სიახლეები

პენსიონერთა რიგები „ლიბერთი ბანკთან“

30.05.2012 • • 1451
პენსიონერთა რიგები „ლიბერთი ბანკთან“

ავტორი: ლელა დუმბაძე

პენსიები „ლიბერთი ბანკის“ ახალგარემონტებულ ფილიალებში აღარ გაიცემა. როგორც ბანკის წარმომადგენლები ამბობენ, გარემონტებულ ფილიალებში „სხვა კატეგორიის კლიენტებს“ მოემსახურებიან. პენსიონერების თქმით, მათ ბანკი არაკომფორტულ პირობებში ემსახურება.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ბოლო მონაცემებით, აჭარაში 63 987 პენსიონერია, აქედან 20 000-მდე ბათუმში ცხოვრობს და კუთვნილ პენსიას „ლიბერთი ბანკში“ იღებს. „ლიბერთი“ ერთადერთ ბანკია, რომელიც საქართველოში პენსიებს გასცემს. ბანკმა პენსიონერების მომსახურების ფუნქცია სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე მოიპოვა და მისი კლიენტების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ პენსიონერები შეადგენენ, რომლებიც ბანკის გაუმართავ სერვისს უჩივიან.

პენსია ყოველი თვის 17-20 რიცხვებში გაიცემა. თუ ამ დღეებში „ლიბერთი ბანკის~ ფილიალებთან გაივლით, შენიშნავთ პენსიონერთა რიგებს, რომლებიც ხანდახან საათობით ელოდებიან კუთვნილ პენსიას. მას შემდეგ, რაც ბათუმში „ლიბერთიმ“ სამი, ე.წ. ცენტრალური ფილიალი გაარემონტა, აქ პენსიებს აღარ გასცემენ და ბანკში მისულ პენსიონერებს სხვა, უფრო მცირე ფილიალებში ამისამართებენ, სადაც მოლარე-ოპერატორების ნაკლებობაა და, შესაბამისად, რიგში დგომა პენსიონერებს უფრო დიდხანს უწევთ.

„დედაჩემი 64 წლისაა. წინა თვეს ძალიან ბევრი იწვალა პენსიის აღების დროს, საათობით იდგა რიგში, ამ თვეშიც იგივე მდგომარეობაა. სახლიდან 11 საათზე გავიდა და 4-ზე დაბრუნდა. ცენტრალურ ფილიალებში პენსიების აღების უფლებას არ აძლევენ, ერთი პატარა ფილიალი მუშაობს ასათიანის ქუჩაზე. საშინელი სივიწროვეა. დედა ძლივს სუნთქავდა, რომ მოვიდა. ადრე შესვენების დროს ერთი სალარო მაინც მუშაობდა, ახლა ყველა იკეტება და ამ ხნის ხალხს ერთი საათი დამატებით ფეხზე დგომა კიდევ უწევთ. არ შეიძლება, რომ ასაკოვან ადამიანებს ცოტა ნორმალური პირობები შეუქმნან?“ – ამბობს პენსიონერის შვილი, მარი გარსევანიშვილი.

პენსიონერი ხესბი ღომიძე კი აღნიშნავს, რომ გრძელი რიგები პენსიონერებზე მეტად, სალაროს თანამშრომლებს აღიზიანებთ: „ადრე უფრო კაპასობდნენ, ახლა ცოტა მშვიდად გვემსახურებიან“.

შეკითხვაზე, რატომ არ შეუძლიათ პენსიონერებს ბანკის უფრო კომფორტული ფილიალებით ისარგებლონ, ვლადიმერ ბლაგიძე, „ლიბერთი ბანკის“ რეგიონალური მმართველი პასუხობს: „არიან ადამიანები, ვისაც არ აქვთ პენსია ასაღები და ბანკში სხვა ოპერაციის განსახორციელებლად შემოდიან. პენსიის გაცემის დღეებში კი ამის გაკეთება ვერ ხერხდება, ამიტომ ახალი ფილიალები სხვა კატეგორიის კლიენტებს ემსახურება“.

ბანკის მმართველის პენსიონერებს პლასტიკური ბარათების გამოყენებას ურჩევს: „თუ პენსიონერმა არ იცის მოხმარება, ოჯახის წევრი ხომ ჰყავს. გარდა ამისა, ქალაქში დადის მოძრავი მანქანები, რომლებიც გარკვეულ ადგილზე ჩერდებიან და მათი მომსახურებითაც შეუძლიათ ისარგებლონ“.

„ლიბერთი ბანკის“ ინფორმაციით, ასათიანის ქუჩაზე არსებული ყველაზე არაკომფორტული ფილიალი ერთ თვეში გაუქმდება და პენსიონერებს ახალი ოფისი ჭავჭავაძის ქუჩაზე მოემსახურება. ბანკის წარმომადგენლების განცხადებით, ცენტრალური (ახალგარემონტებული) ფილიალების გარდა, პენსია ქალაქში არსებულ სხვა ყველა ფილიალიდან გაიცემა.

ვლადიმერ ბლაგიძე ამბობს, რომ პენსიონერებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ „ლიბერთი ბანკის“ ექსპრეს მანქანებითაც, რომლებიც მისი განცხადებით, ქალაქის სხვადასხვა უბნებში დგას: „საათობრივად ზუსტად ვერ გეტყვით სად დგას, რადგან ადრე ქუჩები გადათხრილი იყო და ზუსტი დაგეგმარება ვერ ხერხდებოდა, სოფლებში უფრო ზუსტი გრაფიკები გვაქვს.

ერთი მანქანა დგება ბარცხანაში ხიდთან, პენსიის გაცემის დღეებში და ძველ უბანში, ცენტრალურ მეჩეთთან. დღის პირველ ნახევარში იქ დგას, შემდეგ სხვა უბნებში გადმოდის. სულ ექვსი ექსპრეს მანქანა მუშაობს“. სულ რამდენი პენსიონერი სარგებლობს ექსპრეს მანქანებით, ვლადიმერ ბლაგიძე ამბობს, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს: „აქ მხოლოდ პენსიის აღება არ ხდება, ადამიანებს შეუძლიათ გადასახადებიც გადაიხადონ, ამიტომ ზუსტად ვერც დავითვლით რამდენი პენსიონერი მოვიდა და რამდენი სხვა ტიპის მომხმარებელი“.

გადაბეჭდვის წესი