სიახლეები

პრაქტიკა და კანონი ხელისუფლებაში

30.05.2012
პრაქტიკა და კანონი ხელისუფლებაში

ავტორი: ლელა დუმბაძე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“, „პრეს-კაფეში ანტიკორუფციული სისტემის კვლევა წარმოადგინა

არასამთავრობო ორგანიზაციამ, -„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, ბათუმში „პრეს-კაფეში“ 2011 წლის კვლევა წარმოადგინა. კვლევაში – „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება“, იმ უწყებების და ორგანიზაციების დამოუკიდებლობის ხარისხის კვლევაა წარმოდგენილი, რომელთაც ქვეყანაში კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცება და კორუფციის აღკვეთა ევალებათ.

საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის კვლევის ანგარიში 12 „საყრდენ ინსტიტუტს“ მოიცავს. ესენია: საკანონმდებლო ორგანო, აღმასრულებელი ორგანო, სასამართლო, საჯარო სამსახურები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ა. შ. კვლევის შედეგად გამოვლინდა რომ კანონსა და პრაქტიკას შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა. მაგალითად, მედია საკანონმდებლო თვალსაზრისით ქვეყანაში დაცულია, თუმცა პრაქტიკა, კვლევების მიხედვით აჩვენებს, რომ მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი ძალიან დაბალია. მსგავსი ვითარებაა სახელისუფლებო შტოებშიც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, 2004 წლის შემდეგ განხორციელებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად გააძლიერა აღმასრულებელი ხელისუფლება, განსაკუთრებით ძალოვანი უწყებები, „ამის მიუხედავად, სხვა ძირითად სახელისუფლებო ინსტიტუტებს, საკანონმდებლო ორგანოსა და სასამართლო ხელისუფლებას, იმავე წლებში მსგავსი წინსვლა არ განუცდიათ და ამჟამად  ისინი აღმასრულებელ შტოებზე ბევრად სუსტები არიან. საქართველოში ასევე სუსტია ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის არასახელმწიფო ინსტიტუტებიც და მათ ამჟამად საკუთარი ფუნქციის სათანადოდ შესრულება არ შეუძლიათ“- წერია კვლევაში. ყველა არასახელმწიფო ინსტიტუტს ანტიკორუფციულ სისტემაში მისი როლის შესრულებაში 25 ქულა მიენიჭა,  ხოლო   სახელმწიფო  ინსტიტუტებს 50 ან ნაკლები ქულა.

„კანონსა და პრაქტიკას შორის დიდი განსხვავების არსებობა, ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმებს ასუსტებს, განსაკუთრებით საჯარო სამსახურებში“-წერია დასკვნაში.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, კვლევის ჩატარება მიზნად ისახავდა ფაქტობრივი მასალის შეგროვებას ქვეყნის მმართველობის სისტემის მდგომარეობის შესახებ და სხვადასხვა სექტორების წარმატებულობის ან წარუმატებლობის შეფასებას სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობის მხარდაჭერის კუთხით. ანალიზი ძირითადად იმ სფეროებს წარმოაჩენს, რომლებიც რეფორმას საჭიროებენ და რომელიც შემდგომში გამოყენებული იქნეს როგორც საზომი ინსტრუმენტი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.