სიახლეები

პედაგოგთა გამოცდები – რთული თუ ადვილი?

30.05.2012 • • 1363
პედაგოგთა გამოცდები – რთული თუ ადვილი?

ნატო ჯვარშეიშვილი, მე-10 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი:

გასულ წელს სასერტიფიკატო გამოცდაზე არ გავსულვარ. წელს ბევრი არ მიფიქრია, პირველ წელს უფრო სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი, თუმცა გადამზადების შემდეგ აზრი შეიცვალა.

ჩვენი სკოლიდან ბევრი პედაგოგი გავიდა ამ გამოცდებზე, თითქმის ყველა სპეციალობის. ჩატარდა ტრენინგები, რომლებიც რიგი მიზეზების გამო მე ვერ გავიარე, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია, ამის გამო არ მიფიქრია, რომ გამოცდაზე არ გავსულიყავი.

ვფიქრობდი, რომ ძალიან რთული იქნებოდა, თუმცა ასე არ ყოფილა, რთული იყო, მაგრამ დაძლევადი. უნარებში, მაგალითად, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგეძლო გაგეკეთებინა დასკვნა, არჩევანის საშუალება გქონდა. სკოლაში 16 წელია ვმუშაობ, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა წინასწარი შედეგები, უკმაყოფილო არ ვარ, თუმცა ტრენინგები რომ გამევლო, უკეთესი იქნებოდა. ძალიან წაგვადგა თანამშრომლებს ერთობლივი მუშაობა, ჩვენი ინიციატივით ვიკრიბებოდით,  ერთამანეთს აზრს ვუზიარებდით.

აპრობაციებზე ვიყავი და გამოცდის სიტუაციაც არ იყო უცხო, 5 საათი გვქონდა, რაც საკმარისი იყო. უნარების ტესტი უფრო მომეწონა, საგანში კი საკითხები ძალიან დაწვრილმანებული იყო,  ასეთ საკითხებს ხშირად ყურადღება არ ეთმობა.

ხელფასი, რაც ემატება სერტიფიცირებულ მასწავლებლებს, მიზერულია, მაგრამ მასწავლებლისთვის ესეც რაღაცას ნიშნავს, ამასთან საკუთარ თავს ცდი, რწმუნდები რა შეგიძლია. მე ჯერ კიდევ კატეგორიებს რომ ანიჭებდნენ, ისიც მაქვს გავლილი.

რაც შეეხება ინგლისურისა და კომპიუტერის სწავლას, ვფიქრობ, ამის საშუალება და დრო არ არის.

ჩემთვის ეს გამოცდილება იყო. ისე არ გავსულვარ, რომ გავალ და ჩავაბარებ, განწყობა კატეგორიული არ მაქვს, თუ არ გამიმართლა, მომავალშიც გავალ აუცილებლად. თუმცა ეს გამოცდები არა მგონია იყოს საკმარისი იმისთვის, რომ კარგი პედაგოგი გერქვას. ზედაპირულად ყველაფერი შეიძლება იცოდე, მაგრამ პრაქტიკულად ვერ იყენებდე ან კლასს ვერ მართავდე და ა.შ.

მთავარი ქცევის წესებია, როცა შენ მას იცავ, არც მოსწავლე არღვევს და პატივისცემაც,  ბუნებრივია, არ ქრება.

მოსამზადებელი სახელმძღვანელოების ნაწილი შევიძინეთ, ნაწილი სკოლაში იყო.

გამოცდაზე ისეთი საკითხებიც იყო, რაზეც იფიქრებდი, ეს რამ მოაფიქრებინათო, 4 სავარაუდო პასუხიდან ყველა სწორი გგონია, ეს ძალიან დამაბნეველია. 6 წელიწადში ერთხელ, ალბათ ასე მოკლე პერიოდში არ არის საჭირო გამეორება, მაგრამ, ზოგადად, კარგი იდეაა.

ნინო ჩიჩუა, პირველი საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი 

სამი წელია პირველ საჯარო სკოლაში ვმუშოაბ. მანამდე ბათუმის კულტურის კოლეჯში, საქართველოს ისტორიასა და ფილოსოფიას ვასწავლიდი. საათების შემცირების გამო ორი წელი უმუშევარი ვიყავი. მერე დავიწყე სკოლაში მუშაობა. სკოლაში სხვა მოვალეობები და უფრო დიდი პასუხისმგებლობა გაქვს.

რეფორმებს მივესალმები, ტრენინგებიც მომეწონა. მე, პირადად, ძალიან გავიზარდე, სერიოზულად მოვემზადე, ბევრი რამე ვისწავლე,

ჩვენ სქოლასტიკური სკოლიდან მოვიდივართ, სადაც ყველაფერი ცოდნაზეა დაფუძნებული, აქ კი მთავარია ზეპირი განათლება და ფაქტების ცოდნა. ახლა ბავშვია წარმმართველი _ ეს აკადემიურად ამ ტრენინგებზე გავიგეთ.

გამოცდისთვის თეორიულად კარგად მოვემზადე, რომ მივედი და ტესტი გადავშალე, თითქოს ცივი წყალი გადამასხეს, ისე რთულად იყო წარმოდგენილი. ფორმულირება იყო დამაბნეველი.  დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არ უნდათ ჩავაბაროთ, უცხო არ იყო არაფერი, მაგრამ ფორმულირება… პასუხები ისეთი ერთგვაროვანი იყო, რომ იფიქრებდი, ყველა პასუხი სწორი იყო. ამან ძალიან გამაბრაზა, ხომ უნდათ, რომ გავიზარდოთ,  ვისწავლოთ, მაშინ ასე რატომ გაართულეს და საერთოდ ტრენინგების ფორმა ერთი მიმართულებაა, საგამოცდო ტესტები _ სხვა. მაშინ სწორი მიმართულებით მოგვამზადონ. შარშანდელ ტესტებზე ვიყავით ორიენტირებული, წელს აბსოლუტურად განხსვავებული იყო, თითქოს ჩასაფრებულები არიან. ბევრი ამბობდა, რომ საბუნებისმეტყველო საგნებშიც იგივე პრობლემა იყო.

და კიდევ, 2011-2016 წლის კანონები დაგვიდეს, რომლებზეც გაფრთხილებულებიც კი არ ვიყავით, ინტერნეტში ორი დღით ადრე განათავსეს. ამას გავიგებდით? დირექტორებმაც კი არ იცოდნენ. იყო რიგი საკითხები, რომლებიც არც არის საჭირო, რომ ვიცოდეთ. აღმაშფოთა მოულოდნელობამ.

ჩემი გასვლა იმას ნიშნავს, რომ მოვსინჯე ძალები და თუ ვერ გავედი, სამომავლოდ აუცილებლად გავალ. სრული განაკვეთი მაქვს. ცოდნა და უნარი სხვაა, თვენახევარი საკმარისი დრო იყო ჩემთვის, რომ მზაობა მქონოდა. ბავშვს სწავლა უნდა შევაყვაროთ, ეს არის ყველაზე მთავარი.

რაც შეეხება კომპიუტერისა და ინგლისურის სწავლას, ვფიქრობ, არ არის საჭირო, ანაზღაურებაც მიზერულია ამისთვის. ან რატომ უნდა ისწავლოს ფრანგულენოვანმა ინგლისური. ისიც ითქვა, რომ ფიზიკაში მთელმა ჯგუფმა პროტესტის ნიშნად გამოცდა დატოვა.

გადაბეჭდვის წესი