ნახევარი სოფელი გადასახლებაში

 

„1944 წლის ზამთარი იყო, დეკემბერი. თითქმის ნახევარი სოფელი აყარეს და გზას გაგვიყენეს. მთელი გვარი გაგვასახლეს, სოფელში თურქეთიდან ჩამოსული ლაზები ცხოვრობდნენ, ისინიც გაასახლეს. მაშინ მიზეზს არავინ კითხულობდა და არც არავინ გეტყოდა. განცხადებას დაწერდნენ, ერთი-ორი კომკავშირელი ხელს მოუწერდა და საკმარისი იყო. ბიძაჩვენი, ილია ზანდარაძე, მთავარი აგრონომი და იმ დროსთვის ძალიან განათლებული კაცი იყო, სამ ენაზე საუბრობდა. სოფლის საბჭოს თავმჯდომარესთან უსიამოვნებები ჰქონდა. ვფიქრობ, ჩვენ გასახლებაში მისი ხელიც ერია“, – იხსენებს გადასახლების ისტორიას ენვერ ზანდარაძე.

ზანდარაძეებმა შუა აზიაში, გადასახლებაში თორმეტი წელი გაატარეს. შვიდი წლის შემდეგ სტალინის სახელზე წერილი გაგზავნეს და სამშობლოში დაბრუნება ითხოვეს, თუმცა როგორც ენვერ ზანდარაძე გვიყვება, მათ სამშობლოში დაბრუნებაზე უარი მიიღეს: „პასუხი მოგვივიდა, თქვენი წერილი განხილვას არ დაექვემდებარაო“. ბერია აწერდა ხელს. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, 1954 წელს, კიდევ გავგზავნეთ წერილი. მაშინ დადებითი პასუხი მოგვივიდა და სამშობლოში დავბრუნდით“.

გადასახლების ისტორიის მოყოლას ნოდარ ზანდარაძე აგრძელებს: „როცა გადაგვასახლეს, მე ექვსი წლის ვიყავი. კიდევ ორი და მყავდა. ყველაზე პატარა ჩვილი იყო და გზაში გარდაიცვალა. გადასახლებაში დაიბადა ერთი ძმა და ორი და. არ ვიცი სად მიჰყავდათ გარდაცვლილები; ვერც იმას ვიტყვი, ყრიდნენ თუ ასაფლავებდნენ. ჩემი მშობლები ახალგაზრდები იყვნენ და გაუძლეს გადასახლების წლებს… ენვერის დედა კი იქ გარდაიცვალა.

ომი იყო და ცხოვრება ყველგან ჭირდა. ვცხოვრობდით მიწურის სახლებში, ჯანმრთელობას ვნებდა, მაგრამ სხვა რა გზა იყო. მედიცინა არ იყო და ექიმი. ბინძური წყლის გამო ტიფი და სხვადასხვა დაავადება ვრცელდებოდა. ის ბინძური წყალიც ათეულობით კილომეტრიდან უნდა გეზიდა.

პირველად ძალიან ცუდ ადგილზე მოვხვდით, განუვითარებელი დასახლება იყო, მაგრამ მოგვიანებით ქალაქთან ახლოს გადავედით, სადაც ქვანახშირის ორი შახტა და თამბაქოს ქარხნები მუშაობდა. ბიძაჩემმა ამ ქარხანაში დაიწყო მუშაობა და ყველას გვიპატრონა. თავდაუზოგავად ვმუშაობდით და ამით შევძელით გადარჩენა. ქარხნის მუშებს დღიური საკვები გვეძლეოდა, ეს ჩვენთვის დიდი შეღავათი იყო“.

ზანდარაძეებს გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ საკუთარი სახლები გაყიდული დახვდათ: „ჩვენ სამსართულიანი, ახალი ხის სახლი გვქონდა, ამ მასალისგან საბჭოს შენობა იყო აშენებული. ბიძაჩემის სახლში კი სკოლა გაეხსნათ. დაბრუნების შემდეგ ბიძაჩემმა სკოლის ასაშენებელი მასალა თვითონ დაამზადა და საკუთარი სახლი ისე დაიბრუნა. რაც გაყიდული იყო, ახალი მეპატრონეებისგან მათი გამოსყიდვა მოგვიხდა. დაშლილი იყო ლაზების საცხოვრებელი სახლებიც“, – გვიყვება ნოდარ ზანდარაძე.

ზანდარაძეები ამბობენ, რომ გადასახლების წლები მძიმე იყო. თუმცა მათი შეფასებით, რეპრესიების ყველაზე მძიმე წელი 1937 იყო: „მაშინ უფრო სასტიკად ექცეოდნენ ხალხს. დევნიდნენ განათლებულ ადამიანებს, სასულიერო პირებს. სისასტიკის წლები ხშირად დგას საქართველოში. ყველას უნდა მე ვიყო, მე მქონდეს. რეჟიმსაც ბევრი იყენებდა პირადი ანგარიშსწორების მიზნით. მართალია, ყველა ერთნაირად ვერ იცხოვრებს, მაგრამ დღესაც არის სოფლებში ისეთი გაჭირვება, გადასახლების წლებში რომ ჰქონდათ ოჯახებს. გაზაფხულის მოსვლას იმიტომ ველოდებით, რომ ავდგეთ და უცხო ქვეყანაში სამუშაოდ წავიდეთ“.

საჯარო დებატები: “რატომ არ არის ქალი კაცის თანასწორი საქართველოში?”

 

ძირითადი მომხსენებლები: 

• ანა არგანაშვილი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, პროექტის მენეჯერი

• მედეა ვასაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

• ემზარ კახიძე, ისტორიკოსი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

დისკუსიის მოდერატორია ნატა იმედაიშვილი, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 62-64

ინფორმაცია წარსული დისკუსიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ფონდის ვებ-გვერდზე.

მინისტრი ქობულეთის მუნიციპალიტეტში დეფეკატის განაწილების პროცესს დაესწრო

 

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 8000 ტონა დეფეკატის შესყიდვა. რომელიც თანადაფინანსების პრინციპით (40% ფერმერი, 60% სახელმწიფო) ხელვაჩაურის, ქობულეთის და ქედის მუნიციპალიტეტის ასევე ქალაქ ბათუმს შემოერთებული ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებს მიეწოდება. აღნიშნული სასუქი დაფასოებული იქნება 50 კგ ტომრებში, 1 ტონა დეფეკატის ღირებულება 79 ლარია. თანაგადახდის პრინციპით ფერმერის გადასახდელი თანხა იქნება 31.60 ლარი.

 


დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაისტატეს ფერმერებზე დეფეკატის განაწილების პროცესს აჭარის სოფლის მეურენობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე დაესწო. “დეფეკატის შეტანა ძალიან მაღალ ეფექტს იძლევა ყველა კულტურის ქვეშ, ციტრუსოვნებში, ბოსტნეულში, ხეხილოვნებში და სხვა ერთწლიან და მრავლწლიან კულტურებში, რაც გამოიხატება მოსვალიანობის, როგორც რაოდენობრივი ასევე ხარისხობრივი მაჩვენებლის ზრდაში. ერთ ჰა-ზე საჭიროა 10 ტონა დეფეკატი, რომლის შეტანის შემდეგ 10-12 წლის განმავლობაში ნიადაგი დაცულია მომატებული მჟავიანობისაგან’’ განაცხადა მინისტრმა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფერმერბს სუბტრობიკული ხურმის ნერგები გადაეცათ

 

 

როგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო თანადაფინანსების პრინციპით (30% ფერმერი, 70% სახელმწიფო) ახორციელებს.

 

ფერმერის გადასახდელი თანხა შეადგენს 1,20 ლარს. წელს ქვეპროგრამით გათვალისწინებულია 3500 სუბტროპიკული ხურმის ნერგის შემოტანა. პროგრამის ფარგლებში ფერმერებს უკვე გადაეცათ ამერიკული ლურჯი მოცვისა და კივის ნერგები. თვის ბოლომდე დაგეგმილია ჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგების გადაცემა.

 

დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფერმერებს აჭარის სოფლის მეურენობის მინისტრის მოადგილემ ავთანდილ მესხიძემ 800 ძირი სუბტროპიკული ხურმის ნერგი გადასცა.

ზაირა ნადირაშვილის გამოფენა ხელოვნების მუზეუმში

„ტყე“ ამ სათაურის ქვეშ გააერთიანა მხატვარმა  ნამუშევრები, რომელიც  გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. გამოფენას ერთგვარი ინსტალაციის სახე ჰქონდა. ბუნებრივი ელემენტებით  – ხმელი ფოთლებითა და ბუნების ხმებით  იყო გაფორმებული.

„ტყის თემა მე ავარჩიე იმიტომ რომ ვფიქრობ ადამიანების თანამედროვე კომუნიკაცია  ზედმეტად დამღლელია.  შევეცადე როგორმე  განმემუხტა ეს გარემო, რომელიც არის ძალიან დაძაბული. შევეცადე რომ დამთვალიერებლისთვის შემექმნა  ისეთი გარემო, სადაც შეეძლებოდათ ბუნებასთან მიახლოება,“ –  ამბობს ნამუშევრების ავტორი ზაირა ნადირაშვილი.

გამოფენა ხელოვნების მუზეუმში  10 დღე გაგრძელდება.

 

კახა კუკავას პრაიმერი ევროპული სტილით

 

 

მან შეკრებილებს ევროპული პრაიმერის ჩატარების შესახებ ინიციატივა გააცნო. კუკავას განცხადებით მოსახლეობას საშუალება ექნება თვითმართველობის არჩევნებში კანდიდატებად, მათთვის აქტიური ადამიანები წარადგინონ – ”თვითმართველობაში ჩემი აზრით უნდა იყოს ადამიანები, რომლებიც თავიანთ უბნებს კარგად იცნობენ და მათ განვითარებაზე შეძლებენ ზრუნვას. თავიანი კანდიდატურების წამოყენება მსურველებს შეეძლებათ, როგორც ელექტორნულ მისამართზე, ასევე ჩვენს ოფისში”.

 

”თავისუფალი საქართველოს ლიდერს სურვილი აქვს მოიზიდოს ადამიანები, რომლებიც ორიენტირებულები არიან განვითარებაზე და ნამდვილი თვითმართველობის ჩამოყალიბებაზე. ეს ნაბიჯი მისი პარტიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს”. ამბობს ახლგაზრადა მეცნიერთა კავშირი – ”ინტელექტის” ხელმძღვანელი ლევან გობაძე.

აზერბაიჯანის მოქალაქე მარგველაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

 

 

48 წლის აღალარლი დაშგინს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ამირან ძაბუნიამ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად გადასახადებისთვის თავის არიდება ედება. აღალარლი დაშგინი სარფში, თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას დააპატიმრეს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტერპოლის ეროვნული ბიურო ეძებს.  მართალია, აზერბაიჯანის მოქალაქე წითელი ცირკულარით იძებნებოდა, თუმცა უკრაინისა და თურქეთის სამართალდამცავებმა იგი არ დააპატიმრეს – მან თავისუფლად შეძლო საქართველოს საზღვართან მოსვლა.

 

 

აღალარლი დაშგინს ბრალად ედება დიდი ოდენობით გადასახადებისთვის თავის არიდება (218-ე მუხლი).  ეს დანაშაული, აზერბაიჯანის პროკურატურის ინფორმაციით, აღალარლი დაშგინმა 2010 წელს ჩაიდინა. მისი უფლებების დამცველი, პაატა ბერიძე კი ამბობს, რომ საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი 2012 წლის 28 დეკემბერს ამნისტირებულია. გამოდის, რომ მოსამართლემ ბრალდებულს პატიმრობა იმ მუხლით  მიუსაჯა,  რაც უკვე ამნისტირებულია.

 

 

 

„დანაშაული, რომლის ჩადენასაც მედავება აზერბაიჯანის სახელმწიფო, არ ჩამიდენია, ვეწეოდი აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, ვაკრიტიკებდი მოქმედ ხელისუფლებას, რის გამოც მდევნიდნენ. სწორედ ამ დევნის გამო იძულებული გავხდი, გასული წლის ივნისში დამეტოვებინა სამშობლო და თავი შემეფარებინა მეზობელი სახელმწიფოებისთვის. „დანაშაული“, რომლის ჩადენასაც მედავებიან, მოხდა 2010 წელს, მას შემდეგ სამი წელი ვიმყოფებოდი აზერბაიჯანში და შეეძლოთ ჩემი დაპატიმრება, მაგრამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიმცეს მაშინ, როცა 2013 წლის ივნისში დავტოვე ჩემი ქვეყანა და ჯერ უკრაინიდან, შემდეგ კი თურქეთიდან დავიწყე აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა“, – წერს ბრალდებული წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს გაუგზავნა, მისი ასლი კი ბრალდებულის ადვოკატმა „ბათუმელებს“ მოაწოდა.

 

 

პატიმარი წერილში პრეზიდენტს უხსნის, რატომაც გადაწყვიტა საქართველოსთვის პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნა. ბრალდებული ნასამართლევი არასოდეს ყოფილა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

 

ადვოკატი პაატა ბერიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლე ამირან ძაბუნიას გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. ადვოკატის შეფასებით,  „სასამართლომ დაარღვია საქართველოს  კანონის `სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, ასევე დარღვეულია ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც  ექსტრადიცია არ  განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია“.

 

 

ადვოკატი პაატა ბერიძე დარწმუნებულია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო გააუქმებს ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებას და დარბაზიდან გაათავისუფლებს აზერბაიჯანის მოქალაქეს.

 

 

ადვოკატის ვარაუდით, აზერბაიჯანის მთავრობა ასევე მოითხოვს ბრალდებულის ექსტრადაციას, რაც ასევე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.   

ბათუმში შტორმს ელოდებიან

 

 

ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

 

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, იქროლებს 12 -15 სმ წამში სამხრეთის ქარი.

 

გადაუდებელი და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი, მოსალოდნელი შტორმის შესახებ ინფორმირებულია.

 

” ზღვაში მყოფ გემებს ბათუმის იახტკლუბით სარგებლობა ამინდის გამოსვლამდე შეეძლებათ და ჩვენი მომსახურებით სარგებლობის საშუალება ექნებათ” თქვა გადაუდებელი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ

უნივერსიტეტი კონტინგენტს ზრდის

 

 

 

„ჩვენი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და აკადემიური რესურსი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, შესაბამისად ჩვენ გვეძლევა საშუალება, ერთდროულად განათლება მივცეთ შვიდი ათას სტუდენტს”, _ ამბობს მერაბ ხალვაში, ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

 

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, ასოცირებული პროფესორის, ირაკლი ბარამიძის თქმით, სტუდენტთა კონტინგენტის გაზრდის საფუძველი გახდა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება:
„სტუდენტების რაოდენობა _ შვიდი ათასი, ავტორიზაციის საბჭომ განგვისაზღვრა, აქედან 200 _ პროფესიული სტუდენტი, დანარჩენი _ ბაკალავრი, მაგისტრანტი და დოქტორანტია. გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ახალი საგანმანათლებლო პროგრამაც შევიმუშაოთ. ამ ეტაპზე ვგეგმავთ ჟურნალისტიკის პროგრამის წარდგენას, აკრედიტაციის ექსპერტები ჩამოვლენ და ადგილზე შეამოწმებენ პროგრამის შესაბამისობას. იმედი მაქვს, რომ პროგრამა წარმატებით გაივლის აკრედიტაციას”, _
ამბობს ირაკლი ბარამიძე.

 

აკრედიტაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში ჟურნალისტიკის სპეციალობაზე 30 სტუდენტს მომავალი წლიდან მიიღებენ.
„ყველაზე მოთხოვნადი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის, ასევე ტურიზმის ფაკულტეტებია. შესაბამისად, ამ ფაკულტეტების სპეციალობებზე იზრდება მიღება, თუმცა უმნიშვნელოდ, მაგალითად, სამართალმცოდნეობაზე
თუ აქამდე 60 სტუდენტს ვიღებდით, წელს მივიღებთ 70-ს”, _ ამბობს მერაბ ხალვაში.

 

2014-2015 სასწავლო წლისთვის ბათუმის უნივერსიტეტი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს ათამდე ზრდის, შესაბამისად, გაიზრდება იმ სტუდენტების რაოდენობაც, რომლებიც უფასოდ ისწავლიან და 175-ის
ნაცვლად 310 სტუდენტი დაფინანსდება.

 

საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და კონტინგენტის რაოდენობა ასე გამოიყურება:
ქართული ფილოლოგია _ 55 სტუდენტი;
ისტორია _ 25 სტუდენტი;
დაწყებითი განათლება _ 75 სტუდენტი;
მათემატიკა _ 25 სტუდენტი ;
ფიზიკა _ 10 სტუდენტი;
ბიოლოგია _ 25 სტუდენტი;
ქიმია _ 10 სტუდენტი;
აგრონომია _ 30 სტუდენტი;
მშენებლობა _ 30 სტუდენტი;
ეკონომიკა _ 25 სტუდენტი.

„ოთხი საგანმანათლებლო პროგრამა დაემატა წელს, რომელთა სუბსიდირებასაც სახელმწიფო გაითვალისწინებს. სახელმწიფო აფინანსებს საგანმანათლებლო პროგრამებს, როცა გვაქვს შესაბამისი სადოქტორო პროგრამა. აკრედიტაცია 2013 წელს გაიარეს ისტორიის, დაწყებითი განათლების, ქიმიისა და ეკონომიკის სადოქტორო პროგრამებმა, შესაბამისად,
წელს მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებითაც მივიღოთ დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან”, _ ამბობს მერაბ ხალვაში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

 

ადმინისტრაციის განცხადებით, ბათუმის უნივერსიტეტი აკმაყოფილებს სტანდარტულ მოთხოვნებს _ სამი კვადრატული მეტრი ერთ სტუდენტზე:

„მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ყოველწლიურად ახლდება, შემოვიტანეთ ერთადგილიანი მერხები, რამაც შექმნა პრობლემა, რადგან ძველი სტილის მერხებზე უფრო მეტი სტუდენტი ეტეოდა.

