რა გავლენას ახდენს სტერეოტიპები საზოგადოებაზე – დისკუსია პრესკაფეში

 

დისკუსიაზე მომხსენებლები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ირაკლი ყურუა და ახალგაზრდული ორგანიზაცია „ART WAY“- ის წარმომადგენელი ნინო ჩხაიძე იყვნენ.

 

 „ზოგადად სტერეოტიპები ჩემის აზრით საქართველოში მრავლადა. ყველაზე აქტიური სტერეოტიპები გენდერულ თანასწორობა და თურქების მიმართ გაჩენილი შიშია,“ –   განაცხადა  ირაკლი ყურუამ დისკუსიის დასრულების შემდეგ.

 

დისკუსია  „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“ ჩატარდა.

 

ნაციონალური მოძრაობა ბათუმში ახალ თავმჯდომარეს ირჩევს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეობისათვის ორი კანდიდატი იბრძვის, მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე და ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძე.

ნაციონალური მოძრაობის წევრთა განცხადებით ყრილობაზე 400 მდე დელეგატს ელოდებიან.  კენჭისყრის შედეგები ერთ საათში გახდება ცნობილი.

პრობლემები განათლებისა და მეცნიერების სფეროში – კვლევის შედეგების პრეზენტაცია

 

 

 პროექტი მიზნად ისახავდა უმაღლეს განათლებაში დღეს არსებული სიტუაციის ანალიზს. მოგეხსენებათ განვითარებაზე საუბარი ბევრად უფრო რთულია თუ არ იცი ამოსავალი წერტილი, ასე რომ ჩვენი მთავარი ძალისხმევა მიმართული იყო იმაზე რომ დაგვედო ანალიზი დღეს არსებული მდგომარეობისა. გვენახა რა სიტუაციაა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების მხრივ, რა ხდება ხარისხის უზრუნველყოფაში, რა ხდება ავტონომიურობის მხრივ, რა მდგომარეობაა შრომის ბაზარზე.“ – ამბობს კვლევის მონაწილე ლიკა ღლონტი, რომელიც ამასთანავე ტემპუსის ეროვნული ოფისის კოორდინატორია.


კვლევა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს-ს“ მხარდაჭერით 2013 წელს განხორციელდა, კვლევის შედეგები უკვე წარადგინეს და განიხილეს განათლების სამინისტროში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. 2014 წლის თებერვლიდან საჯარო დისკუსიები საქართველოს რეგიონებში გრძელდება:


გამოკითხული იყო სტუდენტები, დამსაქმებლები, უმაღლესის სასწავლებლების პროფესორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები. დაიდო დაახლოებით 120 გვერდიანი ანგარიში, რომელიც გამოქვეყნებულია ვებსაიტზე. განათლების სამინისტროს მხრიდან მივიღეთ წინადადება რომ გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით, ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს.“ – ამბობს ლიკა ღლონტი.


პროექტის ფარგლებში, უმაღლესი განათლების პოლიტიკის ანალიზის საფუძველზე, ინსტიტუტმა მომზადა დოკუმენტების სამუშაო ვერსიები შემდეგი სტრატეგიული მიმართულებების მიხედვით:


  • უნივერსიტეტების ავტონომია და აკადემიური თავისუფლება

  • უმაღლესი განათლებისა და კვლევის დაფინანსება და ფინანსური მართვა

  • სწავლებისა და კვლევის ინტეგრაცია

  • უმაღლესი განათლება და დასაქმება

  • ხარისხის უზრუნველყოფა.

 

„მოხდა პრობლემის დიფერენცირება, ახლა უკვე სახელმწიფომ უნდა ჩამოაყალიბოს თავისი განვითარების სტრატეგია. თუ არ იქნა შემუშავებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულება, თუ სახელმწიფომ არ დაასახელა რა პრიორიტეტებს ანიჭებს ის უპირატესობას, მაშინ მას გაუჭირდება განსაზღვროს რომელ სფეროებს გაუწიოს ფინანსური მხარდაჭერა. “ – ამბობს ნათია წიკლაშვილი, ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში.


2013 წელს განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა (EPPM), ფონდ ”ღია საზოგადოება- საქართველო”-ს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში – რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პლატფორმის ჩამოყალიბება“.

 

 

იჯარა სეზონური ობიექტების განსათავსებლად ქობულეთში

 

მსურველებმა გამგეობაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

 

1.     განცხადება;

2.     პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი;

3.     ტერიტორიის სიტუაციური ნახაზი;

4.     ობიექტის ესკიზი.

 

როგორც გამგეობაში აცხადებენ, განცხადებების მიღება იწაროებს მიმდინარე წლის მაისის თვის ჩათვლით.

საფეხბურთო კლუბ „მაჭახელას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

 

ამავე სხდომაზე    საფეხბურთო კლუბმა იურიდიული სტატუსი შეიცვალა და ააიპ-იდან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ჩამოყალიბდა.

 

 „ამ გადაწყვეტილებით  გუნდი   საქართელოს ფეხბურთის  ფედერაციის წევრი გახდა რომელიც  ფაქტობრივად ითხოვდა დამოუკიდებელ ერთეულად  საფეხბურთო კლუბის არსებობას. რათა მათ ამით დაფინანსება განეხორციელებინათ და ამ კლუბს სრულყოფილად ეასპარეზა ყველა   ჩემპიონატში“, –  განმარტა საფეხბურთო კლუბის იურიდიული სტატუსის ცვლილების მიზეზი  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა გელა მალაყმაძემ.

 

აქცია აჭარისწყალში – სამი სოფლის მოსახლეობა ინფორმაციას ითხოვს

„მოსახლეობის მოთხოვნაა გაგვარკვიონ, ჰესის დასრულების შემთხვევაში უახლოესი 25 წლის  განმავლობაში აქ სოფელი იარსებებს თუ არა. თუ  არ იცხოვრება სად მიყავთ ეს ხალხი?  თუ უბრალოდ კონპენსაციით იფარგლებიან და ხალხს უშვებენ ქუჩაში?  ამიტო ითხოვს ეს ხალხი რომ მოვიდეს კომპეტენტური პირები  და გაგვცენ პასუხი. რჩება სოფელი სოფლად, იცხოვრება აქ თუ არ იცხოვრება,“ – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნოდარ ცინცაძე.

აქციაზე იმყოფება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი გია ქარცივაძეც. საია  ჰესის მშენებლობის არეალში მცხოვრებ მოსახლეობას იურიდიულ დახმარებას უწევს. გია ქარცივაძის განცხადებით, ამ დროისთვის შეკრებილ მოსახლეობასთან არც კომპანიის და არც ხელისუფლების წარმომადგენელბი არ მისულან.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი შუახევში ფერმერებს ხვდება

 

შეხვედრის მიზანი  ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობის სამინიტსროს მცირემიწიან ფერმერთა 2014  წლის საგაზაფხულო სამუშაოების სასოფლო-სამეურნეო ბარათების შესახებ  დეტალური ინფორმაციის მიწოდებაა.

 

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნება აჭარის  სოფლის მეურნეობის სამინისტროს  2014 წლის პროგრამების პრეზენტაცია.

 

მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ბენეფიციარები  იქნებიან ფერმერები, რომელთაც  საკუთრებაში სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში  გააჩნიათ 1.25 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

 

მომზადებულია პრესრელიზის მიხედვით.

 

გონიოს განძი ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში

პროექტი იაპონიის მთავრობის მიერ „გრასრუტების კულტურული საგრანტო პროექტების“ ფარგლებში განხორციელდა.     საზოგადოებას პირველად მიეცა საშუალება ენახა მუზეუმში დაცული საგანძურის ის ნიმუშები, რომლებიც დღემდე არასდროს ყოფილა გამოფენილი. მათ შორის ე.წ. „გონიოს განძი“, ფიჭვნარისა და  კაპანდიბის ტერიტორიაზე  ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად მოპოვებული ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები.

