რატომ ისწრაფვიან სტუდენტები ხელისუფლებისკენ და შეძლებენ თუ არა ისინი პოლიტიკური ძალების გავლენისგან თავდაცვას? “ბათუმელები” ორგანიზაციის ორ წევრს – გიგა ფარტენაძესა და თამარ სურმანიძეს ესაუბრა.
რატომ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი ორგანიზაციისთვის “აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო” დაგერქმიათ, ვისგან მოდის იდეა?
გიგა ფარტენაძე: იდეა საიას ერთ-ერთ იურისტს ეკუთვნის. რადგან ავტონომიური რესპუბლიკა გვაქვს, გვყავს ჩვენი მთავრობა, შეგვიძლია საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობა და ცვლილების შეტანა, გადავწყვიტეთ შეგვექმნა იმავე პრინციპებზე დაყრდნობით აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო და აქცენტი გადაგვეტანა იმ საკითხებზე, რომელიც დღეს ახალგაზრდებს აწუხებთ. ჩვენი მიზანია 16-იდან 24 წლამდე ახალგაზრდების გაერთიანება და მათი მეშვეობით სხვადასხვა აქტივობის განხორციელება.
როგორ არჩევთ წევრებს?
პროექტში 30 ახალგაზრდა უნდა შეირჩეს. პირველ ეტაპზე ონლაინაპლიკაციებით მიმდინარეობს შერჩევა, შემდეგ კი სპეციალური კომისია გაესაუბრება ამ პირებს. სპეციალურ კომისიაში უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან.
აჭარის უმაღლესი საბჭოს მისამართით ხშირად ისმის პრეტენზიები, რომ ის უფუნქციო ორგანოა. როგორ ფიქრობთ, ამ უწყებასთან თანამშრომლობა რამდენად შეუწყობს ხელს თქვენს განვითარებას?
ვიცით, რომ ათი კაციდან ხუთმა არ იცის რას აკეთებს უმაღლესი საბჭო, ამიტომ გვინდა მისი პოპულარიზაცია… თაობათა ცვლა უნდა მოხდეს და ახალგაზრდები სხვაგან კი არ უნდა წავიდნენ, უნდა დარჩნენ ამ ქალაქში და გახდნენ დეპუტატები. ჩვენ ხშირად ჩავდივართ ჩაქვში, უმაღლეს საბჭოში და იქედან გარკვეულ მესიჯებს ვიღებთ, რომელიც ჩვენს პროექტს მოერგება. ახლახან გავაფორმეთ მემორანდუმი შშმ პირებთან და ვაპირებთ, რომ უმაღლეს საბჭოსთან ერთად ვიმუშაოთ მათი უფლებების დაცვაზე.
საქართველოში ხშირია პრაქტიკა, როცა ხელისუფლება ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, სტუდენტურ თვითმმართველობების იყენებს საკუთარი პარტიული მიზნებისთვის. როგორ ფიქრობთ, უმაღლესი საბჭოდან წამოღებული “მესიჯები” არ ქმნის იმის საფრთხეს, რომ პოლიტიკური ძალების გავლენის ქვეშ მოექცევით, მით უფრო, რომ თვითმმართველობის არჩევნები მოდის?
თამარ სურმანიძე: ჩვენ ვაპირებთ მთავრობის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას და არა მათი იდეოლოგიის გატარებას. რომ არ ვიყოთ პოლიტიზებული, ამიტომ ვაპირებთ საკონსულტაციო საბჭოს შექმნას.
საკონსულტაციო საბჭოში ხომ დეპუტატები იქნებიან?
იქნებიან ლექტორები და პროფესორებიც, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.
ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი საიას გარდა კიდევ ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა. ეს გვაძლევს იმედს, რომ საბჭო არ იქნება მიძინებული.
საკანონმდებლო ინიციატივები ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, უმაღლესი საბჭო რამდენად შეძლებს თქვენი იდეების რეალიზებას?
ჩვენი პროექტის მიზანი მარტო ინიციატივები არ არის, ერთ-ერთი მიზანი საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა. განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონების ახალგაზრდები გვინდა გავააქტიუროთ და ტრენინგები ჩავუტაროთ, თუნდაც გენდერზე. ჩემი მეგობარი იყო ხულოში, პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით ატარებდა ტრენინგს მოსახლეობაში. შეხვედრაზე მარტო მამაკაცები მივიდნენ. სად არიან ქალებიო, როცა იკითხა, აქ ქალებს რა უნდაო _ გაიკვირვეს მამაკაცებმა. ქალსაც აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის უფლება და თუნდაც ამ დოგმების შეცვლას სჭირდება მუშაობა.
