სიახლეები

პრეზიდენტის თვალი

30.05.2012 • • 1148
პრეზიდენტის თვალი

ავტორი: ეთერ თურაძე
მიხეილ სააკაშვილის ფოტოსურათი ყველა საჯარო დაწესებულების კაბინეტებიდან იმზირება. ქვეყნის პრეზიდენტის ფოტოებს უკვე კერძო დაწესებულებებშიც, მაგალითად, ბათუმის სასტუმროების ფოიეშიც შეხვდებით. აჭარაში მოკრძალებულად, მაგრამ მაინც, ლევან ვარშალომიძის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ფოტოსურათების გამოფენის ტენდენციაც შეინიშნება. „ბათუმელებმა“ დაადგინა, რომ აჭარის საჯარო დაწესებულებებში პრეზიდენტის ფოტოსურათებს ბიუჯეტის სახსრებით ყიდულობენ.

პრეზიდენტის ფოტოების დაბეჭდვა შეიძლება, მაგალითად, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე არსებულ საკანცელარიო მაღაზიაში. ამ მაღაზიაში ამბობენ, რომ პრეზიდენტის ფოტოებზე შეკვეთებს კერძო პირებისგანაც იღებენ: „პრეზიდენტის ფოტოებს შეკვეთის მიხედვით ვბეჭდავთ. მის ფოტოს კერძო პირებიც ყიდულობენ, ბევრი არა, თვეში ასეთი ორი-სამი დაკვეთა გვაქვს“.

პრეზიდენტის ფოტოსურათებს, ძირითადად, საჯარო სამსახურებში ყიდულობენ. ერთი ფოტო, რომელიც საჯარო დაწესებულებების კაბინეტებშია ჩამოკიდებული, 10-დან 25 ლარამდე ღირს. 40 ლარი გადაუხდია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს 5 ფოტოს შესაძენად გასულ წელს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ ფარტენაძე ამბობს, რომ შარშან, მუნიციპალიტეტის შენობის რემონტის დასრულების შემდეგ, იყიდეს ილია ჭავჭავაძის, თამარ მეფისა და მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით სურათები. ასევე გერბი და ჰიმნი.

მალხაზ ფარტენაძე: „წელს არაფერი გვაქვს გათვალისწინებული. შარშან შევიძინეთ ფოტოები კომისიის თავმჯდომარეების კაბინეტებისთვის“.

საჯარო მოხელეების თქმით, პრეზიდენტის ფოტოსურათს შესყიდვის დოკუმენტებში აფორმებენ, როგორც „საკანცელარიო საქონელს“.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის, ბადრი სურმანიძის თქმით, კაბინეტში მასაც აქვს პრეზიდენტის ფოტოსურათი ჩამოკიდებული: „პრეზიდენტის ფოტო დამხვდა, როცა ამ თანამდებობაზე დავინიშნე, არ ვიცი, ვინ იყიდა. ისე, წელს 7 ერთეულის შესყიდვა გვაქვს დაგეგმილი. 2010-2011 წლებში არც ერთი ფოტო არ გვიყიდია. 2007-2008 წლებში 2-2 ცალი შევისყიდეთ. სხვა წლების მონაცემები არ იძებნება, დოკუმენტები არქივშია გადაგზავნილი“.

ბადრი სურმანიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ერთი სურათის შესაძენად მათი ბიუჯეტიდან 10 ლარია გამოყოფილი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბუღალტერი, ინგა გიორგაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ 2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით მათ პრეზიდენტის არც ერთი ფოტო არ შეუძენიათ. ინგა გიორგაძე: `ნამდვილად გვაქვს პრეზიდენტის ფოტოსურათები კაბინეტებში, მაგრამ ეს სურათები ადრეა ნაყიდი“.

2009 წლის შემდეგ პრეზიდენტის ფოტოსურათები ბიუჯეტის სახსრებით არც ხულოს მუნიციპალიტეტში შეუძენიათ. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ემზარ აბულაძე: „წელს პრეზიდენტის ფოტოების შეძენა ბიუჯეტით განსაზღვრული არ გვაქვს. ყველა პირადი ბიუჯეტით ყიდულობს ფოტოებს, ანუ როცა სამსახურში აღარ ვიქნები, შემიძლია სურათი წავიღო“.

ემზარ აბულაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ფოტოები მათ კაბინეტებშიც აქვთ გამოფენილი.

საქართველოში სულ 67 მუნიციპალიტეტი, 2 ავტონომიური რესპუბლიკა, თავისი მინისტრთა კაბინეტით და აპარატით, გუბერნიები, მთავრობა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თვითმმართველი ქალაქები, პოლიცია, პროკურატურა, პარლამენტი, უმაღლესი საბჭოები და საჯარო სკოლები არსებობს. იმის გათვალისწინებით, რომ რიცხვი – რამდენი საჯარო მოხელეა ქვეყანაში, ზუსტად არის ცნობილი, მაინც რთული დასათვლელია, ვარდების რევოლუციიდან დღემდე მიხეილ სააკაშვილის ფოტოების შესაძენად რამდენი ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან.

არსებული ფასების გათვალისწინებით, ამ მიზნით, მინიმუმ 100 ათასი ლარი უნდა იყოს დახარჯული.

ფილოსოფოს გია ნოდია, რომელიც „კავკასიური ინსტიტუტის“ ხელმძღანელია, პრეზიდენტის ფოტოსურათების საჯარო მოხელეების კაბინეტებში გამოფენას „ჩვეულებრივ ამბავს“ უწოდებს: „ვერ ვიტყვი, რომ ამაზე ბევრი მიფიქრია, მაგრამ ერთი რამე ვიცი – ამერიკაში ერთგვარი სტანდარტია, პრეზიდენტის ფოტოები არის ყველა საჯარო დაწესებულებაში. გასაგებია, რომ პრეზიდენტი პიროვნებაა, მაგრამ ამავე დროს პრეზიდენტი არის სიმბოლო, აღმასრულებელი ხელისუფლების ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი. თუკი ჩვენ შეგვიძლია განვასხვავოთ ერთმანეთისგან მიხეილ სააკაშვილი, როგორც პიროვნება და პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელსაც ის ამ წუთში განასახიერებს, მაშინ ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. გასაგებია, რატომ შეიძლება იწვევდეს ეს წუხილს ვიღაცის მხრიდან – ეს ხომ არ არის პიროვნების კულტი ან რაღაც ასეთი, მაგრამ ეს თავისთავად არის სტანდარტი ქვეყნებში. სადაც არის კონსტიტუციური მონარქია, იქ მეფის სურათი უკიდიათ, სადაც ჰყავთ პრეზიდენტი, იქ – პრეზიდენტის სურათი“.

ასლან ჭანიძის, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარის“ მოსაზრებით კი, მოხელეების კაბინეტებში პრეზიდენტის ფოტოსურათების გამოფენა `სოციალისტური გადმონაშთია“: „სკოლაში როცა ვსწავლობდი, პოლიტბიუროს წევრების სურათები იყო გამოფენილი, ისინი სულ თვალწინ გვყავდა. პრეზიდენტის სურათი ყველა დაწესებულებაში, სკოლასა და უკვე საავადმყოფოებშიც კი გვხვდება. მიმაჩნია, რომ ეს გაუმართლებელია, რადგან ეს ხელს უწყობს პიროვნების კულტის ჩამოყალიბებას. ამით რისი ჩვენება უნდათ, ერთგულებას უმტკიცებენ ხელისუფლებას თუ რა?“

გამართლებული და კანონიერია თუ არა ქვეყნის პრეზიდენტის ფოტოს შესყიდვა ბიუჯეტის თანხით? საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, თამარ კორძაიას თქმით, სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ კანონით საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო არის მხოლოდ გერბი და ჰიმნი. პრეზიდენტის ფოტოსურათი კი სიმბოლოების კატეგორიას არ მიეკუთვნება: „კანონმდებლობით მოხელეს ევალება, დაიცვას მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები. მოქმედი პრეზიდენტის ასე გაფეტიშება კი, როცა მისი ფოტოები თითქმის ყველა საჯარო მოხელის კაბინეტშია ჩამოკიდებული და ამ ფოტოების გამოფენის ტენდეცია მაღაზიებშიც შეინიშნება, არ არის დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი, თუმცა ამას კანონი არ კრძალავს.