განახლებული მუზეუმის გახსნის ცერემონიალს  აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი დაესწრნენ.

„მოხარული ვარ, რომ ვესწრები  გახსნის ცერემონიალს. არქეოლოგიური მუზეუმის  რეაბილიტაციის პროექტი მნიშვნელოვანია. იაპონია და საქართველო მეგობარი ქვეყნებია და ჩვენ ყოველთვის მოხარული ვიქნებით მხარში ამოვუდგეთ საქართველოს. დავათვალიერე  შესანიშნავი კოლექცია და ძალიან მომეწონა. საქართველო ძალიან მდიდარი ქვეყანაა ისტორიულად და  აუცილებელია მისთვის არქეოლოგიული საგანძურის კარგად შენახვა.  მოხარულები ვართ რომ ეს პროექტი შედგა,“ –  განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ.

იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში გაკეთდა მუზეუმის ჰოლი, ოქროს ფონდისა და დროებითი გამოფენების დარბაზს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და საგანძურის ექსპოზიციის  მოწყობის სამუშაოები, აგრეთვე  მოეწყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნების მუზეუმში დაცული იაპონური ნივთების გამოფენა და მომზადდა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა.

მუზეუმის რეაბილიტაციისათვის თანხა  აჭარის მთავრობის და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსაც აქვს გამოყოფილი.   პროექტის ფარგლებში მუზეუმის მეორე სართული უნდა გარემონტდეს. როგორც არქეოლოგიური მუზეუმის ხელმძღვანელმა ამირან კახიძემ განაცხადა, სამუშაოები თითქმის დასრულებულია და რეაბილიტირებული მუზეუმი სრულად აპრილის დასაწყისისთვის გაიხსნება.

მუზეუმი ყოველდღე იმუშავებს, ორშაბათის გარდა ათიდან  ხუთ საათამდე.  ოქროს ფონდში გამოფენილი ექსპონატების დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ბილეთის ღირებულება ჯერ მუზეუმის ადმინისტრაციას დადგენილი არ აქვს და ხვალისთვის გახდება ცნობილი.

ბათუმის ბიუჯეტი ორი მილიონით გაიზარდა

 

საკრებულოს წევრმა გიორგი კირთაძემ კითხვები დასვა მერიის პროექტის „იაფი სახლი“-ის ირგვლივ.  მისი განცხადებით, პროგრამა არასრულყოფილად არის წარმოდგენილი და მასში ბევრი ხარვეზებია.

 

 

„საერთოდ არაფერი წერია პროგრამაში. არც ის, რა კატეგორიაზე გათვლილი, თუ ბიძაშვილ- მამიდაშვილებისთვის არის გათვლილი. არც ადგილია ცნობილი, თუ სად უნდა აშენდეს. ეს არის პროგრამა? ვფიქრობ „იაფი სახლი“  სოციალურ სახლად უნდა გადაკეთდეს“-განაცხადა გიორგი კირთაძემ.

 

 

არჩილ ვანაძის განცხადებით, ამ დროისთვის „იაფი სახლის“ მშენებლობის ადგილი და ბენეფიციართა კატეგორია განსაზღვრული არ არის.

 

მერის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ერმაკოვის განცხადებით, „იაფი სახლის“ ბენეფიციარების შერჩევა გამჭვირვალედ უნდა მოხდეს: „გამჭვირვალედ ჩამოყალიბდეს კრიტერიუმები. ჩემს შეხედულებებ ცალკე ჩამოგიყალიბებთ“-განაცხადა ერმაკოვმა.

 

 

 საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილი განცხადებით, „იაფი სახლი“ მოსახლეობის დაკვეთაა:  „იაფი სახლი“ სერიოზული პროექტია და დღე არ გავა მასზე არ ვმუშაობდეთ. მოსახლეობაში დიდი ინტერესი გამოიწვია ამან და ესე იგი მოსახლეობის შეკვეთაა. ვფიქრობ სოციალური სახლიც აუცილებელია და ამაზეც ვფიქრობთ“. 

 

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი ჯერ გაათავისუფლეს, შემდეგ დანიშნეს

 

„ამ თანამდებობაზე დირექტორი ინიშნება კონკურსის წესით, ამიტომ, სანამ კონკურსი გამოცხადდება, გიორგი ლორია დირექტორის მოვალეობას შეასრულებს“-განაცხადა საკრებულოს იურისტმა სულიკო შვენთიძემ.   

 

 

საკრებულოს წევრების განცხადებით, თანამდებობიდან გათავისუფლებული გიორგი ლორიას, იმავე თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დატოვება, საკანონმდებლო ლაფსუსია, რამაც საკრებულოს წევრებს შორის კამათი გამოწვია. თუმცა საბოლოოდ, საკრებულოს წევრებმა გიორგი ლორიას მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნას, მხარი მაინც დაუჭირეს.

 

 

გიორგი ლორიას თანამდებობიდან გადადგომას მუნიციპალური ავტობუსის მძღოლები რამდენიმე კვირის განმავლობაში მოითხოვდნენ. მძღოლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ჯერ გაიფიცნენ, შემდეგ კი შიმშილობა გამოაცხადეს.

 

 

მუნიციპალური ავტობუსის მძღოლებმა, მერიაში შექმნილ ინტერფრაქციულ ჯგუფთან მოლაპარაკებების შემდეგ გაფიცვა შეწყვიტა.  

 

საკრებულო იმ კრიტერიუმებზე იმსჯელებს, რომელსაც „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი უნდა აკმაყოფილებდეს

 

გიორგი ლორია

იმუნოპროფილაქტიკა სოფელ ხალაში

 

მონიტორინგის ჯგუფი სოფელში  შეამოწმებს თუ როგორ ვრცელდება იმუნოპროფილაქტიკა ფიზიკურ პირებზე. მონიტორინგის მიზანი მთელი წლის განმავლობაში ჩატარებული ვაქცინაციის შემდეგ ფიზიკური პირის მდგომარეობის შემოწმება და შედეგის გამოვლინებაა.

 

აჭარის საზოგადოებრივი ცენტრის წარმომადგენელი მარო ჩხაიძე განმარტავს რომ  ეს მონიტორინგი სისტემურად ხორციელდება და მოიცავს  აჭარის მთელ რეგიონს. 

ნათია შალიკაშვილი მოსამართლემ სასჯელისგან გაათავისუფლა

ნათია შალიკაშვილს  2009 წელს 11 წლითა და 4 თვით პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე ლევან თევზაძემ, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გემურაულში მომხდარი ყაჩაღობისთვის. ნათია შალიკაშვილი წინასწარი პატიმრობიდან ფეხმძიმობის გამო გაათავისუფლეს.

განაჩენის გამოტანის შემდეგ, რადგან ნათიას მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, მას სასჯელი გადაუვადდა. ნათია შალიკაშვილის შვილი, 16 მარტს ხუთი წლის ხდება. გადაწყვეტილების მიღების დროს სწორედ ბავშვის ასაკი გახდა გადამწყვეტი, რომ ნათია შალიკაშვილი მოსამართლემ დღეს 7 წლითა და 6 თვით არ დააპატიმრა (ამნისტიის შედეგად მას სასჯელი ჰქონდა განახევრებული).

მოსამართლე ამ წუთებში ასაბუთებს სხვა დეტალებს, რატომაც მიიღო ნათია შალიკაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ნათია შალიკაშვილი ბრალს არ აღიარებდა.

