სიახლეები

პეტრას ციხე ერთ ლარად გასხვისდა

30.05.2012
პეტრას ციხე ერთ ლარად გასხვისდა

ავტორი: ლელა დუმბაძე

ინფორმაციას ამის შესახებ პეტრას მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი, ირაკლი ჩავლეიშვილი ავრცელებს. „ბათუმელებთან“ საუბარში იგი ამბობს, რომ ციხის გასხვისების შესახებ ინფორმაცია მისთვის მოულოდნელი იყო: „შემთხვევით, ბუღალტერისგან გავიგე ეს ინფორმაცია, რომ პეტრას ციხე ერთ ლარად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, უკრაინის მოქალაქისთვის 49 წლიანი იჯარით გადაუცია“.

ჩავლეიშვილის ინფორმაციის თანახმად ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორს ციხე და მასზე მიმაგრებული 3 200 კვ/მ ფართობის მიწა გადაეცა, სადაც  500 000 ლარის ინვესტიცია უნდა დააბანდოს.

„ინვესტორმა ციხის ტერიტორიაზე გასართობი ცენტრი და საზოგადოებრივი კვების ობიექტი უნდა მოაწყოს. საუბარია ციხის ჩრდილოეთის კედლის და დასავლეთის კოშკის რესტავრაციაზეც. ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი სამნავიანი ბაზილიკის ნაშთების და აბანოს თაობაზე, სადაც არქეოლოგიური გათხრებია  ჩასატერებელი და ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი~.

ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, აჭარაში მხოლოდ ორი ძეგლი პეტრას ციხე და გონიოა მონუმენტარული, ამიტომ ასეთი ძეგლების ჩუმად გასხვისება მიუღებელია. „სხვას რომ თავი დავანებოთ, აქ არის მორალური მხარეც, რადგან ქართველებმა ბოლო გამარჯვება სწორედ პეტრას ციხესთან იზეიმეს, როცა აჭარა დანარჩენ საქართველოს შემოუერთდა. საერთოდ ეკლესიის ინფორმირების გარეშეც არ უნდა მომხდარიყო გასხვისება, რადგან კონკორდატის მიხედვით, საკულტო ნაგებობებზე ეკლესიას გააჩნია თავისი უფლებები.”

ისტორიული ციხე-ქალაქის, პეტრას ნანგრევები სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე მდებარეობს. ციხე-მუზეუმი ნაკრძალად 1999 წელს ჩამოყალიბდა.  ციხის შესახებ მოპოვებული ინფორმაციები პირველი ათასწლეულით თარიღდება, თუმცა როგორც ქალაქი, პეტრას ციხე მეექვსე საუკუნეში ჩამოყალიბდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.