სიახლეები

პროკურატურა და შსს პასუხის გასაცემად ჯერ კიდევ ემზადება

30.05.2012 • • 1360
პროკურატურა და შსს პასუხის გასაცემად ჯერ კიდევ ემზადება

ავტორი: თაზო კუპრეიშვილი

დავით დევნოზაშვილი - სპეცსამსახურის თანამშრომელი, რომელიც ზჟურნალისტს აშანტაჟებდა

საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის შანტაჟის საქმესთან დაკავშირებით გაზეთის დირექტორის, მზია ამაღლობელის განცხადებისთვის პასუხი ჯერ არ გაუციათ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა იოსავამ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ თედო ჯორბენაძის საქმის შესახებ იცის, ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და წინასწარ ინფორმაციას ჯერ ვერ მოგვაწვდის. „როგორც კი გამოძიება მეტყვის რაიმე ხელჩასაჭიდს, აუცილებლად გაცნობებთ. სანამ რეაგირება არ იქნება ისეთი, რომელიც სამართლებრივ პროცედურებს ითვალისწინებს, წინასწარ ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ხათუნა იოსავამ.

აჭარის პროკურატურას მზია ამაღლობელმა ამის შესახებ ოფიციალურად 22 ნოემბერს აცნობა, მაგრამ პროკურორს მზია ამაღლობელი აქამდე არ დაუკითხია.
„ნეტგაზეთს“ იგივე განუცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა. მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და დეტალები არ იცის. ხოლო სამართალდამცავები როდის დაკითხავენ მზია ამაღლობელსა და დავით დევნოზაშვილს, ეს „გამოძიებაზეა დამოკიდებული“.

„ბათუმელებმა“ 2011 წლის 20 ნოემბერს დაადგინა პიროვნება, რომელიც ამ გაზეთის საგამოძიებო ჯგუფის კოორდინატორს თედო ჯორბენაძეს აშანტაჟებდა. კერძოდ, 2009 წლის 25 ნოემბერს ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, ვინმე „დავითი“ თედო ჯორბენაძეს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას აიძულებდა.

2009 წლიდან დღემდე ქართველმა სამართალდამცავებმა ვერ მოახერხეს, მოეძებნათ ის პოლიციელი, რომელიც ჟურნალისტს აშანტაჟებდა. 2010 წლის 18 თებერვალს აჭარის პროკურატურამ დაიწყო წინასწარი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიება დღემდე არ დასრულებულა.

„ბათუმელებმა“ დამოუკიდებელი გამოძიებით დაადგინა, რომ ეს პოლიციელი 1971 წელს დაბადებული დავით დევნოზაშვილია, ის ნამდვილად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამჟამად ცხოვრობს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე. „ბათუმელების“ დირექტორი პირადად მივიდა დევნოზაშვილის სახლში, ესაუბრა მას, მისგან მიიღო დასტური, რომ ის 2009 წელს ნამდვილად მუშაობდა ბათუმში. ამის შემდეგ მზია ამაღლობელმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციამ, ამაღლობელის დაჟინების მიუხედავად, შესაბამისი ოქმი არ შეადგინა.

მზია ამაღლობელმა 21 ნოემბერს განცხადებით მიმართა შს მინისტრ ივანე მერაბიშვილს და მოითხოვა, დაუყოვნებლივ მიაწოდოს გაზეთს ყველა იმ დოკუმენტის ასლი (ინფორმაცია), რომელიც არის რეგისტრირებული შს სამინისტროს შესაბამის განყოფილებაში 2011 წლის 20 ნოემბერს გაზეთ `ბათუმელების~ მიერ გაკეთებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით. დეტალურად გაარკვიოს შსს-მ იმ დღეს მომხდარი ფაქტები, გამოავლინონ პოლიციის დამრღვევი თანამშრომლები და დარღვევის სიმძიმის მიხედვით მისცენ პასუხისმგებლობაში.

თედო ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით „ნეტგაზეთი“ ცდილობს, ინტერვიუ ჩაწეროს ვანო მერაბიშვილთან, ასევე იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან. ორივე უწყებაში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში გვეტყვიან, როდის შევძლებთ ამას.

გადაბეჭდვის წესი