გიორგი ერმაკოვი – ერთდროულად ორ თანამდებობაზე

 

გიორგი ერმაკოვი
გიორგი ერმაკოვი

„მე როგორც ვიცი, ქალაქის მერი საკრებულომ უნდა აირჩიოს.  გიორგი ერმაკოვი კი, რომელიც დღეს მერის მოვალეობას ასრულებს, მერის მოადგილეც კი არ არის. იქაც მოვალეობის შემსრულებელია. ვფიქრობ მას მეტი ლეგიტიმაცია სჭირდება და ამ საკითხზე საკრებულომ უნდა იმსჯელოს“- აცხადებს გიორგი კირთაძე.

 

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ჯუმბერ კახიძის თქმით, გიორგი ერმაკოვი, რომელსაც ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელის მოწერა მოუწევს, გარკვეულ უხერხულობას შექმნის: „დოკუმენტის ბოლოში დაიწერება მერის მოვალეობის შემსრულებელი და მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ძალიან ცუდი ლეგიტიმაცია იქნება ეს.“

 

 

საკრებულოს თამჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, აღნიშნული წინადადების ავტორმა საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით უნდა მიმართოს.     

 

   

გონიოს განძის გამოფენა პირველად

 

როგორც სამინისტროს პრესრელიზშია აღნიშნული, არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაცია აჭარის მთავრობის და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინასებით 2013 წელს დაიწყო. საქართველოს მუზეუმის ასოციაციამ კი შეიმუშავა პროექტი ქ.ბათუმის არქეოლოგიური მუზუემის განვითარება.  პროექტი დაფინანსდა იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში.

 

იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში გაკეთდა მუზეუმის ჰოლი, ოქროს ფონდისა და დროებითი გამოფენების დარბაზს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და საგანძურის ექსპოზიციის  მოწყობის სამუშაოები, აგრეთვე  მოეწყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნების მუზეუმში დაცული იაპონური ნივთების გამოფენა და მომზადდა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა.

 


დღეს განახლებული მუზეუმის გახსნის ცერემონიალს დაესწრება იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, ასევე აჭარის მთავრობის წარმომადგენლები.

 

ორსულობისთვის სასჯელგადავადებულის გათავისუფლებაზე სასამართლო იმსჯელებს

დაპატიმრების დროს ნათია შალიკაშვილი ოთხი თვის ფეხმძიმე იყო. განაჩენის გამოტანის შემდეგ, რადგან  ნათიას მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, მას სასჯელი გადაუვადდა. ნათია შალიკაშვილის შვილი, 16 მარტს ხუთი წლის ხდება. თუ ბრალი არ მოუხსნეს, შალიკაშვილს 7 წლითა და 6 თვით დააპატიმრებენ (ამნისტიის შედეგად მას სასჯელი გაუნახევრდა).

ნათია შალიკაშვილი თავს დღემდე უდანაშაულოდ მიიჩნევს. შეწყალებაზე მან უარი რამდენჯერმე თქვა.

 ამავე თემაზე: ნათია შალიკაშვილი: რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი

ანსამბლის აქცია გრძელდება

 


დღეს ანსამბლის წევრები მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ, მათ მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან სურთადთ შეხვედრა.  იმის გამო, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთში  ვიზიტით მიემგზავრება, მთავრობის მიერ ანსამბლის წევრების საკითხის განხილვა შაბათამდე გადაიდო.


ანსამბლის ერთ-ერთი წევრის ნათია მოისწრაფიშვილის თქმით, გასულ კვირას ისინი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას შეხვდნენ, რომელმაც ანსამბლის პრობლემების მოგვარება, პარლამენტის ვიცე-სპიკერს მურმან დუმბაძეს დაავალა.


მურმან დუმბაძემ გვითხრა, რომ თქვენი საკითხი დადებითად გადაწყდება, ვერ ვხედავთ პრობლემასო და თემურ ქორიძეს დავანბრუნებთო“.  ნათია მოისწაფიშვილის თქმით, მურმან დუმბაძე გუშინ საღამოს თემურ ქორიძეს შეხვდა და მას ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფობა შესთავაზა, რაზეც თემურ ქორიძისგან უარი მიიღო.


ანსამბლის წევრები თითქმის ორი თვეა სამუშაო ადგილზე – ბონის კულტურის დარბაზში, ცხადდებიან, მაგრამ პროტესტის ნიშნად რეპეტიციებს არ ატარებენ. დღეიდან ისინი სარეპეტიციო დარბაზში ვეღარ შევლენ.


ყოველ დილით მივდიოდით, ვცხადდებოდით და ხელს ვაწერდით ჟურნალში. დღეს რომ მივედით დარაჯმა გვითხრა, თქვენმა დირექტორმა გააუქმა ჩვენთან ხელშეკრულება. დაკეტილია დარბაზი და ვერ შეგიშვებთო“- ამბობს ანსამბლის წევრი ნათია მოისწრაფიშვილი.

ანსამბლის წევრები შაბათს დაგეგმილ შეხვედრას ელოდებიან, თუ მათი მოთხოვნა კვლავაც არ დაკმაყოფილდება ისინი აქციის გაგრძელებას შიმშილით აპირებენ.

 

უფასო აუდიოლოგიური კვლევა ახალშობილებისთვის

 

პროგრამა ასევე მოიცავს 1 წლამდე ასაკის ბავშვების მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის ამბულატორიულ მკურნალობას, რაც სამკურნალო მასაჟს, ფიზიოთერაპიის 15–დღიან კურსსა და  კალციუმის შემცველი მედიკამენტით ბენეფიციართა უზრუნველყოფას მოიცავს.

 

პროგრამის ბიუჯეტი 47 ათას 150 ლარს შეადგენს.

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციას ბათუმის სტუდენტები შეუერთდნენ

 

 

ბათუმის ხელმძღვანელის ლევან კუტუბიძის, თქმით “ელსას” სამომავლო საქმიანობაა სამართლებრივი პროექტების განხორციელება, საჯარო ლექციების მოწყობა საკონსტიტუციო სასამართლოში, დისკუსიების, იმიტირებული სასამართლო პროცესების, დებატებისა და სემინარების გამართვა.


ელსა“ (The European Low Sudents Association) ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციაა. მასში გაწევრიანებულია ევროპის 42 ქვეყანა. საქართველო “ელსას” 2009 წელს შეუერთდა. წარმომაგენლობითი ჯგუფები ჰყავს თბილისში და ქუთაისში. “ელსა საქართველოს” პრეზიდენტი ზურაბ ბეჟაშვილია.


“ელსა ბათუმის” ხელმძღვანელის თქმით, ორგანიზაცია საგანმანათლებლო პროგრამებს იურიდიუილი ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ახორციელებს. “ელსა ბათუმის” ორაგანიზაციაში ამჟამად 40 სტუდენტი შედის.

 

გაზეთ „ბათუმელების“ განცხადება

 

 

 

მეორე სტატია კი, რომელიც მინისტრის უკმაყოფილების მიზეზი გახდა, ეხებოდა აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლობით ხარჯებს. სტატია, სათაურით – „რამდენს ხარჯავს აჭარის ეკონომიკის სამინისტრო სასტუმროებსა და რესტორნებში“ – წელს, თებერვალში, გამოქვეყნდა და მასში განხილული იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2014 წელს „მოსალოდნელი ინვესტორების მოტივით“ გაზრდილი წარმომადგენლობითი ხარჯები.

 

 

გაზეთი „ბათუმელები“ მიიჩნევს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერ ადამიანის განსაკუთრებული უფლებაა, თუმცა ეს განსაკუთრებული უფლება მინისტრს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასაც აკისრებს, მითუმეტეს, როცა ეს მოსაზრება ფაქტებით არ არის გამყარებული.

