სიახლეები

მებაღეობისა და მეყვავილეობის შესახებ ჰოლანდიური კომპანიების პრეზენტაცია ფერმერთათვის

27.02.2014
მებაღეობისა და მეყვავილეობის შესახებ ჰოლანდიური კომპანიების პრეზენტაცია ფერმერთათვის

 

შეხვედრის მთავარი მიზანი ჰოლანდიაში მებაღეობისა და მეყვავილეობის კუთხით არსებული გამოცდილების, ცოდნისა და შესაძლებლობების ფერმერთათვის გაზიარებაა, რათა სამომავლოდ ერთობლივი პროექტები დაიგეგმოს, რაც ხელს შეუწყობს იმ მებაღეების მიერ წარმოებული პროდუქციის რაოდენობის გაზრდას, ხარისხის გაუმჯობესებასა და დისტრიბუციას, რომლებიც ამ კომპანიებთან თანამშრომლობას გადაწყვეტენ. ძირითადად კი საუბარი აჭარაში ბოსტნეულის სასათბურე მეურნეობის განვითარებისა და პერსპექტივების შესახებ გაიმართება.


კომპანია „ბილანსია“ არის  ორგანიზაცია, რომელიც სოფლის მეურნეობაში უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის პროექტებისა და ტრენინგების ზედამხედველობას, ასევე კვალიფიციური, გამოცდილი სპეციალისტების ჩართვას პროექტებში, რომლებიც შემდგომ პასუხისმგებელნი არიან, პროექტით გათვალისწინებული პროდუქციის მოყვანასა და გაზრდაზე. რაც შეეხება, კომპანია “ფრანსენ როუზის“, ის ფლობს ულტრათანამედროვე ვარდების სათბურს ჰოლანდიაში, სადაც 1980 წლიდან მსოფლიოში ცნობილ Red Naomi (წითელი ნაომის) სახეობის ულამაზეს ვარდს აწარმოებენ.


შეხვედრას სასათბურე მეურნეობებით დაინტერესებული ფერმერები, ქობულეთის გამგეობის, აგროსერვის ცენტრისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.