ნეტგაზეთი • RU

უფასო აუდიოლოგიური კვლევა ახალშობილებისთვის

 

ბათუმის მერიაში ჯანმრთელობის დაცვის ახალიი პროგრამა – ახალშობილთა  აუდიოლოგიური  სქრინინგი ამოქმედდა, რომელიც  ყველა ახალშობილის აუდიოლოგიურ კვლევას გულისხმობს, შემდგომში სხვადასხვა პათოლოგიების თავიდან აცილების მიზნით.

 

პროგრამა ასევე მოიცავს 1 წლამდე ასაკის ბავშვების მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის ამბულატორიულ მკურნალობას, რაც სამკურნალო მასაჟს, ფიზიოთერაპიის 15–დღიან კურსსა და  კალციუმის შემცველი მედიკამენტით ბენეფიციართა უზრუნველყოფას მოიცავს.

 

პროგრამის ბიუჯეტი 47 ათას 150 ლარს შეადგენს.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"