 

„ბათუმელების“ ზემოთ მითითებული ორივე სტატია მომზადებულია იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოგვაწოდა. „ბათუმელები“ საზოგადოების ამომწურავი ინფორმირების მიზნით, ყოველთვის ცდილობს საჯარო უწყებებიდან მოპოვებული დოკუმენტები კიდევ ერთხელ გადაამოწმოს უწყების კვალიფიციურ პირებთან. სამწუხაროდ ამის მიღწევა ძირითადად შეუძლებელია იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პირველ პირს – მინისტრი დავით ბალაძე თითქმის არასდროს პასუხობს ჟურნალისტების სატელეფონო ზარს.

 

 

და ბოლოს, საბიუჯეტო ხარჯები გაზეთ „ბათუმელების“ განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს. შესაბამისად, რედაქცია მომავალშიც აქტიურად იმუშავებს ამ მიმართულებით.

გიგი უგულავას სარჩელს სასამართლო განიხილავს

 

 

 

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს ზეპირი მოსმენის გარეშე, არჩევითი პირის თანამდებობიდან გადაყენების კანონიერებაზე.

 

გიგი უგულავას მტკიცებით, მისი თანამდებობიდან გადაყენება საქალაქო სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვიტა, რაც მას არაკონსტიტუციურად მიაჩნია. სწორედ ამ ნაწილში განიხილავს სასამართლო უგულავას სარჩელს.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა უგულავას მოთხოვნა სარჩელის იმ ნაწილში, სადაც თბილისის ყოფილი მერი თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდა.

მებაღეობისა და მეყვავილეობის შესახებ ჰოლანდიური კომპანიების პრეზენტაცია ფერმერთათვის

 

შეხვედრის მთავარი მიზანი ჰოლანდიაში მებაღეობისა და მეყვავილეობის კუთხით არსებული გამოცდილების, ცოდნისა და შესაძლებლობების ფერმერთათვის გაზიარებაა, რათა სამომავლოდ ერთობლივი პროექტები დაიგეგმოს, რაც ხელს შეუწყობს იმ მებაღეების მიერ წარმოებული პროდუქციის რაოდენობის გაზრდას, ხარისხის გაუმჯობესებასა და დისტრიბუციას, რომლებიც ამ კომპანიებთან თანამშრომლობას გადაწყვეტენ. ძირითადად კი საუბარი აჭარაში ბოსტნეულის სასათბურე მეურნეობის განვითარებისა და პერსპექტივების შესახებ გაიმართება.


კომპანია „ბილანსია“ არის  ორგანიზაცია, რომელიც სოფლის მეურნეობაში უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის პროექტებისა და ტრენინგების ზედამხედველობას, ასევე კვალიფიციური, გამოცდილი სპეციალისტების ჩართვას პროექტებში, რომლებიც შემდგომ პასუხისმგებელნი არიან, პროექტით გათვალისწინებული პროდუქციის მოყვანასა და გაზრდაზე. რაც შეეხება, კომპანია “ფრანსენ როუზის“, ის ფლობს ულტრათანამედროვე ვარდების სათბურს ჰოლანდიაში, სადაც 1980 წლიდან მსოფლიოში ცნობილ Red Naomi (წითელი ნაომის) სახეობის ულამაზეს ვარდს აწარმოებენ.


შეხვედრას სასათბურე მეურნეობებით დაინტერესებული ფერმერები, ქობულეთის გამგეობის, აგროსერვის ცენტრისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან.

 

„ია გრუზისნკი პარენ“

 

დიანა ტრაპაიძე
დიანა ტრაპაიძე

კიევი ჩემი პირველი მივლინება არ ყოფილა. პირველად იყო ბაქო. მაშინ თვითმფრინავშიც პირველად  ვიჯექი. მამაჩემის  ფობიების გამო ბავშვობაში საბჭოთა კავშირი  მატარებლით მომატარეს. როცა საბაჟო კონტროლი გავიარეთ და ვაკო ავალიანმა თქვა – ბოარდინგ პასს (ჩასხდომის ბარათი) მოვამზადოთო, ვიფიქრე, არაფერი მეშველებოდა. ეს იყო ყველაზე უცხო და თავზარდამცემი სიტყვა ჩემს ლექსიკონში.

 

 

ბაქოში ვიზიტი კრილოვის დამსახურებაა. მაიამ და მათემ (საინფორმაციოს ხელმძღვანელები) დამიძახეს საეთეროში და დაიწყეს –  „Попрыгунья Стрекоза; Лето красное пропела;“ და მე დავასრულე „Оглянуться не успела; Как зима катит в глаза“. გცოდნია რუსულიო და გამიშვეს. მათე ყველას გვაყვედრიდა – პასპორტში ვიზები ლუბლიანას 5-ში ჩაირტყითო…

 

მოკლედ, ჩავედით კიევში, ნარინჯისფერი რევოლუცია იწყებოდა. ჩავედით და დავრჩით 40 დღე. მაია თაბაგარი, ყოველ პარასკევს, ბილეთის კიდევ ერთი კვირით გადაცვლაზე მითანხმებდა.

 

გოგიჩა სულ ლოცულობდა, დილით, საღამოს და არამარტო… მას შემდეგ, რაც  „რუსთავი 2“-ს მეორე ჯგუფი ჩამოუვიდა დასახმარებლად, გოგიჩას ლოცვების გაძლიერებას ვთხოვდი…

 

 

გოგიჩა, მძიმე კამერით და შტატივით, დილიდან დილამდე დაუზარელად დამყვებოდა გადაღებებზე. როცა ძალიან შემეცოდებოდა, ცოტა ხნით ვასვენებდი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სცენა – ხრეშატიკზე მიდის წინ გოგიჩა, აბოლებს სიგარეტს და უკან მივყვები მე, შტატივით და კამერით. კიევში მგონი  ცუდად არ  ვიმუშავეთ. „როიტერის“ ნატალია ყოველ დღე მეუბნებოდა, რომ მაგარ მასალებს ვაგზავნიდი თბილისში, იუშენკოს პრესმდივანი ოლგა კი – შენი ყვითელი მიკროფონი უკვე მსოფლიომ გაიცნოო. არადა, ისე მივეჩვიე ექსკლუზივებს, რომ მხოლოდ მსოფლიოს წამყვან არხებთან ერთად „ვკადრულობდი“ მიკროფონის მიშვერას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში მარტო ვწერდი ყველას –  იუშენკოს, ტიმოშენკოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს, ბიზნესმენებს, მომღერლებს, ელჩებს. იანუკოვიჩის შტაბში ან გვეჩხუბებოდნენ, ან კომენტარს არ გვაძლევდნენ. ჩვენ ნარინჯისფერი რევოლუციის თანამონაწილეებად მივაჩნდით. მახსოვს რუსეთის ელჩი უკრაინაში, ჩერნომირდინი როგორ გაჰკიოდა ჩვენს  კამერაში –  ვერ ეღირსებით აქ ვარდების რევოლუციის გამეორებასო…

 

არადა, ვეღირსეთ.

 

 

ვიყავით ყველგან, სადაც მთავარი ამბავი ხდებოდა. ერთხელაც, რადას მორიგ სესიაზე იუშენკომ საპრეზიდენტო ფიცი დადო, ოფიციალურად გამარჯვებული კი იანუკოვიჩი იყო და ოპოზიციაც ქუჩაში ამას აპროტესტებდა.

 

 

ფიცის დადების შემდეგ რადას გასასვლელები გადაკეტეს. მე გოგიჩას კამერიდან კასეტა ამოვაძრე და „პერეგონზე“ გავიქეცი. შენობაში უკან აღარავის უშვებდნენ. გოგიჩა რადაში ჩარჩა.

 

 

„პერეგონი“ ვიდეომასალის ტრანსლირებას ნიშნავს. ამ შემთხვევაში, თბილისში, „იმედის“ სტუდიაში. იუშენკოს ფიცი ერთ-ერთმა პირველმა „იმედის“ მაყურებელმა ნახა. თბილისიდან შეგვაქეს და რადაში დავბრუნდი.

