სიახლეები

პროტესტი RMNA & “JAM! events”-ს

30.05.2012 • • 1285
პროტესტი RMNA & “JAM! events”-ს

ბარბარა ხარხელი, ბლოგერი  BARBIE’S PANIC ROOM

შესავალი, მათთვის, ვინც არ იცის რა ხდება.

დაახლოებით 2 თვის წინ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ სახელად  RMNA (Rock Music National Association) & “JAM! events”  DJ Rock-ის ხელმძღვანელობით გამოაცხადა, რომ აწყობს გრანდიოზულ მეტალ კონცერტს ბათუმში და ჩამოყავს ცნობილი მეტალ ჯგუფები. იხილეთ ივენთის ბმული.

არ ჩავუღრმავდები დეტალებს, თვითონაც ნახავთ. მთავარი ჰედლაინერები იყვნენ: Sepultura და Dark Tranuillity (DT). ყველას ძალიან გაგვიხარდა და ვიყიდეთ ბილეთები ვიღაც მოსიარულე ბილეთების მყიდველი ტიპისგან 80 ლარად. (ხელი არაფერზე არ მოგვიწერია).

რამდენიმე ხანში გაირკვა, რომ სეპულტურამ უარი თქვა ჩამოსვლაზე, ქვეყანაში არსებული არასტაბილური მდგომარეობის გამო, თუ რაღაც მსგავსი სულელური მიზეზით. ყველას გაგვიტყდა, ორგანიზატორები შეგვპირდნენ, ჩვენ მათ ვუჩივლებთო. მოკლედ, ვაგინეთ სეპულტურას და მაინც მივდიოდით კონცერტზე Dark Tranquility-ს ხათრით.

მაგრამ, გუშინ Dark Tranquility-მ თავიანთ საიტზე გამოაქვეყნა ეს პოსტი :

Global east show cancelled – July 14, 2011

Unfortunately, we have to announce that our performance at the Global east festival in Georgia this weekend is cancelled.

Without getting too much into business details in a public press release like this, the festival promotors have failed to live up to their part of the agreement, particularly in terms of making appropiate travel arrangements and so forth.

After almost two months of not communicating with us or our booking agent at all, they tried to remedy the situation during the last few days, but unfortunately it proved impossible to reach a solution that would make it practically possible for us and our crew to be there and perform a show at our usual standard.

We had very much looked forward to our debut show in Georgia and realize that a lot of fans will be disappointed by this. However, we assure you that we hope to be able to schedule a new date as soon as possible.

ანუ აღარ ჩამოდიან.

კონცერტი არის კვირას და ორშაბათს (17-18 ივლისი). ეჭვი მაქვს, ორგანიზატორებმა ამის შესახებ აქამდეც იცოდნენ და დაგვიმალეს.
ყველგან მივწერე, ბილეთის ფული დამიბრუნეთ-მეთქი, მაგრამ თავს იყრუებენ, რა თქმა უნდა.

ჯერ არ ვიცი აპირებენ თუ არა ბილეთის ფულის დაბრუნებას, მაგრამ მე წინასწარ მაინც გავიარე კონსულტაცია იურისტთან.

მან მითხრა:  ”ბილეთის ყიდვა უკვე არის ხელშეკრულება, არაფერზე ხელის მოწერა არაა საჭირო, თუ, რასაკვირველია, ვინმემ ყალბი ბილეთი არ შემოგატყუა და ეს იგივე ბილეთია, რასაც ორგანიზატორები ყიდდნენ. ბილეთზე არის ხელშეკრულების ყველა რეკვიზიტი – ფასი, თარიღი, შემსრულებლის ვინაობა, ადგილი და ა შ. დანარჩენს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, რა ჯობია, თუმცა, კანონითაც აბსოლუტურად მართალი ხართ და არავინ მოგატყუოთ, რომ რაკი ხელი არ მოგიწერიათ, ვერაფერს იზამთ. გარიგება ზეპირადაც იდება (მარშრუტკაში, ტაქსიში) და თითქმის იგივე ძალა აქვს, რაც წერილობით გაფორმებულს. ბილეთი კი, ჩათვალე, ოფიციალური დოკუმენტია.

ხელშეკრულება ნაწილობრივ დაირღვა, როდესაც რამდენიმე ჯგუფმა უარი თქვა ჩამოსვლაზე და ამიტომ ნაწილი მაინც უნდა დაგიბრუნონ, რადგან იდეაში შენ ამ ჯგუფების მოსმენაც გინდოდა. თუმცა, სამოქალაქო კოდექსში არის დაახლოებით ასეთი ჩანაწერი “თუ ხელშეკრულების შესრულებამ პირობების ცვლილების გამო დაკარგა აზრი მხარისათვის”, ანუ შენ უნდა თქვა, რომ მაგ ორი ჯგუფის გარეშე შენ ინტერესი დაკარგე. (რაც სრული ჭეშმარიტებაა)

მუხლის ზუსტი ციტირება:

“ვალდებულების დარღვევა ორმხრივი ხელშეკრულების დროს

მუხლი 405. დამატებითი ვადის დაწესება ვალდებულების დარღვევისას
1. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას,მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. “

მაგრამ კონცერტზე თუ წახვალ, ვერ დაამტკიცებ რომ აზრი დაკარგა და 80 ლარი უნდა დაგიბრუნონ (რაკი წახვედი, ესე იგი აზრი ჰქონია და ინტერესი მაინც გაქვს), ხოლო თუ არ წახვალ, შეგიძლია თქვა, რომ პირობების ცვლილების გამო ხელშეკრულების შესრულებამ აზრი დაკარგა და ფული მთლიანად უნდა მოგცენ.

რასაკვირველა, შეგიძლია უჩივლო, უმჯობესია ჯგუფურად, რაც მეტი – უკეთესი.”
როგორც ხვდებით, აქ 80 ლარზე არაა საუბარი, აქ არის პრინციპზე. ხალხი არის იმედგაცუებული და მოტყუებული. და არავინ არ არის ვალდებული ფული ფლანგოს ორგანიზატორების არაკომპეტენტურობის გამო.

და სანამ ყველა გაჩუმებულია, ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება!

ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, ვისაც შეგეხოთ ეს პრობლემა, აღარ გინდათ კონცერტზე წასვლა და გინდათ ბილეთის ფული დაიბრუნოთ: ყველანი უნდა დავდგეთ ერთად და მოვითხოვოთ სამართლიანობა. თუ არ დაგვიკმაყოფილეს მოთხოვნა ნებაყოფლობით, შევიტანოთ ჯგუფური სარჩელი.

გადაბეჭდვის წესი