ავტორი: ლელა დუმბაძე
აჭარის ტელევიზიაში კონტროლის პალატა კვლავ აგრძელებს მუშაობას. ტელევიზიის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე ამბობს, რომ ეს გეგმიური შემოწმებაა და „როგორც კანონი ითვალისწინებს, ერთ თვეს დარჩებიან სამუშაოდ“. კონტროლის პალატის შესვლისთანავე, ამ ტელევიზიის ფინანსური განყოფილებიდან თანამშრომლები დაითხოვეს.
მერაბ კარანაძე არ ადასტურებს სამსახურიდან 6 თანამშრომლის დათხოვნას. ის ამბობს, რომ თანამდებობა მხოლოდ ორმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის მთავარმა ბუღალტერმა. „სხვა სამსახურებში გადავიდნენ და იმიტომ დატოვეს ტელევიზია, თუმცა ეს კონტროლის პალატის შემოსვლამდე იყო“, _ ამბობს მერაბ კარანაძე.
კონტროლის პალატამდე აჭარის ტელევიზიაში აჭარის ფინანსთა სამინისტროს აუდიტი მუშაობდა. ერთი ვერსიით, სწორედ ამ სამსახურის რეკომენდაციის შედეგად შევიდა აჭარის ტელევიზიაში კონტროლის პალატა. მერაბ კარანაძე ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და მას „გეგმიურ შემოწმებად“ აფასებს.
მეორე ვერსიით, აჭარის ტელევიზიაში აღმოჩენილი დარღვევები ამ ტელევიზიისთვის 2008 წელს გამოყოფილ ახალი შენობის რემონტს, მათ შორის სტუდიების გაკეთებას უკავშირდება. მაშინდელი უმაღლესი საბჭოს განმარტებით, სწორედ ამ მიზნით გაიზარდა აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტი თითქმის ერთი მილიონი ლარით. მაშინ ტელევიზია ლერმონტოვის ქუჩაზე უნდა გადასულიყო… ტელევიზიას კი დღემდე არ გამოუცვლია შენობა.
Continue reading “აჭარის ტელევიზიაში კონტროლის პალატა მუშაობს”