 

ჟურნალისტები ეზოში ვართ და მხოლოდ ერთი კამერაა რადაში. დამავიწყდა მთავარი – გოგიჩამ ერთი ღერი რუსული არ იცის. რამდენიმე საათში მას რადა დაატოვებინეს.  არც ერთ გადამღებ ჯგუფს არა აქვს არც ერთი კომენტარი. პოლიტიკოსები შენობაში არიან და თავმჯდომარესთან თათბირობენ. გოგიჩა თვალს მიკრავს – ორი ექსკლუზივი მაქვსო -ლიტვინი და ტიმოშენკო.

 

როგორ-მეთქი, გადავირიე…

 

 

მასალა გადავახვიე და ვუსმენ. ცალ ხელში კამერით და მეორეში მიკროფონით  ტიმოშენკოს ეუბნება – ია გრუზინსკი პარენ, ჩუტჩუტ მალენკი კომენტარიი… ტიმოშენკო მოეფერა და მისცა კომენტარი (იქ უკვე ყველა გვცნობდა და გვიცნობდა);

 

 

ინტერვიუ მეორე –  ლიტვინს (პარლამენტის თავმჯდომარე იყო მაშინ) ეძახის – ნა ეტატ ჩას, ნა ეტა ვრემია, სიტუაცია კაკაია?

 

და აქვს მეორე ინტერვიუც… მთავარი ის იყო, რომ ლიტვინმა პირველად თქვა, რომ იუშენკოს ფიცს იურიდიული ძალა არ ჰქონდა. კიდევ ბევრი რამე ითქვა გოგიჩას კამერაში პირველად.

 

 

გამორჩეული იყო იუშენკოს შვილზე მომზადებული რეპორტაჟი, „დროებისთვის“. მახსოვს, როგორ ვტენიდით ანდრეის საკუთარ მანქანაში ჩქარა, რომ სხვა არხებს არ დაენახათ.

 

 

მე და გოგიჩა უკვე ყველას დავუმეგობრდით, შევიყვარეთ იქაური სამზარეულო, ვგიჟდებოდით კიევის ერთ ნაწილზე, რომელსაც პადოლს ეძახიან. იქ ოპოზიციის შტაბები იყო და მთელი პადოლი ნარინჯისფრად მორთული. ყველა წამყვანი ტელევიზიის ჟურნალისტს ვიცნობდით. ერთხელ გადაღებაზე მისულებს მესმის რეპლიკა – ძიანა  ნოვოე პალტო კუპილა..

ჩემი გარდერობიც კი ზეპირად იცოდნენ.

 

 

დღეში რამდენიმე ჩართვა გვქონდა, როიტერის ბიუროდან. როცა ლაივი მთავრდებოდა, საეთეროში ჯონის სიყვარულს ვუხსნიდი (ჯონი ჩემი ქმარია და „იმედის“ რედაქტორი). პირდაპირი ეთერის შემდეგ როიტერის ტექნიკურ პერსონალს ვეკითხებოდი – აბა, როგორი ჩართვა მქონდა? და ისინიც იწყებდნენ ხუმრობას – ჯონიმ უკვე დაგვირეკა და მადლობა გვითხრა, რომ მისი გოგონა ასე კარგად ჩავრთეთ…

 

 

ეს ამბები 2004 წლისაა. კიევი ისევ ეპიცენტრია. ახლა იქ სხვა ჟურნალისტები მუშაობენ და ბევრად უფრო დიდი საფრთხის ქვეშ.

 

 

ეს წერილი კი არის ერთ ოპერატორ ბიჭზე, რომელსაც პროფესია ძალიან უყვარს.  

„მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

 

 

 მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლისა და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით.

 

სადავო ნორმების თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული პირი ითვლება უძრავი ნივთის მესაკუთრედ იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი არ წარმოადგენს ნამდვილ მესაკუთრეს.

 

ასეთი პირის მიერ უძრავი ნივთის გასხვისების შემთხვევაში შემძენი ითვლება კეთილსინდისიერად და თავდაპირველი მესაკუთრე კარგავს უფლებას, მოითხოვოს ქონების დაბრუნება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია.

 

დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას, რადგან მისი უძრავი ქონების დანაშაულებრივი გასხვისების შემთხვევაში, მესამე პირები, რომლებიც უძრავ ქონებაზე შეიძენენ საკუთრებას, კეთილსინდისიერი შემძენნი აღმოჩნდებიან და ის როგორც თავდაპირველი მესაკუთრე ვერ დაიბრუნებს კუთვნილ უძრავ ქონებას, რითაც ილახება მისი საკუთრების უფლება.

 

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

ინტერვიუ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან

 

 ბატონო გიორგი, ქალაქის განვითარების კონცეფცია თუ გაქვთ?

 ქალაქის განვითარების კონცეფციაზე ახლა ვმუშაობთ, ცოტა დროა დარჩენილი არჩევნებამდე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ ვინც იქნება ქალაქის მერი, გადაწყვეტს ამ საკითხს. რაღაც მონახაზები მაქვს, ვფიქრობ, ქალაქის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია არის მნიშვნელოვანი. კაპიტალური წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო არხების გაკეთების შემდეგ, ასფალტის საფარით მოპირკეთდება ქუჩები ქალაქის გარეუბნებში.

 როგორც მერი, რას შეცვლით ბათუმში, რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ ამ ქალაქში?


 უამრავი აზრი მაქვს… ბევრი საკითხია, რომელთა მოგვარება და გადაჭრა მსურს, მაგრამ ამ წუთას სოციალური საკითხებია პრიორიტეტული, ვგულისხმობ იაფი სახლის პროექტს, ვფიქრობ ძალიან საინტერესო პროექტია. ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, ის ადამიანები, რომლებიც უსახლკაროდ არიან, ნორმალურ პირობებში ვაცხოვროთ. სახელმწიფოს თანამონაწილეობით ჩვენს თანამოქალაქეებს რომ გავუუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები, ესაა ახლა ჩემი მთავარი მიზანი.

 კონკრეტულად რომელ წლებში მუშაობდით ძალოვან უწყებებში და რა თანამდებობაზე?


 განათლებით იურისტი ვარ, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი დავამთავრე, უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობას ვეწეოდი, შსს უწყებაში კორუფციასთან ბრძოლის სამსახურში ვმუშაობდი წლების განმავლობაში, დაცვის პოლიციის ხელმძღვანელიც ვიყავი. ვმუშაობდი შემოსავლების სამსახურში და კერძო კომპანიაშიც მოვასწარი მუშაობა.

 როგორც იურისტი, როგორ ფიქრობთ, უნდა ისჯებოდეს თუ არა ადამიანი, რომელიც მარიხუანას მოიხმარს?


 როგორც იურისტი, ამას სამართლებრივ შეფასებას ვერ მივცემ, მაგრამ როგორც რიგითი მოქალაქის აზრი, ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხთან მიმართებაში უარყოფითია. ვიცი, რომ სხვა ქვეყნებში ლეგალიზაციის პრაქტიკა არსებობს, მაგრამ მე მიუღებლად მიმაჩნია.

 ხართ თუ არა რელიგიური?


  კი, მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ვცდილობ, კეთილსინდისიერი ვიყო. რამდენად გამომდის ეს, არ ვიცი.

 როგორ უყურებთ ათეისტებს, იეჰოვას მოწმეებს?


 ამ საკითხთან მიმართებაში მე ტოლერანტი ვარ, ყველას მისი შეხედულება აქვს. ეს ადამიანის პირადი ცხოვრებაა.

 ბათუმში არის თუ არა გეიკლუბი, როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა?


