სიახლეები

პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი

30.05.2012 • • 1111
პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი

მე, ირაკლი გიორგის ძე გედენიძე, დავიბადე თბილისში, 1973 წლის 5 დეკემბერს.
1979 წელს შევედი 126-ე საშ. სკოლაში და 89-90 წლებში დავამთავრე იგივე სკოლა.
ამავე წელს ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში და 94 წელს დავამთავრე მექანიკა-მანქანათმშენებლობის ტექნოლოგის სპეციალობით.
უმაღლესში სწავლის პარალელურად ვმუშაობდი საქინფორმის ფოტოქრონიკაში,
გაზეთ „ალიაში“, „ასავალ-დასავალში“, ფოტორეპორტიორად. ამავე წლებიდან სააგენტო „როიტერში“ სტრინგერ ფოტოგრაფად, ბოლო 3 წლის მანძილზე კი საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსში, ასევე ფოტორეპორტიორად.
მყავს მეუღლე და ორი შვილი.
ეს ოფიციალური ნაწილი, თორემ ეს დიპლომი დღესაც, სადღაც კარადის თავზე იმტვერება…
რაც შეეხება ჩემს ფოტოგრაფიით დაინტერესებას ჯერ კიდევ ბავშვობისას დაიწყო… ამას წინათ დედაჩემი მახსენებდა, თუ გახსოვს სოხუმის პლაჟზე ვიღაც კუპალნიკიან გოგოს რომ დასდევდი გადასაღებადო… რა ვიცი, რა ვიცი.. მე ეხლა ნაღდად ვერ ვიხსენებ რა სად და როდის.. ისიც სოხუმის პლაჟზე…. მაგრამ ფაქტია, რომ გადაღება ჯერ კიდევ 5-6 კლასში ვიცოდი და თან “ვპაპარაცობდი.”
ისე კი როცა გონში ჩავვარდი ბაბუაჩემს, ვასილ ანდღულაძეს, ვთხოვე მასწავლე გადაღება, ისე რომ კარგი სურათები გამოვიდეს მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე, არაფერი გამოვიდა… არ მასწავლა… ბოლოს თავისი ომის დროინდელი, 1945 წელში გამოშვებული “ზორკი” მაჩუქა და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა!!!
გადაღებულ ფირს გამჟღავნება უნდოდა და… ვაჟა ფშაველაზე ერთი ძალიან კარგი მაღაზია იყო ფოტომოყვარულთათვის. იქ ერთი ძალიან კარგი კაცი მუშაობდა ზაური, რომელიც შეცდომებზე მიგითითებდა და რჩევებსაც არ დაგამადლიდა… სამწუხაროდ გარდაიცვალა კარგა ხანია…
შემდეგ ჩემით ფირის ბეჭდვა-გამჟღავნებასაც მივყავი ხელი და უამრავი გაფუჭებული ფირის ფასად ლაბორანტის ხელობაც ვისწავლე. იმ პერიოდში მზა ქიმიური მასალები ძნელად ხელმისაწვდომი იყო და ხშირად მიწევდა სხვადასხვა გასამჟღავნებელი წამლების დამზადება სხვადასხვა რეცეპტების მიხედვით.
1988-89 წლებში ეროვნული მოძრაობა ფეხს იკიდებდა და ღვივდებოდა. მეც, ალბათ განგების ძალით მოვხვდი ლიდერებთან ახლოს და დროშის ფრიალით ვცდილობდი წვლილის შეტანას. ერთ დღესაც გადავწყვიტე დროშის ტარებაზე გაცილებით უკეთესი იქნებოდა ეროვნული მოძრაობის განვითარების ის კადრები დამეფიქსირებინა რომელიც შთამომავლობას დარჩებოდა… შემდეგ იყო ფოტომოყვარულთა ცხოვრების არაჩვეულებრივი წლები… და პრესასთან პირველი შეხება, რომელიც სხვათა შორის “კრიკუნობიდან” დაიწყო. იმ პერიოდში წმინდა ილია მართლის საზოგადოება მერაბ კოსტავას თაოსნობით გამოსცემდა გაზეთ “ხმა ერისას”-ს, რომლის გავრცელება მე და ერთ გოგონას, შორენას, დაგვევალა, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით. ჩვენც რუსთაველის მეტროს ვესტიბიულში ვყიდიდით საკმაო რაოდენობის გაზეთს…
გავიდა ხანი და რომელიღაც გაზეთში ინფორმაცია გავიდა საქინფორმის ფოტოქრონიკაში ფოტოსასწავლებლის გახსნის შესახებ. ცოტა არ იყოს გაუბედავად შევაღე მაშინდელი მთავარი ფოტორედაქტორის, ბონდო დადვაძის კაბინეტის კარი.
“ნამუშევრები თუ გაქვსო”, მკითხა ბატონმა ბონდომ…
“მე სწავლა მინდა მეთქი”, მივუგე.
“რავა გადაღება სულ არ იციო?”
“კი ვიცი მაგრამ”,… და რამოდენიმე ნეგატივი ვაჩვენე…
ერთი წუთი დამელოდე ბიძიაო მითხრა და კაბინეტში სკოლის ხელმძღვანელი სერგო ედიშერაშვილი შემოიყვანა.
“ამ ბიჭს ჩვენთან სწავლა უნდაო”. უთხრა…
და ნეგატივებზე მიუთითა…
“ამას სწავლა უნდაო?”, ბატონმა სერგომ…
მოკლედ ბევრი რომ თავი აღარ შეგაწყინოთ იმ დღესვე შტატგარეშე კორესპოდენტად მიმიღეს და ცოტა ხანში ,,NIKON F2,, ის მთელი კომპლექტი ჩამახუტეს…
სწორედ ამ დღიდან უფრო მონდომებული გავხდი და ვცდილობდი ყველა მოვლენის ცენტრში ვყოფილიყავი.
ასე განვლო მიტინგების, პირველი პრეზიდენტის არჩევნების თუ დაკრძალვის, სამოქალაქო ომის, და ტერაქტების წლებმა…
სხვადასხვა გამოცემები, სააგენტოები, და გაზეთები…
2004 წლამდე ვმუშაობდი გაზეთ “ალია”-ში, შემდეგ სააგენტო “ინტერპრესნიუს”-ში, 2006 წლიდან კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში პრეზიდენტის პირად ფოტოგრაფად…
მაშ ასე კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემს ვებგვერდზე, ველი თქვენს გამოხმაურებას და შენიშვნებს… ნათქვამია “სწავლა სიკვდილამდე”…

წყარო: ირაკლი გედენიძის პერსონალური ვებგვერდი

გადაბეჭდვის წესი