ავტორი: ნანა კვაჭაძე
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ერთი პაციენტის საქმეში სამედიცინო რეგულირების სააგენტომ რვა სახის დარღვევა აღმოაჩინა. ამის გამო რამდენიმე ექიმის საქმე ექიმთა პროფესიული განვითარების საბჭომ უნდა განიხილოს.
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო 429 ლარით დააჯარიმეს. სამედიცინო რეგულირების სააგენტომ საავადმყოფოს ჯარიმა მას შემდეგ დააკისრა, რაც პაციენტის, ნაზი ხარაზის, საქმე შეისწავლა და მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინა.
85 წლის ნაზი ხარაზს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სტაციონარში რამდენიმე დღის მანძილზე მკურნალობდნენ დიაგნოზით _ კოლაპტოიდური მდგომარეობა, გულის მწვავე უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და ნათესავებმა მისი სახლში გადაყვანა გადაწყვიტეს. პაციენტის მეუღლემ, ხასან მამულაძემ, სამედიცინო მომსახურების თანხის 25 პროცენტი, 35 ლარი გადაიხადა, (60 წელს გადაცილებულ პაციენტთა მკურნალობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, თუ პაციენტის დიაგნოზი შეესაბამება პროგრამით გათვალისწინებულ დაავადებებს), თუმცა სამი დღის შემდეგ მას საავადმყოფოს იურისტი დაუკავშირდა და აცნობა, რომ 663 ლარი, მეუღლის მკურნალობის თანხა უნდა გადაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე სასამართლოს გადაეცემოდა. Continue reading “რვა შეცდომა ერთი პაციენტის საქმეში”