 ყველა ადამიანის უფლებები საერთაშორისო კონვენციით დაცულია. კანონით რაც არ არის აკრძალული, ის დასაშვებია. მე ქრისტიანი ვარ, მართლმადიდებელი და ჩემს რწმენასა და შეხედულებებს ეწინააღმდეგება. ამას გპასუხობთ როგორც მოქალაქე ერმაკოვი და ვამბობ, რომ ეს ჩემთვის მიუღებელია.

 ხართ თუ არ ნამყოფი ბორდელში?


 პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე არ მომწევია, როცა შს სამინისტროში ვმუშაობდი, ჩემი საქმიანობა იყო კორუფციულ გარიგებებთან ბრძოლა.

კორუფციული გარიგებები ახსენეთ, რა სქემებისა და კორიფციული გარიგების შესახებ გსმენიათ ბათუმის მერიასთან დაკავშირებით?


ამ კითხვაზე პასუხს ვერ ჩამოვაყალიბებ ახლა, მაგრამ თუკი მსგავსი რამ განხორციელდება მერიაში და ეს ჩემთვის გახდება ცნობილი, ჩვენი მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირება მოჰყვება. ამის შესახებ ვაცნობებთ შესაბამის უწყებებს.

 ხართ თუ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი?


მმართველი გუნდის წევრი ვარ, თუ მკითხავთ მივიღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, გიპასუხებთ, რომ ჩამოვყალიბდები და გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებ.

სადაზღვევო კომპანიის ეშმაკობები

 

 

ჯემალ ჯიჯავაძე
ჯემალ ჯიჯავაძე

ამჟამად ჩემი ცხოვრების 67-ე წელს ვითვლი, ანუ ვარ ასაკით პენსიონერი, შვილმა ირაკლიმ, ვიდრე პენსიაზე გავიდოდი, ორ-ნახევარი წლის წინ სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი“ ჰოლდინგის 50-ლარიანი „მედი პრემიუმის“ პოლისით გამანებივრა. ყველაფერი ეს გაამართლა იმით, რომ ქვეყანას აქვს სახანძრო სამსახური, სადაც მეხანძრეები წლების განმავლობაში დომინოს თამაშში კლავენ დროს და არავის ახსოვს მათი არსებობა, მაგრამ ერთი უბედურება (ხანძარი) და ყველა იმედის თვალით შეჰყურებს მათ ოსტატობას, რომელზეც მთლიანადაა დამოკიდებული წლების განმავლობაში შექმნილი მატერიალური დოვლათის გადარჩენის ბედი.

ასეა სადაზღვევო პოლისიც.

 

 

ღმერთმა ნუ ქნას მისი საჭიროება, მაგრამ თუ მაინც დადგა ამის აუცილებლობა, მაშინ ნამდვილად დარჩები მზღვეველის მადლიერი. ჩემ შემთხვევაშიც ორწლინახევრის მანძილზე წელიწადში ერთხელ თუ შევუვლიდი ყურადღებიან და კვალიფიციურ  პირად ექიმ თამრიკო დონდუას, რომლის მიმართვით ვაბარებდი მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიას ანალიზებს, იმავე დღეს ვიღებდი პასუხს, რომ მაქვს შესაშური ჯანმრთელობა. ამით პრაქტიკულად მთავრდებოდა სადაზღვევო კომპანიის ზრუნვა ჩემს ძვირფასს ჯანმრთელობაზე.

 

 

მოხდა ისე, რომ 2012 წლის 22 სექტემბერს ავტოავარიის შედეგად მივიღე ზედა მარჯვენა კიდურის მხრის იდაყვთან შემაერთებელი ძვლის მრავლობითი მოტეხილობა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო ცენტრ `მედინაში~ გადამიყვანა.  მკურნალობა მორიგე ქირურგ-ტრავმატოლოგ ლევან გვასალიას ანდეს, რომელმაც თავი დამამახსოვრა, როგორც მაღალი კვალიფიკაციის დაუზარელმა, გულისხმიერმა და პერსპექტიულმა ახალგაზრდა სპეციალისტმა. მან მრავლობითი მოტეხილობის მქონე მხარ-იდაყვის შემაერთებელი ძვლის გასამრთელებლად მეტალის ფირფიტა და ბურღხრახნი (შურუპები) გამოიყენა.

 

 

მკურნალობის მეთოდი წარმატებული გამოდგა. ოპერაციიდან მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ სამი წლის განმავლობაში საჭირო იყო მეტალის 35 სმ. ფირფიტის ამოღება. მე, რაღა თქმა უნდა, პირადი ექიმის მიმართვით კვლავ სამედიცინო ცენტრ „მედინას“  და მკურნალ ექიმ ლევან გვასალიას ვეწვიე, რომელმაც ჩასატარებელი გეგმიური ოპერაციისთვის 1129 ლარის ღირებულების ანგარიშფაქტურა მომართვა „ჯი პი აი“ ჰოლდინგში წარსადგენად.

 

 

ამ უკანასკნელმა (დეა ქაჯაია) როცა იხილა ინვოისი, განმიმარტა, რომ ვინაიდან მე მაქვს სახელმწიფო საპენსიო სადაზღვევო („იმედი L“) პოლისი, თანახმად ჩვენი შიდა შეთანხმებისა, მომსახურების ღირებულების 90 პროცენტი უნდა დააფინანსოს  „იმედი L“-მა, ხოლო დარჩენილის 80 პროცენტს დააფინანსებდა „ჯი პი აი“ ჰოლდინგი. ჩემს პროტესტზე, რომ მე ვარ „ჯი პი აი“ ჰოლდინგის 50-ლარიან „მედი პრემიუმის“ მფლობელი და ყველა ლოგიკით მეკუთვნის 10 000 ლარის ფარგლებში გეგმიური ოპერაციის დაფინანსება, მათ ურცხვად გამიმეორეს კომპანიას და სახელმწიფოს შორის გარიგებაზე, რომლის კორუფციული ფესვები შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს (ცნობისათვის, ყველა ლოგიკით ზემოთ ნახსენები შეთანხმება გაფორმებულია 2012 წლის 22 სექტემბრამდე, ე.ი. „ნაციონალური ხელისუფლების“ დროს, მაგრამ ხალხზე ზრუნვით დამშვრალმა „საოცნებო“ ხელისუფალმა დღემდე ვერ მოიცალა მის გაკეთილშობილებაზე – ამჟამად წარმატებით აგრძელებენ მოსახლეობის ყვლეფას).

 

 

ჩემს პროტესტს და კანონიერ მოთხოვნას იმ კუთხით, რომ განმეორებით ოპერაცია წესით იმ ექიმის გასაკეთებელი იყო, ვინც თავის დროზე მკურნალობის ეს მეთოდი აირჩია, გაგებით მიუდგა და ბიუროკრატიასთან 25-დღიანი ჯახირის შემდეგ ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა რომან ბოლქვაძემ, რომელმაც ისევ „იმედი L“-ი დაითანხმა მედინაში გეგმიური ოპერაციის ღირებულების –  1129 ლარის 90 პროცენტით, ანუ 1016 ლარით დაფინანსებაზე (დარჩენილი 123 ლარიდან წუწურაქმა „ჯი პი აი“ ჰოლდინგმა მხოლოდ 90 ლარი გამოიმეტა. იმ დროს თუ მე არ მექნებოდა სხვა დაზღვევა გარდა „ჯი პი აი“-სა, იგი ვალდებული იყო აენაზღაურებინა 903 ლარი. გულისხმიერებისა და გაწეული ჯაფისათვის  ბატონ რომან ბოლქვაძეს გულწრფელი მადლობა.