აკადემიური საბჭოს მიერ არის განსაზღვრული აუდიტორიაში სტუდენტების რაოდენობის ზღვარი, სალექციო ჯგუფი 60 სტუდენტამდე, სასემინარო _ 30 სტუდენტამდე, მობილობის პერიოდში იზრდება ეს რიცხვი, თუმცა ასეთ შემთხვევაში ჯგუფს
ვყოფთ ორად. უნივერსიტეტი ორ ცვლად მუშაობს, ამიტომაც არ გვექმნება პრობლემა. თუ რამდენიმე ჯგუფს ემთხვევა აუდიტორიები, ეს მხოლოდ ცხრილის არასწორად შედგენის გამო ხდება, რაც სწავლის დაწყებიდან რამდენიმე კვირას გრძელდება, შემდგომ უკვე მე თვითონ ვიბარებ ცხრილებს და ვამოწმებ”, _ გვითხრა ირაკლი ბარამიძემ.

 

სტუდენტთა მატებასთან ერთად უნივერსიტეტმა რამდენიმე შენობაც დაიკანონა. უნივერსიტეტს დაუბრუნდა გრიშაშვილის ქუჩაზე არსებული შენობა, რომელშიც ადრე მესამე სკოლა იყო განთავსებული.
ეს შენობა 2011 წელს ჩამოერთვა უნივერსიტეტს და წელს დაუბრუნდა: „ლაბორატორიულ სამუშაოებს ამ შენობაში ადრეც ვატარებდით, იმავეს ვაპირებთ მომავალშიც, კვლევითი ინსტიტუტის განთავსებას ვგეგმავთ. შენობას რემონტი სჭირდება.
იმედი გვაქვს, განათლების სამინისტრო დაგვეხმარება სარემონტო სამუშაოების წარმოებაში, რადგან უნივერსიტეტისთვის ეს დიდი თანხაა. ამავე დროს ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება კერძო სკოლა “ევრო 2000”-სთან, დროებით სარგებლობაში
გადმოგვეცა ფართობი დაწყებითი განათლების სპეციალობის სტუდენტებისთვის, რომლებიც იქ გაივლიან
პრაქტიკას”, _ ამბობს ირაკლი ბარამიძე.

 

როგორც ირაკლი ბარამიძე ამბობს, კონტინგენტის გაზრდა მობილობის პროცესმაც გამოიწვია:
„ამ სემესტრში დაახლოებით ასი სტუდენტი მივიღეთ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან მობილობით. დინამიკა ასეთია _ უფრო მეტს ვიღებთ, ვიდრე ჩვენგან მიდის”. სტუდენტები კი შიშობენ, რომ სტუდენტების გაზრდილ რაოდენობას უნივერსიტეტი ვერ დაიტევს.: „ახლა ხუთიათასამდე სტუდენტია. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ უფრო მეტი სტუდენტი მიიღოს უნივერსიტეტმა” _ ამბობს სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი ბაგრატიონი. _ “მეოთხე კვირაა სწავლა დაიწყო, ამ დრომდე ცხრილების დაზუსტება და აუდიტორიების გადანაწილება ვერ შეძლეს, კონტინგენტის გაზრდა უფრო გაართულებს ამ პრობლემას.

 

ჩემს ჯგუფში 60 სტუდენტი ვესწრებოდით ლექციებს, იმაზე მეტს ფიზიკურად ვერ დაიტევს აუდიტორიები. ორ ცვლაში ვსწავლობთ, საღამომდე დაკავებულია აუდიტორიები”.

როგორ იქცევიან ცხოველები მონადირის დანახვისას – მონადირეების ნაამბობი

 

გიორგი გოგიბერიძე, რეჟისორი, მონადირე

 

მექვიშია ჩიტია, რომელიც ბუდეს ზღვის პირას იკეთებს. როდესაც მტაცებელი ფრინველი გამოჩნდება, დედა ჩიტი მისი ყურადღების გადასატანად, რომ მტაცებელმა ბარტყი არ მოძებნოს, მსახიობურ თამაშს იწყებს. ეს საოცარი სანახაობაა. დედა ჩიტი დაჭრილის პოზას იღებს და ცალ ფეხზე დახტუნავს, ფრთაჩამოგდებული დადის, ანუ აჩვენებს მას, რომ სუსტადაა და მისი დაჭერა შეიძლება. შემდეგ გადაფრინდება, გაიტყუებს მტაცებელს და ასე ნელ-ნელა მოაშორებს ბუდეს. მინახავს, პატარა მექვიშია როგორ ატყუებდა მიმინოს. ამ ჩიტის მსახიობური ნიჭის შედარება რომ მოვახდინოთ, სადღაც რამაზ ჩხიკვაძესა და კახი კავსაძეს შორის შეფასებას მივიღებთ.

 

ფრინველებს გამახვილებული აქვთ მხედველობის ორგანოები,  სმენის  ორგანოები კი იმდენად დაქვეითებული აქვთ, რომ თითქმის არ ესმით სროლის ხმა. თუკი საღია ფრინველი, სასროლ მანძილზე მონადირეს არ მიუშვებს.

 

ერთხელ ვინადირეთ იხვზე, ჩემმა ძაღლმა დიდხანს ეძება დაჭრილი იხვი, ოდნავ წინ წავიწიე და დავინახე, იხვი ჩემს ფეხთან იჯდა. მან თავის გადარჩენის ყველაზე კარგი საშუალება მოიფიქრა, აღარ მოძრაობდა. როგორც კი დავხედე, გაიქცა. ვცდილობ, ფრინველს არ ვესროლო ისეთ მანძილზე, რომ ვერ ვიპოვო.

 

 

ცხოველები ერთმანეთს მაქსიმალურად ინდობენ, არის შემთხვევები, როდესაც ორი მამრი ცხოველი ჩხუბობს, ძირითადად ეს ხდება მდედრის მოსაპოვებლად ან ტერიტორიების დასაცავად. ყველა ფრინველს, ცხოველს მისი ტერიტორია აქვს, რომელსაც ესა თუ ის ჯგუფი იცავს, რადგან იქ მოიპოვებს სარჩოს. მაგალითად, ქორი და მიმინო ყვავებს თავის ტერიტორიაზე არ უშვებენ. პირიქითაც ხდება, ხშირად გვაქვს ნანახი, როდესაც ბევრი ყვავი ერთად მისდევს ქორს ან მიმინოს. როდესაც ერთი სახეობის ფრინველები იბრძვიან, ხშირად შეიძლება ეს დამთავრდეს დიდი ჭრილობებით. ჩხუბის შემდეგ წაგებული აღიარებს მეორის უპირატესობას და მოგებული მას ანებებს თავს. არის შემთხვევა, როდესაც ორივე ბოლომდე იბრძვის.

 

 

სახელმწიფოს სავარგულებში ნადირი ნაკლებად შემოდის. გარკვეულწილად ეს ალბათ ადამიანის გაუმაძღრობისა და სიხარბის ბრალია. ცხოველზე ნადირობა შეიძლება ყოველდღე, მაგრამ ფრინველზე ნადირობა მხოლოდ შაბათ-კვირას და ორშაბათს. ასეთი იყო ტრადიცია და ეს დღემდე გრძელდება.

 

ხშირად მონადირეები გადამფრენ ფრინველებზე ნადირობენ. როდესაც ფრინველი მოდის, მონადირეს ღალატობს ნერვები, ვერ აკონტროლებს თავს. მე რამდენჯერმე მინახავს ადამიანის სისასტიკის შედეგი. ტრაქტორის ძარა სავსე იყო იხვით. ჩემი ნება რომ იყოს, ასეთი ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს, ის არის ბუნების მტერი. ამ შემთხვევაში დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ ღორსა და ადამიანს შორის. მგელი არასოდეს გაანადგურებს იმაზე მეტს, ვიდრე შეჭამს.

 

მონადირეები ორ ჯგუფად – მრეწველ და სპორტულ მონადირეებად იყოფიან. სპორტული მონადირე გართობისთვის ნადირობს. მე, ძირითადად, ფრინველზე ვნადირობ, ეს კარგია იმისთვის, რომ ფორმაში იყო, ბუნებაშიც გახვიდე და დაისვენო.

 

არსებობს მონადირის დაუწერელი კანონები. ნამდვილი მონადირე სათავეში მფრინავ ფრინველს არ ესვრის, ესვრის ჩამორჩენილებს. ჩამორჩენილი შედარებით სუსტია, წინა ფრინველები უფრო ჯანსაღები არიან.

 

მსმენია სხვა მონადირეებისგან, რომ დათვი არასდროს ესხმის თავს ადამიანს, თუკი ახლოს ბელები არ ჰყავს. ხშირ შემთხვევაში ის იპარება, გარბის, მას ეშინია ადამიანის. რასაც ვერ ვიტყვით გარეულ ღორზე. ღორი თავს ესხმის მაშინაც კი, როცა გაქცევის შანსი აქვს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ისიც გარბის.

 

შველზე ნადირობა ყველა ქვეყანაში აკრძალულია, მაგრამ ჩვენთან არის რაღაც პერიოდში ნებადართული სპეციალური ლიცენზიებით.

 

მე არ მინადირია და არც ვინადირებ შველზე. გამიგია, რომ როცა შველი  კვდება, მას ცრემლი მოსდის. მე ვფიქრობ, ეს პირდაპირი მნიშვნელობით ცრემლი არ არის, შველი და კენტჩლიქოსნები ნიშნავენ ტერიტორიებს საცრემლე პარკების საშუალებით, მტაცებლები ნიშნავენ შარდით, მტაცებლების რაღაც ნაწილი, მაგალითად, ვეფხვი ბრჭყალით, ბეწვით. ბეწვს ეხახუნებიან და ამით ნიშნავენ სასაზღვრო ზონას. სიკვდილის წინა პერიოდში, როგორც ჩანს, ორგანიზმში ხდება დისბალანსი და შველს საცრემლე პარკიდან მოსდის სითხე.

 

 

რომა ჯიქია, აჭარის მონადირეთა  და მეთევზეთა კავშირის პრეზიდენტი

 

გასულ წელს თურქეთის ტერიტორიაზე, შავშეთში, წავედით ტახებზე სანადიროდ. როგორც წესი, ტახს აქვს თვისება, ის მონადირის კვალში დგება, მისდევს და თავს ესხმის მას. ეს ჰგავს ორი გონიერი არსების ბრძოლას.  

 

ჩვენც გვქონდა ანალოგიური შემთხვევა, 20 მეტრში უკვე მოახლოებული იყო ტახი, ძაღლებმა შეამჩნიეს და ფაქტობრივად, გადაგვარჩინეს. 

 

 

ძალიან საინტერესოა მაჩვზე ნადირობაც, რადგან მას სოროში ორი ან სამი გასასვლელი მაინც აქვს და ორი ან სამი დღე მაინც უნდა იჯდეს მონადირე საფარში, რომ მაჩვი მოკლას. მაჩვის ქონი ძალიან სასარგებლოა, მას უფრო სამედიცინო თვალსაზრისით გამოიყენებენ.

 

ერთხელ დათვი და მისი ბელი შეგხვდა. დათვი როგორც კი მონადირეს ხედავს, ამ დროს ერთი ხელით ბელს იხუტებს, მეორეთი კი თავზე იფარებს და ჩერდება.

 

სხვათა შორის, ისიც მინახავს, როგორ ბერტყავს დათვი ნიგოზს, ძალიან საინტერესო მსვლელობაა, გეგონება ხუთი ვაჟკაცია ხეზე გასულიო. შემდეგ ტეხავს ამ ნიგოზს და ჭამს. როგორც ადამიანი, ისე არჩევს დათვი ნიგოზს.

 

 

გვქონდა შემთხვევა, როცა მონადირე ძაღლი იხვებს გვიმალავდა, რამდენიც მოვკალით, ყველა ისე დამალა ძაღლმა, რომ ვერსად ვიპოვეთ. შემდეგ გამოირკვა, რომ ეს ძაღლი უფრო ბუნების დამცველი იყო, ვიდრე მონადირე.

 

 

ცხოველს შეტყუებაც უყვარს. გიტყუებს, როდესაც ახლო ჰყავს შვილი. ის თანდათან უმატებს ტემპს და შეიძლება 20 კილომეტრი ისე გაგატაროს, რომ ვერ გაიგო რა შორს წასულხარ. ასეთი შემთხვევა მქონდა ბახმაროს ტყეში. 

 

როდესაც ცხოველების ჯგუფი გადაადგილდება და ერთს ექმნება რაიმე პრობლემა, რაღაც პერიოდის განმავლობაში ჯგუფი ელოდება მას. ასაკთან ერთად მონადირეები სენტიმენტალურები ხდებიან, ვიცნობ რამდენიმეს, რომლებსაც უკვე ჩამოვარდნილი ფრინველის მიმართ სინანულის გრძნობა უჩნდებათ. 

პროექტ – “ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე” მუშაობა დასრულდა

 

 

საჯარო რეესტრმა „ღრუბელზე“  მუშაობა 2013 წელის აგვისტოში დაიწყო.

 

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ისეთი მოცულობითი ინფორმაცია, როგორიცაა საჯარო რეესტრის გეოინფორმაციული სისტემები, ელექტრონული რუკები, უძრავი ქონების და ბიზნესის რეგისტრაციის ელ. პროგრამები, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროსა და ეროვნული არქივის ელექტრონული მონაცემები, უკვე   სააგენტოს „ღრუბელში“  ინახება და მისი მართვაც სწორედ ამ ღრუბლოვანი ტექნოლოგიების საშუალებით ხდება.  

 

სააგენტო უკვე მზად არის  ახალი სერვისი შესთავაზოს სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებსაც,  რომლებსაც  ინფორმაციის „ღრუბლებში“ გადატანით ექნებათ გარანტია, რომ არ მოხდება ამ  ინფორმაციის დაკარგვა ან დაზიანება. გარდა ამისა, ისინი შეძლებენ  ტექნიკური ინფრასტრუქტურის მართვას  ნებისმიერი იმ ადგილიდან, სადაც კი ინტერნეტთან წვდომა იქნება.  

 

პროექტში ჩართვით,   ორგანიზაციებს აღარ დასჭირდებათ  სერვერების  შეძენა,  ფუნქციონირებისათვის გამართული გარემოს შექმნა, უწყვეტი ელექტროენერგიის, გაგრილების სისტემის, აპარატურის თავსებადობის და სხვა საკითხების მოწესრიგება, დამატებითი ტექნიკური პერსონალის გამოყოფა სერვერების ექსპლუატაციისთვის და ა.შ.,  რაც მნიშვნელოვანად შეამცირებს მათ ფინანსურ დანახარჯებს და ახალი პროექტების გაშვების დროს მინიმუმამდე დაიყვანს.

 

მომსახურებისთვის ორგანიზაციები ყოველთვიურად ზუსტად იმდენს გადაიხდიან, რა მოცულობასაც გამოიყენებენ ვირტუალურ სერვერზე.

 

აღნიშნული პროექტი,  ყოველგვარი ფინანსური დანახარჯის გარეშე, საჯარო რეესტრის IT დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შეიქმნა.

 

წლის განმავლობაში  საჯარო რეესტრი გეგმავს პროდუქტის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას, დაგეგმიალია პრეზენტაციები  და სემინარები სხვადასხვა უწყებში, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან.

განაჩენი დაკვეთილი მკვლელობისთვის

 

საქმე ეხება 2013 წლის 23 მაისს კურორტ ბეშუმში 25 წლის უზბეკი მოქალაქის მკვლელობას: სასამართლომ დაადგინა, რომ რაიხონ კურანბაევას მოკვლისთვის 2000 დოლარი გადაიხადა მისმა თანამემამულემ ნარგიზა რახმანოვამ. სასამართლომ მას სამუდამო პტიმრობა მიუსაჯა. ნარგიზა რახმანოვაზე ძებნაა გამოცხადებული.

 

ძიების მასალები, რომელიც სასამართლოს პროკურორმა რამაზ შავაძემ წარუდგინა, დამაჯერებლად მიიჩნია მოსამართლემ. ამ მასალების მიხედვით, დაკვეთა მკვლელობაზე შეასრულეს უზბეკეთის მოქალაქე ჰაიოტ რაჯაბოვმა და საქართველოს მოქალაქე კახა დიასამიძემ. რაჯაბოვს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა სასამართლომ, დიასამიძეს – 17 წელი.

 

დანაშაულის დაფარვისთვის ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ანზორ დიასამიძესაც, რომლის ტაქსითაც წაიყვანეს განსასჯელებმა რაიხონ კურანბაევა მოსაკლავად. ანზორ დიასამიძემ ამ მომსახურებისთვის 200 დოლარი და ბენზინი მიიღო.

 

ჰაიოტ რაჯაბოვმა და კახა დიასამიძემ ქალი თავში ქვის ჩარტყმით გასული წლის გაზაფხულზე მოკლეს, ცხედარი კი ბუჩქებში გადააგდეს. გახრწნილი გვამი შემთხვევითმა გამვლელმა დაინახა, რამდენიმე თვის შემდეგ.

სახელისა და გვარის შეცვლაზე განაცხადის გაკეთება სახლიდან გაუსვლელად

 

ონლაინ მომსახურებით საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ განაცხადი დაარეგისტრირონ სახლიდან გაუსვლელად.        

 

ახალი სერვისის პრეზენტაცია დღეს იუტიციის სახლში სერვისების განვითარების სააგენტოს თავჯდომარემ ლევან სამადაშვილმა გამართა.

 

სახელისა და გვარის შეცვლაზე განცხადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან იუსტიციის სახლის ვებ გვერდის საშუალებით.


განაცხადის ონლაინ რეჟიმში გასაკეთებლად მოქალაქეს ესაჭიროება ვებ-კამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.


სახელის და/ან გვარის შეცვლის მოწმობა გაიცემა 10 სამუშაო დღის ვადაში და მომსახურების საფასურია 350 ლარი. საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების შევსებისას პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან ნებისმიერ ბანკში ნაღდი ანგარიშსწორებით.

ეს მე, შენ – ყველას ერთად გვეხება

ნათია როყვა

ნათია როყვა

საიას იურისტმა დარბაზში შეკრებილებს დახმარება სთხოვა, დახმარება ხელმოწერების შეგროვებაში. არასამთვრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აპირებენ ხელმოწერები შეაგროვონ პარლამენტში შესატანად, ხელმოწერებისა და საკანონმდებლო ინიციატივით კი ისინი პარლამენტს სთხოვენ კანონი შეიცვალოს და ფარულად მიყურადება სასამართლოს ნებართვის გარეშე აიკრძალოს. ასეთი კანონპროექტი, როგორც ვიცი, პარლამენტში უკვე შეტანილია, მაგრამ რომ მოვიკითხე, მითხრეს „თაროზეა შემოდებულიო“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ერთდროულად ათი ათას ადამიანს მოუსმინოს – თქვა შეხვედრაზე მყოფმა კიდევ ერთმა იურისტმა. რა გამოდის?! გამოდის ის, რომ ამ ქვეყანაში არაფერი იცვლება, პატიმარი ციხეში ისევ კვდება და ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, ის რომ მოკლეს. ექსპერტიზის დასკვნას ოჯახს ჯერ არ აცნობენ, საქმეს იძიებენ, მაგრამ ბრალდებული არავინ არაა გარდაცვალებიდან ათი დღის შემდეგაც კი. ციხის დირექტორი და მისი მოადგილე, რომლებიც ათეულობით წამებაში არიან ბრალდებულები, გირაოს საფუძველზე გარეთ არიან. სახალხო დამცველი გასული თვის ანგარიშში წერს, რომ პატიმრები ისევ არაადამიანურ პირობებში ცხოვრობენ. ეზღუდებათ პაემანის, სეირნობის უფლება, ხელმძღვანელები მკაცრად ექცევიან. ომბუდსმენი მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს, უწყება კი კომენტარს არ აკეთებს…

ზოგჯერ ჩემი რესპონდენტები მეუბნებიან – «იქნებ, ამ თემაზე ტელეფონში არ ვილაპარაკოთ», «ტელეფონით ამის თქმა არ მინდა», «მირჩევნია გნახო, ვერ დაგელაპარაკები»… სულ ვფიქრობდი, რომ ადამიანებს, მათ შორის ჩემს რესპოდენტებს, გადაჭარბებული შიშის სინდრომი ჰქონდათ, მაგრამ ახლა უკვე მეც მჯერა, რომ მისმენენ, გვისმენენ;

ის აპარატი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში დგას ყოველთვის, ავტომატურად იწერს ყველა ადამიანის საუბარს და მერე ასევე ავტომატურად იშიფრება ყველაფერი, ვისი საუბარიც აინტერესებთ.

ალბათ ბებიას არ უსმენენ, რომელიც პენსიონერია და შინ ზის. ალბათ 4 მილიონი ადამიანის მოსმენა შეუძლებელიცაა…

მგონია, რომ სახელმწიფო ამ მოსმენებზე არასოდეს იტყვის უარს. მიუხედავად ამისა მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არასამთავრობო სექტორის წამოწყებული კამპანიის ფარგლებში, ჩემი, შენი, თქვენი, ყველასი ჩართვა და აქტიურობა – საკანონმდებლო ცვლილება ძალიან გვჭირდება თუნდაც იმისთვის, რომ ნებისმიერ პროკურორს და გამომძიებელს როცა მოეპრიანება, მაშინ არ გვისმინოს. და თუ მაინც მოგვისმენს და ეს დადასტურდება, კანონით დაისაჯოს. ახლა ამის არავითარი ბერკეტი არ არსებობს.

იმედი მაქვს, ჩვენი აქტიურობისა და კანონის შეცვლის შემთხვევაში, სასამართლო ასეულობით ადამიანის მოსმენისა და მიყურადების უფლებას ერთდროულად არ მისცემს, შესაბამისად, გაჩნდება მეტ-ნაკლები პერსპექტივა, რომ ადამიანების პირადი ცხოვრება ამ ქვეყანაშიც პოლიციელებისგან, პროკურორებისგან თუ სხვა «ჯურის მოხელეებისგან» დაცული იქნება.

თხილნარის საჯარო სკოლას კაპრალ მინდია აბაშიძის სახელი მიენიჭა

 

თხილნარის #1 საჯარო სკოლაზე კაპრალის სახელის მინიჭება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის შემდეგ მოხდა.

 

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მესამე ბატალიონის 23 -ე ბრიგადის ქვეითი ჯარისკაცები ესწრებოდნენ, ისინი ბრძოლის ველზე  2012 წელს დაღუპულ კაპრალთან ერთად იბრძოდნენ.

 

თხილნარის #1 საჯარო  სკოლაზე მინდია აბაშიძის სახელის მინიჭებას  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2012 წლის  30 ნოემბერის  №87 განკარგულებით მისცა თანხმობა. 

 

აღნიშნული ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი  მოსახლეობა ესწრებოდა.

 

მელიქიშვილის ქუჩაზე

 

მელიქიშვილის ქუჩაზე ვაგირავებ ერთ ოთახს. უზრუნველყოფილია სველი წერტილებითა (აბაზანა, საპირფარეშო, ცხელი და ცივი წყალი) და საჭირო ავეჯით. ფასი შეთანხმებით. მობ: 599 58 90 17.

ქირავდება, გირავდება

 

ივლისის თვემდე ქირავდება გარემონტებული უზრუნველყოფილი ავეჯით და ყველანაირი საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ინტერნეტით. მის.: მემედ აბაშიძის გამზირი #6, იტალიურ ეზოში, მეორე სართულზე. ფასი: 400 დოლარი. მობ.: 579 23 15 06.

 

 

ქირავდება სახლი ბელეტაჟზე ანგისაში. მობ: 577 727 553.

 

 

ქირავდება კეთილმოწყობილი სამოთახიანი ბინა, უზრუნველყოფილი ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით. მობ: 557 25 86 87.

  

 

ტაბიძის ქუჩაზე, #7-ში, ქირავდება ერთოთახიანი გარემონტებული ბინა, უზრუნველყოფილი ავეჯითა და ტექნიკით. მობ: 593 652 900; 593 331 904.

ქირავდება ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, #166-ში, კერძო სახლის პირველ სართულზე გარემონტებული, ოროთახიანი ბინა, უზრუნველყოფილი სველი წერტილებით, ავეჯით, კონდიციონერით, ინტერნეტით. აქვს ინდივიდუალური შესასვლელი. მობ: 595 757 222.

 

ქირავდება კერძო, პატარა სახლი, უზრუნველყოფილი ევრორემონტითა და ტექნიკით. მის.: მელიქიშვილის მეორე შესახვევი, სახლი #23. ტელ: 22 52 23.

 

 

გირავდება

 

მელიქიშვილის ქუჩაზე ვაგირავებ ერთ ოთახს. უზრუნველყოფილია სველი წერტილებითა (აბაზანა, საპირფარეშო, ცხელი და ცივი წყალი) და საჭირო ავეჯით. ფასი შეთანხმებით. მობ: 599 58 90 17.

 

 

ბაგრატიონისა და გუდიაშვილის ქუჩების კვეთ¬ასთან, ცხრასართუ¬ლიანი სახლის მერვე სართულზე, გირავდება ოროთახიანი სამოთახიანად გადაკეთებული სუფთა ბინა ავეჯის გარეშე. ფასი: 13 ათასი დოლარი. მობ: 555 12 69 12

 

 

ქირავდება სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე საწყობი _ 650-კვ.მ. მეორე სართულზეც ანალოგიური ფართობია. ფასი: 5 ათასი ლარი. მობ: 593 400 404.

 

იყიდება ბინა, სახლი, მიწის ნაკვეთები

 

,,სპუტნიკის“ პირველ შესახვევში იყიდება 750-კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. ფასი: 40 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85;  597 01 99 63

 

 

 

მელიქიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში, საერთო ეზოში, იყიდება 65-კვ.მ ფართობის ბინა პირველ სართულზე. შესაძლებელია მეორე სართულის დაშენებაც. ფასი: 35 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85;  597 01 99 63

 

 

 

ლერმონტოვის ქუჩაზე, #31-ში (ჭავჭავაძის ქუჩასთან მისვლამდე), მესამე სართულზე, იყიდება 68-კვ.მ ფართობის ბინის კარკასი. ფასი: 38 ათასი დოლარი. შესაძლებელია პატარა ფართობის ბინაზე გადაცვლა თანხის დამატებით. მობ: 577 25 25 85;  597 01 99 63

 

 

 

ჰაიდარ აბაშიძისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში, ახალაშენებულ  სახლში, მერვე სართულზე, იყიდება 50-კვ.მ ფართობის ოროთახიანი ბინა, უზრუნველყოფილი ევრორემონტით. ლიფტი მუშაობს. ფასი: 60 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85;  597 01 99 63

 

 

 

ზურაბ გორგილაძისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში, მეექვსე სართულზე, იყიდება 189-კვ.მ ფართობის კუთხის გასარემონტებელი ბინა. ფასი: 130 ათასი დოლარი.მობ: 577 25 25 85;  597 01 99 63

 

 

 

ლერმონტოვის ქუჩაზე (მერიასთან) იყიდება 60-კვ.მ ფართობის ოროთახნახევრიანი ბინა, უზრუნველყოფილი ევრორემონტით. ფასი: 42 ათასი დოლარი.მობ: 577 25 25 85;  597 01 99 63

 

 

 

ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში, მეორე სართულზე, იყიდება 100-კვ.მ ფართობის ბინა. ფასი: 75 ათასი დოლარი.მობ: 577 25 25 85;  597 01 99 63

 

 

 

ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში, მეხუთე სართულზე, ახალაშენებულ, დასრულებულ სახლში  იყიდება 66-კვ.მ ფართობის ბინა, უზრუნველყოფილი ევრორემონტითა და ავეჯით.  ფასი: 45 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85;  597 01 99 63

 

 

 

ანგისაზე, ბავშვთა საავადმყოფოს გვერდით, გზიდან 10 მეტრში, იყიდება 600-კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. ფასი: 65 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85;  597 01 99 63

 

 

 

კომახიძისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მაღაზია `ვაიკიკის~ თავზე იყიდება 42-კვ.მ ფართობის ბინა, უზრუნველყოფილი ავეჯით. ფასი: 50 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85;  597 01 99 63

 

 

 

მაზნიაშვილისა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში იყიდება გარემონტებული საოფისე ფართობი. ფასი: 75 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85;  597 01 99 63

 

 

 

მარჯანიშვილის ქუჩაზე იყიდება ოთახნახევრიანი, 38-კვ.მ ფართობის გარემონტებული, სუფთა ბინა. ფასი: 40 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85;  597 01 99 63

 

 

 

ბაგრატიონის ქუჩაზე (ხიმშიაშვილის ქუჩის კვეთაში) იყიდება 72-კვ.მ ფართობის ბინის შავი კარკასი. ფასი: 32 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85;  597 01 99 63

 

 

 

კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, დასაწყისში, საერთო ეზოში იყიდება ოთახნახევრიანი ბინა (ძველი გარემონტებული). საწყისი ფასი: 35 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85;  597 01 99 63

 

 

 

იყიდება მიწა (750-კვ.მ) აღმაშენებლის ქუჩაზე (`ვისოლის~ ბენზინგასამართ სადგურთან). ფასი: 1-კვ.მ   100 დოლარი. მობ: 577 25 25 85;  597 01 99 63

 

 

 

ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე იყიდება 146-კვ.მ ფართობის შავი კარკასი. ფასი: 85 ათასი დოლარი.

ქობულეთში იყიდება ოროთახიანი კარგად გარემონტებული ბინა აივნებით, ავეჯითა და ტექნიკით. ფასი: 45 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85;  597 01 99 63

 

 

 

ყაზბეგის ქუჩაზე, ახალაშენებულ სახლში იყიდება ახალგარემონტებული, 43-კვ.მ ფართობის ბინა. ფასი: 45 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85;  597 01 99 63

 

 

 

ყაზბეგის ქუჩაზე იყიდება ოთახნახევრიანი, 40-კვ.მ ფართობის გარემონტებული ბინა. ფასი: 40 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85;  597 01 99 63

 

 

 

ლერმონტოვისა და გორგასალის (ყოფილი ცხაკაიას) ქუჩების კვეთაში, მეხუთე სართულზე იყიდება 48-კვ.მ ფართობის ოთახნახევრიანი ბინის კარკასი. ფასი: 28 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85;  597 01 99 63

 

 

 

ტაბიძის ქუჩაზე, მეცხრე სართულზე იყიდება 62-კვ.მ ფართობის გარემონტებული ბინა. ფასი: 35 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85;  597 01 99 63

 

 

 

ფარეხის ბაზრობის ტერიტორიაზე, მეოთხე სართულზე იყიდება საშუალოდ გარემონტებული, 100-კვ.მ ფართობის ბინა. ფასი: 45 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85;  597 01 99 63

 

 

 

ლერმონტოვისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში, მეხუთე სართულზე იყიდება ოროთახიანი გასარემონტებელი ბინა. ფასი: 40 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85;  597 01 99 63

 

 

 

ხიმშიაშვილის (ყოფილი ნინოშვილის) ქუჩის დასაწყისში, პირველ სართულზე იყიდება ოროთახიანი, გასარემონტებელი ბინა. ფასი: 45 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85;  597 01 99 63

 

 

 

ჯავახიშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში, ახალაშენებულ სახლში იყიდება ბინა, უზრუნველყოფილი ევრორემონტით. ფასი: 48 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85;  597 01 99 63

 

 

 

რუსთაველის ქუჩაზე, თეატრთან იყიდება 165-კვ.მ ფართობის ბინა (სამოთახიანს პლუს ერთოთახიანი). ფასი: 140 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85;  597 01 99 63

 

 

 

კობალაძის ქუჩაზე, მერვე სართულზე, იყიდება 80-კვ.მ ფართობის სამოთახიანი სუფთა ბინა. ფასი: 55 ათასი დოლარი. მობ: 555 12 69 12

 

 

 

ზურაბ გორგილაძის ქუჩის ბოლოში, ხუთსართულიანი სახლის პირველ სართულზე, იყიდება გარემონტებული ოთახნახევრიანი ბინა. ფასი: 34 ათასი დოლარი. მობ: 555 12 69 12

 

 

 

ლეონიძის ქუჩაზე (ხოფის ბაზრობასთან), თორმეტსართულიანი სახლის მეექვსე სართულზე, იყიდება 60-კვ.მ ფართობის სუფთა ბინა. ფასი: 32 ათასი დოლარი. მობ: 555 12 69 12

 

 

 

ტბელ-აბუსერიძის ქუჩაზე, ახალაშენებული სახლის მეოთხე სართულზე, იყიდება 45-კვ.მ ფართობის გარემონტებული ბინა ავეჯით. ფასი: 38 ათასი დოლარი.  მობ: 555 12 69 12

 

 

 

ოსტროვსკის ქუჩაზე იყიდება 70-კვ.მ ფართობის სახლი ბელეტაჟზე. ფასი: 30 ათასი დოლარი.

ლეონიძის ქუჩაზე, მეორე სართულზე, იყიდება კუთხის გასარემონტებელი 78-კვ.მ ფართობის სამოთახიანი ბინა. ფასი: 40 ათასი დოლარი.  მობ: 555 12 69 12

 

 

 

ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში, ხუთსართულიანი სახლის მეექვსე სართულზე, იყიდება 67-კვ.მ ფართობის სხვენი (პროექტი და ნებართვა). ფასი: 15 ათასი დოლარი. შესაძლებელია ბინასთან ერთად გაყიდვაც (ოროთახიანი სამოთახიანად გადაკეთებული, საშუალოდ გარემონტებული). ფასი: 55 ათასი დოლარი.  მობ: 555 12 69 12

 

 

 

გოგებაშვილის ქუჩაზე, რვასართულიანი სახლის მეექვსე, სართულზე იყიდება 36-კვ.მ ფართობის სუფთა ბინა. ფასი: 30 ათასი დოლარი.  მობ: 555 12 69 12

 

 

 

ბინების ყიდვა-გაყიდვის სააგენტო. მის: ზურაბ გორგილაძის ქუჩა #36. მობ: 597 800 136, ქეთი

იყიდება

 

 

 

რუსთაველის ქუჩაზე იყიდება 50-კვ.მ ფართობის ერთოთახიანი ბინა. ფასი: 55 ათასი დოლარი. მობ: 597 800 136

 

 

 

26 მაისის ქუჩაზე იყიდება 45-კვ.მ ფართობის ერთოთახიანი ბინა. ფასი: 55 ათასი დოლარი.  მობ: 597 800 136

 

 

 

გორგილაძის ქუჩაზე, ახალაშენებულ, დამთავრებულ სახლში, იყიდება 70-კვ.მ ფართობის სამოთახიანი ბინა, უზრუნველყოფილი ევრორემონტით, ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით. ფასი: 85 ათასი დოლარი. მობ: 597 800 136

 

 

 

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე იყიდება 32-კვ.მ ფართობის ერთოთახიანი ბინა. ფასი: 32 ათასი დოლარი. მობ: 597 800 136

 

 

 

გორგილაძის ქუჩაზე, ახალაშენებულ, დამთავრებულ სახლში, იყიდება 55-კვ.მ ფართობის ოთახნახევრიანი ბინა, უზრუნველყოფილი ევრორემონტით, ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით. ფასი: 55 ათასი დოლარი.  მობ: 597 800 136

 

 

 

გორგასალის ქუჩაზე, ახალაშენებულ, დამთავრებულ სახლში, იყიდება 47-კვ.მ ფართობის გარემონტებული ოთახნახევრიანი ბინა. ფასი: 47 ათასი დოლარი. მობ: 597 800 136

 

 

ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე იყიდება 75-კვ.მ ფართობის სამოთახიანი ბინა. ფასი: 45 ათასი დოლარი. მობ: 597 800 136

 

 

 

იყიდება ოთახნახევრიანი 50კვ.მ ფართობის ნათელი ბინა აივნით, მეშვიდე სართულზე. ბინა უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირით. ტელ.: 22 07 59. მობ.: 593 37 77 97. ლეილა.

 

 

ბათუმის ცენტრში, ჭავჭავაძისა და გოგებაშვილის ქუჩების კვეთაში, ახალაშენებულ სახლში, იყიდება ოროთახიანი, გარემონტებული ბინა (ხედით _ ზღვა), უზრუნველყოფილი ავეჯით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით. ტელ: 27 83 85; მობ: 593 673 863.

 

 

 

იყიდება ძველ ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, 100-კვ.მ ფართობის სამოთახიანი ბინა (სამზარეულო, სანიტარული კვანძი), მეორე სართულზე ძველი ბათუმის პროექტით გათვალისწინებული მანსარდის მშენებლობა. მობ: 599 243 249.

 

 

 

თხილნარის მეურნეობაში იყიდება 3200-კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი მანდარინისა და ხეხილის ბაღით. ტელ: 24 75 73. მობ: 577 17 97 24.

 

 

 

იყიდება 88-კვ.მ ფართობის გარემონტებული ბინა (მისაღები, საძინებელი, სამზარეულო), უზრუნველყოფილი ორი სველი წერტილით, ავეჯით, გათბობით, ტექნიკით (ტექნიკის გარანტიით). მის.: სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა #20, 14-სართულიანი, ახალაშენებული სახლის მე-8 სართული. ფასი: 95 ათასი დოლარი. მობ: 557 22 41 97.

 

 

 

იყიდება 67-კვ.მ ფართობის გარემონტებული ბინა თექვსმეტსართულიანი სახლის მეთოთხმეტე სართულზე, უზრუნველყოფილი ავეჯით, ტექნიკით, გათბობით (ბუნებრივ აირზე). ფასი: 75 ათასი დოლარი. მობ: 557 22 41 97.

 

 

ლორიას ქუჩაზე, #4-ში, იყიდება ბინა (65-კვ.მ), კომერციულ ფართობთან ერთად. მობ: 557 47 35 35;  558 59 69 09.

 

 

ჩაქვში, გვირაბთან, 100 მეტრში, იყიდება 2000-კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. გაშენებულია თხილის ბაღი და ხურმის ნარგავები, სასახლე ადგილი გამზადებულია, გზა გაკეთებულია, მიყვანილია წყარო. მოძრაობს სამარშრუტო ავტობუსი #40, ყოველ 5 წუთში, ასევე ავტობუსი ნახევარი საათის ინტერვალით. ფასი შეთანხმებით. მობ: 577 30 29 83.

 

 

იყიდება 217 კვ/მ ფართობის სახლი დაშენება-მიშენების პერსპექტივით. უძრავი ქონება პრივატიზებულია. ფასი:  75 ათასი დოლარი. მისამართი: ადლია, ადლიის ქუჩა #146. დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: მობ.: 593 329555; 577 791616, იკითხეთ კობა.

 

 

იყიდება ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში, ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე, სამოთახიანი მაღალჭერიანი სუფთა ბინა (ძველი გარემონტებული), მიმატების პერსპექტივით, უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით. ასევე შესაძლებელია ავტოფარეხის გაკეთება. ტელ: 27 83 68; მობ: 593 45 87 94

 

 

იყიდება ოთახნახევრიანი კეთი¬ლმოწყობილი ბინა ბენზეში, ახალაშენებული სახლის მეორე სართულზე, უზრუნველყოფილი მეტალოპლასტმასის ფანჯრებით, რკინის კარებით, ბუნებრივი აირით (ოპერის თეატრის ზემოთ). საწყისი ფასი: 25 ათასი დოლარი. მობ: 592 13 63 03.

 

 

ციხისძირში, ცენტრალური გზიდან 500 მეტრის დაშორებით, სასწრაფოდ იყიდება 2000-კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ციტრუსის ნარგავებით, ხედით – ზღვა. გამოდგება აგარაკის ან კერძო სახლის ასაშენებლად. მობ: 593 57 10 10; 597 01 04 06.

 

 

იყიდება კერძო ორსართულიანი, 308-კვ.მ ფართობის სახლი (1200-კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთით) ბათუმში. მის: ადლიის მე-3 ჩიხი #31. მობ: 551 08 91 82, ალეკო.

 

 

იყიდება 860 და 1700-კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ურეხში (ხოფის ბაზრობასთან). შესაძლებელია ნაწილობრივ გაყიდვაც. ფასი: 1-კვ.მ _ 35 დოლარი. მობ: 593 12 95 85; 555 57 60 82, ლევანი.

 

 

სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, #64-ში, ხუთსართულიან სახლში, მეოთხე სართულზე, იყიდება 120-კვ.მ ფართობის ბინა ევრორემონტით. მობ: 591 98 64 80.

 

 

ბარცხანაში, ზღვიდან 500 მეტრში, პირველ სართულზე, იყიდება ოთახნახევრიანი ბინა. მობ: 593 26 96 07. 

 

 

ოზურგეთში, სოფელ მერიაში (ხვარბეთი) იყიდება კაპიტალური, ორსართულიანი სახლი ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთით (4500-კვ.მ მანდარინის ბაღი, 3000-კვ.მ თხილის ბაღი, 35 ძირი ხურმა. ლიმონის ბაღი (იკრიფება ტონა ლიმონის ნაყოფი), კივის ბაღი (იკრიფება ტონა კივის ნაყოფი) სხვა ხეხილით). 2000-კვ.მ საყანე ნაკვეთით. ფასი შეთანხმებით. მობ: 577 30 41 49.

 

 

იყიდება 83-კვ.მ ფართობის ბინა, უზრუნველყოფილი ევრორემონტით, მიშენება-დაშენების პე¬რ¬ს¬პექტივით, რომლის პროექტი და დოკუმენტაცია მოწესრიგებულია და მთლიანობაში შეადგენს 200 კვადრატს. საწყისი ფასი: 65 ათასი დოლარი. მის: ჯავახიშვილის ქუჩა #72ბ, ბინა _ 43, მეხუთე სართული. მობ: 593 68 64 66.

 

 

ძველი ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე, იყიდება ან ქირავდება 90-კვ.მ ფართობის ოთხოთახიანი საოფისე ფართობი, შესასვლელები აქვს ქუჩის მხრიდან და ეზოდან. უზრუნველყოფილია ორი სანიტარული კვანძით. გამოიყენება საცხოვრებლადაც. მობ: 599 24 32 49.

 

 

იყიდება მემედ აბაშიძის ქუჩაზე, #48-ში, 120-კვ.მ ფართობის ოთხოთახიანი, დუპლექსის ტიპის ბინა მანსარდის დაშენების ნებართვით. ფასი შეთანხმებით. მობ: 579 500 089; 599 799 121.

 

 

იყიდება ბარცხანაში, ბა¬ქრაძის ქუჩაზე, #16-ში, კერძო, ორსართულიანი სახლი, უზრუნველყოფილი გათბობით, ცივი და ცხელი წყლით. ფასი შეთანხმებით. ტელ: 25 00 14; მობ: 599 58 19 56.

 

 

იყიდება დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში, 28-კვ.მ ფართობის ბინა 5-კვ.მ ფართობის ღია აივნით. ფასი შეთანხმებით. მობ: 558 44 44 70.

 

 

იყიდება ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე, #66-ში, 110-კვ.მ კომერციული ფართობი. ფასი შეთანხმებით. მობ: 558 99 33 83; 597 871 294.

 

 

სოფელ წინსვლაში იყიდება ბელეტაჟის ტიპის დიდი სახლი დამხმარე შენობა ნაგებობებით, ხუთი ათასი კვ.მ ფართობის დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი სხვადასხვა ხეხილის ნარგავებით, ხუთი ათასი კვ.მ ფართობის ტყით, 15 ტონიანი მანდარინის ბაღით. ფასი შეთანხმებით. მობ.: 591 71 64 80.

 

 

იყიდება სამოთახიანი ბინა ცხრასართულიანი სახლის მეორე სართულზე (მიშენების პერსპექტივით) მის: ბათუმი (ხელვაჩაური), ფრიდონ ხალვაშის ქ. მეექვსე შესახვევი. ბინა _ 17 (სამკერვალო ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორია. ფასი შეთანხმებით. საკონტაქტო პირები: 568 94 84 69, გიორგი; 558 11 46 02, დარიკო.

 

 

იყიდება ან იცვლება სამოთახიანი ბინა გარეუბანში კერძო სახლზე. ფასი: 50 ათასი დოლარი. მობ: 592 18 04 10, მარინა.

 

 

ვცვლი ერთოთახიან, 28-კვ.მ ფართობის ბინას ორ ან სამოთახიან ბინაზე თანხის დამატებით. მის: თამარის დასახლება. ტელ: 25 36 67, მობ: 557 29 80 40, ილონა.

 

 

იყიდება სასწრაფოდ 92-კვ.მ ფართობის სამოთახიანი ბინა ზღვის პირას, სასტუმრო `მარინას~ უკან. ხედით – ზღვა. ორმხრივი აივნებით. მის: ინასარიძის ქუჩა #19. ფასი: 58 ათასი დოლარი. მობ: 591 055 874.

 

 

ბათუმში, სააკაძის ქუჩაზე, #52-ში, იყიდება 640-კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი რკინის ჭიშკრებით. მობ: 599 96 59 00, 593 57 10 10; 597 01 04 06.

 

 

მაიაკოვსკის ქუჩაზე, #123-ში, იყიდება 420-კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი სახლთან ერთად. ფასი: 60 ათასი დოლარი. შესაძლებელია ფასის დაკლება. მობ: 558 72 19 73.

 

 

იყიდება 125-კვ.მ ფართობის ოთხოთახიანი ბინა ორ მხარეს აივნით. მის.: კობალაძის ქუჩა, #6, ბინა _ 35. აკვაპარკის მოპირდაპირედ, მეოთხე სართულზე. მობ: 599 96 59 00, 593 57 10 10; 597 01 04 06.

 

 

იყიდება 2000-კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი სოფელ მეჯინისწყალზე. გამოდგება სათბურისთვის. მობ: 593 61 08 47.

 

 

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, #3-ში იყიდება 195 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. ფასი: 15 ათასი დოლარი. მობ: 555 61 00 43; 557 78 77 78.

 

 

ქალაქ ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, #119-ში იყიდება 117-კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. ფასი: 23 ათასი დოლარი. მობ: 555 61 00 43; 557 78 77 78.

 

 

დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე იყიდება ორსართულიანი სახლი ეზოთი, მიწის საერთო ფართობი: 550-კვ.მ, სახლის საერთო ფართობი: 375-კვ.მ გამოდგება საცხოვრებლად და კომერციული დანიშნულებისთვის. შესაძლებელია დაი¬ნტერესდეს ინვესტორიც. ტელ: 22 27 47. მობ: 577 73 08 06.

 

 

იყიდება 350-კვ.მ ფართობის სასახლე ადგილი სოფელ თოდოგაურში, კარგი ხედით. ფასი: 1-კვ.მ _ 30 დოლარი. მობ: 597 55 55 54.

რას ნიშნავს ვაჰაბისტი? – კითხვები და პასუხები სასამართლო პროცესიდან

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში  გრძელდება იუსუფ ლაკიევის, ფირუზ წულუკიძისა და თემურ ბახუნტარაძის სისხლის სამართლის საქმის განხილვა.

 

 

სახელმწიფო ბრალმდებელ ვლადიმერ თურმანიძეს სულ 53 მოწმე ჰყავს დასაკითხი.  ეს მოწმეები ძირითადად შინაგან საქმეთა სამინისტროს ის თანამშრომლები არიან, რომლებმაც ბრალდებულები დაკავებისას გაჩხრიკეს, ექსპერტიზა ჩაატარეს,  დაკავების ოქმი შეადგინეს, ან შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებულება ამოიღეს და დაკავებულებს  ბრალი წარუდგინეს.

 

 

დღეს ერთ-ერთი მოწმე, შს სამინისტროს ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელი ოთარ დუმბაძე დაკითხეს. მისი თქმით, 2013 წლის 13 სექტემბერს, როცა ბრალდებულები დააკავეს, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ დასადგენი ჰქონდა ჩეჩენი ეროვნების მოქალაქის ვინაობა, რომელმაც უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.

 

 

მოწმე დუმბაძემ თქვა, რომ შემთხვევის ადგილზე ყოფნისას მას ეცვა სამოქალაქო ფორმა, თან არ ჰქონია იარაღი და მან დაინახა როგორ ისვროდა ლაკაევი. მან ასევე თქვა, რომ არ დაუნახავს, დაეჯახა თუ არა ლაკაევს მანქანა, როცა ის გარბოდა.

 

 

შსს თანამშრომელის განმარტებით, დაჭრილი ლაკაევი როცა დავარდა, მასთან თვითონ მივიდა, ხელბორკილი დაადო და რუსულად განუმარტა უფლებები.

 

განსასჯელმა თემურ ბახუნტარაძემ მოწმეს ჰკითხა, როგორ გაბედა ახლოს მისვლა იმ ადამიანთან, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვროდა. მოწმემ თქვა, რომ დაინახა, როგორ დაუვარდა ლაკაევს იარაღი.  

 

 

ოთარ დუმბაძემ განსასჯელ ფირუზ წულუკიძეზე თქვა, რომ ქალაქიდან იცნობდა როგორც სპორტსმენს და რომ წულუკიძე „ვაჰაბისტის მიმდევარია“. მოწმემ ჩვენების დროს ასევე ახსენა სიტყვა „ტერორისტი“.

 

 

„რას ნიშნავს ვაჰაბისტის მიმდევარია? ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია, ამის გამო დაიწყეთ ჩვენი დევნა?“- ჰკითხა განსასჯელმა თემურ ბახუნტარაძემ პოლიციელს, რომელიც მოწმის სახით იკითხებოდა.

 

 

პროკურორ  ვლადიმერ თურმანიძეს არ სურდა მოწმეს ამ კითხვაზე ეპასუხა. „ბატონო მოსამართლევ,  შეაჩერეთ განსასჯელი და ეს კითხვა განარიდეთ, განსასჯელი ზემოქმედებს მოწმეზე“, – თქვა პროკურორმა.

 

 

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მისი თხოვნა არ გაიზიარა. „პირადული საკითხია, თუმცა მგონია, რომ განსასჯელის კითხვა ლოგიკურია, მოწმემ უნდა უპასუხოს კითხვას“, – თქვა მოსამართლემ.

 

ოთარ დუმბაძემ თქვა, რომ არ იცის რას ნიშნავს „ვაჰაბისტი“ და იქვე განმარტა:  „არა, თქვენი დევნა სამართალდამცავ ორგანოებს რაღაც მიმდევრობის გამო არ დაუწყია“.

 

 

თემურ ბახუნტარაძემ ესეც შეურაცხყოფად მიიღო: „აი, თქვენ ახლაც მაყენებთ შეურაცხყოფას, როცა ამბობთ – „რაღაც მიმდევრობის გამო“. ეს ჩემი რელიგიაა, მე საქართველოს მოქალაქე ვარ და ამ საზოგადოების წევრი. ბატონო მოსამართლევ, თხოვნა მაქვს, როცა გვიწოდებენ ჩვენ ვაჰაბიტებს და ტერორისტებს, ან ბოდიში მოიხადონ, ან განმარტონ რას გულისხმობენ, ან მოვითხოვ, რომ პატივი მცენ.  მე სასამართლოში შეურაცხყოფილი ვარ“.

 

 

ამაზე მოსამართლემ თქვა, რომ ვერაფერს შეცვლის და იქვე პატიმარს მცირე კონსულტაციაც გაუწია: „ბატონო თემურ, მეც მიჩნდება კითხვები, მაგრამ ვერ ვსვამ კითხვებს, რადგან მე არ მაქვს ამის უფლება… თქვენ უნდა მიმართოთ სასამართლოს სამოქალაქო წესით და სასამართლოს გზით მოითხოვოთ მოწმეებისგან ბოდიშის მოხდა – არსებობს მტკიცებულებები, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერის. სხვა ბერკეტი  მე არ მაქვს“.

 

 

 

დავით მამისეიშვილმა ადვოკატი ირაკლი შავაძე ორი კვირის წინ იმის გამო დააჯარიმა, რომ მოწმეს „შენობით“ მიმართა.

 

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება

„გეგუთის ციხეში გვიან ღამით, დახურულ საკანში, პატიმრებს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ერთი პატიმარი გარდაიცვალა, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნის ჩარტყმით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა, სასჯელაღსრულების მინისტრმა პატიმრის გარდაცვალებიდან მეორე დღეს.

„2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით ღამის 2:30 საათზე, გეგუთის N14 დაწესებულებაში, ექვსადგილიან საკანში, სადაც ხუთი მსჯავრდებული იმყოფებოდა, პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ერთ-ერთი მსჯავრდებულის გარდაცვალებით დასრულდა. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს მრავლობითი დაზიანება აქვს მიყენებული, მათ შორის თავისა და ყელის არეში. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი“,  წერია განცხადებაში, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტრომ გაავრცელა.

ოჯახის წევრებისთვის დღემდე უცნობია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. გარდაცვლილის ძმა, კობა ფარტენაძე ამბობს, რომ მათ ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის უფლებას „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“ არ აცნობენ.

გარდაცვლილი პატიმრის ძმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებთანაც აპირებს შეხვედრას.

ტერორიზმი თუ რელიგიური ნიშნით დევნა – სასამართლო პროცესიდან

სავსე დარბაზში ოცამდე ბადრაგია: ზოგი ნიღაბშია და ავტომატი აქვს ხელში. მოსამართლე შემოდის, ყველა ფეხზე დგება. არ დგება თემურ ბახუნტარიძე.

მოსამართლე: ბატონო თემურ, გთხოვთ ადგეთ ფეხზე.

თემურ ბახუნტარიძე: რატომ, ვალდებული ვარ?

მოსამართლე ერთი წუთის განმავლობაში ითხოვს განსასჯელისგან ფეხზე ადგომას. ბოლოს ყველას ადგომის ბრძანებას იძლევა. თემურ ბახუნტარიძეც ფეხზეა.

სხდომა იწყება. მოსამართლე განმარტავს, რომ რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევი უარს ამბობს სახელმწიფოს მიერ დანიშნულ ადვოკატზე, მამუკა ზოიძესა და ასევე ადვოკატ კობა ჯაბუაზე. თავად ლაკაევი ავადმყოფობის გამო სასამართლო სხდომას არ ესწრება. ის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული.

პროკურორი შს სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკითხვის მონაკვეთის დახურვას ითხოვს. მათ შორისაა კონტრდაზვერვის უფროსი აჭარაში. პროკურორის არგუმენტი: შსს მაღალი თანამდებობის პირები სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ფლობენ. ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი პროკურორს არ ეთანხმა. მისი აზრით, ამ ადამიანების ჩვენება საჯარო უნდა გახდეს, რადგან 1. ჩვენება არ არის გრიფით საიდუმლო 2. არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. გიორგი ხიმშიაშვილის ვარაუდით, პროკურორს სხდომის დახურვა იმისთვის სჭირდება, რომ ბრალდებულები საზოგადოებისთვის საშიშ პირებად წარმოაჩინოს.

მოსამართლე სხდომას არ ხურავს.

დაკითხეს ანტიტერორისტული სამსახურის თანამშრომელი, 1982 წელს დაბადებული იაგო დავითაძე, რომელმაც რელიგიური ფიცი დადო. მან მოსამართლეს უთხრა, რომ 2013 წლის 13 სექტემბერს თემურ მახარაძემ (უფროსი)უბრძანა: ბათუმის ქუჩებში თეთრი ფერის ავტომანქანით სამი მამაკაცი გადაადგილდება, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე. დაადგინე მათი ვინაობა.

დავითაძემ და კოლეგა იოსებ მემარნემ ბათუმში მოძრაობა ერთად დაიწყეს. სწორედ მემარნეს უთქვამს დავითაძისთვის, რუსეთის მოქალაქე თურქეთში რომ აპირებდა არალეგალურად გადასვლას.

დავითაძე მოყვა, როგორ შეამჩნია პუშკინისა და გრიბოედევოს ქუჩების კვეთაში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. პატრულის თანამშრომელი იუსუფ ლაკაევს ელაპარაკებოდა. „მე სამოქალაქო ფორმაში ვიყავი, წელში იარაღი მედო. როცა მათი მიმართულებით წავედი, ლაკაევმა ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და ჩემი მიმართულებით ისროლა. დავიჭერი მკლავში, მემარნე მას დაედევნა, საპატრულო პოლიციელმა წამიყვანა საავადმყოფოში. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ის იყო ტერორისტი და იძებნებოდა, წულუკიძე და ბახუნტარიძე კი მას ეხმარებოდნენ“, – თქვა დავითაძემ. ვისგან გაიგო დავითაძემ ლაკაევის ტერორისტობის შესახებ? – ამბობს, რომ „მთელი პრესა მაგას ამბობდა„. დავითაძემ ისიც თქვა, რომ „სპეცოპერაცია არ იყო დაგეგმილი“.

პატრულის თანამშრომელმა ჯუმბერ ჭინჭარაძემ სასამართლოში არარელიგიური ფიცი დადო. ის მოყვა იმაზე, თუ როგორ უთხრა ლაკაევმა, საბუთები თითქოს სასტუმროში რომ დარჩა; სწორედ ამ დროს მათ მიუახლოვდა იაგო დავითაძე, რომელსაც ლაკაევმა ესროლა. ჯინჭარაძემ თქვა, რომ ლაკაევს თვითონაც ესროლა.

მერაბ ჯაფარიძემ პოლიციელმა სასამართლოში თქვა, რომ ანტიტერორისტული სამსახურის თანამშრომელს, იაგო დავითაძეს, სამსახურებრივი ქურთუკი ეცვა.

პოლიციელების ჩვენებას განსასჯელი თემურ ბახუნტარიძე გამოეხმაურა: „ბატონო მოსამართლევ, გთხოვთ, ნუ მირევთ გონებას თქვენი რეპლიკებით… დღეს ვინც რელიგიური ფიცი დადო სასამართლოს წინაშე, იმან იცრუა, ვინც არარელიგიური ფიცი დადო, იმან სიმართლე ილაპარაკა… მე ერთი რამ მინდა ბატონო მოსამართლევ, თქვენი სახე მინდა დავინახო, როცა ღმერთის სამსჯავროზე წარდგებით“.

თემურ ბახუნტარიძე და ფირუზ წულუკიძე, ასევე რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევი, 2013 წლის 13 სექტემბერს გვიან ღამით დააკავეს. დადგენილია, ლაკაევი საქართველოს საზღვარზე არალეგალურად გადმოვიდა. ჩეჩენი წარმოშობის ლაკაევის გადაცემა უკვე ითხოვა რუსეთის სახელმწიფომ. რუსული მედიის ცნობით, ლაკაევმა 9 სექტემბერს სოხუმში რუსი დიპლომატი, დმიტრი ვიშერნიოვი მოკლა.

თემურ ბახუნტარიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობი ლაკაევის მასპინძლობა მეგობრებმა სთხოვეს თურქეთიდან. ბახუნტარიძე ამტკიცებს, რომ მას რელიგიური ნიშნით სდევნიან.

აბიტურიენტობის ფასი

ლალი ანთიძე მოსწავლეებთან ერთად

ანას მსგავსად ბევრი აბიტურიენტი ემზადება კერძო მასწავლებლებთან. რამდენიმე აბიტურიენთან გასაუბრების შედეგად  აღმოჩნდა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტის მომზადება  ერთი წლით  2500-6000 ლარამდე უჯდებათ  მათ ოჯახებს. ფასს კერძო მასწავლებლების კვალიფიკაცია და პოპულარობა განსაზღვრავს.

იმ აბიტურიენტების აზრით, რომლებიც კერძო მასწავლებლებთან მეცადინეობენ, ცოდნა, რასაც მოსწავლეს სკოლა აძლევს, არ არის საკმარისი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. ,,სკოლაში რთულია მიიღო მთელი ინფორმაცია, კლასში ხშირად შეუძლებელია ინდივიდუალური გამოკითხვა, აი, მაგალითად, მე ერთ მასწავლებელთან მარტო ვზივარ და ის მთელ ენერგიას ჩემთვის გაკვეთილის ახსნას და ცოდნის გადმოცემას ანდომებს. ეს, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია”. – ამბობს ინეზა მამალაძე.

როგორც აბიტურიენტებთან საუბარში გამოიკვეთა, ისინი კერძო რეპეტიტორებს მათი შედეგების მიხედვით არჩევენ – ,,გავიკითხე მისი ყოფილი მოსწავლეებიდან რამდენმა ჩააბარა, გრანტი რამდენმა აიღო და ასე შევარჩიე მასწავლებელი“ – გვითხრა 17 წლის  ელზა გელაძემ.

ხშირად აბიტურიენტები იმ მასწავლებლებთან ემზადებიან, რომლებიც სკოლაშიც ასწავლიან, მათი თქმით, მასწავლებლებს ეფექტური მუშაობის ტექნიკა აქვთ, მაგრამ სკოლის პირობებში შეუძლებელია თითოეულ მოსწავლეს მისცენ   ის ცოდნა,  რასაც ინდივიდუალურად მეცადინეობის პირობებში მოახერხებენ.

ქართული ენის ფილოლოგი ნინო სურმანიძე ამბობს, რომ 45 წუთი ძალზედ მცირე დროა იმისთვის, რომ მასწავლებელი მოსწავლეებს ძველი მასალის გახსენებაშიც დაეხმაროს და ახლიც სრულად მიაწოდოს და თან მაშინ, როცა კლასში ბევრი მოსწავლეა.

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლალი ანთიძე ამბობს, რომ მას ხშირად მიმართავენ თხოვნით მოამზადოს აბიტირიენტები ზოგადი უნარების ვერბალურ ნაწილში, თუმცა თავად თვლის, რომ უნარების სწავლება არ შეიძლება. მისი თქმით, უნარები თანდათან უნდა გამოუმუშავდეს ადამიანს, ოჯახიდან, სკოლიდან ყოფითი ცხოვრებიდან და სე შემდეგ, მას კი მხოლოდ გარკვეული ტექნიკის, ტესტების სტრუქტურის, დროის სწორად გადანაწილების და მსგავსი დეტალების სწავლება შეუძლია.

„თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანას სკოლებში დანერგილი აქვს ლოგიკისა და ფილოსოფიის გაკვთილები, ეს აუცილებელია ზოგადი ცოდნის მისაღებად და თუ კი ჩვენი განათლების სისტემაშიც მოხდება ამის დანერგვა, მე დარწმუნებული ვარ, ეს ხელს შეუწყობს რეპეტიტორების სისტემის ჩამოშლას”. – ამბობს ლალი ანთიძე.

მისივე თქმით აბიტურიენტების დონემ ზოგადი უნარების ვერბალურ ნაწილში საგრძნობლად აიწია მას შემდეგ, რაც სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო, რადგან მოსწავლეებმა დაიწყეს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა  – ,,წარმოიდგინეთ, მე მიწევდა ატომის შესახებ საუბარი და ამაზე დროის კარგვა, ახლა უკვე აღარ დგას ეს პრობლემა.”

არიან აბიტურიენტები, რომლებიც საერთოდ არ ემზადებიან კერძო მასწავლებლებთან. „არც ოქტომბრის საატესტო გამოცდებისთვის მოვმზადებულვარ კერძო მასწავლებლებთან და არც ახლა ვემზადები რომელიმე საგანში, მე დარწმუნებული ვარ ჩემ ცოდნაში, რაც სკოლიდან მივიღე და ეჭვი არ მეპარება, რომ შევძლებ თავი გავართვა საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს. პირიქით, მე თვითონ მყავს ათამდე მოსწავლე, რომლებსაც ინგლისურში ვამეცადინებ” – ამბობს 17 წლის ანა კოსტავა, რომელიც ერთი წლის შვილის დედაა და ამჟამად გაზეთ ,,ბათუმელების“ მოხალისე რეპორტიორადაც მუშაობს.

რას ამბობენ სტუდენტები სტალინზე

 

 

აკაკი მოწყობილი: სტალინი ჩემთვის ასოცირდება ისეთ ადამიანთან რომელმაც არამარტო საქართველო და საბჭოთა კავშირი არამედ მსოფლიოც უკან დასწია. სამწუხაროდ ზოგიერთი ადამიანისათვის ის დღემდე გმირად რჩება, მოსწონთ მისი სიძლიერე, მისი იდეები სუპერ სახელმწიფოს შესახებ, მე ვფიქრობ მსგავსი შეფასება გაუმართლებელია. გასაგებია რომ ყველა იმპერია ძალადობას ეფუძნება, ყველა ასეთი წარმატება სისხლთან ასოცირდება, თუმცა ჩემთვის მიუღებელია.  იმ ეპოქაში ძალიან ბევრი ადამიანი უსამართლობის მსხვერპლი გახდა, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა რეჟიმს. გმირად როგორ უნდა მიიჩნიო ადამიანი, რომელსაც საკუთარი ქვეყნისთვის არაფერი არ გაუკეთებია.

სალომე ლორთქიფანიძე: სტალინი დიდი ბელადია, პიროვნება რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ყოფილიყო ერთადერთი. მე არ მომწონს მისი ქცევა, თუმცა მისი შეხედულებით ის მსოფლიო მბრძანებელი უნდა ყოფილიყო, ამის გათვალისწინებით, შესაბამისად მოქმედებდა. რამდენად შეძლო – დავინახეთ, პირადად მე არ მომწონს სტალინი.

ალექსანდრე ცაგარელი: არ ვიტყვი იმას, სტალინი ჩემთვის კარგი იყო თუ ცუდი, მხოლოდ გეტყვით, რომ ჩემთვის სტალინი არის იმ ეპოქის ადეკვატური სახე, სხვანაირად იმ ეპოქაში და გარემოში წარმოუდგენელი იქნებოდა. ცხოვრების დონემ აშკარად მოიმატა მის პერიოდში, მოიგო სამამულო ომი, განუვითარებელი ქვეყანა აქცია სუპერსახელმწიფოდ. რეალურია, რომ არსებობდა მისი პიროვნული კულტი, ის წარმოადგენდა რევოლუციის იდეებს, ის იყო კომუნისტი და ხალხს ეს ახსოვდა, ბავშვობიდანვე აყვარებდნენ ყველას სტალინს და ბუნებრივია, რომ დღემდე უყვართ, რასაც ბავშვობაში ამ გზით გაყვარებენ, მერე ვეღარ გადაიყვარებ.

მარიამ ნიკურაძე: მე ვფიქრობ სტალინი დესპოტია, ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მომავალი ისტორიკოსი ვარ, უკვე მეორე კურსზე ვსწავლობ, ჯერ არ აღმომიჩენია სტალინის დადებითი თვისებები, უარყოფითი პერსონაა. ადამიანებს ასახლებდა, ხვრეტდა, რამდენი ადამიანი დახვრიტა მატარებელში… არ მესმის, როგორ შეიძლება მოგწონდეს სტალინი, თუმცა ჩვენ საზოგადოებაში ის მოსწონთ.

ლევან დუაძე: სტალინი ნიჭიერი ადამიანი იყო. როგორც ვიცი, პირადი არაფერი გააჩნდა, როგორც მოხელე, ისე მუშაობდა. არ ვიცი, შეიძლება ფიქრობდა, რომ რაღაც მაღალი სიკეთისთვის იბრძოდა, თუმცა მისი საშუალებები ვერანაირ მიზანს ვერ ამართლებს. საბჭოთა კავშირში ღმერთი არ იყო, ამიტომ აღმერთებდნენ სტალინს, ის იყო ღმერთის დროებით მოვალეობის შემსრულებელი. ასე ზრდიდნენ მაშინ თაობებს, ამიტომაც უყვართ, დღევანდელ თაობას კი არ უყვარს.

თიკა ლორთქიფანიძე: რთულია, მარტივად ვერ ვიტყვი. ვფიქრობ, ძლიერი პიროვნება იყო, მისდამი უარყოფითი დამოკიდებულება არ მაქვს. რა თქმა უნდა, ის ჩემთვის გმირი არ არის, გმირი არავისთვის არ უნდა იყოს, რადგან დიქტატორი იყო. სტალინმა რაც შექმნა, ყველაფერი სწორედ მისი ამ თვისების გამო მოხდა. თუმცა მომწონს მისი სიძლიერე, ბევრი რამის აღება შეიძლება მისგან.


ლევან ჩოგაძე:
სტალინი ჩემთვის მისაბაძი პიროვნებაა, მუჭში ყავდა მთელი საბჭოთა კავშირი, ერთი ქართველი რომ ამას მოახერხებს ეს დიდი მიღწევა იყო. დღევანდელი გადასახედიდან ის რეჟიმი რათქმაუნდა არ არის მოსაწონი, არც მე არ მომწონს რომ ისეთი რეჟიმი იყო, თუმცა თუ ვიმსჯელებთ, ამ რეჟიმის შემქმნელი ძალიან ძლიერი პიროვნება იყო, სწორედ ეს მომწონს სტალინში.

ლიტერატურული კაფე წიგნის მაღაზიის ნაცვლად

 

 

დირექტორის თქმით, კულტურული ძეგლის სტატუსის შენობის სარემონტო სამუშაობის ჩასატარებლი ნებართვა, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გასცა. „გადაწყვეტილება სააქციო საზოგადოების წევრებმა თანამედროვე მოთხოვნების გამო მიივიღეთ. მაღაზიაში არსებული წიგნები,სარეაბილიტაციო სამუშაობის დასრულებამდე მემედ აბაშიძის 9 ნომერში ძველ წიგნის მაღაზიაში გადავა“ –  განმარტა არსენ მგელაძემ.

 

 

კამპანია “ეს შენ გეხება! – ისევ გვისმენენ” ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

კამპანია – „ეს შენ გეხება! – ისევ გვისმენენ” არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით ერთი წლის წინ დაიწყო.

„საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც დღემდე არ განუხილავთ. დღევანდელი აქციისა და კამპანიის მიზანია, მივმართოთ პარლამენტს, კონკრეტულად კი აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებს საქართველოს პარლამენტში. ვაგროვებთ ხელმოწერებს და ვითხოვთ იმ კანონპროექტის განხილვას, რომელიც 11 თვის წინ იქნა ინიცირებული“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

 

არასამთავრობოები ყველას მოუწოდებენ კამპანიაში ჩართვისკენ: „ვისაც სურს დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება, ყველა უნდა შემოგვიერთდეს. კანონპროექტში განხორციელებული ცვლილებები იქნება იმის გარანტი, რომ აღარ მოგვისმენენ, საგამოძიებო ორგანოებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა ამ სისტემით მოგვისმინონ. საგამოძიებო ორგანოებს აღარ ექნებათ უფლებამოსილება შეუზღუდავად, მოსამართლის დადგენილების გარეშე მოგვისმინონ. დადგენილი იქნება კონკრეტული დანაშაული, რომლის შემდეგაც საგამოძიებო უწყებას აქვს უფლება განახორციელოს მოსმენა“, – ამბობს იურისტი ანა ბერძენიშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ფარული მიყურადებისა და ფარული მოსმენის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და განადგურება, რასაც ეს კანონპროექტი გულისხმობს.

კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ შეიმუშავებენ ზედამხედველობისა და კონტროლის მექანიზმსაც, რომელიც გააკონტროლებს ფარული მოსმენებისა და ფარული ჩანაწერების მოპოვების მექანიზმს.

ხელმოწერების შეგროვება ერთდროულად სამ ქალაქში დაიწყო – ზუგდიდში, ქუთაისში და ბათუმში. აღნიშნულ კამპანიასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება „ეს შენ გეხებას“ ოფიციალურ ვებგვერდზე, აგრეთვე კამპანიის ფეისბუქის გვერდზე. ხელმოწერების შეგროვება გაგრძელდება კვირის ბოლომდე.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

უნივერსიტეტი

უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალით, ფაკულტეტზე არჩეულია 70 პროფესორი (19 – სრული, 35 – ასოცირებული და 16 – სისტენტ პროფესორი). ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახორციელებს სამივე საფეხურის, – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, – საგანმანათლებლო პროგრამებს.

ფაკულტეტზე მოქმედებს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები:

ბაკალავრიატი:

ქართული ფილოლოგია
რუსული ფილოლოგია
თურქული ფილოლოგია
ინგლისური ფილოლოგია
გერმანული ფილოლოგია
ფრანგული ფილოლოგია
ისტორია
თურქეთისმცოდნეობა
ფილოსოფია
თარგმანმცოდნეობა

ბაკალავრიატის ორი საგანმანათლებლო პროგრამა, – ქართული ფილოლოგია და ისტორია, – სრულ სახელმწიფო დაფინანსებას იღებს.

აღსანიშნავია, რომ ყველა დეპარტამენტი მუშაობს ახალ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რაც ფაკულტეტს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანსა და მიმზიდველს გახდის მომავალი აბიტურიენტებისათვის.

საგანგებოდ მინდა შევჩერდე ევროპეისტიკის დეპარტამენტის ახალ საბაკალავრო პროგრამაზე, რომელზე მუშაობაც უკვე დასრულებულია. ესაა ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა ინგლისურ ფილოლოგიაში. ამ პროგრამის შექმნის აუცილებლობა, უპირველეს ყოვლისა, განაპირობა სწავლების ინტერნაციონალიზაციამ: ბოლო წლებში ფაკულტეტზე გაიზარდა უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა (თურქეთი, საბერძნეთი, რუსეთი და სხვ.), რომლებიც არ ფლობენ ქართულ ენას; ასევე, ყოველწლიურად გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გვყავს უცხოელი სტუდენტები (ერთი ან ორი სემესტრით). სწორედ მათი ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა და ამოქმედდება ინგლისურენოვანი პროგრამა.

ვფიქრობთ, ჩვენი რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ჩვენს უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების განვითარება, კერძოდ, თურქეთთან, ირანთან, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (ისტორია, ლინგვისტიკა, ლიტერატურის ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ფოლკლორი და ა.შ.) საერთო სამეცნიერო-კვლევითი პროექტების, ექსპედიციებისა და ა.შ. განხორციელება (ამ ქვეყნებში ისტორიულად ქართული წარმოშობის მოსახლეობის არსებობის გათვალისწინებით), ასევე საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობა: გაცვლითი პროგრამები, სტუდენტთა მოზიდვა ჩვენს უნივერსიტეტში.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებია:

  • ლინგვისტიკა (ქართული ენა, რუსული ენა, 
  • თარგმანმცოდნეობა);
  • ლიტერატურის თეორია და ქართული 
  • ლიტერატურათმცოდნეობა;
  • ევროპეისტიკა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული 
  • ფილოლოგია, ტრანსლატოლოგია, ბრიტანული და 
  • ამერიკული ლიტერატურა);
  • ისტორია;
  • ეთნოლოგია;
  • შავიზღვისპირეთისა და კავკასიის არქეოლოგია

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებია:

  • ლინგვისტიკა
  • ლიტერატურათმცოდნეობა
  • ისტორია
  • არქეოლოგია

ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამების კონკურენტუნარიანობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მიმდინარე წელსაც აღნიშნულ პროგრამებზე მისაღებმა გამოცდებმა კონკურსის პირობებში ჩაიარა.

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფუნქციონირებს წლების განმავლობაში, საქართველოში სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ბაზაზე შექმნილი ცენტრები და კაბინეტები – ამერიკანისტიკის ცენტრი, თურქოლოგიის ცენტრი, ანგლისტიკის, რომანისტიკისა და გერმანისტიკის, ასევე კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის კაბინეტები. ეს სასწავლო კაბინეტები აღჭურვილია სპეციალიზებული ბიბლიოთეკებითა და თანამედროვე ტექნიკით, რაც დიდ დახმარებას უწევს როგორც სტუდენტებს, ასევე პროფესორ-მასწავლებლებს მათ საქმიანობაში.

თანამედროვე უნივერსიტეტში განუყოფელია სწავლება და მეცნიერული კვლევა. მხოლოდ მათი წარმატებული სიმბიოზის შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ ძლიერ და თანამედროვე უნივერსიტეტზე. ფაკულტეტზე სამეცნიერო კვლევების გაზრდას ხელს შეუწყობს სადოქტორო კვლევების განხორციელება და მეცნიერული კვლევების პუბლიკაცია მაღალრეიტინგულ გამოცემებში. ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობენ ეროვნულ და საერთაშორისო საგრანტო პროექტებში.

ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების წარმატებულად ორგანიზების ტრადიცია (ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში (2009), სემიოტიკის პირველი სამეცნიერო კონფერენცია (2010), ბიზანტინოლოგია საქართველოში – 2 (2007) და – 4 (2013), საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში- 1(2010) და – 2 (2012) და სხვ.), რაც მომავალშიც გაგრძელდება და ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევების განვითარებასა და ფაკულტეტის პოპულარიზაციას.

 

ჩვენი უნივერსიტეტის პოტენციური შესაძლებლობების, ასევე მისი გამორჩეული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, პერსპექტიულია ფაკულტეტზე საზაფხულო სკოლების პროექტების განხორციელება, რაც უკავშირდება ტრიმესტრული სწავლების პრინციპის დანერგვას. ამ მიმართულებით უკვე გვაქვს გარკვეული შედეგები და სამომავლო გეგმები: კერძოდ, წარმატებით მუშაობს ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლა (გერმანიის უნივერსიტეტებთან ერთად), რომლის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულნი ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მაგისტრანტები, დოქტორანტები.

რამდენიმე წელია წარმატებით მუშაობს დოქტორანტთა საზაფხულო სემინარი „დაად” – ის ფონდთან თანამშრომლობით.

სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს საზაფხულო სკოლის პროექტის განხორციელება სხვა მიმართულებებითაც.

სტუდენტები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული სწავლებისა და კვლევის პროცესების წარმართვაში, რაც ხელს შეუწყობს მათ სოციალურ, გონებრივ და ემოციურ განვითარებას. სტუდენტი არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ სწავლების ობიექტად, არამედ უნდა გამოიკვეთოს მისი, თანასწორი მონაწილეობა როგორც სასწავლო, ისე კვლევით პროცესებში. როცა ვსაუბრობთ სტუდენტზე ორიენტირებულ უნივერსიტეტზე, მხედველობაში სტუდენტთა მრავალმხრივი ინტერესების დაკმაყოფილება უნდა გვქონდეს. ჩვენი ფაკულტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა სტუდენტთა ღონისძიებების სიმრავლით. ამ დღეებში, ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ინიციატივით, ვიწყებთ ფართომასშტაბიან ჰუმანურ აქციას, ვაბარებთ სისხლს ბათუმის სისხლის ბანკს.

სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, სწავლების ინტერნაციონალიზაციის განვითარებისათვის, საერთაშორისო განათლების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით, სისტემატურად იმართება გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების პრეზენტაციები (ევროპული განათლების დღე, ამერიკული განათლების დღე, შემოქმედებითი წერის კონკურსები და ა.შ.).

აქვე შევნიშნავთ, რომ სტუდენტთა სოციალური მხარდაჭერის მიზნით, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ხელფასის 1%-ს ყოველთვიურად რიცხავენ სოციალურად დაუცველ სტუდენტთა დახმარების ფონდში.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძლიერი მხარეებია:

  • სტუდენტთა სტაბილური რაოდენობა;
  • აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების მრავალფეროვნება;
  • გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები;
  • დამსაქმებელთა ინტერესი;
  • სამეცნიერო პოტენციალი, 
  • წარმატებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა;
  • კომპეტენტური სამეცნიერო-პედაგოგიური კადრები.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს აქვს შესაბამისი აკადემიური პოტენციალი და რესურსები, რომ დასძლიოს სირთულეები და განახორციელოს დასახული მიზნები, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის წარმატებით განხორციელებას და, ამის საფუძველზე, მომავალი თაობის კონკურენტუნარიან სპეციალისტად აღზრდასა და ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებას.

ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი

ძვირფასო აბიტურიენტებო!

თქვენ გეძლევათ შანსი ქართული ფილოლოგიის სპეციალობაზე სწავლით მშობლიურ ქალაქში მიიღოთ სრულყოფილი განათლება და ეზიაროთ ჰუმანიზმის, დემოკრატიის პრინციპებს, ისწავლოთ ადამიანური ურთიერთობები, რაც მოგცემთ პროგრესულ და თავისუფალ პიროვნებებად ჩამოყალიბების გარანტიას.

არ გაუშვათ ხელიდან შანსი, ისწავლოთ ქართულ ფილოლოგიის სპეციალობაზე სრული სახელმწიფო დაფინანსებით. სრულყოფილი განათლება და უფასო სწავლა, მინიმალური დანაზოგი და მაქსიმალური სარგებელი _ ეს ყველაზე ხელსაყრელი ინვესტიციაა მომავლის გონივრულად დასაგეგმავად.

ნანა ცეცხლაძე, ასოცირებული პროფესორი, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი 

 

 

ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტი

 


ჩვენი დეპარტამენტი ერთ-ერთი წარმატებული დეპარტამენტია უნივერსიტეტში. დღეისათვის დეპარტამენტში ფუნქციონირებს ისტორიისა და თურქეთისმცოდნეობის სპეციალობების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის) და არქეოლოგიის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამები.

ჩვენი რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების განვითარება, სადაც გაერთიანდება თურქეთისმცოდნეობისა და თურქული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამები.

ისტორიისა და თურქეთისმცოდნეობის სპეციალობების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევით თქვენ ირჩევთ წარმატებულ მომავალს.

 

ემზარ მაკარაძე, პროფესორი, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

 

 

ფილოსოფიის დეპარტამენტი

 

 ჩვენი მიზანია დავეხმაროთ სტუდენტ-ახალგაზრდობას თანამედროვეობის გამოწვევების გაცნობიერებასა და თანამედროვე აზროვნების ძირითადი პარადიგმების ინტერდისციპლინარული ანალიზის აუცილებლობის გააზრებაში. დეპარტამენტის ამოცანაა სტუდენტის აზროვნებისა და ლოგიკური მსჯელობის, დისკუსიაში მონაწილეობისა და დიალოგის კულტურის უნარის გაუმჯობესება, მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბება, სტუდენტის მიერ თანადროული სამყაროს ძირითადი მენტალური მოთხოვნების შეფასება და თეორიული ცოდნის გამოყენება ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტისას.

ლალი ანთიძე, ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

 

 

ევროპეისტიკის დეპარტამენტი

 
ევროპეისტიკის დეპარტამენტი, რომელშიც შედის სამი ძირითადი პროგრამა: ინგლისური ფილოლოგია, ფრანგული ფილოლოგია და გერმანული ფილოლოგია, ერთ-ერთი წარმატებული დეპარტამენტია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქ მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც სტაჟირებას გადიან უცხოეთის უნივერსიტეტებში, მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და გრანტებში. ისინი ზრუნავენ სტუდენტების ცოდნის გაღრმავებაზე, მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. ეს საშუალებას აძლევს სტუდენტებს დასაქმდნენ შრომით ბაზარზე და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. ფრანგული და ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების კურსდამთავრებულებს აჭარის განათლების სამინისტროს „ევრო-ოდისეის” პროგრამა სთავაზობს სტაჟირებას, დასაქმებას ევროპის ქვეყნებში. დეპარტამენტის მაღალ რეპუტაციაზე მეტყველებს უცხოელი სპეციალისტების მიერ აქ მომუშავე პროფესორების კვალიფიკაციის მაღალი შეფასება.

 

ირინე გოშხეთელიანი, პროფესორი, ევროპეისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

 

სლავისტიკის დეპარტამენტი


ევროპულ სივრცეში საქართველოს ინტეგრაცია ახალგაზრდობას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს: თანამედროვე კონკურენტუნარიანი სპეციალისტი მშობლიურთან ერთად ორ ან სამ უცხო ენასა და მთარგმნელობით უნარ-ჩვევებსაც უნდა ფლობდეს. საქართველოს ეკონომიკური განვითარების საქმეში, ტურიზმისა და ბიზნესის სფეროში დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სლავური ენის ცოდნა, რადგან სლავური ქვეყნები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ, სლავურ ენებზე 400 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს. სლავისტიკის დეპარტამენტი ამ უნარ-ჩვევების დაუფლებაში დაგეხმარებათ.

ჩვენთან მეგობრული და ამავე დროს პროფესიონალური გარემოა. ჩვენი სტუდენტები პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებში, რომლებიც იმართება საქართველოსა და უცხოეთში; მონაწილეობენ სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში არა მხოლოდ სლავურ ქვეყნებში.

ისწავლეთ ჩვენთან და ჩვენ დაგეხმარებით ცოდნის შეძენაში, გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, გპირდებით, რომ კარგ სპეციალისტებად, პროფესიონალებად ჩამოყალიბდებით.  

ქეთევან სვანიძე, ასოცირებული პროფესორი, სლავისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

 

 

ქართველოლოგიის ცენტრი

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ქართველოლოგიის ცენტრი (ყოფილი ქართველოლოგიის ინსტიტუტი), რომლის კვლევის ძირითადი მიმართულებაა ჭოროხის აუზის “ქვეყნების” – აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, სპერი და მუჰაჯირთა შთამომავლების – ყოფისა და კულტურის კვლევა.

ცენტრის თანამშრომლები ამჯერად მუშაობენ ორ სამეცნიერო პროექტზე: “მუჰაჯირები” და “კლარჯეთი”.

ცენტრი ყოველწლიურად აწყობს კომპლექსურ ექსპედიციებს (დღემდე მოეწყო 15 ექსპედიცია) “ჭოროხის ქვეყნებში” და მუჰაჯირთა შთამომავლებით დასახლებულ სოფლებში თურქეთის რესპუბლიკის შიდა რეგიონებში, ყოველწლიურად ატარებს შემაჯამებელ კონფერენციას (ჩატარდა 11 კონფერენცია), კვლევის შედეგები იბეჭდება გამოცემაში “კრებული”. ექსპედიციებსა და კვლევით საქმიანობაში ჩართული არიან სტუდენტებიც, უმეტესად მაგისტრანტები და დოქტორანტები.

ცენტრს სამეცნიერო მიმოქცევაში ფოლკლორულ-დიალექტოლოგიურ და ეთნოლოგიურ მასალებთან ერთად შემოაქვს ოსმალური აღწერის მასალები, რაც მნიშვნელოვანი წყაროა ოსმალობისდროინდელი სამხრეთ საქართველოს ისტორიული სურათის აღსადგენად. ქართველოლოგიის ცენტრი ჰუმანიტარული კვლევების მნიშვნელოვანი კერაა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

 პროფესორი მამია ფაღავა

 

 

 სტუდენტები ჰუმანიტარული ფაკულტეტის შესახებ 

 კახაბერ ქამადაძე, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის არქეოლოგიის სპეციალობის დოქტორანტი: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2005 წელს ჩავირიცხე, ისტორიის სპეციალობაზე. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ სწავლა გავაგრძელე მაგისტრატურაში საქართველოს ისტორიის სპეციალობით. 2012 წლიდან ჩავირიცხე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არქეოლოგიის სპეციალობის სადოქტორო პროგრამაზე. ჩემი სამეცნიერო ინტერესების სფერო გახლავთ შუა საუკუნეების ისტორიისა და არქეოლოგიის საკითხები. იმედი მაქვს, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან და სადოქტორო პროგრამასაც წარმატებით გავართმევ თავს.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ყველა პროფესორ-მასწავლებელს, განსაკუთრებით ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოლოგიის დეპარტამენტში მოღვაწე ადამიანებს ჩვენ მიმართ გაწეული ღვაწლისთვის.

მეგი მანველიძე, თურქეთისმცოდნეობის სპეციალობის III კურსის სტუდენტი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1995 წლიდან არსებობს თურქეთისმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. უკვე მესამე წელია საბაკალავრო განათლებას ვიღებ აღნიშნულ მიმართულებაზე, ვეუფლები როგორც ისტორიულ, ასევე ლინგვისტურ განათლებას, ვსწავლობ თურქულ, არაბულ და ოსმალურ ენებს. პროგრამის ფარგლებში გავიარე პრაქტიკული კურსები თურქულ ენაში სამსუნსა და სტამბულში.

ამ მიმართულებით ყველა პირობაა იმისა, რომ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებამ სათანადო ადგილი დაიკავოს უნივერსიტეტის ცხოვრებაში.

ანა დიასამიძე, ინგლისური ფილოლოგიის IV კურსის სტუდენტი: ბათუმის უნივერსიტეტში სწავლა საინტერესო გამოცდილება იყო და არის ჩემთვის. უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩავირიცხე და მოვხვდი სასურველ ფაკულტეტზე. ყველაზე საინტერესო ჩემთვის პირველი წელი იყო, როდესაც ზოგად კურსებს გავდიოდი. გავეცანი ფილოსოფიას, კულტურის ისტორიას, საქართველოს ისტორიას, ანტიკურ ლიტერატურას, რისი მეშვეობითაც მნიშვნელოვანი ზოგადი განათლება მივიღე. ასევე ამ წლების მანძილზე შევისწავლე დასავლეთ ევროპული, ანგლო-ამერიკული ლიტერატურა, წავიკითხე უამრავი წიგნი, რითაც გავიფართოვე მსოფლმხედველობა და რამაც დიდი როლი ითამაშა ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებაში. უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა საშუალებას მაძლევს მონაწილეობა მივიღო გაცვლით პროგრამებში და ევროპის წამყვანი სასწავლებლის მაგისტრატურის სტუდენტი გავხდე.

გიორგი დიასამიძე, რუსული ფილოლოგიის II კურსის სტუდენტი:“რუსული ფილოლოგიის” სპეციალობაზე, სადაც მე ვსწავლობ, პროფესორ-მასწავლებელთა ძლიერი შემადგენლობაა. მე ავირჩიე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი იმიტომ, რომ ვიცი, მე აქ მივიღებ სათანადო განათლებას. ეს არის კარგი ადგილი, რათა გავაძლიერო არა მარტო ჩემი ცოდნა, არამედ გავიმდიდრო ჩემი სულიერი სამყაროც, რადგან მე ამ უნივერსიტეტში მაქვს ურთიერთობა პროფესიონალ ადამიანებთან. ეს კი შემძენს მეტ ცოდნას და გამოცდილებას, რაც დამეხმარება გავხდე საზოგადოეის ღირსეული წევრი.

თინიკო პაპიძე, ქართული ფილოლოგიის IV კურსის სტუდენტი: ბათუმის უნივერსიტეტში, ქართული ფილოლოგიის სპეციალობაზე სწავლა ჩემი ისეთი არჩევანია, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა. ძნელია ამომწურავად ვისაუბრო ადამიანებზე, რომლებმაც ასეთი ძლიერი გავლენა მოახდინეს ჩემზე, დიდი ძალისხმევით, მონდომებითა და სიყვარულით გადმოგვცეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ _ ცოდნა. ბედნიერი ვარ, რომ ყველა ლექტორი, რომელიც მასწავლის, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს. აქ გატარებული სტუდენტობა ნაყოფიერი, მრავლისმომცემი და საინტერესოა; ჩვენთან ყველა პირობაა კარგი სწავლისთვის: ხელმისაწვდომი სახელმძღვანელოები, პროფესიონალურად შედგენილი სილაბუსები, ელექტრონული სასწავლო კურსები, საინტერესო ლექციები…

ბათუმის უნივერსიტეტში გატარებული წლები საუკეთესოა არა მარტო ცოდნის გასაღრმავებლად, არამედ ადამიანური ურთიერთობების სასწავლადაც. ველოლიავები დარჩენილ სტუდენტურ დღეებს. გახდით ბსუ-ს სტუდენტები და მიაღწევთ წარმატებებს.

მინდია ცეცხლაძე, ფილოსოფიის სპეციალობის I კურსის სტუდენტი:როდესაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი, დიდხანს ვყოყმანობდი, თუ რომელი სპეციალობა ამერჩია ჰუმანიტარული მიმართულებით. თავდაპირველად, მინდოდა ინგლისური ენის სპეციალისტი გავმხდარიყავი, თუმცა შემდეგ მტკიცედ გადავწყვიტე ფილოსოფოსობა. ამაში ძალიან დამეხმარა სასწავლო კურსი „ფილოსოფიის შესავალი” და მისი წამყვანი პროფესორები, მანამდე საერთოდ არ ვიცოდი, თუ რას ნიშნავდა ფილოსოფია და ფილოსოფოსობა. სწორედ ამ კურსით მიღებულმა ცოდნამ მომცა სტიმული და შესაძლებლობა დავდგომოდი ფილოსოფიის შესწავლის რთულ გზას. დღეს უკვე ფილოსოფია ჩემთვის განსაკუთრებული ღირებულების საგანია და ბევრს ახალს და საინტერესოს სამომავლოდაც ველოდები მის უსასრულო ლაბირინთებში.

ლანა ბურკაძე, არქეოლოგიის სპეციალობის II კურსის მაგისტრი: ჩემი ურთიერთობა ბათუმის შოთაა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც ჩავაბარე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობაზე. ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე ვმონაწილეობდი სხვადასხვა არქეოლოგიურ თუ ეთნოლოგიურ ექსპედიციებში, კონფერენციებსა თუ სემინარებში, როგორც ჩვენს უნივერსიტეტში, ასევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. უნდა აღინიშნოს ლექტორების თბილი და უშუალო დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს იყოს უფრო თავისუფალი და თავდაჯერებული. უნივერსიტეტი ასევე იძლევა საშუალებას აქტიურად იყო ჩართული უნივერსიტეტის მართვაში, დაგეგმო და განახორციელო შენთვის საინტერესო პროექტები. ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მაგისტრატურაც ჩემს საყვარელ უნივერსიტეტში გავაგრძელე.

„ნატვრის ხე“ ბათუმის ნაგავსაყარზე

თორნიკესგან განსხვავებით ნაგავსაყარზე სხვა ადამიანები ვინაობას არ მიმხელენ და არც ფოტოს გადაღების უფლებას მაძლევენ. ამბობენ, რომ არ უნდათ ახლობლებმა გაიგონ, თუ რა სამუშაოს შესრულება უწევთ. მეუბნებიან, რომ ჩემ გარდა აქ  უამრავი ჟურნალისტი უნახავთ, მაგრამ მათთვის არაფრით იცვლება და ჩემთან საუბარი მხოლოდ დროს კარგვაა.

ერთ-ერთი ახალგაზრდა მიყვება, რომ ოჯახში ექვსნი არიან. მას  ოთხი უმცროსი და-ძმა ჰყავს, რომლებიც სკოლაში სწავლობენ და მისი ოჯახისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო აქ მუშაობა და მის მიერ შეგროვებული პოლიეთილენის ბოთლების ჩაბარებით აღებული თანხაა.

„აბა სხვა შემოსავალი ან სამსახური რომ იყოს, აქ ვინმე იმუშავებდა? არის დღეები, როცა საერთოდ პურის ფულსაც ვერ გამოიმუშავებ. ისეთი დღეებიც არის, როცა ორმოც ლარამდეც გამომდის.” – ამბობს ის.

ნაგავსაყართან პატარა ქოხებია, სადაც წვიმის ან  სიცხის დროს აფარებენ თავს და შეგროვებულ ჯართს და ფერად მეტალს ინახავენ მანამ, სანამ მისი ქალაქში გასაყიდად გატანის საშუალება მიეცემათ.

ჯართის შეგროვება უფრო მომგებიანია, ჯართი უფრო ძვირია, თან შეუძლიათ ნებისმიერ მიმღებ პუნქტს მიჰყიდონ, ბოთლების მიღებაზე კი მხოლოდ ერთ კომპანიას აქვს უფლება მოპოვებული  და სხვაგან ვერ გაყიდიან მეტ თანხასაც რომ სთავაზობდნენ. კომპანია კი კილოგრამში 20 თეთრს იხდის. აქ ქოხებს ნომრებიც აქვს, მეუბნებიან, რომ ეს გასართობად გააკეთეს.

ქოხებთან დაბალი ხე დგას, რომლის ტოტებზეც საქართველოს რამდენიმე დროშაა ჩამოკიდული. ამბობენ, რომ ეს ნატვრის ხეა:  „ერთი დროშა ერთი ნატვრაა, ჩვენ ვაბამთ მაგ დროშებს… ჯერ მე არ ამსრულებია, სხვას თუ აუსრულდა არ ვიცი, მაგრამ მაინც ნატვრის ხეა..”

უსახლკარო ძაღლებისა და გადამდები დაავადებების აქ არ ეშინიათ: „დაავადებები და ძაღლები ჩვენ არ გვეკარება, მთავარია სამუშაო იყოს, აქ იმდენი ხალხია, უკვე მუშაობა შემცირდა და მაგის გვეშინია ულუკმაპუროდ არ დაგვრჩეს ოჯახი.”

უკან დაბრუნებისას  აქ დასაქმებულ ტრაქტორის მძღოლს მანქანით მოვყავარ. გზაში მიყვება, რომ რამდენჯერმე „გაიქცა” ამ სამუშაოდან, მაგრამ მაინც დააბრუნეს. ამბობს, რომ დღეს რატომღაც ძალიან ცოტა ხალხია, ჩვეულებრივ კი აქ ორმოცდაათზე მეტი კაცი, ქალი და ბავშვი იყრის თავს. მისი თქმით,  ნაგავსაყარზე ხანდახან საქონელი კვდება  და ტრაქტორის დახმარებით ნაგავთან ერთად ჭაობში აგდებს, თუ მომაკვდავი საქონლის დაკვლა ხალხმა არ მოასწრო:

„თუ მოუსწრეს და წაქცეული დაკლეს, მაშინ ხალხს მიაქვს ხორცი, თუ არა და, ლეშის გატანა მიხდება ადგილის გასაწმენდად, მანქანამ ნაგავი რომ ჩამოცალოს. აქ ყველაფერს ნახავ, ბავშვებიც მოჰყავთ. ბევრჯერ დამინახია, აქ ნაპოვნ ხილს ან რამეს რომ ჭამენ ბავშვები და სულ მეშინია, რამე არ დაემართოთ, ამიტომ მინდოდად წასვლა.“

სუნი, ტალახი, ლეშიჭამია ფრინველები და ძლიერი ქარი – ნაგავსაყარის განუყოფელი ნაწილია, მუხლამდე ნაგვის გროვაში მომუშავე ქალებით, კაცებით და ბავშვებით.

”ნატვრის ხე” კი ისევ დგას ქოხების ეზოში, ნაგვის გროვის ბორცვზე და ზედ საქართველოს ხუთჯვრიანი დროშები ფრიალებს ნატვრების შესრულების მოლოდინში.

ბათუმის ქუჩების კეთილმოწყობა გრძელდება

 

სამუშაოების დასრულების შემდეგ არხი დაიხურება ლითონის ცხაურით. ამასთან მოეწყობა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი.  სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება.  სამუშაოებს, რომლის ღირებულება 24 ათას 500 ლარია,   ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,მშენებელი 2014“ ასრულებს.  

 

კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს კობალაძის ქუჩაზეც. კობალაძის ქუჩის რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან 272 ათას 569  ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს  ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ჯი აი დი“ ასრულებს.

 

დაწყებულია შარაშიძის ქუჩის მონაკვეთის (ურეხის მიმართულებით) მოასფალტების სამუშაოებიც და მათი დასრულება მიმდინარე წლის 30 აპრილამდეა გათვალისწინებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზები“ ასრულებს. ასევე მიმდინარეობს აღმაშენებლის, ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების რეკონსტრუქცია, ჰელიმიშის ქუჩის რეაბილიტაცია.

 

ბათუმში გზების, ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 11 მილიონ 81 ათასი ლარია გათვალისწინებული.

მასტერკლასები კლასიკური ბალეტის სკოლაში

 

 პროექტის მიზანია პედაგოგების კვალიფიკაციისა და პროფესიული დონის ამაღლება, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება. მასტერკლასებში მონაწილეობას მიიღებენ მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და  მე-7 კლასის მოსწავლეები.  დაახლოებით გადამზადდება 30 მოსწავლე, 4 პედაგოგი და 4 კონცერტმეისტერი.

 

სპეციალისტები აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით იქნა მოწვეული.

მოსამართლის განმარტება „შენ“ ნაცვალსახელის გამო დაჯარიმებაზე

 

დღეს, ერთ-ერთი სასამართლო პროცესის დაწყებამდე, დარბაზში მსხდომთ მოსამართლემ თავად უთხრა, რომ მისი განკარგულება, რომლის საფუძველზე ადვოკატი ირაკლი შავაძე ასი ლარით დააჯარიმა, ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა. მოსამართლემ ადვოკატი  იმის გამო დააჯარიმა, რომ მან მოწმეს დაკითხვის პროცესში რამდენჯერმე მიმართა პირის ნაცვალსახელით – „შენ“.

 

ბაბილონი: ვაპროტესტებთ ყველაფერს, რაც მოძრაობს და არ მოძრაობს

 

 

ჯგუფს „ბაბილონი” დაარქვეს. რატომ? – ამაზე საუბარი უჭირთ. ამბობენ, რომ უნდათ რეპს საქართველოში უფრო მეტი მსმენელი ჰყავდეს. მათი ტექსტები უმეტესად ბათუმზეა, წერენ ყველაფერზე, რაც ამ ქალაქში ხდება და რაც არ მოსწონთ.

 


ზურა:
“სხვადასხვა ჯგუფში ვიყავით. ლაშა ჯგუფ „სემიში” 11 წელი აკეთებდა რეპს, მე და გიორგი „rep rise”-ის წევრები ვიყავით ორი წელი, წარმატებულადაც ვმუშაობდით, კონცერტები გვქონდა, 2010 წელს “ალტერვიზიაში” ვმონაწილეობდით. 2011-ში “ნიჭიერის” ნახევარფინალშიც მოვხვდით. მერე ინტერესთა კონფლიქტის გამო ჩვენ წამოვედით. საერთოდ, ცხოვრებაში არაფერს ვნანობ და არც ამ ფაქტს. ასე ჯობდა, ახლა უფრო კარგ რამეს ვაკეთებ.”

 


ლაშა:
„2003 წელს ჩამოყალიბდა ჯგუფი “სემი”. ვაკეთებდით მუსიკას, რომელიც მასას არ მოსწონდა, თუმცა ყოველთვის გვყავდა ჩვენი მსმენელი, კასეტა გამოდიოდა მაშინ „ჯეო რეპი”, სადაც იკრიბებოდა ყველა ის პროდუქტი, რაც იქმნებოდა რეპშემსრულებლების მიერ. შემოსავლიანი არც მაშინ არ ყოფილა ეს საქმე და არც ახლა არ არის, უბრალოდ ჩვენსას ვისწორებთ რა.”

 

 

ოთხმა დაიწყო, თუმცა მალევე ჯგუფს კიდევ ორი წევრი შეემატა, სიმონა და თამთიკე: „თამთიკე თბილისში სწავლობს, თუმცა მუშაობას არ ვაჩერებთ, სოლოებზე ვმუშაობთ ან მუსიკას ვწერთ, ტექსტს. ყოველთვის ვცდილობთ, რაღაც ახალი შემოვიტანოთ.” – ამბობს გიორგი.

 

 

უფრო მეტი ჯგუფის წევრებზე



ზურა გოცირიძე, იგივე ანარქია 18, ხუმრობს, რომ მხოლოდ ეს მეტსახელი აღმოჩნდა თავისუფალი, ისე კი იდეოლოგიური შეხედულებისამებრ აარჩია: „ილიას უნივერსიტეტში „პოლიტოლოგიას” ვსწავლობდი, მმართველობის ეს სისტემა ახლოსაა ჩემთან. შეიძლება ქაოსურად ჟღერს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ადამიანებს, ყველანაირი კანონის გარეშე შეუძლიათ ერთმანეთთან თანაცხოვრება. თუმცა ეს იყო მრავალი წლის წინ, ამჟამად ბათუმის უნივერსიტეტში მაგისტრატურას ვასრულებ იურიდიული მიმართულებით, თავისუფალ დროს კი მუსიკას ვუთმობ. როგორც იურისტი, წარმომიდგენია საკუთარი თავი, ადვოკატის თანაშემწეც ვიყავი, თუმცა არ ვაპირებ ამ მიმართულებით მუშაობას, ჩემთვის უმთავრესი მუსიკაა. ისე, ეს ორი საქმიანობა ერთადაც მშვენივრად გამოდის, იურიდიული განათლება მეხმარება ტექსტის წერისას, ადვოკატს საუბარში რეპის ტექნიკა სჭირდება, სათქმელი რომ გასაგებად წარმოთქვა, ამ ტექნიკას უნდა ფლობდე. მე ვხედავ კონტაქტს,” – ამბობს ზურა.

 

გიორგი ბაკურიძე, ფსევდონიმით ბენქს, საზღვაო აკადემიის სტუდენტია: „კაპიტანი უნდა გავხდე სამომავლოდ, გემის მართვის სურვილი ბავშვობიდან მაქვს. თუმცა ჩემი საყვარელი საქმიანობა მაინც მუსიკას უკავშირდება. მინდა, ისეთი სიახლე შემოვიტანოთ ამ სფეროში, რომ უფრო და უფრო მეტი მსმენელი გაგვიჩნდეს. 13 წლისამ დავიწყე ტექსტების წერა, მერე მელოდიების გაკეთებაც დავიწყე. ყოველთვის რეპი მომწონდა.”

 

ლაშა თავაძე, იგივე ტუგა. ეს ზედმეტსახელი იმიტომ შეარქვეს, რომ უცენზურო სიტყვების გამოყენება უყვარს, რაზეც ჯგუფის წევრების თანხმობას ვერ იღებს, ამის გამო ჩამწერ სტუდიაში შეპარვა უწევს. ამბობს, რომ ეს საჭიროა პროტესტის გამოსახატავად: „ჯგუფში ყველაზე ძირძველი რეპერი ვარ. ბავშვობიდან ვუსმენ როკს, მაგრამ რეპს მეტი რიტმულობა მოაქვს. მერე რეპისა და როკის სინთეზი გავაკეთე, ძალიან კარგი გამოდის. ყველაფერს ვაპროტესტებთ, რაც მოძრაობს და ჯერ არ მოძრაობს იმისთვის, რომ იმოძრაოს. რეპი არ არის სიმღერები სიყვარულზე, რეპი პროტესტია,” – ამბობს ლაშა.

 

ტექსტებს ერთადაც წერენ და ცალ-ცალკეც, მუსიკას ზურა და გიორგი აწყობს. ტექსტის წერა ყველაზე მეტად რომას ეზარება. რომა ზოსიძე 18 წლისაა, ბათუმის უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტზე სწავლობს, პირველ კურსზეა: „რეპი არის ყველაზე თავისუფალი სტილი, შეგიძლია მუსიკით აბსოლუტურად ყველაფერზე ილაპარაკო. მე ჩემი მუსიკით ჩემ ირგვლივ არსებულ მოვლენებზე ვსაუბრობ. ყველაფერზე ვწერ, გარდა სიყვარულისა.”

 

სიმონა კავთელაძე ჯგუფის ყველაზე ახალი წევრია, ამასთანავე ყველაზე პატარა, 16 წლის, სკოლის მოსწავლე: „ხშირად გვიგზავნიან ვიდეოებს, თავიანთ შესრულებულ რეპს გვაფასებინებენ, ასე გამოაგზავნა სიმმაც. ღრმა პოეზია მოდიოდა მისი ნამღერიდან, ტექსტებს ძალიან კარგად წერს, თუმცა ცოტა სევდიანია, რეპს კი სხვანაირი რიტმი აქვს, ამ ხრივ სტილია შესაცვლელი, რადგან ჩვენს მსმენელს აქტიური მუსიკა მოსწონს.” – ამბობს ზურა.

 

თამთიკე ჯგუფში ერთადერთი გოგონაა. ზურასთან და გიორგისთან ერთად ჯგუფ „Rep rise”-ის წევრი იყო. სოულის სტილში მისამღერებს აკეთებს სიმღერებზე. ჯგუფის წევრებს კიდევ ერთი გოგოს დამატებაც სურთ, თუმცა ამ დრომდე სასურველ კანდიდატურას ვერ მიაკვლიეს, როგორც ამბობენ, რთულია საქართველოში რეპის წამკითხველი გოგოს პოვნა.

 

კონცერტები ხშირად არ აქვთ, ვერც ხელშეწყობას ხედავენ, თუმცა მაინც რეპის ერთგულები რჩებიან, ასე უფრო კარგად გამოხატავენ გულისტკივილს. ოცდაათამდე სიმღერა აქვთ მზად და ხუთი კლიპი, ყველაფერს ამას თავიანთი ხარჯებით აკეთებენ:

 

„მუსიკას, ტექსტებს ჩვენ ვწერთ, თავად ვაკეთებთ აუდიოვერსიას, გიორგის აქვს ჩამწერი აპარატურა სახლში. ვწერთ კლიპის სცენარს, ვიღებთ, ჩვენ ვამონტაჟებთ, ჩვენვე ვუკეთებთ პიარს. თავად ვცდილობთ კონცერტებში მონაწილეობას, ან თავად ვაკეთებთ კონცერტს, აპარატურასაც კი ჩვენ ვასწორებთ კონცერტზე.” – ამბობს ზურა.

 

„უკვე საკმაო რაოდენობის მსმენელი გვყავს, ინტერნეტით გვიკავშირდებიან სხვა რეგიონებიდან, თბილისიდანაც, გვგულშემატკივრობენ, გვთხოვენ მათთან ჩასვლას, რამდენჯერმე ჩავატარეთ კონცერტი ბათუმის უნივერსიტეტში, ყოველ ჯერზე მთლიანად ივსებოდა დარბაზი.” – ამბობს გიორგი.

 

 „ბაბილონის“ მოსასმენად გახსენით ლინკი.

 

პროექტი სტუდენტების გასააქტიურებლად

 

 იდეის ერთ-ერთ ავტორი ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი დიანა ბაუჟაძეა. „იდეა დღეს  გაგვიჩნდა რამდენიმე სტუდენტს. გვინდა უნივერსიტეტში სიტუაცია გამოცოცხლდეს და სტუდენტები უფრო აქტიურები გახდნენ“- გვეუბნება ის.  იდეის ავტორები არ ეძებენ ფინანსურ მხარდაჭერას, რადგან ფიქრობენ რომ ლექტორებიც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც ამ პროექტში ენთუზიაზმით უნდა ჩაერთონ:   

 

„პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს ჩაუტარდებათ სხვადასხვა ტრენინგ-სემინარი. გვინდა ის ადამიანები მოვიწვიოთ, ვინც იცნობს ჩვენს უნივერსიტეტში არსებულ სიტუაციას, უსწავლია ან ასწავლის ჩვენს უნივერსიტეტში. ასე პრობლემის იდენტიფიკაციისთვის დრო არ დაგვეკარგება, რადგან მათთვის ცნობილია სტუდენტებში არსებული პრობლემატიკა, გვინდა პროგრამაში ჩაერთონ ის სტუდენტები რომლებიც პირველ-მეორე კურსზეა. მე ვიცნობ ბევრ სტუდენტს რომელსაც უნდა იყოს აქტიური მოქალაქე, თუმცა არ იცის ეს როგორ გააკეთოს“- ამბობს დიანა. 

 

უსახლკაროთა თავშესაფრის პროექტი ბათუმში

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის ინფორმაციით განიხილება სამი სოციალური სახლის მშენებლობა: „ეს იქნება სახლი სოციალურად დაუცველი უსახლკაროებისთვის, მოხუცთა თავშესაფარი და უსახლკაროები, რომლებიც ქუჩაში ათევენ ღამეს“.

შენობების დაპროექტებაში ბათუმელი სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. სტუდენტებს შორის შენობის არქიტექტურულ პროექტებზე კონკურსი გამოცხადდება, გამარჯვებულ პროექტებს შვეიცარიელი დონორები დააფინანსებენ.

25 ათასი საათი სკოლაში

„დახატეთ ბავშვებო, დახატეთ, მათემატიკური ფიგურებით როგორ მიულოცავთ დედის დღეს დედას“,  – თენგიზ კუჭავა მეორეკლასელებს მათემატიკის გაკვეთილს უტარებს. კლასში წესრიგს მშვიდად, აუღელვებლად ამყარებს. დაფაზე დაწერილი მაგალითის პასუხი მოსწავლეთა უმრავლესობამ ხმამაღლა წამოიყვირა, თუმცა დაფასთან მხოლოდ ის გაჰყავს, ვინც არ იყვირა –  უბრალოდ, ხელი ასწია. ამბობს, რომ ამით ერთგვარად წესრიგს აჩვევს მოსწავლეებს.

„პარალელურად ბევრგან ვმუშაობდი. საზღვაო აკადემიაშიც ვასწავლიდი. სასწრაფო დახმარებასავით მიწვევდნენ ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. სხვადასხვა პედაგოგს ვცვლიდი, საათობრივ დატვირთვაზე ვიყავი. ახლა დილიდან საღამომდე სკოლაში ვარ. შევეჩვიე ამ პროფესიას. მასწავლებლობა ძნელი პროფესიაა, მაგრამ გაკვეთილზე მე ვარ ჩემი გაკვეთილის ბატონ-პატრონი. ოლიმპიადებს ვატარებ, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს. სულ ძიებაში ვარ. უფრო მეტს მოსწავლეები მასწავლიან, ვიდრე მე ვასწავლი მათ“, – ამბობს თენგიზ კუჭავა.

მათემატიკის სწავლების თავისი მეთოდი გამოიგონა: BMNH – მათემატიკა ანიდან ჰოემდე, ანუ როგორც თვითონ უწოდებს „ბათუმელი მათემატიკოსის ნოვატორული ჰიტი“.

„მთელი მათემატიკა ერთ ფურცელზე ეტევა. თუ ამას ისწავლის მოსწავლე, მერე ყველაფერს მიაღწევს, ამას ჰქვია BMNH – ეს არის პარამეტრები, რომელიც უნდა ცვალო. კლასში 40 მოსწავლეც რომ იჯდეს, მაინც ყველას სხვადასხვა დავალება ექნება. გასასწორებლად არის ძნელი, თორემ ისე იდეალურია. ეს მეთოდი არის მათემატიკის შესწავლისადმი რწმენის გაღვივების მეთოდი,“ – ამბობს თენგიზ კუჭავა.

მათემატიკის ნიჭი დედისგან გამოჰყვა, მამისაგან კი – პოეზიის სიყვარული: „მეც ვწერდი რაღაცას. მეექვსე კლასში ვიყავი, ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ რომ წავიკითხე. ამას მეც დავწერ-მეთქი ვთქვი და დავიწყე წერა. ორი-სამი წინადადება რომ დავწერე, მერე დავანებე თავი. არაა წერა ჩემი საქმე. აი, მათემატიკა კი მთელი ცხოვრებაა ჩემთვის. გამუდმებით ვსწავლობ. ვსწავლობ ჩემი მოსწავლეებისგან, კოლეგებისგან. პედაგოგიკაში ძალიან სუსტებთან და ძალიან ძლიერებთან მუშაობის პრობლემებია ყოველთვის გადამწყვეტი. უფროსკლასელებთან სწავლებისას ხშირად იძულება მჭირდება. სულ ვუხსნი, რომ მათემატიკა არის ცხოვრებასთან კავშირში: აი, მაგალითად, ჩვენ სახლში რომ შევდივართ, ქუდს ვიხსნით და ვკიდებთ. რიცხვები კი, ფესვში რომ შედიან, ქუდს იხურავენ.

ბავშვებს საინტერესო მაგალითს თუ მოუყვან, ცოტათი უფრო ინტერესდებიან. თუმცა მათემატიკის სწავლა ყოველთვის მარტო ხალისი არ არის. ზოგჯერ დაძალებაც სჭირდებათ. მათემატიკა მშრალად რომ მიაჩნიათ, ეს ძალიან მაღიზიანებს და ვცდილობ, სულ უფრო სახალისო გავხადო ბავშვებისთვის.

მაგალითად, თუ მოსწავლე მეუბნება, რომ არ უყვარს მათემატიკა, იმით ვინტერესდები, რა უყვარს. ვთქვათ, ცეკვა უყვარს, სიმღერა უყვარს… ჩემს მოსწავლეებს დაუწერიათ საკონფერენციო თემები, ვთქვათ, გიტარის აგებულებაზე, მუსიკასთან რა კავშირი აქვს მათემატიკას, ხელოვნებასთან რა კავშირი აქვს, აი ამ კუთხით. ცეკვა გიყვარს? – ვეუბნები, გააკეთე ცეკვის ილეთი და დააკვირდი ამ ილეთის დროს რამდენგრადუსიანი კუთხით ხრი ხელს, როგორ მოძრაობ. იგივე ჩაცმულობაში ათასი ფორმებია მათემატიკური. მნიშვნელოვანია, რომ დავალება, რასაც მივცემ, აუცილებლად შეასრულონ. ვეუბნები – სკოლაში მოდიხართ როგორც სამსახურში“.

ამჟამად ორ სკოლაში ასწავლის. ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში გახანგრძლივებული ჯგუფი ჰყავს, ასევე მოსწავლეებს დამატებით ამეცადინებს.

„იმის გამო, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვუყარო თავი ყველაფერს, ბოლო სამი წელი ვცდილობ, მაქსიმალურად ვიმოძრაო და ვიმუშაო. სამი შვილი მყავს, ორი დიდია უკვე, მესამე პატარა მყავს – ხუთი წლის. ობამას არჩევა პრეზიდენტად და მე რომ შვილი შემეძინა 54 წლის ასაკში, ერთი და იმავე რეზონანსის ამბავი იყო,“ – ამბობს თენგიზ კუჭავა.

მათემატიკის გარდა ზოდიაქოთია გატაცებული. ზოდიაქოს ნიშნების შესახებ ინფორმაციას ძველ, ყდაშემოცრეცილ ბლოკნოტში ინახავს. ფანქრით წვრილად ნაწერ ტექსტს ჩაჰკირკიტებს და ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ, ეს ჩანაწერები უსათვალოდ გააკეთა, ახლა კი სათვალით წაკითხვაც უჭირს.
„სხვებზე ნაკლებად, მაგრამ საკუთარი თავისთვის რაც მიწინასწარმეტყველებია, ყველაფერი ისე ყოფილა 80%-ით. ვიცი ჩემი მოსწავლეების ზოდიაქოს ნიშნები. ვიცი, რომ იმ კლასში, სადაც უფრო მეტი მშვილდოსანია, უფრო მეტი პრობლემა მექნება. ვიცი, რატომ აქვს, მაგალითად, ერთ ზოდიაქოს ნიშანს კარგი შედეგი მათემატიკაში და მეორეს – არა. ამდენ სხვადასხვა ხასიათის მოსწავლესთან ურთიერთობა რთულია.

მასწავლებლად შესვლა კლასში არის გმირობა. მიუხედავად ამისა, არ მახსოვს შეურაცხყოფა მიმეყენებინოს მოსწავლისთვის, „შე შტერო“ ან რამე ამდაგვარი მეთქვას. როდესაც ყვირი, ეს შენი სისუსტის მანიშნებელია, ესე იგი, ვერ ნახულობ გამოსავალს, ან არ ხარ მზად გაკვეთილისთვის.
ბავშვი, რომელიც შეიძლება მათემატიკაში სუსტია, ჩემზე ასი თავით უფრო მაღლა დგას ტექნიკასთან მიმართებაში. ჩემმა ხუთი წლის შვილმა ნარდში მომიგო ორჯერ – ბაღში რომ არ წასულიყო. რა ვქნა, ვემორჩილები“.

ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სწავლა ასპირანტურაში ქალაქ ვლადიმირში განაგრძო. ბათუმში დაბრუნების შემდეგ კი მუშაობა სკოლაში დაიწყო. პედაგოგი შემთხვევით გახდა.

ამცირებს თუ არა „პროკრედიტ ბანკი“ ბათუმში ფილიალებს

 

„ჭავჭავაძის ქუჩაზე ფილიალის განახლება თითქმის დასრულებულია და 28 მარტისთვის მისი გახსნა იგეგმება. რაც შეეხება ბონის დასახლებაში, მაიაკოვსკის ქუჩაზე ფილიალს, ადგილი კლიენტების სიმცირის გამო ჩვენთვის მისაღები არ იყო“, – უთხრა „ბათუმელებს“ ნატო ბოჭორიშვილმა.

 

მისი ინფორმაციით, „ჩვეულებრივი ოპტიმიზაციაა“ ბანკის თანამშრომლების დათხოვნისა და ახლების აყვანის პროცესიც: „ამას ყოველ წელს ვაკეთებთ.  თუმცა  გვყავს თანამშრომლებიც , რომლებიც   უკვე 12 წელია  “პროკრედიტ ბანკში” მუშაობენ.“

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძეს პასუხობს

 

 „2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ნაციონალურმა მოძრაობამ 940 აგიტატორი დაიქირავა და ქალაქის ბიუჯეტიდან 600 ათასი ლარი გამოყო. ჩვენ კი შევქმენით კომისია და ვცდილობთ დავეხმაროთ ქალაქში შეჭირვებულ მოსახლეობას. 200 განცხადებიდან 50- ს დავეხმარეთ. საარჩევნოდ მოსყიდვა რომ გვდომებოდა,  ყველას განცხადებას დავაკმაყოფილებდით“- განმარტა საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა.

 

გიორგი კირთაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რომ ბათუმის მერიის სარეზერვო ფონდიდან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია. მისი განცხადებით, საკრებულოს ეს გადაწყვეტილება, თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნებისთვის ამომრჩევლის მოსყიდვას უკავშირდება.   

 

ირაკლი ჩავლეიშვილი

Exit mobile version