სიახლეები

„მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

27.02.2014
„მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

 

 

 მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლისა და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით.

 

სადავო ნორმების თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული პირი ითვლება უძრავი ნივთის მესაკუთრედ იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი არ წარმოადგენს ნამდვილ მესაკუთრეს.

 

ასეთი პირის მიერ უძრავი ნივთის გასხვისების შემთხვევაში შემძენი ითვლება კეთილსინდისიერად და თავდაპირველი მესაკუთრე კარგავს უფლებას, მოითხოვოს ქონების დაბრუნება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია.

 

დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას, რადგან მისი უძრავი ქონების დანაშაულებრივი გასხვისების შემთხვევაში, მესამე პირები, რომლებიც უძრავ ქონებაზე შეიძენენ საკუთრებას, კეთილსინდისიერი შემძენნი აღმოჩნდებიან და ის როგორც თავდაპირველი მესაკუთრე ვერ დაიბრუნებს კუთვნილ უძრავ ქონებას, რითაც ილახება მისი საკუთრების უფლება.

 

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.