ვისგან იღებთ ფინანსურ დახმარებას, ტრენინგების ჩასატარებლად ხომ თანხა დაგჭირდებათ?
გიგა ფარტენაძე: მოლაპარაკების ბოლო ეტაპზე ვართ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან. ვაპირებთ ჩვენი წინადადებები შევთავაზოთ ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს”. ვფიქრობთ, ამ წყაროებიდან მიღებული დაფინანსება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ რეგიონებში გავიდეთ და ტრენინგები ჩავატაროთ.
P.შ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, გია ქარცივაძის განცხადებით, “აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს” დაარსებაში, საიას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.













ანა პერტაია: მე ვფიქრობ, რომ დღესდღეობით მაინც ნაკლებადაა შემთხვევები, როდესაც თანატოლები ჩაგრავენ ერთმანეთს, იმიტომ, რომ ჩვენ ვსწავლობთ სამოქალაქო განათლებას და შეგვიძლია დავიცვათ თავი გარკვეული შემოტევებისგან. საკმაოდ კარგად ვიცით ის კანონები, რომლებიც გვეხმარება ამაში. თუმცა ხშირად ვაწყდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც უფროსკლასელები ჩაგრავენ პატარებს. ამას თუ გავითვალისწინებთ, ბულინგი ხშირია ჩვენ ირგვლივ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრაც ხდება, როდესაც უფროსი იგებს ამის შესახებ. ჩაგვრის ერთ-ერთი ფაქტორი მოზარდებს შორის შეიძლება იყოს თავის გამოჩენა, რომ მე შენზე ძლიერი ვარ, მე შენზე მეტი შემიძლია ან თუნდაც პირველობის დამტკიცება. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ფაქტორი. მოზარდების ნერვული სისტემა არ არის ჩამოყალიბებული და არ შეუძლიათ აკონტროლონ თავი. მაგრამ მე ვფიქრობ, მთავარი მიზეზი არის ის, რომ მოზარდს თავის დამკვიდრება უნდა და ვერ ხვდება უნებლიეთ რას აკეთებს. ჩემ ირგვლივ დაჩაგვრის შემთხვევები ფაქტობრივად არ ყოფილა. უფრო შევხვედრივარ, როცა ერთი მოზარდი მეორეს უნებლიეთ ჩაგრავს. მაინც ვფიქრობ, რომ ბულინგის უმთავრესი მიზეზი ადამიანის ფსიქიკაა, როდესაც ის უყურებს ტელევიზორში ძალადობის ამსახველ კადრებს ან თამაშობს ძალადობრივ თამაშებს, ის ხდება მოძალადე.
მარიამ შერვაშიძე: ხშირად გამიგია ამ პრობლემის შესახებ. მყავს მეგობრები, რომლებიც მიყვებიან მათი კლასელების შესახებ, რომლებიც იქცევიან ცუდად. ხშირად ეს ხუმრობით მოსდით ან მათი ჭკუით ხუმრობენ. ჰგონიათ, რომ არ უნდა ეწყინოს ადამიანს, მაგრამ ამ დროს შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს, უქმნიან დისკომფორტს თანატოლებს, მეგობრებს ან კლასელებს. ბულინგის მიზეზი შეიძლება გახდეს ობიექტი, რომელიც არც თუ ისე გამორჩეულია და გამოკვეთილია თავისი ცოდნით ან ეგრეთ წოდებული „კაი ბიჭობით~, უბანში დგომით. ხშირად ასეთი სუსტი ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ უნარი გასწიონ წინააღმდეგობა, ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი. ჩემ ირგვლივ და ჩემს კლასში ასეთი რაღაცები არ ხდება. არასდროს მინახავს, როგორ ჩაგრავენ ჩემი კლასელები ერთმანეთს. ერთმანეთი შეიძლება წააქეზონ ხუმრობით, მაგრამ ეს თვითონ იმ ადამიანსაც კი არ აღიზიანებს. იშვიათად შეიძლება გადამეტებულად მოუვიდეთ. ამის მიზეზი არის: ასაკი, არასწორი აღზრდა და თავის დამკვიდრება. ამის აღმოფხვრა შეიძლება ცნობიერების ამაღლებით, რომ თითოეული ადამიანი არის თანასწორი. მართალია, დღევანდელ მოზარდებზე ვამბობთ, რომ უფრო ტოლერანტულად არიან აღზრდილები, მაგრამ არ არის ასე. დღემდე არის მისათითებელი, რომ ვიღაცას არ აქვს ქართული გვარი. ხშირად იჩაგრება ეთნიკური უმცირესობა.
გივი ბიბილეიშვილი: ჩემ ირგვლივ ძალადობა იშვიათად ხდება, უფრო სწორად არც ხდება, მაგრამ ხშირად გამიგია ძალადობის შესახებ ჩემს თანატოლებში ან ცოტა მოზრდილებში. და ეს ყოფილა ეგრეთ წოდებული ვითომ „ქურდული გარჩევები~ და მერე ეს ხდება იმის მიზეზი, რომ ჩხუბობენ და ფიზიკურად ძალადობენ ერთმანეთზე. მსგავსი ფაქტები გამიგია. ხშირად იჩაგრებიან ეთნიკური უმცირესობები. გამიგია, თურმე ერთი ბავშვი არ ყოფილა სომეხი, მაგრამ მიამსგავსეს და მერე დასცინოდნენ და უძახოდნენ „შე სომეხოო~. მე ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი არის ასაკი და სნობობა. ქართველები ვართ სნობები და ამიტომ დავცინით სხვა ერის წარმომადგენელს. კიდევ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ვიღაცამ არ იცის გამრავლების ტაბულა და ეს ხდება მთელი კლასის დაცინვის და განხილვის საგანი. ხშირად გვისაუბრია სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ბულინგზე. ამიტომ მე და ჩემმა კლასელებმა კარგად ვიცით, როგორ დავიცვათ თავი.
ზაზა მწერალიშვილი: სახლის გაყიდვაზე არ მიფიქრია არასდროს. ჩვენ რა, ბავშვები არიან ცოდო. ზოგჯერ ბავშვებს გულისრევა აწუხებთ. სუნი უფრო ძირითადად გვიან ღამით და გამთენიისას შეიმჩნევა, 11 საათის შემდეგ.
მერაბ მჭედლიშვილი: ბოლო ხანს არ არის სუნი. გამოსწორების გზაზე დგას ყველაფერი, უსაშველოდ არც ყოფილა გაუსაძლისი სუნი, მოსული იყვნენ ბუნების დაცვიდან და თქვეს, რომ გასული წლის მაისის თვიდან უნდა მომხდარიყო გაფილტვრა, გაფილტვრის შემდეგ სუნი აღარ იქნებოდა, მაგრამ დაპირება არავის შეუსრულებია.
ლამზირა ქარდავა: პირველად რომ დავსახლდი აქ, სულ მეგონა, რომ გაზი მქონდა ჩართული, ისეთი სუნი ტრიალებდა. როცა მაგარი სუნი დგას, მეზობლები სულ რეკავენ დახმარების სათხოვნელად, მაგრამ შედეგი ამას არ მოჰყოლია. მესამეჯერ საცხორებელის შეცვლა აღარ მინდა, თორემ ძალიან ვნანობ რომ აქ დავსახლდი, ეს სუნი ძალიან გვაწუხებს, საშუალება რომ იყოს აუცილებლად წავიდოდი აქედან. სამარშუტო ტაქსით რომ მგზავრობ და ამ ადგილს მოუახლოვდები, ეგრევე გეცემა ნავთობის სუნი.


ბატონო დავით, უფრო მარტივად რომ აუხსნათ მოსახლეობას, რომელ ფართობებზეა საუბარი?
დალი ხომერკი: საერთაშორისო განათლების ცენტრის ოფისი ბათუმში, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მდებარეობს. ცენტრი მუდმივად სთავაზობს აპლიკანტებს სხვადასხვა ტიპის მოსამზადებელ კურსს. თუკი სტუდენტებს წიგნები სახლში არ აქვთ, შეუძლიათ მიმართონ ბიბლიოთეკას და იქვე იმეცადინონ. ჩვენ ასევე აქტიურად ვართ წარმოდგენილი სოციალურ ქსელებში. ვაქვეყნებთ სხვადასხვა ინფორმაციას ყველა ტიპის უნივერსიტეტის სტიპენდიებსა და სიახლეებზე. რაც უფრო ადრე მიადევნებენ თვალს მოსწავლეები იმას, თუ რას სთავაზობენ უნივერსიტეტები, უკეთ გაიაზრებენ, რომელ უნივერსიტეტში უნდათ სწავლა.
ბადრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ პატრულის თანამშრომლები მას თავის დროზე ზერელედ მოექცნენ – ყოველგვარი მოკვლევისა და ექსპერტიზის ჩატარების გარეშე გამოაცხადეს სამართალდამრღვევად. თუმცა ამ ეტაპზე ბადრი ლორთქიფანიძისთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, მას სახელმწიფოსთვის ერთი თვის პენსიასთან შედარებით 10-ჯერ მეტი თანხა აქვს გადასახდელი.