სიახლეები

პასუხგაუცემელი უმარტივესი კითხვები

30.05.2012
პასუხგაუცემელი უმარტივესი კითხვები

ნუგზარ ჩხაიძე, სოციოლოგი
საქართველოს ისტორიას არა ერთი ღირსსახსოვარი დღე ახსოვს. დღე, რომელიც რადიკალურად ცვლიდა ქვეყნის ბედ-იღბალს. ზოგს ახალ სიმაღლეზე ავყავდით, ზოგიც პირიქით, უკუღმა ატრიალებდა ისტორიის ჩარხს.
31 მარტი უმნიშვნელოვანესი თარიღია უახლეს ისტორიაში, მისმა არსებობამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეალურობა.

ქვეყნის კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1991 წლის დამოუკიდებლობის საფუძველზე. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ არ გავხდით საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე. ეროვნულმა ხელისუფლებამ უპრეცედენტოდ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო, როცა ქვეყნის დამოუკიდებლობის მხოლოდ დეკლარირება არ მოახდინა.
ამ ისტორიულ ფაქტამდე საერთო-სახალხო რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა ქვეყნის დამოუკიდებლობას მისცა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს მოსახლეობის არაქართული ნაწილის აქტიურობა, საქართველოს დამოუკიდებლობას ხმა მისცა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ. სწორედ 31 მარტის რეფერენდუმი იძლევა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის იურიდიულ გარანტიას. 31 მარტია ჩვენი დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის ყველაზე მყარი საძირკველი; 31 მარტია ჩვენი საზოგადოების ერთიანობისა და გონივრულობის თითქმის უპრეცედენტო მაგალითი.
31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა. არც ეს დამთხვევაა ალბათ შემთხვევითი და მას თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს.
თუმცა დღევანდელი რეალობა, რბილად რომ ვთქვათ, პარადოქსულია. ქვეყანა, რომელიც დღესაც იმ იმპერიას ებრძვის, ვისი კლანჭებიდანაც სწორედ 31 მარტის საფუძველზე მოახერხა თავის დაძვრენა, ასე საგულდაგულოდ ცდილობს ამ დღის მნიშვნელობის მიჩქმალვას.
ჩვენ აღვნიშნავთ რევოლუციების წლისთავებს, გვაქვს 23 ნოემბრისა და 6 მაისის სახელობის პარკები, მოედნები, მაგრამ არაფრად ვაგდებთ 31 მარტს _ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთ უმთავრეს გარანტს. ჩვენ ვერ გამოვიჩინეთ ელემენტარული ნება იმისა, რომ სახელი დავარქვათ 22 დეკემბერს და პასუხი გავცეთ ერთ უმთავრეს კითხვას: მოკლეს თუ თავი მოიკლა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.