 

 

 

 

ზემოთ აღწერილი ბატალიების შემდეგ მე დავინტერესდი, თუ რამდენით დააფინანსა „ჯი პი აი“ ჰოლდინგმა 2012 წლის 22-26 სექტემბერს „მედინაში“  ჩემს მკურნალობაზე გაწეული ხარჯები. აღმოჩნდა, რომ ნული ლარით. აქაც სახელმწიფოს ხარჯზე 3048 ლარის გადახდა აირიდა, რამეთუ თაღლითური ხელშეკრულება ამის საშუალებას აძლევდა. ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ მე „ჯი პი აი“-სთან ხელშეკრულება გავაუქმე.

 

 

მე, ერთი მოქალაქე, სახელმწიფო სამსახურს არ განვიხილავ, როგორც მამინაცვალს, რომელსაც რაც შეიძლება მეტი უნდა გამოსტყუო. მარტო ჩემს ეპიზოდში, რომ არა ზემოთ მოტანილი კორუფციული გარიგება, სახელმწიფო დაზოგავდა 3048 ლარს,  რომლითაც შეეძლო შეშველებოდა სხვა შეჭირვებულს. სათაურში გამოტანილი აბჯარი, რომლითაც სადაზღვევო პოლისი იცავს ბენეფიციარებს, თაღლითური  სქემის ნაწილი ხდება და უხილავი ხვრელით ქართული სადაზღვევო კომპანიები 65-68 პროცენტ წლიურ მოგებას იჯიბავენ მაშინ, როცა მსგავსი პროფილის კომპანიები მოწესრიგებულ დასავლეთში 4-6 პროცენტ მოგებას ყაბულდებიან.

 

 

„ქართული ოცნების“ მთავრობის შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ მინისტრ დავით სერგეენკოს რევოლუციური გადაწყვეტილებით, პირველად დემოკრატიული საქართველოს პირობებში, მოახერხა ის, რომ დღეს ქვეყანაში არ მოიძებნება არც ერთი კატეგორიის მოქალაქე, რომელსაც რაღაც დოზით არ შეხებია ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულობა.  ეს ძალიან კარგია, მაგრამ არა –  საკმარისი. გასაგებია, მთავრობას ამ ეტაპზე მეტის შესაძლებლობა არ გააჩნია, მაგრამ იგივე ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია შექმნას მსურველთათვის დაზღვევის თანადაფინანსების პროდუქტი, რომელიც მე, 46 წლის სტაჟის მქონე პენსიონერს და მრავალ სხვა მსურველს, მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენსავე პენსიიდან, სახელმწიფოს მიერ ბოძებულ 15-ლარიან სადაზღვევო პაკეტს ჯიბიდან შევაშველოთ ხუთი, ათი, თხუთმეტი, ოცი და მეტი ლარი, რათა სამედიცინო დაზღვევის პოლისმა უფრო სრულყოფილად დაუფინანსოს ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობის ხარჯები.

აჭარის ჩემპიონატი ძალოსნობაში

 

შეჯიბრება ჩატარდება 15 წლამდე ასაკში 9 წონით კატეგორიაში 35; 40; 45; 50; 56; 62; 69; 77; +77 და 17 წლამდე ასაკში 9 წონით კატეგორიაში: 45; 50; 56; 62; 69; 77; 85; 94; +94.

პირად შეჯიბრებაში გაორება დასაშვებია ნებისმიერ წონით კატეგორიაში, არაუმეტეს 2 სპორტსმენისა.

შეხვედრის მიზანია იუნიორ ძალოსანთა საქართველოს პირველობისათვის ნაკრები გუნდის კანდიდატების შერჩევა, ძალოსნობის პოპულარიზაცია და განვითარება აჭარაში.

 გამარჯვებული სპორტსმენები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებითა და სიგელებით. ჩემპიონატის ორგანიზატორი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და აჭარის ძალოსნობის ფედერაციაა.

საქველმოქმედო ფონდი პედაგოგებისა და მოხელეების ხელფასით


საქველმოქმედო ფონდის იდეის ავტორი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძეა. ტარიელ ებრალიძესთან ერთად ფონდის დამფუძნებლები არიან იური ქათამაძე, ავთანდილ დიასამიძე, მიხეილ დავითაძე, ფრიდონ, რომან ფუტკარაძე და ზურაბ, გურამ და ზაზა ზოიძეები.


როგორც ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი ავთანდილ დიასამიძე ამბობს, ქველმოქმედებისთვის ფონდის ჩამოყალიბება არსებულმა მდგომარეობამ განაპირობა.


ავთანდილ დიასამიძე: „დღევანდელი ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე საქველმოქმედო ფონდის არსებობა არ თუ საჭირო, აუცილებელიც კი გახდა, ადამიანებს ჩვენი ფინასურ დახმარების გაწევა ესაჭიროებათ; ესენი არიან სტუდენტები, რომლებსაც სტატუსი არაერთხელ შეუჩერდათ, რადგან მათ ოჯახს არ აქვთ შესაძლებლობა საფასური გადაუხადოს; ავადმყოფები, რომელთა მკურნალობა არ ფინანსდება, ოჯახები, რომლებიც ერთჯერად დახმარებას საჭიროებენ და ა.შ. სწორედ ამ გარემოებამ გვიკარნახა დაგვეარსებინა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ასეთ ადამიანებს დახმარებას გაუწევს. იდეა ბევრმა მოიწონა, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს და ხელფასის 1%-ი ქველმოქმედებას დაუთმოს“.

 

რა ჟურნალ-გაზეთებს კითხულობს ხელისუფლება აჭარაში

 აჭარის უმაღლესმა საბჭომ თებერვალში ორი რუსულენოვანი ჟურნალი გამოიწერა: менеджмент и кадры психология управления – 4 ეგზემპლარი და политическая наука – 10 ეგზემპლარი. უმაღლეს საბჭოში სულ 26 დასახელების ჟურნალ-გაზეთი აქვთ გამოწერილი, მათ შორის: აჭარა; აჭარა პს; ბათუმელები; ალია; ახალი ვერსია; ახალი თაობა, კვირის ქრონიკა, კვირის პალიტრა, საქართველოს რესპუბლიკა, რეზონანსი, ლელო, ასავალ-დასავალი, საპატრიარქოს უწყებანი, კარიბჭე, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ოჯახის მკურნალი, ადვოკატი მეოხი, ჩემი ქობულეთი, ქედა, შუახევი, ხულო, менеджмент и кадры психология управления;  политическая наука. უმაღლესი საბჭო ჟურნალ-გაზეთების შესაძენად სულ 4385 ლარს ხარჯავს.

23 დასახელების ჟურნალ-გაზეთი აქვს გამოწერილი აჭარის მთავრობას. მათ შორის: აჭარა, აჭარა პს,  ბათუმელები, ახალი ვერსია, ახალი თაობა, ასავალ-დასავალი, ალია, ქრონიკა, კვირის პალიტრა, 24 საათი, რეზონანსი, ტაბულა, ეკონომიკა, ლიბერალი, საქართველოს ეკონომიკა, პრაიმ ტაიმი, საქართველოს რესპუბლიკა, გადასახადები და აღრიცხვა, ბუღალტრული აღრიცხვა, ведомости, коммерсант, Georgia today, Georgian Journal – სულ 2285 ლარის ღირებულების ჟურნალ-გაზეთი.

16 დასახელების ჟურნალ-გაზეთს ეცნობიან ბათუმის მერიაში. ეს ჟურნალ-გაზეთებია: აჭარა, აჭარა პს, ბათუმელები, ახალი ვერსია, ახალი თაობა, ასავალ-დასავალი, ალია, ალია ქრონიკა, ბუღალტრული აღრიცხვა ანგარიშგება, გადასახადები და აღრიცხვა, გადასახადები, კვირის პალიტრა, 24 საათი, პრაიმტაიმი, რეზონანსი, საქართველოს რესპუბლიკა. პრესის შესაძენად მერია წელწადში  3 499 ლარს იხდის.

