სიახლეები

პარტიები, რომლებიც ივანიშვილის ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ

30.05.2012
პარტიები, რომლებიც ივანიშვილის ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ

დღეს გავრცელებულ  განცხადებაში ივანიშვილმა   პოლიტიკური პარტიები ორ ნაწილად გაყო. პარტიები,  რომლებთანაც ივანიშვილი ითანამშრომლებს და რომლებთანაც არ ითანმშრომლებს.

მაგრამ  არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ივანიშვილის ვერც ერთ ჩამონათვალში   ვერ მოხვდნენ: ნინო ბურჯანაძის  „სახალხო კრება“, „კონსერვატორული პარტია“, -კობა დავითაშვილის „ხალხის პარტია“, კახა კუკავას „თავისუფალი საქართველო“ და „ეროვნული ფორუმი“.

ავტორი: ნათია ზოიძე

„ბათუმელების“ კითხვაზე რით შეიძლება ამის ახსნა?  – კახა კუკავა „თავისუფალი საქართველოს ლიდერი“ – პასუხობს. უკეთესია, ეს თავდ  მას ჰკითხოთ,  მაგრამ  ჩემი აზრით აშკარაა, ბიძინა ივანიშვილმა მკვეთრად  პროამერიკულ  დასავლურ პარტიებიზე გააკეთა აქცენტი, ჩვენ კი ასეთები არ ვართ, სხვა მიმართულება გვაქვს. თანამშრომლობითვის მხოლოდ ფული არ არის საკმარისი მთავრი ფასეულობებია“.

ამონარიდი ივანიშვილის განცხადებიდან:

ვერ ვითანამშრომლებ „ქრისტიანდემოკრატებთან“, „ლეიბორისტებთან“, „ახალ მემარჯვენეებთან“, „ედპ“სთან, „ქართულ პარტიასთან”, თორთლაძის, დავითაიას პარტიებთან.
„ქრისტიანდემოკრატების“ ლიდერის გიორგი თარგამაძის პოლიტიკური საქმიანობა უამრავ საეჭვო მომენტს შეიცავს, დაწყებული ასლან აბაშიძესთან მისი თანამშრომლობით, გაგრძელებული ბადრი პატარკაციშვილის მიმართ მის მიერ ჩადენილი ღალატით და დამთავრებული იმით, რომ ღალატის საფასურად ხელისიფლებამ თარგამაძეს პარტია შეუქმნა, დაუფინანსა და გაყალბების გზით პარლამენტში შეიყვანა.

ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ ზემოთნახსენები პარტიების ლიდერები შალვა ნათელაშვილი, დავით გამყრელიძე, ეროსი კიწმარიშვილი, ბაჩუკი ქარდავა“.

თანმშრომლობის სურვილი  ბიძინა ივანიშვილს  რესპუბლიკურ  პარტიასთან და ალასანიას „თავისუფალ   დემოკრატებთან“ აქვს. ივანიშვილი აცხადებს, რომ არ ითანმშრომლებს ქართულ პარტიასთან, მაგრამ ითანამშრომლებს სოზარ სუბართან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.