტაციებს გადის და სასამართლოში ჩივილს აპირებს. `ბათუმელებთან~ თემურ გორაძემ განაცხადა, რომ „თეოლოგთა კავშირს“ თურქეთში რეგისტრირებული „საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია“ აფინანსებს.
„ტვ 25“ უკვე რამდენიმე დღეა რაც თანამგზავრზე გადის. დაახლოებით ერთი თვის წინ არხის გენერალურმა დირექტორმა მერაბ მერკვილაძემ განაცხადა, რომ თანამგზავრზე ტელევიზია სტუდია „ობიექტივისა“ და „თეოლოგთა კავშირის“ მხარდაჭერით გავა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.