ბათუმის საკრებულოში კი 13 დასახელების ჟურნალ-გაზეთი აქვთ გამოწერილი. ესენია: აჭარა, აჭარა პს. ბათუმელები, ასავალ-დასავალი, აუდიტი აღრიცხვა ბიზნესი და მენეჯმენტი, ალია, ალია ქრონიკა, კვირის პალიტრა, WEEKEND, რეზონანსი, საქართველო და მსოფლიო, საქართველოს რესპუბლიკა და ქრონიკა +. საკრებულო ჟურნალ-გაზეთებისათვის წელიწადში  4775 ლარს იხდის.

აჭარის განათლების სამინისტროში 11 დასახელების ჟურნალ-გაზეთი აქვთ გამოწერილი: აჭარა, ახალი განათლება, ალია, ასავალ-დასავალი, ბათუმელები, ბუღალტრული აღრიცხვა,  აუდიტი,  აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები, კვირის პალიტრა, საპატრიარქოს უწყებანი და 24 საათი – სულ 966 ლარის ღირებულების ჟურნალ-გაზეთი.

ათი დასახელების ჟურნალ-გაზეთი აქვს გამოწერილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ბათუმში მდებარეობს.  ბათუმელები, ახალი ვერსია, ალია, ალია ქრონიკა, Georgia today, კვირის პალიტრა, ლიბერალი, 24 საათი, პრამტაიმი, რეზონანსი. – ამ ჟურნალ-გაზეთებისათვის საკონსტიტუციო სასამართლო სულ 2099 ლარს იხდის.

შვიდი დასახელების ჟურნალ-გაზეთი აქვს გამოწერილი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს. აჭარა,  ალია,  რეზონანსი,  ბათუმელები,  აგრარული საქართველო,  აუდიტი აღრიცხვა ბიზნესი და მენეჯმენტი, кормопроизводство. პრესაში ეს სამინისტრო 1960 ლარს ხარჯავს.

ყველაზე ნაკლები, ექვსი დასახელების, ჟურნალ-გაზეთები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს აქვთ გამოწერილი.

აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები, ბიზნესი და მენეჯმენტი; ბუღალტრული აღრიცხვა, გადასახადები და აღრიცხვა, ეკონომისტი, ბათუმელები და აჭარა – ამ ჟურნალ-გაზეთების შესაძენად აჭარის ფინანსთა სამინისტრო წელიწადში 455 ლარს ხარჯავს.

ჯანდაცვის სამინისტროში კი ჟურნალ-გაზეთების – აჭარა, აჭარა პს,  ბათუმელები, ბუღალტრული აღრიცხვა, კვირის პალიტრა და 24 საათი – შესაძენად წელიწადში 671 ლარი იხარჯება.

რაც შეეხება აჭარის პროკურატურას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემების თანახმად, ჟურნალ-გაზეთებს აქ არც გასულ წლებში იწერდნენ და არც წელს არ გამოუწერიათ.

ბათუმში „ბერეტას“ შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

 

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბრალდებული ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როცა იგი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. დაკავებულის ჩხრეკისას ამოიღეს „ბერეტას“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდითა და 4 საბრძოლო ვაზნით.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

წიგნის პრეზენტაცია არქეოლოგიურ მუზეუმში

 

ამირან კახიძის განმარტებით, წიგნში მოცემულია ბათუმის ციხეზე, ფიჭვნარის ანტიკური ხანის სამაროვანზე, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე, სოფელ ჩაისუბანში, სოფელ ერგესა და სოფელ ფურტიოში აღმოჩენილი ნივთების ფოტომასალა და ინფორმაცია.

 

წიგნი 1000 ეგზემპლარად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით  გამოიცა, მის დასაბეჭდად 11 500 ლარი დაიხარჯა.

 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, წიგნი არ გაიყიდება, იგი საჩუქრად გადაეცემა მეცნიერებსა და დაინტერესებულ პირებს.

 

წიგნის პრეზენტაციას ბათუმის განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

კონკურსი მეხუთე და მეექვსეკლასელებისათვის

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აჭარაში  არსებული  საჯარო და კერძო სკოლების დაწყებითი საფეხურის მეხუთე და მეექვსე კლასის 7 მოსწავლისგან დაკომპლექტებულ თითო გუნდს.  

 

კონკურსი შედგება ორი ტურისაგან.   მონაწილეობის მსურველმა სკოლამ 2014 წლის 10 მარტის ჩათვლით  შესაბამის რესურსცენტრს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია კონკურსში მონაწილე მოსწავლეების შესახებ.  

მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამით 20 634 ქობულეთელი ისარგებლებს

 

მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამით წელს 20 634 ქობულეთელი ფერმერი ისარგებლებს, მათ შორის 3 907 ბენეფიციარს სახნავი სამუშაოების საწარმოებლად საჭირო ბარათები დაურიგდებათ,  ხოლო დანარჩენები ე.წ. „აგრობარათებით“ ისარგებლებენ. 

ქობულეთში საკრებულოს თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაციის ხელძღვანელად აირჩიეს

 

 

ქობულეთში კი „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ქობულეთის მუნციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  ელგუჯა ბაგრატიონი აირჩიეს.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის  ინფორმაციით, ელგუჯა ბაგრატიონს 70 დელეგატიდან 60-მა დაუჭირა მხარი.    

 

ზაზა ხატიაშვილის მხარდამჭერი ბათუმელი ადვოკატების განცხადება

 

 

ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ბათუმში ლელა ბჟალავა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის ხელმძღვანელს, ციცინო ცხვედიანს მიმართავს და ფაქტზე რეაგირებას სთხოვს. მისი განმარტებით, ნიკოლოზ მჟავანაძემ დაარღვია ეთიკის ნორმები, როცა მან ადვოკატთა ასოციაციის კორპუსს და ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს საჯაროდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

ადვოკატმა ნიკოლოზ მჟავანაძემ გუშინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ის განცხადებები, რაც ზაზა ხატიაშვილმა ადვოკატ გიორგი ონიანთან დაკავშირებით გააკეთა. ხატიაშვილმა აღნიშნა, რომ გიორგი ონიანის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

 

ნიკოლოზ მჟავანაძემ ასევე განაცხადა, რომ ზაზა ხატიაშვილმა ორი თვის წინ პუტინს ფინანსური დახმარების თხოვნით წერილი გაუგზავნა, რის გამოც იგი  ხატიაშვილის თანამდებობიდან მოხსნას ითხოვს.

 

ზაზა ხატიაშვილი ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.  

 

სად გაშენდება საკურას ხეივანი ბათუმში

 

ბათუმის გამწვანებისა და  ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა ხებუჩქოვანი მცენარეების შესაძენად ტენდერი 200 ათას ლარზე გამოაცხადა,  ტენდერი უკვე დასრულებულია,  გამარჯვებული, შპს „საქართველოს ნერგები“ ბათუმის გამწვანების სამსახურს მცენარეებს 170 ათას ლარად მიაწვდის.  მცენარეების ნერგების შემოტანა და დარგვა მარტის ბოლოსაა დაგეგმილი.

 

 

170 ათასი ლარი 20 სახეობის მცენარის შემოტანაზე დაიხარჯება, ჯამში სულ 1340 ძირი ხებუჩქოვანი მცენარის შეძენაა გათვალისწინებული. მათ შორისაა 50 ძირი საკურა.   ერთი ძირი საკურას ფასი, სატენდერო წინადადების თანახმად, 117 ლარი და 55 თეთრია. 50 ძირი საკურას შესაძენად სულ 5875 ლარი დაიხარჯება.  

 

იმ მცენარეებიდან, რომელსაც წელს ბათუმში დარგავენ, ყველაზე ძვირადღირებულია მაგნოლია დიდყვავილა –  281 ლარი; კამელიები – 271-262 ლარი და წითელი ნეკერჩხალი- 231 ლარი. 

Exit mobile version