სიახლეები

პრემიერა ბათუმის თეატრში

30.05.2012
პრემიერა ბათუმის თეატრში

     დღეს, საღამოს შვიდ საათზე ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება.    პირველად ქართულ სცენაზე  თანამედროვე ცნობილი რუმინელი პოეტის, დრამატურგის და ჟურნალისტის მატეი ვისნიეკის პიესა „სამუშაო მოხუცი კლოუნებისთვის“ დაიდგა.
სპექტაკლის მხატვრული და მუსიკალური გაფორმება რეჟისორს – გიორგი თავაძეს ეკუთვნის.  სპექტაკლში სულ ოთხი მსახიობი მონაწილეობს. ბათუმის თეატრის მსახიობებს ტიტე კომახიძეს (ფილიპო) და მამუკა მანჯგალაძეს (ნიკოლო) პარტნიორობას ცნობილი მსახიობი, კინომსახიობთა თეატრის არტისტი  რამაზ იოსელიანი უწევს, რომელიც საგანგებოდ მუხუცი კლოუნის (პეპინო) შესასრულებლად არის მოწვეული ბათუმის თეატრში. პეპინოს როლში ასევე მაყურებელი იხილავს ზაზა ზოიძეს.
ბათუმის თეატრის საპრემიერო სპექტაკლზე მისული მაყურებელი მსახიობების თამაშს თვალს თეატრის იარუსებიდან მიადევნებს, რადგან სპექტაკლი თამაშდება ავანსცენაზე, პარტერსა და ამფითეატრში. სცენის და მაყურებელთა დარბაზის ამ ნაწილებს პოდიუმი კრავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.