რაც შეეხება ბიუჯეტიდან პრეზიდენტის ფოტოების შესყიდვას, ცხადია, არც ეს არის აკრძალული კანონით, მაგრამ კანონით განსაზღვრულია, რომ ბიუჯეტი უნდა დაიხარჯოს ეფექტურად და მიზნობრივად. ხოლო როცა პრეზიდენტის ფოტოს ყიდულობ ბიუჯეტის ფულით, არამგონია ეს იყოს ეფექტური ხარჯვა“.

არის თუ არა პრეზიდენტის ფოტოების გამოფენა მოხელეების კაბინეტებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მიმართ გამოხატული პატივისცემა? – „ბათუმელების“ ამ კითხვას ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე პასუხობს: „სოციალოგიაში და სოციოლოგიურ ფსიქოლოგიაში არსებობს ცნება – ძალაუფლების დისტანცია. ის გამოხატავს იმას, თუ საზოგადოებაში სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები რამდენად დაშორებულები არიან ერთმანეთს. მაგალითად, საბჭოთა დროს შავი ვოლგა იყო ნომენკლატურას მიკუთვნებულობის ნიშანი. ამ ცნებასთან არის კავშირში ასეთი რამ – რაც უფრო ავტორიტარულია რეჟიმი, მით უფრო ხშირია ხელისუფალთა პორტრეტები, არამარტო პორტრეტები, ქანდაკებები და ასე შემდეგ.

აი, ამ თვალსაზრისით, ძალაუფლების დისტანცია საქართველოში გაიზარდა და ეს ჩემი პრაქტიკიდანაც შემიძლია გითხრათ. მქონდა საშუალება, 2002 წელს და მერე 2005 წელს მემოგზაურა საქართველოს სკოლებში, კვლევა გვქონდა. თუ 2003-ში, ანუ შევარდნაძის დროს, არც ერთი პორტრეტი არ მინახია სკოლის დირექტორების კაბინეტებში, სააკაშვილის დროს პრაქტიკულად ყველგან იყო. ეს არის სრულიად ცხადი ნიშანი, რომ ავტორიტარულობის დონე და ძალაუფლების დისტანცია გაიზარდა. არ ვიცი, ის ხალხი, ვინც ამ პორტრეტებს კიდებს, ამას საკუთარი ინიციატივით აკეთებს თუ ავალებენ, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა მაინცადამაინც არ აქვს.

სხვაგან როგორ ხდება? – საელჩოებსა და სხვა ოფიციალურ დაწესებულებებში, მაგალითად, მინისტრის კაბინეტში პრეზიდენტის პორტრეტი თუ კიდია, ეს ნორმალურია, მაგრამ როდესაც ეს გამოდის გარეთ, ანუ პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო დაწესებულების დირექტორის კაბინეტშია ჩამოკიდებული, საკმაოდ არასასიამოვნო სიმპტომია. მაგალითად, ჩრდილო კორეასა ან ცენტრალურ აზიაში, ყოველ ნაბიჯზე არის სახელმწიფოს პირველი პირის ქანდაკებები და პორტრეტები, რაც რეჟიმის ავტორიტარულობის სიმპტომია. ამ შემთხვევაში ყველა აცხადებს ლოიალობას არა სახელმწიფოს, არამედ პრეზიდენტის მიმართ.

რაც შეეხება ევროპას, დასავლეთ ევროპაში არსად მინახავს პირველი პირის პორტრეტი, ისევ ვიმეორებ, გარდა საელჩოებისა, შეიძლება ვიღაც მინისტრს ჰქონდეს, მაგრამ მინისტრის კაბინეტში არ ვყოფილვარ.
დიდ ბრიტანეთში დედოფლის პორტრეტები საკმაოდ ხშირია, მაგრამ ეს არის მონარქიისა და ქვეყნის სიმბოლო. არც ერთხელ და არსად მინახავს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოტრეტი, თუ გაზეთის გარეკანს არ ჩავთვლით.

ჩვენთან, ჯერჯერობით, არ გვყავს კულტი, მაგრამ ავტორიტარიზმის მაჩვენებელი მდგომარეობა ნამდვილად არის“.

გადაბეჭდვის წესი