ნეტგაზეთი • RU

გიგი უგულავას სარჩელს სასამართლო განიხილავს

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი. თუმცა ნაწილობრივ.

 

 

 

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს ზეპირი მოსმენის გარეშე, არჩევითი პირის თანამდებობიდან გადაყენების კანონიერებაზე.

 

გიგი უგულავას მტკიცებით, მისი თანამდებობიდან გადაყენება საქალაქო სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვიტა, რაც მას არაკონსტიტუციურად მიაჩნია. სწორედ ამ ნაწილში განიხილავს სასამართლო უგულავას სარჩელს.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა უგულავას მოთხოვნა სარჩელის იმ ნაწილში, სადაც თბილისის ყოფილი მერი თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდა.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი