ავტორი: ლელა დუმბაძე
ნინა ლევოიანი ტუბერკულოზით არის ავად. იგი დღეს, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი, საავადმყოფოდან გამოწერეს, თუმცა მას წასასვლელი არსად აქვს, რადგან როგორც ნინა ლევოაინის ნათესავები ამბობენ, გუგული გოცაძემ, რომელიც ლევოიანების ბინაში დროებით იყო ჩაწერილი, საცხოვრებელი ფართი ლევოიანებისგან მალულად, საკუთრებაში გადაიფორმა. ლევოაინების რვასულიანი ოჯახი კი პოლიციის ძალით გამოასახლეს.
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის #8-ში მცხოვრებმა ნინა ლევოიანმა, გუგული გოცაძის წინააღმდეგ სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2012 წლის 7 მარტს შეიტანა. ნინა ლევოიანი სარჩელში წერს, რომ გუგული გოცაძე, თაღლითურად დაეპატრონა მის მართლზომიერ საკუთრებაში არსებულ ბინას, სადაც გუგული გოცაძე დროებით იყო ჩაწერილი.