სიახლეები

პაატა ზაქარეიშვილი – ხელისუფლების მითს ივანიშვილის პრორუსულობის შესახებ, სულ ცოტა, ეროზია უჩნდება

30.05.2012 • • 1077
პაატა ზაქარეიშვილი – ხელისუფლების მითს ივანიშვილის პრორუსულობის შესახებ, სულ ცოტა, ეროზია უჩნდება

ბიძინა ივანიშვილის დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით შეფასებას რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი აკეთებს. იგი ივანიშვილის მიერ გამოთქმულ თანამშრომლობის სურვილს რესპუბლიკურ და ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებთან“ ასე ხსნის: „ე.ი. ივანიშვილისთვის მნიშვნელობა აქვს ღირებულებებს და ტრადიციულ ფორმატს, რაც უკვე აქვს რესპუბლიკურ პარტიას. იგი გამოხატავს ასევე სიმპათიას ალასანიას მიმართ, რითაც იმას მიუთითებს, რომ მითი, რომელსაც ხელისუფლება ავრცელებს მისი პრორუსული პოლიტიკის შესახებ, ნაკლებად დამაჯერებელია. ეს არგუმენტი თუ ამ „ბრალდებას “ არ აბათილებს, ეროზიას მაინც აჩენს“.

ავტორი ნათია ზოიძე
კითხვაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რესპუბლიკური პარტია, უპასუხებს თუ არა თანამშრომლობის სურვილს თანამშრომლობით – ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ის არ არის რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელ ორგანოში, ანუ ყოველდღიურად არ იღებს მართვაში მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, ჯერ არ იცის პარტიის პოზიცია. მიაჩნია, რომ ივანიშვილმა კარგ დროს გააკეთა განცხადება, „ახლოვდება რესპუბლიკური პარტიის ყრილობა და ალბათ ამ საკითხზეც იქნება საუბარი“.

რაც შეეხება კითხვას, რა იყო მისთვის ყველაზე მოულოდნელი დღევანდელ განცხადებაში , საკუთარი სახელისა და გვარის ამოკითხვა იყო თუ არა სიურპრიზი ? ის ამბობს, რომ განსაკუთრებით ყურადღებით ის ნაწილი წაიკითხა, სადაც ივანიშვილს პარტიებთან თანამშრომლობის საკითხი აქვს განხილული, მოულოდნელი იყო წვრილმანი ფიგურების ხსენება, თუნდაც ნაციონალური მოძრაობიდან.

რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის შემოჭრა მოულოდნელი იყო ამ ფორმით, რაც ბევრ კითხვასთან ერთად ბევრ მოლოდინებს ბადებს. იგი ამბობს, რომ უდავოდ დადებითი პროცესია მისი გამოჩენა პოლიტიკირ ორბიტაზე, რადგან „როგორც იქნა გამოჩნდა ჩრდილიდან სერიოზული ფიგურა. ის იყო ფიგურა, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში იყო და თან არ იყო, მაგრამ ის გავლენას ახდენდა საზოგადოებრიც ცხოვრებაზე. დადებითია ის, რომ უკვე ჩამოყალიბებული პოზიციები აქვს. იცის ვინ ვინ არის, მაგრამ უხერხულობას აჩენს ის, რომ თავისთავს უფლებას აძლევს გარკვეულ ადამიანებს ჭკუა ასწავლოს. ალბათ კარგი იქნება, თანამშრომლობის რეჟიმში გადავიდეს, წესით, ეს პოლიტიკოსს უნდა ახასიათებდეს.“

დღეს დილით ბიძინა ივანიშვილის რიგით მეოთხე განცხადება გავრცელდა, სადაც მან ის პარტიები დაასახელა, ვისთანაც ითანამშრომლებს, ასეთად რესპუბლიკური და ალასანიას პარტიები მიიჩნია. თუმცა რესპუბლიკურ პარტიასთან შეკითხვა აქვს.

ასევე გამოთქვა სურვილი, რომ ითანამშრომლოს სოზარ სუბართან, მაგრამ არა ქართულ პარტიასთან, გამორიცხავს თანამშრომლობას „ახალ მემარჯვენეებთან“, „ქრისტიან დემოკრატებთან“, „ლეიბორისტებთან“ და სხვა საპარლამენტო ოპოზიციასთან, რადგან მიაჩნია, რომ ისინი ხელისუფლებასთან გარიგებული ფსევდოოპოზიციური პარტიები არიან. ამ განცხადებაში ის პაატა ზაქარეიშვილსაც ახსენებს.

„ამასწინათ რამაზ საყვარელიძის და პაატა ზაქარეიშვილის პაექრობას ვუსმინე. პაატა ზაქარეიშვილი უდავოდ ინტელექტუალური და გონებაგამჭრიახი პოლიტიკოსი, ემოციური პიროვნებაა და თავის მოსაზრებებს ამ გადაცემის დროსაც ემოციურად გამოხატავდა, საყვარელიძე კი „ამშვიდებდა“: – ნუ ნერვიულობ, ნუ გეშინია, შენ ექიმთან ხარ“ ორჯერ გაუმეორა მან ზაქარეიშვილს ეს ფრაზა, რაც ხულიგნობას უფრო ჰგავს, ვიდრე ინტილიგენტის საქციელს.
ექსტაზში შესულმა რამაზმა ისიც კი თქვა, რომ ოპოზიციას იმდენივე მოეთხოვება, რამდენიც ხელისუფლებასო, რაზეც ზაქარეიშვილმა საკადრისი პასუხი გასცა.“

დღეს გავრცელებულ განცხადებაში ივანიშვილი არაფერს ამბობს გუშინ თავის საქართველოს მოქალეობასთან ატეხილი აჟიოტაჟის გამო. მხოლოდ იმეორებს ფრაზას – „რადგან ქართველ ხალხს სიტყვას ვაძლევ, რომ მოვალ ხელისუფლებაში, ე.ი. აუცილებლად მოვალ!“

გადაბეჭდვის წესი