სიახლეები

ოჯახი ბავშვთა საავადმყოფოს წინააღმდეგ

30.05.2012 •
ოჯახი ბავშვთა საავადმყოფოს წინააღმდეგ

ავტორი:ცაგო კახაბერიძე
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის წინააღმდეგ რუსუდან ფუტკარაძის სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვთა საავადმყოფომ დაზარალებულს 27 000 ლარი უნდა გადაუხადოს. სისხლის სამართლის საქმე კი, რომელიც ფაქტზე 130-ე მუხლით იყო აღძრული და რაც ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს, გრძელდება. საქმეს პოლიციის მეშვიდე განყოფილება იძიებს.
რუსუდან ფუტკარაძემ ბავშვთა საავადმყოფოს დაახლოებით ერთი წლის წინ ექოსკოპიური კვლევისა და დროული მშობიარობისთვის საჭირო პროცედურების ჩატარების მიზნით მიმართა. პაციენტის მონაყოლით `საკეისრო კვეთა ორი საათის დაგვიანებით ჩატარდა. ამის მიზეზი კი ადგილზე ექოსკოპისტის არყოფნა გახდა, რის შედეგადაც ახალშობილი დაიღუპა, მან კი საშვილოსნო დაკარგა~.
`ჩვენ არ გაგვიხდია სადავოდ ახალშობილის დაღუპვის ფაქტი. სადავო ძირითადად ის იყო, რომ ორი საათის დაგვიანებით ჩატარებული საკეისრო კვეთის გამო ქალბატონმა საშვილოსნო დაკარგა, რაც ექსპერტიზამაც დაადასტურა~, _ ამბობს რუსუდან ფუტკარაძის ადვოკატი რამინ გვარიშვილი.
დაზარალებულმა სასამართლოში საკომპენსაციო თანხა მოითხოვა, რომელიც მას სუროგაციის წესით შვილის გასაჩენად დასჭირდებოდა. საქმეში არსებობდა ექსპერტიზის დასკვნაც, სადაც ნათქვამი იყო, რომ დროული საკეისრო კვეთის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა პაციენტისთვის საშვილოსნოს შენარჩუნება. `საქმის დაწყებამდე ჩვენ მოლაპარაკება ვცადეთ საავადმყოფოს ხელმძღვანელობასთან და ვითხოვდით თანხას მხოლოდ სუროგაციისთვის, მაგრამ ისინი მოლაპარაკებაზე არ წამოვიდნენ. ამის შემდეგ ჩვენ სასამართლო წესით მორალური ზიანის ანაზღაურებაც მოვითხოვეთ~.
მოსამართლე ლია ავალიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში რუსუდან ფუტკარაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა. რის შემდეგაც დაზარალებულმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა.
რამინ გვარიშვილის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ავადმყოფის განსაცდელში მიტოვების ფაქტზე პოლიციის მეშვიდე განყოფილებაშია აღძრული, გრძელდება: `საქმეში ჯერ კონკრეტული პიროვნებები არ არიან ცნობილი, საუბარია ექიმთა ჯგუფზე, რომელთა დანაშაულიც გამოიკვეთება, ისინი პასუხისგებაში მიეცემიან. შემდეგ უკვე გადაწყვეტილებას ისევ სასამართლო მიიღებს. ჩვენ სამოქალაქო წესით ვიცავდით რუსუდან ფუტკარაძის ინტერესებს და ჩვენი ძირითადი მიზანი სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურება იყო~, _ ამბობს ადვოკატი.
საქმე ბავშვთა საავადმყოფოს ექიმთა ჯგუფის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლითაა აღძრული, რაც ბრალის დადასტურების შემთხვევაში სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ან სამი წლით საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი