ქვეყანა, რომელიც საკუთარი ხალხის სისხლითა და ოფლით იკვებება

2013 წელს, იანვარში, შუახევის გამგებლად დაინიშნა ახალი მთავრობის წარმომადგენელი თამაზ დავითაძე. ამავე წლის აპრილში გამგებელმა სკოლის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა მოქმედი სასწავლო ნაწილის გამგე მიხეილ დავითაძე. კოლექტივს ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები ამ უკანასკნელის პიროვნულ თვისებებთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც წესი, ჩვენ მივიღეთ ეს დანიშვნა. სწორედ აქედან დაიწყო პრობლემები სკოლაში. მიხეილ დავითაძის მიერ გატარებულმა მიუღებელმა საკადრო ცვლილებებმა, თანამშრომლების დაშინებისა და შანტაჟის პოლიტიკამ გაამწვავა ურთიერთობა სკოლაში. დირექტორმა სამეურვეო საბჭო გააუქმა და მიგვანიშნა „ამიერიდან როგორც მას სურს, ისე წარმართავს სკოლის საქმიანობასო“. შეასრულა კიდეც ეს -2013 წლის აგვისტოში ორი მასწავლებელი, მე და ქალბატონი ეთერ ჯიქიძე, რომელიც 23 წელი მუშაობდა ამ სკოლაში, სამსახურიდან გაგვათავისუფლა. საფუძველი – ხელშეკრულების ვადის ამოწურვა – კანონიერად მოგვიცილა თავიდან.

მივმართავ შუახევის თვითმმართველობას თუ ერთმმართველობას, ვინ ზრუნავდა თქვენს შვილებზე წლების განმავლობაში, ჩვენ თუ ბატონი მიხეილ დავითაძე? მის აღზრდილს, სანთლით რომ ეძებოთ შუახევში, ვერ იპოვით.  დაინტერესდით, როგორ აისახა ჩვენს პირად ცხოვრებაზე ამ ადამიანის ქმედება? ჩვენი პრეტენზიები ხომ მხოლოდ სკოლის წარმატებისკენ იყო მიმართული, დაგაფიქრათ ამ ადამიანის ქმედების ზნეობრივმა მხარემ? არა, უფრო მეტიც, პირადად თამაზ დავითაძის ხელდასმით განხორციელდა ძალაუფლების ასეთი დემონსტრაცია, რადგან შუახევის საზოგადოებამ კარგად იცის, მიხეილ დავითაძეს არც  უნარი და არც გამბედაობა არ ეყოფოდა დამოუკიდებლად განეხორციელებინა ეს ავანტურა.

ჩვენ მივმართეთ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“. იქ სინანულით აგვიხსნეს, რომ დღეს მოქმედი შრომის კანონის საფუძველზე ჩვენი გათავისუფლება სამართლებრივ ფარგლებშია მოქცეული, ამიტომ აზრი არ აქვს სასამართლოში ჩივილს, რადგან ნაკლებად მოსალოდნელია მოსამართლემ ამ პრობლემის მორალური და ზნეობრივი ფაქტორი განიხილოს. გვირჩიეს, მიგვემართა ზემდგომი ორგანოებისთვის, რადგან ამ პრობლემის მოსაგვარებლად ერთი ზარიც საკმარისია.  ჩვენც მივმართეთ აჭარის მთავრობას, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, კულტურის სამინისტროს, პასუხი ერთია – „მიმართეთ სასამართლოს“.

აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში ერთი ზარით გვარდება მინისტრების, მოადგილეების, გამგებლების და ასე შემდეგ სავარძლების გადანაწილება და არა რიგითი, უბრალო მასწავლებლის ღირსების დაცვა. ახლა იქნებ მითხრათ, რომელ სასამართლოს მივმართო, რომლის პრაქტიკაშიც მორალური და ზნეობრივი პასუხისმგებლობა ჯერ არავის დაკისრებია? თუ სასამართლომ უნდა გააკონტროლოს რას და როგორ სწავლობენ ბავშვები სკოლაში, ან რა დანიშნულებით იხარჯება სკოლის 70-ათასიანი ბიუჯეტი, რომელსაც სახელმწიფო იხდის ისევ ჩვენი საშემოსავლოებით, მაშინ რაში გვჭირდება სამინისტროები, უამრავი კომიტეტი და კომისიები, რა დანიშნულება აქვთ ამ უწყებებს, მხოლოდ სტუმრების მიღება-გასტუმრება და ღონისძიებების ჩატარება?

არც ერთ მთავრობას არ მოვფერებივარ რაღაც დივიდენდებისათვის, არც ახლა ვაპირებ. აღარ დამთავრდა ამ ქვეყანაში კანონით მანიპულირება, პირადი ანგარიშსწორება და ძალადობა.

ჩვენ ვიცით კანონიერი უსამართლობით გაუბედურებული და გაწამებული ადამიანების უამრავი ისტორია. ჩემი ოჯახიც ამ ისტორიის ნაწილია. 2003 წელს აბაშიძის შერჩევითმა  სამართალმა და კანონმა უსახლკაროდ დამტოვა, 11 წელია ჩემს მშობლიურ ქალაქში ლტოლვილივით ვცხოვრობ. 2010 წელს სააკაშვილის მთავრობამ ჩემი შვილი სამსახურიდან დაითხოვა, 2000 ლარი ჯარიმა კი მე, ქვრივ, უსახლკარო ქალს დამაკისრა. დღევანდელ მთავრობას გვერდით დაგიდექით მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ შტაბის გვერდით, ქუჩაზე გავლისაც კი ეშინოდა ხალხს, მხოლოდ ერთი – `სამართლიანობის ზეიმის~ იმედითა და ოცნებით. რა მივიღე? აქცია „კარდაკარისთვის“ 100 ლარი და 1 ოქტომბრის შემდეგ სრული იგნორირება. ბედის ირონიაა, თუ ამ ქვეყნის ცვლადი ხელისუფლების გადამდები სენი?

„ჩვენ მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა“ – ასე იმართლებდა თავს წინა მთავრობაც და ქვეყანა კინაღამ საკონცენტრაციო ბანაკად აქციეს, ხალხის ფულს კი პირადი სიამოვნებისთვის ხარჯავდნენ. გაუთავებლად საუბრობთ სასიკეთო პროგრამებზე, კი ბატონო, მაგრამ რა აზრი აქვს ექიმთან ვიზიტს, თუ წამალს ვერ იყიდი? რა აზრი აქვს უფასო სასწავლებელს, თუ სამსახური არ არის? რა აზრი აქვს პენსიისა თუ ხელფასის მისხალ-მისხალ მომატებას, თუ ყველაფერი ელვის სისწრაფით ძვირდება? საუბრობთ კანონის უზენაესობაზე, რომელი კანონების? ისევ ძველი კანონები, ისევ იგივე მოსამართლეები და პროკურორები და ხელფეხშეკრული სამართალი. შარშან მიიღეთ შრომის კანონი, რომელიც კიდევ დასახვეწია, ის მუხლი, რომელიც ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში დაგვეხმარებოდა, წელს შედის ძალაში. სად არის ლოგიკა? ეს მცირე ჩამონათვალია იმ კითხვებისა, რომელიც ხალხს აწუხებს.

არ მინდა ზედმეტი პათეტიკა, მაგრამ ეს ქვეყანა დიდი ხანია ვამპირს ჰგავს, რომელიც საკუთარი ხალხის სისხლითა და ოფლით იკვებება.

ქალები წარსულიდან – მაგალითი მომავლისათვის

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ექსპონატები რომელიც  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი ქალების, ასევე სხვა ისტორიული პირების (მარიამ გარიყული, ეკატერინე გაბაშვილი, კატო მიქელაძე, ნინო ყიფიანი, ბარბარე ყიფიანი და სხვა) საზოგადოებრივ აქტივობას ასახავდა.

„ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა და შეისწავლა როგორ აშუქებდა მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეში მედია ქალთა თემატიკას და რას წერდნენ თავად საზოგადო მოღვაწე ქალბატონები იმ ეპოქაში. აქ წარმოდგენილია ექსპონატები რომელიც ერთის მხრივ ქალთა პოლიტიკურ აქტივობას ასახავს,  მეორე მხრივ მოუწოდებს ქალბატონებს იყვნენ უფრო აქტიურები. ბევრი მათგანის  გამონათქვამი დღესაც  აქტუალურია, იმიტომ რომ უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, საქართველოს ადგილს მსოფლიო თანამეგობრობაში და  მის ევროპულ   არჩევანს,“ – ამბობს თამარ კინწურაშვილი,  მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე.

გამოფენის შემდეგ სტუდენტებისთვის მედიის განვითარების ფონდმა ტრენინგი ჩაატარა, რომელიც ორი  კომპონენტისაგან შედგებოდა. გენდერული თანასწორობის მხრივ, არსებული  ვითარება, საკანონმდებლო გარანტია და  სამოქალაქო აქტივიზმი.

მედიის განვითარების ფონდი პროექტს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს.

 

„აქ აზროვნებაა მთავარი, ლოგიკა და არა სკოლის ცოდნა“

სულ ახლახან საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ინტელექტუალურ შეჯიბრში 72 სკოლის გუნდს შორის „პირველები“ გამარჯვებულად დასახელდნენ, რითაც ბათუმის პირველ საჯარო სკოლას საქართველოს ყველაზე ინტელექტუალური სკოლის სტატუსი მოუპოვეს.

როგორც აბიტურიენტი, ექვსივე მათგანი ეროვნული გამოცდებისთვის რეპეტიტორთან, სხვადასხვა საგანში ემზადება, თუმცა ინტელექტუალურ თამაშებში მათ უფრო სხვა სახის ცოდნა ეხმარება. `თითოეული ჩვენგანი თავისი ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულ სფეროშია ძლიერი, ამრიგად ვავსებთ ერთმანეთს“, – ამბობს მიშიკო დუმბაძე. ის 12 წელია ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალურ ცენტრში ფორტეპიანოს სწავლობს. ამბობს, რომ თამაშისას მისი ფოკუსი სწორედ მუსიკა და  კულტურაა.

დათო ნაკაშიძე მათემატიკაში ემზადება, თუმცა ამბობს, რომ თამაშის დროს ყველაზე მეტად ინგლისური ენის ცოდნას იყენებს – „ინგლისურში ოთხი წელია ვემზადები და საკმაოდ კარგად ვიცი ენა. თამაშისას ხშირად მოსულა შეკითხვა, რომლის პასუხიც კონკრეტული სიტყვის თარგმანს უკავშირდებოდა. ასეთ დროს მე ვაქტიურობ ხოლმე“.

მიხეილ კვაშალი – „როგორც აბიტურიენტი, ეროვნული გამოცდებისთვის მეც ვემზადები. ისე კი ჩემი სფერო სპორტია. ბავშვობაში დავდიოდი სპორტში, ახლა, უბრალოდ, მოყვარული ვარ“. გარდა ამისა, მიხეილი და დათო ფილმებით არიან გატაცებული, ამიტომ კინემატოგრაფიასთან დაკავშირებული შეკითხვები ძირითადად მათი კომპეტენციაა.

დათო ჯაფარიძის სფერო ისტორია და მითოლოგიაა. ამბობს, რომ ბერძნული და სკანდინავიური მითოლოგიითა გატაცებული და პარალელურად ისტორიაშიც ემზადება.

გუნდის წევრები ამბობენ, რომ „პირველების“ კაპიტანი დავით კილაძე, ყველა ჩამოთვლილ და დარჩენილ სფეროებს იცნობს, თავად დავითი მიიჩნევს, რომ ეს მისი ვალდებულებაცაა. „ვცდილობ, ყველა სფეროში ვიყო ჩახედული, როგორც გუნდის კაპიტანი, ვალდებული ვარ, ყველა თავის სფეროში ფოკუსირებულს მოვუსმინო და პასუხი სწორად შევარჩიო“, – ამბობს ის.

გუნდის წევრები სკოლის გარეთაც იკრიბებიან. „თუ წასასვლელი არ გვაქვს, სკოლაშიც ვხვდებით ერთმანეთს, თამაშებისთვის სხვადასხვა ინტელექტუალურ კითხვას ვიფიქრებთ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ სამომავლო გეგმებსაც. არ გვინდა, რომ სკოლის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდი უკვალოდ გაქრეს“, – ამბობს გუნდის კაპიტანი.

დათო ჯაფარიძის თქმით, ისინი ადრინდელისგან განსხვავებით, სავარჯიშოდ აღარ იკრიბებიან – „იმდენად ხშირად ვმონაწილეობთ ბათუმში გამართულ სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებზე, რომ სულ ფორმაში ვართ“.

კითხვაზე, საკმარისია თუ არა ინტელექტუალურ თამაშებში გამარჯვებისთვის მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნა, პასუხობენ, რომ – არა.

მიხეილი ამბობს, რომ შეიძლება სულაც არ იყო განათლებული, მაგრამ ინტელექტუალურ თამაშებს მაინც კარგად თამაშობდე. „აქ აზროვნებაა მთავარი, ლოგიკა და არა სკოლის ცოდნა“, – ამბობს ის.

„თვითონ ბავშვი უნდა იყოს დაინტერესებული ყველაფრით, კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, ინტერნეტი… ბევრი რამაა, რაც განვითარებაში გვეხმარება. სკოლის ცოდნა საკმარისი არ არის, გამოცდაზე შვიდი და რვა ქულა ავიღე“, – ამბობს მიშიკო.

მოაზროვნეთა გუნდის ტრანსპორტირების ხარჯს სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. გარდა ამისა, სკოლა გუნდს შიდასასკოლო ინტელექტუალური თამაშების ორგანიზებაშიც უწყობს ხელს.

გუნდის წევრები ახლა საატესტატო გამოცდებს აბარებენ, ზაფხულში კი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან, ამიტომ უახლოეს მომავალში დაგეგმილ თამაშებში  მონაწილეობისთვის არ სცალიათ. თუმცა მიხეილის თქმით, აგვისტოში „რა? სად? როდის?“-ის შავიზღვისპირეთის ჩემპიონატს არ გამოტოვებენ: „მასში ბევრად უფრო გამოცდილი მოთამაშეები მიიღებენ მონაწილეობას, ასაკითაც დიდები არიან ჩვენზე, თან თამაში რუსულ ენაზე იქნება. გვინდა ბედი ვცადოთ, ეს ჩვენთვის ძალიან კარგი  გამოცდილება იქნება“.

გუნდის კაპიტნის თქმით, ისინი თავიანთი სკოლის უმცროსკლასელ მოაზროვნეებს კარგად იცნობენ და მათ შესაძლებლობებშიც დარწმუნებულნი არიან. დავითის თქმით, „მათ შემდეგ ღირსეული გუნდი დარჩება სკოლაში“.

ლევან ვარშალომიძე ახალ მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს

 

„ეს ორი სახლი არის სიმბოლო იმისა, თუ რას ვაკეთებდით წლების განმავლობაში. გარდა იმისა, რომ ეს ორი სახლი ავაშენეთ, ფულიც დავუტოვეთ ბიუჯეტში იმისთვის, რომ კიდევ ორი სახლი აეშენებინათ. აღარ ვსაუბრობ ახლის აშენებაზე. უკვე აშენებულს ვეღარ იყენებს მთავრობა. ვერ გამოუძებნია დრო, რომ მისცეს გასაღები და შეუშვას. მე გეუბნებით, რომ თქვენ ხართ პრიორიტეტი, თქვენ თუ არ განსაზღვრეთ და თქვენ თუ არ მიიღეთ ის ბინები, რომლებიც დაპირებული იყო, ქალაქის განვითარებას ბოლო მოეღება და ამით მართლა შეიძლება დავბრუნდეთ იმ ძველ პერიოდში. ყველას გვახსოვს სად ვიყავით და როგორ ვიყავით. ამაზე არ უნდა ინერვიულოთ ჩვენ სიტყვა მოგეცით ბოლომდე უნდა შე შვასრულოთ.“ – მიმართა ლევან ვარშალომიძემ ბარაკებში მცხოვრებ მოსახლეობას.

 

„მართალი ხართ სიტყვა მოგვეცით, მაგრამ სახლები აშენდა, ჩვენ კი დავრჩით ნაოცნებარი, ისევ ბარაკებში ვცხოვრობთ“ – ასეთი იყო მოსახლეობის პასუხი.

 

„მთავრობა იქნება თუ მერია, როგორ შეიძლება რომ ადამიანები დაიყოს კატეგორიებად თუ ვის რა როგორ უნდა მისცეს. დავყოთ ახლა შავებად და თეთრებად? – გაჭირვებული ყველა ერთია. ჩვენი გეგმის ნაწილი იყო ის, რომ თქვენ ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო ოცდაათზე მეტი სახლი, რომ გადათვალო – 2000 ბინა გამოდის. ჯერ კიდევ შარშან შეიძლებოდა ამის გაკეთება. ეს შეიძლებოდა მიგვეცა ყველა გაჭირვებულისთვის და არამარტო ბათუმელისთვის. “ – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ შეხვედრაზე.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის განხადებით თამარის დასახლებაში ორ ახალ კორპუსში, რომლებზეც ლევან ვარშალომიძე საუბრობდა, ბინები უკვე განაწილებულია, ოჯახები ამ ბინებში არჩევნების შემდეგ შესახლდებიან. 

ადვოკატი ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი უფროსის უდანაშაულობაზე

სასამართლო პროცესზე  ბრალდებულის ადვოკატმა – ვაჟა ხახუტაიშვილმა დღეს სამი შუამდგომლობა დააყენა. პირველ შუამდგომლობაზე – მტკიცებულებების ხელახალი გამოკვლევა – მოსამართლე დავით მამისეიშვილმა უარი განაცხადა. მეორე შუამდგომლობაზე – საქმეში ჩაიდოს ჯემალ ქონიაძის გარდაცვალების ცნობა, მოსამართლემ დასაშვებად ცნო. მესამე შუამდგომლობაზე – მოწმის სახით დაიკითხოს გიორგი კუპრეიშვილი, მოსამართლემ თქვა, რომ საკითხზე თავის გადაწყვეტილებას 23 ივნისს გამოაცხადებს.

 

ვაჟა ხახუტაიშვილი: „მოწმეების უმეტესობა მიუთითებს, რომ ამ საკითხზე გამართულ შეხვედრებს [ბიზნესმენის გატაცება] უშიშროებაში  ესწრებოდა ჯემალ ქონიაძე. გამოძიებას აქვს დადგენილი, რომ  ფაქტი მოხდა ზაფხულში, მაშინ როცა, ამ ფაქტამდე სამი-ოთხი თვით ადრე ჯემალ ქონიაძე გარდაცვლილი იყო.  დღეს სასამართლოში ჯემალ ქონიაძის გარდაცვალების ცნობა წარვიდგინეთ.

 

ჩვენი შემდგომი შუამდგომლობაა დაიკითხოს გიორგი კუპრეიშვილი, რადგან  ყველა მოწმე,  ვინც ამ საქმეზე დაკითხულია, თითქოს მიუთითებს, რომ  შეხვედრები და საუბრები იმართებოდა კუპრეიშვილის კაბინეტში, რომელიც კატეგორიულად უარყოფს, რომ ასეთ ფაქტს  ადგილი  ჰქონდა. გამოძიებას დაკითხული ჰყავს კუპრეიშვილი, მაგრამ მისი ჩვენება გამოქვეყნებული არ არის. შესაბამისად, სასამართლოს აქვს უფლება  მტკიცებულების ნაწილი ხელახლა  გამოიკვლიოს. სწორედ ამისთვის ითხოვა დღეს ვადა სასამართლომ“.

 

საქმის მასალების მიხედვით, დავით ხალვაშმა ასლან აბაშიძის ხელისუფლების კიდევ ერთ ჩინოვნიკთან – დავით ბაკურიძესთან  ერთად 1996 წელს გაიტაცა ბიზნესმენი თამაზ გელაძე და მას 800 ათასი დოლარის ღირებულების ქონება და ფული გამოსძალა.

 

დავით ხალვაშს სახელმწიფო ასევე  ედავება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას. ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის კომპანია „არტი“მითვისება-გაძარცვა და მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევები. ბრალდებული ფიგურირებს იმ სისხლის სამართლის საქმეშიც, რომელიც ასლან აბაშიძის წინააღმდეგ არის აღძრული. თუმცა დღეს სასამართლოს ამ ეპიზოდებზე არ უმსჯელია.

 

დავით ხალვაშმა საქართველო დატოვა 2004 წლის 6 მაისის შემდეგ, როდესაც აჭარის ყოფილი ლიდერი იძულებული გახდა მოსკოვში წასულიყო. დავით ხალვაში საქართველოში წელს 22 აპრილს დაბრუნდა და ნებაყოფლობით ჩაბარდა ადმინისტრაციულ ორგანოებს.

 

მორიგი სასამართლო სხდომა 23 ივნისს გაიმართება.

სამაშველო: ახალგაზრდამ სხვები გადაარჩინა, მაგრამ თავად გაუჩინარდა ზღვაში

 

 

იმის გამო რომ შტორმია და ხილვადობა ცუდი, ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცის პოვნას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

 

აჭარის სამაშველო სამსახური სამძებრო სამუშაოებში გუშინ საღამოს 6 საათზე ჩაერთო. მათივე ინფორმაციით, ადგილობრივმა 27 წლის დ.ლ ურეკის ზღვაში რამდენიმე ადამიანი გადაარჩინა და თვითონ ტალღებიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო.

 

სამი ახალი ნავთობრეზერვუარი ორის ნაცვლად

 

 

 

 

იმის გამო, რომ ასაშენებელი ობიექტების რაოდენობა შეიცვალა და, შესაბამისად, შეიცვალა მავნე ნივთიერებათა ჰაერში გამოყოფის სტაციონარული წყაროების რაოდენობა, ნავთობტერმინალს თავიდან მოუწევს მშენებლობის ახალი ნებართვისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის მიღება.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი დოკუმენტი უკვე ხელმისაწვდომია და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

 

ტერიტორია, რომელზეც სამი ახალი რეზერვუარის მშენებლობა იგეგმება, დასახლებულ პუნქტთან ახლოს, ქალაქის გარეუბანშია. „ბათუმელები“ დაინტერესდა რამდენად იქნება დაცული მშენებლობის ნორმები; მშენებლობის პროცესში ხომ არ გავრცელდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებები, საწარმოო წყლები ხომ არ დაბინძურება ან სახიფათო ნარჩენები ხომ არ წარმოიქმნება.

 

დოკუმენტის მიხედვით, საწარმოო და სანიაღვრე წყლებისთვის ცალკე საკანალიზაციო მილს გაიყვანენ. ახალი რეზერვუარების პარკის სანიაღვრე სისტემა უკვე არსებული რეზერვუარების სანიაღვრე სისტემას მიუერთდება, საიდანაც მდინარე ბარცხანაში გადაიტუმბება.

 

გზშ-ში ნათქვამია, რომ სანიაღვრე წყლებს მდინარე ბარცხანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაუშვებენ, თუკი წვიმის წყალი ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმებს დააკმაყოფილებს. ხოლო თუ ნორმები დაირღვევა, მაშინ წვიმის წყლებს ცენტრალურ ნავთობდამჭერში გადატუმბავენ.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, მაგალითად, როგორ მოხდება წვიმის დროს კონტროლი, რომ დაბინძურებული წყალი ჯერ მდინარეში, შემდეგ კი ზღვაში არ მოხვდეს.

 

„აქ საუბარია წვიმის წყალზე, რომელიც მოედინება სუფთა ტერიტორიაზე. რეზერვუარის პარკი შიგნიდან დაბეტონებულია და სრულიად სუფთაა. არანაირი ნავთობის კვალი იქ არ არის. იქ მონადენი წყალი ხვდება ცალკე სანიაღვრე მილში, გადის მილსადენით და იტვირთება მდინარე ბარცხანაში. დღეს ეს სისტემა მოქმედებს. ორი რეზერვუარი უკვე აშენებულია, რომლებსაც მსგავსი სანიაღვრე სისტემა გაუკეთდა. მას ყოველი წვიმის დროს ვაკონტროლებთ. ჩვენთან არის ეკოლოგიის ლაბორატორია, რომელიც ვალდებულია შეამოწმოს კონცენტრაცია ჩამდინარე წყლების,“ – ამბობს ნავთობტერმინალის საწარმოო უსაფრთხოების მენეჯერი თენგიზ გორდელაძე.

 

მისივე თქმით, რეზერვუარების აშენების შემდეგ დამონტაჟდება ელექტრონული სისტემა, რომელიც გაზომავს მდინარეში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციას. ეს იქნება იმის გარანტია, რომ მდინარეში დაბინძურებული წყალი არ მოხვდება.

 

გასულ წლებში ბათუმის ნავთობტერმინალი რამდენჯერმე დააჯარიმეს, მაგალითად, 2013 წლის აპრილში სანებართვო პირობების დარღვევის გამო.
„შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანია არღვევდა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობებს. კერძოდ, ნებართვის პირობებით არის დადგენილი უნაპირო ნავმისადგომზე ნავთობის გადატვირთვის სიჩქარეები. შემოწმების პერიოდში აღემატებოდა იმ ნორმას, რაც არის დადგენილი რეალურად ნებართვის პირობებით,“ -უთხრა „ბათუმელებს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ.

 

იმავე შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მე-6 და მე-3 ესტაკადები არ იყო აღჭურვილი ნავთობის აირების შეგროვებისა და რეკოპერაციის დანადგარებით. ტერმინალი 5 ათასი ლარით დააჯარიმეს და მდგომარეობის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა მისცეს. განმეორებითი შემოწმებისას, 2013 წლის ივლისში, ნავთობტერმინალს ე.წ. „ნავთის უბანზე“ საწარმოო სისტემიდან ნავთობის აირების შეგროვების სისტემისა და რეკოპერაციის დანადგარების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები უკვე დასრულებული ჰქონდა. გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, იმ ოთხი რეზერვუარიდან, რომელიც საწარმოსა და საცხოვრებელი ზონის საზღვარზე არის განთავსებული, გამოყოფილი აირების ორგანიზებული შეგროვება და გაწმენდა მიმდინარეობს.

 

„თუმცა იმავე შემოწმებით აღმოჩნდა, რომ უნაპირო ნავმისადგომებში, ტანკერებში ნავთობპროდუქტების ჩატვირთვისას აჭარბებდნენ გადატვირთვის დადგენილი მოცულობის სიჩქარეებს. ეს კი იწვევს მძაფრ სუნს. ვინაიდან კომპანიამ არ აღმოფხვრა დარღვევები სიჩქარეების გადაჭარბებასთან დაკავშირებით, სასამართლომ გაუსამმაგა ჯარიმა ლიცენზიებისა და ნებართვების კანონის შესაბამისად და 15 ათასი ლარით დაჯარიმდა,“ – ამბობს ნელი კორკოტაძე

 

ბოლოს ნავთობტერმინალი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მათივე მიმართვის საფუძველზე შეამოწმა. ნავთობტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით აღებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებდა და სამინისტროს გადავადება სთხოვა.
„ნავთობტერმინალის ძირითადი ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიის ორ სარეზერვუარო პარკში, ასევე „ნავთისა“ და „ხოლოდნაია სლობოდას“ სარეზერვუარო ტერიტორიაზე, არ იყო მოწყობილი სანიაღვრე საკანალიზაციო სისტემები. რეკონსტრუქცია არ იყო ბოლომდე დასრულებული. ამასთან „ხოლოდნაია სლობოდას“ სარეზერვუარე პარკის ტერიტორია არ იყო აღჭურვილი საწარმოო აირების შემკრები და გამწმენდი სისტემებით. ასევე მათ უნდა უზრუნველყოთ ნავთობით დაბინძურებული ნიადაგების გაწმენდის, ასევე სახიფათო ნარჩენების განთავსების რაღაც წერტილის მშენებლობა. არც ეს არ იყო შესრულებული. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დეპარტამენტმა 2014 წლის 25 თებერვალს შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები გადაუგზავნა სასამართლოს,“ – ამბობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ნავთობტერმინალისათვის ჯარიმა არ დაუწესებია, მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. შედეგი ჯერ უცნობია.
„ბევრი ვალდებულება აქვს აღებული კომპანიას, ძალიან ბევრი რამ აქვთ გაკეთებული საწარმოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დანარჩენი არ უნდა შეასრულოს. რაც არ ჰქონდათ გაკეთებული, იმაზე მოვახდინეთ რეაგირება. მუდმივად კონტროლზე გვყავს აყვანილი“, –  აცხადებს ნელი კორკოტაძე.
ბათუმის ნავთობტერმინალის საწარმოო უსაფრთხოების მენეჯერის თენგიზ გორდელაძის თქმით, ნავთობტერმინალის მიერ სამინისტროს წინაშე აღებული 110 ვალდებულებიდან შეუსრულებელი მხოლოდ ოთხი ვალდებულება დარჩა.

 

„ამ ოთხი ვალდებულების შეუსრულებლობა იმან გამოიწვია, რომ ინვესტიციები შეგვიმცირდა. შესაბამისად, ის ინვესტიციები, რომელიც გვქონდა დაგეგმილი, ვეღარ ჩავდეთ ამ ღონისძიებაში. ყოველწლიურად დაახლოებით 5-6 მილიონს ვხარჯავდით მხოლოდ ეკოლოგიაზე. გერმანიაში გავიმარჯვეთ წელს, პრიზი მივიღეთ საუკეთესო ეკოლოგიური პროექტისათვის. შედეგებიც არის შესანიშნავი. ამას თვითონ გარემოს დაცვის სამინისტროც აღიარებს,“ –  აცხადებს თენგიზ გორდელაძე.

 

მისივე თქმით, ნავთობტერმინალს რომ არ მიემართა სამინისტროსთვის და არ ეთხოვა ვალდებულებების შესრულების გადავადება, სამინისტრო ამას ყურადღებას არც მიაქცევდა.

 

„დაფინანსების უკმარისობის გამო მაჯარიმებ? – პირიქით უნდა დამეხმარო, დაფინანსება არ მყოფნის. არანაირი ზიანი გარემოს არ მიდგომია, არც მდინარე დაბინძურებულა, არც ჰაერი, არც არაფერი. სასამართლომ სწორედ ამიტომ მოგვცა სიტყვიერი შენიშვნა და არ დაგვაკისრა ჯარიმა. ჩვენ რომ არ გვეთქვა, ალბათ, ვერც გაიგებდნენ. ჩვენ ვართ ორგანიზაცია, რომელიც აბსოლუტურად ღიაა. გარემოს დაცვაზე, ჯანდაცვაზე, უსაფრთხოებაზე, მაქსიმალური თანხები იხარჯება. უმადურობა იქნება, რომ ეს არ აღიარონ. გვეუბნებიან, რომ კანონმდებლობაა ისეთი, ვერ შევძლებთ, რომ არ დაგაჯარიმოთო,“ –  აცხადებს თენგიზ გორდელაძე.

 

ამ ეტაპზე სამი რეზერვუარის ასაშენებლად ნებართვა გაცემული არ არის. გასცემს თუ არა სამინისტრო ნებართვას, მას შემდეგ გაირკვევა, რაც გზშ-ს საჯარო განხილვები დასრულდება.

 

მოქალაქეები ახალი კორპუსის წინააღმდეგ

ამ კორპუსის წინ ცხრასართულიანი სახლი აშენდება

„როგორ ვიცხოვრო ბინაში? სარეცხი სად გავფინო, ბალიში აღარ გავამზეურო? მე მესამე სართულზე ვცხოვრობ, წინ ცხრასართულიან კორპუსს რომ დამიდგამენ, მე რა ვქნა, მზე აღარ შემოვა ბინაში. ვნერვიულობ, ავად ვარ და მეშინია რამე არ დამემართოს“ – აცხადებს ზაირა ქურიძე.

მაღლივი კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგია აკაკი ფუტკარაძეც:

„ჩვენს ბინას  და ამ სახლის უკან მდგომ კორპუსსაც მთლიანად დაეფარება ახალი სახლი და აქ ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება.  ჩვენ ვრჩებით მზის და ჰაერის გარეშე. ვაპროტესტებთ ამ ადგილზე მაღლივი კორპუსის მშენებლობას და მოვითხოვთ მერიისგან, რომ მშენებლობა შეჩერდეს, ან მაღლივი კორპუსი არ აშენდეს“ – აცხადებს აკაკი ფუტკარაძე.

მშენებარე საცხოვრებელი  კორპუსის ადგილზე რამდენიმე კერძო სახლი იდგა. ტეროტორია დაახლოებით შვიდი წლის გაიყიდა, თუმცა მშენებელმა ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც კერძო მაცხოვრებლები ბინების გარეშე დარჩნენ.

„შემდეგ მშენებელი შეიცვალა. ახალი ნებართვა გასული წლის აგვისტოშია გაცემული. მესმის, რომ იმ ოჯახებსაც სჭირდებათ ბინები, მაგრამ სახლი ისე უნდა დაგეგმარებულიყო, რომ კორპუსებს ერთმანეთისთვის პრობლემა არ შეექმნა“- ამბობს აკაკი ფუტკარაძე.

მოქალაქეები  მერიის პასუხიმსგებლობის საკითხსაც აყენებენ: „მშენებლობის ნებართვა რომ გასცა, ვერ დაინახა, რომ სხვა სახლებში მაცხოვრებლებს პრობლემას შეუქმნიდა  ცხრასართულიანი სახლი?  არც ერთ სახლს ეზო არ აქვს  პარკინგი, იგივე მდგომარეობაში იქნებიან ახალი კორპუსის მაცხოვრებლებიც. მერიას ამ მშენებლობაზე ნებართვა არ უნდა გაეცა“ – ამბობენ მეზობლები.

აკაკი ფუტკარაძის თქმით, რამდენიმე განცხადება მერიაში უკვე შეტანილია.

ქალაქის მთავარი არქიტექტორის გია რამიშვილის თქმით, რადგან მშენებლობაზე ნებართვა გაცემულია, იქ მშენებლობის ნორმებიც დაცული უნდა იყოს:

„ალბათ აკმაყოფილებს ნორმებს. თუ ნებართვა გაცემულია, პროექტის გადახედვა ან რაიმე სახის პროცედურის დაწყების უფლება არ გვაქვს. მოსახლეობა ყველაფერს აპროტესტებს, მაგრამ ერთის ხარჯზე მეორის ინტერესის უგულებელყოფა ვერ მოხდება“.

რაც შეეხება, ეზოს მოცულობას და პარკინგს, მთავარი არქიტექტორი ამბობს:

„ეზოს ნორმა უნდა იყოს 50 პროცენტი და თუ არ აქვს, ალბათ ბინას აქვს დაბალი ფასი. შენობებს შორის დაშორების ნორმა არსებობს და თუ ეს ნორმები დაცულია, მერიას არ აქვს უფლება ვინმეს მშენებლობა აუკრძალოს“.

აკაკაი ფუტკარაძე და ზაირა ქურიძე

რისმაგ გორდეზიანის საჯარო ლექციები ბათუმის უნივერსიტეტში

 

 

საჯარო ლექციების თემატიკა:

 

 3 ივნისი – ანტიკური კულტურის მწვერვალები.  დასაწყისი: 12:00 სთ-ზე.  (სააქტო დარბაზი);  

 4 ივნისი – ევროპის იდეა ანტიკურობასა და თანამედროვეობაში. დასაწყისი: 12:00 სთ-ზე (აუდ. #55);

 5 ივნისი – ლეგენდარული კოლხეთი ბერძნულქართული მიმართებების კონტექსტში. დასაწყისი: 12:00 სთ-ზე. (აუდ. #55);

 

 

დასწრება თავისუფალია.

 

ქარიშხლით დაზარალებულებს მერია დაეხმარება

 

 

 კომისიამ დღეს დაიწყო მუშაობა, სადაც ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული 52-მდე მოქალაქის განცხადების განხილვა დაიწყო.

 

 

„ათეულობით ოჯახმა მოგვმართა, 52–მდე განცხადება განიხილეს. განცხადებების მიხედვით ძირითადად დაზიანებულია, როგორც მაღლივი კორპუსების, ისე კერძო საცხოვრებელი სახლების სახურავები, წაქცეულია ხეები“- აცხადებენ საკრებულოში.

 

 

კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც საკრებულოს თავმჯდომარე, ვიცე მერები, ტერიტორიული ორგანოების გამგებლები და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები შედიან, ზარალის მასშტაბებს ადგილზე სწავლობენ.  „დღესვე დაითვლება ზარალის ოდენობაც. მოქალაქეები კომპენსაციას  მერიის სპეციალური ფონდიდან მიიღებენ“ .

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე: „ჩემი პლაკატებიც ჩამოიხევა“

 

 

 

 

 

„საკრებულოს თავმჯდომარე, ბოროტად იყენებს თანამდებობას და წინასაარჩევნო აგიტაციასა და კამპანიაში ხელს გვიშლის, რადგან მორიგი ფაქტი დაფიქსირდა, როცა ჩვენი პლაკატები ჩამოხიეს შენობებიდან. მერიის წინ მშენებარე სახლზეც ჩამოიხია ჩემი საარჩევნო პლაკატები და არის მხოლოდ ირაკლი ჩავლეიშვილის პლაკატები გაკრული, სხვა დანარჩენი არის დაზიანებული ან შავად გადაღებილი“.

 

ირაკლი თავართქილაძის თქმით, პლაკატების ჩამოხევა საკრებულოს თავმჯდომარის მითითებით გაიცა: „ობიექტის დარაჯმა გვითხრა რომ მხოლოდ ჩავლეიშვილის პლაკატები უნდა გაიკრას ექსკლუზიურად“.

 

იმის საჩვენებლად რომ მის საარჩევნო პლაკატებს აუცილებლად ჩამოხევდნენ, ირაკლი თავართქილაძემ კერძო ობიექტზე რამდენიმე პლაკატი ჟურნალისტების თვალწინ საკუთარი ხელით გააკრა.

 

 „მე მოვუწოდებ რომ წინასაარჩევმო პერიოდში ჩავლეიშვილი გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, რადგან თანამდებობის ბოროტად გამოყენება ავიცილოთ თავიდან“. 

 

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს, რომ ის კანონს არ არღვევს და შესაბამისად, არც თანამდებობის დატოვებას აპირებს:  

 

„მე კანონს არ ვარღვევ. ქალაქი ვერ იქნება ხელმძღვანელის გარეშე , ქარბორბალამ პრობლემები შეგვიქმნა ქალაქში და 51 ობიექტია ამ წუთში მისახედი. რაც შეეხება პლაკატებს, თავის დროზე თვითონ ირაკლი თავართქილაძემ დაარღვია კანონი, როცა კერძო სახლებსა და ღობეებზე გააკრა პლაკატები. როცა მე ვნახე ჩემი პლაკატები, არ მინდა რომ ვინმე არათანაბარ მდგომარეობაში ჩავაყენო და ვუთხარი რომ ჩამოხიონ ჩემი პლაკატებიც, დღესვე დაიწყება ჩამოხევა, იმიტომ რომ კანონი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. ჯერ არ მოუმართავს ზედამხედველობის სამსახურს, თუმცა ჩვენ დაჯარიმებამდე ჩამოვიღებთ“.  

 

 

ირაკლი თავართქილაძე კერძო ობიექტზე პლაკატებს აკრავს

 

საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში სწავლა განახლდა

 

ბათუმში ვირუსული მენინგირის 19 შემთხვევა გამოვლინდა. სასწავლო პროცესი ორი კვირის განმავლობაში საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში შეწყვეტილი იყო.

 

როგორც საჯარო სკოლების დირექტორები აცხადებენ, ვირუსული მენინგიტის გამო, სკოლებში სპეციალური ხსნარით დამუშავდა საკლასო ოთახები და კვების ობიექტები.

 

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისგან სკოლებმა რეკომენდაციებიც მიიღეს, თუ როგორ უნდა მოხდეს  პრევენციული ღონისძიებების გატარება. 

 

საჯარო სკოლა, 2012 წელი: ფოტო: Abbas Atilay (RFE/RL)
საჯარო სკოლა, 2012 წელი: ფოტო: Abbas Atilay (RFE/RL)

„ბათუმის“ ხელმძღვანელებს სტაბილურად ძლიერი გუნდი სურთ

 

 

 ბატონო რუსლან, მიუხედავად არსებული რისკებისა, კლუბი ბათუმიისევ უმაღლესი ლიგის წევრია. რა იყო თქვენი მიზანი  და რას ვერ მიაღწიეთ?


რუსლან რუსიძე: ჩვენი მიზანი იყო მინიმუმ მყარად ვყოფილიყავით უმაღლეს ლიგაში და არ დამდგარიყო ლიგიდან გავარდნის რისკი. ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა. ამის ბევრი მიზეზია. მთავარმა მწვრთნელმა თავის დროზე ბევრი და დიდი პასუხისმგებლობა აიღო. მას უნდა განევითარებინა ბავშვთა რაგბი, კლუბის მთავარი გუნდი, ზოგადად, რაგბი აჭარაში, მაგრამ ასე არ მოხდა. თანადგომა დიდი ჰქონდა, როგორც საქართველოს რაგბის ფედერაციიდან, ასევე ადგილობრივი მთავრობიდან. ის დახასიათებული იყო, როგორც გამოცდილი მწვრთნელი, მაგრამ აღმოჩნდა არაკომპეტენტური თავისი საქმის. მწვრთნელი უნდა გეგმავდეს საწვრთნელ შეხვედრებს; მან უნდა თქვას, რომ გუნდს სჭირდება გასვლები, შეკრებები, საჭიროა სპორტული კლუბის დანამატები ამინომჟავების, ვიტამინების სახით. მოთამაშეებს ჩამოთვლილთაგან არც ერთი არ მიუღია.

 

მარტში „ბათუმელებთან“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ განაცხადა, რომ ის კლუბთან თანამშრომლობას ახალი სეზონიდან აღარ გააგრძელებდა. ვინ იქნება „ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი?

– ვმუშაობთ მწვრთნელის შერჩევაზე. მწვრთნელად ისეთი ადამიანი უნდა შევარჩიოთ, რომელიც თავს დადებს კლუბის წარმატებისთვის. ბიჭებთან, ვინც გვყავს, სწორი მუშაობით ბევრად უკეთესი შედეგის მიღწევა შეიძლება. ერთ თვეში იხსნება ტრანსფერი და ვაპირებთ ქართველი მოთამაშეებით გავაძლიეროთ ჩვენი კლუბი.

სარაგბო კლუბ „ბათუმის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა პირველი ივნისიდან ვაკანტური იქნება. ჩვენი კარები ღიაა ყველა მსურველისთვის, ვინც დაინტერესებულია სარაგბო მწვრთნელობით. დაინტერესებულმა პირებმა მოიტანონ მონაცემები, გადავხედავთ და ვინც უფრო ღირსეულია. ვინც პიროვნულად იქნება ძლიერი, მოერგება გუნდს, შეძლებს მის მართვას, იქნება ლიცენზირებული, იმას შევარჩევთ.

კონკრეტულად ვის მოიაზრებთ მთავარ მწვრთნელად?


აკაკი ნემსაძე: რამდენიმე ახალგაზრდა კანდიდატი გვყავს, მაგრამ დაკონკრეტებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. უახლოესი ათი დღის განმავლობაში გაიგებთ. ვისზეც ჩვენ ვსაუბრობთ, საკმაოდ ცნობილი პიროვნებები არიან ქართული რაგბის სამყაროში. თვის ბოლოს შვებულებაში გავალთ და 20 დღის შემდეგ კლუბი ახალი მწვრთნელით დაუბრუნდება სამუშაო გარემოს, სეზონი კი სექტემბერში დაიწყება. ამჟამად ბიუჯეტზე, ხარჯთაღრიცხვაზე, კონტრაქტების დახვეწაზე, სპორტული ინვენტარის შექმნაზე ვმუშაობთ.

რა მოთხოვნები გექნებათ კლუბის ხელმძღვანელებს მთავარ მწვრთნელთან?

აკაკი ნემსაძე: ახალი ბირთვის ჩამოყალიბება, სამომავლო პერსპექტივების დასახვა, ბავშვთა სკოლების განვითარება, რომ მომავალში შედეგები მოგვცეს.

– „ბათუმშიექვსი უცხოელი რაგბისტი თამაშობდა. ახალი სეზონიდან გუნდში გეყოლებათ უცხოელები?


რუსლან რუსიძე: გასულ წელს უცხოელები ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენეთ, როცა ქართული სატრანსფერო ფანჯარა დაკეტილი იყო და იძულებული ვიყავით, უცხოელი სპორტსმენებით გაგვეძლიერებინა გუნდი. ახლა ამის საჭიროება არ არის – გუნდის დაკომპლექტებას მხოლოდ ქართველი მოთამაშეებით შევძლებთ. გვირჩევნია ადგილობრივ სპორტსმენებთან ვიმუშაოთ, ვიდრე უცხოელებთან.

 

ცვლილებების შემდეგ კლუბის მთავარი მიზანი რა იქნება, რისთვის იბრძოლებთ?

რუსლან რუსიძე: ვიყოთ მყარ პოზიციაზე უმაღლეს ლიგაში, ვიმყოფებოდეთ პირველ შვიდეულში და წლევანდელის მსგავსად გავარდნა არ გვემუქრებოდეს. ეს არის პროგრამა მინიმუმი.

როგორ შეძლებთ პოზიციის შენარჩუნებას?


აკაკი ნემსაძე: ხელმძღვანელობის პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ ორიენტირი იყოს გრძელვადიანი შედეგი. ჩვენ არ გვსურს დღეს ფინალში ვითამაშოთ, გავიმარჯვოთ და ხვალ თამაში აღარ შეგვეძლოს, დაიშალოს გუნდი. ამ დროისთვის მთავარი მიზანი გუნდის შეკვრაა, გრძელვადიან პერსპექტივაში კი – სტაბილურად ძლიერი გუნდის შექმნა, რომელიც ორი-სამი სეზონის შემდეგ მუდმივად იბრძოლებს მაღალი პოზიციებისათვის. ერთ სეზონზე გათვლილი წარმატებით, როგორც „დათვების“ პრაქტიკამ გვაჩვენა, რაგბს ვერ განავითარებ. „დათვებმა“ საქართველოს ჩემპიონის გარდა ევროპის ასამბლეის ლიგაზეც ითამაშა“, მაგრამ ამან რაგბის განვითარების ის რევოლუციური ბიძგი მაინც არ მოგვცა, რომელსაც ბევრი ელოდა – ამ წარმატებას არ მოჰყვა ბევრი ადგილობრივი მორაგბის გამოჩენა. ჩვენ ყველა ასაკის დონეზე გვყავს გუნდები – დაწყებული საფესტივალო ასაკიდან (10-12 წლის ბავშვები) დამთავრებული A ლიგით 14-17 წლამდე ბავშვებით, რომლებიც მომავალი სეზონის შემდეგ ძირითად გუნდს შეავსებენ. რამდენიმე პერსპექტიული კადრი გამოჩნდა კიდეც. ჩვენი გუნდის მომავალი სტრატეგიული განვითარებისთვის მაინც ჯობია ბირთვი ადგილობრივი იყოს და ორიენტირებული ვიყოთ არა მყისიერ, არამედ გრძელვადიან სტაბილურ შედეგზე.

 

რუსლან რუსიძე: ექვსეულში მოხვედრა და ჩემპიონობაც პრობლემა არ იქნება, თუ სხვაგვარად ვიფიქრებთ. დავივიწყებთ ბავშვთა რაგბის განვითარებას და ვიმუშავებთ მარტო ჩემპიონობაზე, ჩამოვიყვანთ 2500 15 მოთამაშეს და ვიქნებით კიდეც ჩემპიონები. მაგრამ ეს იქნება ფორსირებულად გაკეთებული და არასტაბილური გუნდი. როგორიც იყო აქამდე. უძლიერესი იყო ბათუმის საკალათბურთო გუნდი, ბათუმის საფეხბურთო კლუბი „დინამოც“, მაგრამ ეს იყო მოწვეული სპორტსმენებით გაძლიერებული გუნდები. ჩვენი აქცენტი იქნება ადგილობრივი მოთამაშეების გამოზრდა. ამიტომ არ ვჩქარობთ.

 

ამ სეზონზე, რომელიც უკვე დამთავრდა, კლუბს ბიუჯეტში 599 100 ლარი აქვს. არის თუ არა ეს საკმარისი თანხა შედეგის მისაღწევად და როგორი იქნება მომავალი წლის ბიუჯეტი?

მამუკა ფარტენაძე: 2015 წლისთვის ვამზადებთ პროექტს. თუ გვინდა, რომ აჭარას ჰყავდეს უმაღლესი ლიგის გუნდ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან სულ მცირე 1 300 000 ლარი გვესაჭიროება, რომელიც დაიხარჯება სკოლების განვითარებაზე, სპორტულ ინვენტარზე, გასვლით შეჯიბრებებზე. ბათუმის მერია თუ სპორტის სამსახურები მაქსიმალურად მხარში გვიდგანან. იმედია, სამომავლოდაც გვერდში დაგვიდგებიან. 

 

 

„ასოცირების ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს“



ბატონო მალხაზ, საქართველოს მთავრობაში  დავობენ იმაზე,  თუ ვინ მოაწერს ხელს ასოცირების  ხელშეკრულებას. პრემიერი აცხადებს, რომ ხელი მან უნდა მოაწეროს, პრეზიდენტი კი ამბობს, რომ ამ ტიპის ხელშეკრულებებს ხელს ქვეყნის მეთაური აწერს.  საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი? 

 კონსტიტუციაში, რა თქმა უნდა, გაწერილია თუ რა ტიპის ხელშეკრულებაზე აწერს ხელს პრეზიდენტი. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებში და საერთაშორისო ხელშეკრულებებს თუ შეთანხმებებს, ხელს აწერს მთავრობასთან შეთანხმებით.

 

 

 საქართველოს მთავრობა შეთანხმებულია, რომ ასოცირების ხელშეკრულებას აუცილებლად მოეწერება ხელი, აქ დავა უბრალოდ ინსტიტუციებზე მიდის. რატომ გაჩნდა ეს კითხვები?

ჩემი, როგორც კონსტიტუციონალისტის აზრით, ხელი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. რადგან, კიდევ ვიმეორებ _ საქართველოს საგარეო ურთიერთობებში ის წარმოადგენს. მთავრობამ კი თანხმობა უნდა მისცეს. აქ უფრო პოლიტიკური მომენტია, მთავრობას ურჩევნია, ალბათ, რომ ხელი პრემიერმა მოაწეროს.

 

 

მთავრობას რა ურჩევნია ეს არის მნიშვნელოვანი, თუ ის, რა წერია კონსტიტუციაში?

 სამართლებრივი მხარე, რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ, მთავრობის პოზიცია ჩემთვის მიუღებელია. ვერ დავეთანხმები მთავრობას იმაში, რაც განაცხადა, რომ, რადგან ყველა პროცესი მოამზადა მთავრობამ, ის არის პასუხისმგებელიო. მთავრობა ნებისმიერ შემთხვევაშია პასუხისმგებელი, მაშინაც, როცა დოკუმენტს ხელს პრეზიდენტი აწერს.

 

 

 თუ მაინც პრემიერ-მინისტრი მოაწერს ხელს, ეს ხომ არ შექმნის გარკვეულ უხერხულობას საერთაშორისო დონეზე?

 უხერხულობა შექმნილია უკვე, რადგან მთელს ევროპაში გაიგეს, როგორ ვდავობთ ამ საკითხზე. უცხოურმა მედიამაც დაწერა. რაც არ უნდა უუფლებო იყოს პრეზიდენტი, ასეთ საკითხებში მაინც ის წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო დონეზე. თუმცა არის შემთხვევები, როცა ჩვენი მოდელის ქვეყნებშიც, ზოგან პრეზიდენტს აქვს ხელი მოწერილი ასოცირების ხელშეკრულებაზე, ზოგ შემთხვევაში კი – პრემიერს.

მალხაზ ნაკაშიძე
მალხაზ ნაკაშიძე

პატიმრების შვილებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს

 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების  რესოციალიზაციის კამპანიის“ ფარგლებში 4-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებმა  ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი და ბათუმის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს და  საცირკო წარდმოდგენას დაესწრნენ.

 

 „ჩვენი მიზანი იყო ერთი ლამაზი დღე გვეჩუქებინა პატიმარი ოჯახის შვილებისთვის“- ამბობს პროექტის კოორდინატორი მაია საგინაძე.

 

პროექტის თანაორგანიზატორია სამეგრელო-ზემო სვანეთის საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“.

 

  ცენტრის თავმჯდომარის ხათუნა ბეჭვაიას თქმით, მსგავსი ღონისძიებები პატიმარებისა და პატიმართა ოჯახის წევრების რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს.

 

„ბოლო ამნისტიის შედეგად 3 000 – დე ადამიანი გათავისუფლდა. სახელმწიფო პროგრმამები ამ კატეგორიის ადამიანებისთვის მწირია. ასეთი პროექტები  ნაბიჯია მათი საზოგადოებაში ინტეგრირებისაკენ. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მონაწილეს ვინც ჩაერთო ამ პროექტის განხორციელებაში. ბევრი მონაწილე რომელიც დღეს ბათუმში პირველად იმყოფებოდა, იმიტომ რომ წლების განმავლობაში მათი მშობლემი იმყოფებოდნენ საპყრობილეში და მათ არ ჰქონდათ ფინანსური და მორალური შესაძლებლობა ჩამოსულიყვნენ ბათუმში. ვისურვებდი რომ ამ ბავშვების ცხოვრებაში ბევრი ბედნიერი დღე ყოფილიყოს“.

 

ორანიზაციები მსგავსი პროექტების განხორციელება მომავალშიც გეგმავენ.

 

ღინისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ბათუმის ბოტანიკური ბაღის, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმისა და ბათუმის ცირკის მხარდაჭერით ჩატარდა.

 

პროგრამაში მშობელთან ერთად 50 ბავშვი მონაწილეობდა.

უშვილობა კაცებში და მისი გამომწვევი მიზეზები

  • ბატონო დავით, რამდენად ხშირია მამაკაცთა უნაყოფობა?

წყვილის უშვილობის დროს საჭიროა ერთდროულად ორივეს – ქალისა და მამაკაცის – გამოკვლევა, საიდანაც სტატისტიკური მონაცემებით უშვილობის მიზეზად 40-% მამაკაცის უნაყოფობა სახელდება, 45-% კი – ქალის.

  •  რა არის მამაკაცთა უნაყოფობის მიზეზები?

მამაკაცთა უნაყოფობის ძირითადი მიზეზებია ჰორმონალური და ენდოკრინული დარღვევები, ვარიკოცელე და ყველაზე ხშირად სხვადასხვა ვენერიული ინფექციები.

ინფექციების გამო, შესაძლოა, განვითარდეს პროსტატიტი (წინამდებარე ჯირკვლის ანთება). ამ დროს ჯირკვალი ვეღარ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის სათესლე სითხეს, რაც სპერმატოზოიდის მოძრაობისთვის არის აუცილებელი (მამაკაცის შვილოსნობა, კი სწორედ სიცოცხლისუნარიანი და მოძრავი სასქესო უჯრედების – სპერმატოზოიდების გამომუშავების უნარით განისაზღვრება). ამ დროს სპერმაში მომატებულია ლორწო და ჩირქი, რაც სპერმატოზოიდის მოძრაობას უშლის ხელს.

ვარიკოცელე სათესლე ჯირკვლის ვარიკოზული ვენის გაგანიერებაა, რომლის გამოც სათესლე ჯირკვლის კვება ფერხდება, თუ მამაკაცს დიდ ხანს ფეხზე დგომისას, სიმძიმის აწევისას ან/და სხვა ფიზიკური დატვირთვისას, მარცხენა ან მარჯვენა სათესლე ჯირკვალში ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება აწუხებს, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ტკივილით გამოხატული ვარიკოცელეს დროს და მაშინ, როცა სპერმა გაფუჭებულია, მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულ ჩარევას ექვემდებარება.

იმუნოლოგიური დარღვევებისას ანუ იმუნიტეტის შესუსტებისას, ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც სათესლე ჯირკვლებში სპერმატოგენეზის (სპერმის გამრავლების, ზრდის, მომწიფებისა და ფორმირების პროცესის) დაქვეითებას იწვევენ.

ჰორმონალურ დარღვევებში იგულისხმება, მაგალითად, სისხლში პროლაქტინის ან კაცური ჰორმონის – ტესტესტერონის მომატება ან კლება.

  • ზემოქმედებს თუ არა მამაკაცის რეპროდუქციულ უნარზე ბავშვობაში გადატანილი  ვირუსები და დაავადებები?

დიახ, ბავშვობაში გართულებული ფორმით გადატანილმა ყბაყურამ შეიძლება მომავალში უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს მამაკაცის შვილოსნობაზე. ამ დროს სათესლე ჯირკვლებში შესაძლოა განვითარდეს ანთება, რომელიც უსიმპტომოდაც მიმდინარეობს, ანუ შეიძლება ჯირკვალი არც გასივდეს, ანთებამ კი მილაკები გადაკეტოს და შედეგად უნაყოფობა გამოიწვიოს.

გარდა ამისა, მომავალში უნაყოფობის მიზეზი შეიძლება გახდეს ბავშვის სათესლე პარკში ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი, რასაც კრიპტორქიზმი ჰქვია და რომელსაც უმეტესად ქირურგიული ჩარევით მკურნალობენ.

  • რას უნდა მიაქციოს ყურადღება მამაკაცმა პროფილაქტიკის მიზნით?

მამაკაცის რეპროდუქციულ უნარზე, უარყოფითად აისახება ველოსიპედით მოძრაობა მაშინ, როცა სინთეტიკა, ე.წ. „პლავკები“ აცვიათ. ამ დროს ტემპერატურა ზომაზე მეტად იმატებს და სათესლე ჯირკვლები ვერ სუნთქავს ისე, როგორც საჭიროა, ეს კი ძალიან ცუდია სპერმატოგენეზისთვის.

მძღოლებს, ან სხვა ისეთი პროფესიის მქონე მამაკაცებს, რომელთა სამსახურიც ხშირად ჯდომას მოითხოვს, ვურჩევ, რომ მეტი ისეირნონ, გავლა აუცილებელია იმიტომ, რომ სათესლე ჯირკვლების სისტემატური ჩახურება სპერმატოგენეზის დათრგუნვას იწვევს.

მართალია, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება პირდაპირ ზემოქმედებას არ ახდენს სპერმატოგენესზე, მაგრამ თუ მამაკაცს მიდრეკილება აქვს რაიმე დარღვევებისკენ, ალკოჰოლი და თამბაქო ამძიმებს ამ დაავადების მიმდინარეობას. ასევე არ არის სასურველი მჟავე და ცხარე საკვების ჭარბი რაოდენობით მიღება.

  • როგორ მკურნალობენ მამაკაცთა უნაყოფობას?

სხვადასხვაგვარად. მაგალითად, პროსტატიტს ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობენ, ჰორმონალური და ენდოკრინული დარღვევებიც მედიკამენტოზურ მკურნალობას ექვემდებარება და ეს პერიოდი საშუალოდ ერთ წელიწადს მოიცავს. ყველაზე რთული შემთხვევა – გენეტიკური მიზეზით განპირობებული უნაყოფობაა, რომლის განკურნებაც პრაქტიკულად შეუძლებელია, ასეთ დროს ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავენ.

საკრებულოში მეთევზეების პრობლემების მოსაგვარებლად

ბატონო რომან  არჩევნებში მონაწილეობა რატომ გადაწყვიტეთ, რას გააკეთბთ საკრებულოში?

პოლიტიკაში მოსვლა განაპირობა იმან, რომ ქვეყანაში ორმმართველობითი სიტუაციაა. არიან „ნაციონალები“ და არის „ქართული ოცნება“. ამ ორი პოლიტიკური პარტიიდან არც ერთმა არ იკადრა, რომ მეთევზე ან ამ პროფესიასთან მიახლოებული ადამიანი ყოფილიყო მთავრობაში, საკრებულოში ან სადმე ვარგისიან ადგილზე, სადაც მეთევზეების სატკივარს მიიტანდა. ფატობრივად ასეთი არ ყოფილა. იყო განსხვავებული კადრები, რომლებსაც შეხება არ ჰქონიათ არც ნადირობასთან არც თევზაობასთან. უკვე იმდენი სატკივარი დაგროვდა, რომ მეთევზეობა, როგორც სფერო, აჭარაში უკვე გადაჯიშების გზაზეა მისული.

რა პრობლემები აქვთ  მეთევზეებს, რომელთა მოგვარებაც საკრებულოდან შეიძლება?

მე ვარ მონადირეთა და მეთავზეთა ასოციაციის პრეზიდენტი 2005 წლიდან. ჩვენ გვაქვს სასროლი სტენდის პრობლემა. არ გვაძლევენ არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთს, ჩვენ დაახლოებით ერთი ჰექტარი არასასოფლო სამეუნეო ნაკვეთი გვჭირდება, მთავრობისთვის დაფინანსება არასდროს მოგვითხოვია. მათი შემოწირულობა, როგორც მათხოვრებს გადაუგდებენ, არც მაწყობს და არც მინდა, ფაქტობრივად სახელმწიფოდან ერთი თეთრი არ მიმიღია არასდროს.  გაცემული  კი მაქვს ბევრი სახელმწიფოს და ხალხის სასარგებლოდ. სასროლი სტენდი ახალგაზრდებისთვის გვინდა, რომელსაც შეიძლება სულ არ უნდა რესტორანში დაჯდომა. ეს არის ანბანი დამწყები მეთევზისთვის, ამისთვის გვჭირდებოდა ფართი. ამათ კი ის უნდათ, რომ ფართები მიყიდონ ირანელებს, თურქებს და სხვებს.

საკრებულომ  რა უნდა გააკეთოს მეთევზეებისთვის?

უნდა უზრუნველყოს ის, რომ მერიამ თანხა გამოყოს მეთევზეების მხარდასაჭერად, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ზღვისპირის ზოლი გვინდა.

თქვენ ამბობთ რომ 2500-მდე მეთევზეა დღეს აჭარაში. არ შეიძლება ერთმანეთს დაუკავშირდნენ და თავადაც სცადონ პრობლემების მოგვარება? სახელმწიფომ უსასყიდლოდ რატომ უნდა გადასცეს მათ ფართი, ეს ხომ კერძო ბიზნესია?

მსოფლიოს სხვა ქვეყნებში სპორტულ სახეობებს სახელმწიფო აფინანსებს. მეთევზეობა და მონადირეობაც სპორტულ დარგებშია. აქ არ არის საუბარი მილიონებზე.

თქვენ პირადად რას გააკეთებთ საკრებულოდან ამ მიმართულებით?

მივიტან ჩემს სათქმელს, რომ აჭარის მეთევზეები ძალიან შავ დღეში ვიმყოფებით, ლიცენზია გაცემულია 2016 წლამდე, ამბობენ, რომ ქართულ კომპანიაზეა გაცემული. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თურქული კომპანიაა.

საზღვაო ადმინისტრაციაში არის აუარებელი შტატი, რატომ არაფერს აკეთებენ მეთევზის უფლებების დასაცავად? გამოდის, რომ გასაუქმებელია. ლიცენზია კვოტირებულია. მაგალითად მე შემიძლია გამოვიტანო ორმოცდაათი ტონა ხამსა, უფრო მეტი თუ დავიჭირე, გარემოს დაცვა დამაჯარიმებს.

ანტიდისკრიმინაციულ კანონზე თქვენი მოსაზრება როგორია, მხარს დაუჭერდით?

მე არ დავუჭერდი მხარს ამ კანონს, იმიტომ რომ საქართველო არ არი ამ კანონის ღირსი. ამ თემაზე საუბარი საქართველოში საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო, ზოგი ამბობს ოცდამეერთე საუკუნეაო და ასე შემდეგ. ხომ შეიძლება სხვა კანონი მიეღოთ?- მაგალითად როგორ გავახანგრძლივოთ ადამიანის ბედნიერება, როგორ მოვუმატოთ ხელფასი. მამამ თავი მოიკლა იმის გამო, რომ შვილს ოპერაცია ვერ გაუკეთა. ხომ შეიძლება ჩვენ რაღაც მაიმუნურ საკითხებზე არ ვიმსჯელოთ.

რომან ჯიქია

თქვენ ამბობთ რომ განსხვავებულის დევნა უნდა ხდებოდეს?

მე ჩაგვრაზე არ ვსაუბრობ.  საერთოდ არ წამიკითხავს ეს კანონი, იმიტომ რომ არ მგონია რომ პატრიარქზე ჭკვიანი იყოს უსუფაშვილი ან ღარიბაშვილი. პატრიარქის ნათქვამი განხილვას არ ექვემდებარება. სამღვდელოება განუდგა ამ კანონს და ჩვენ ვინ ვართ უბრალო მოკვდავები.  მე ბიჭი მეზრდება.

ანუ?

ანუ დამთავრდა. მე მინდა რომ ოჯახი იყოს ტრადიციული კაცი ქალი  და ბავშვები  და ჯანმრთელობა.

მიგაჩნიათ, რომ თქვენს ბიჭს შეიძლება ამ კანონმა რამე საფრთხე შეუქმნას?

კომუნისტები შტერი ხალხი არ იყო, ასეთ უაზრო კანონებს არ იღებდა. ეს ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა ახალგაზრდობაზე. რატომ უნდა შთააგონო ახალგაზრდობას ისეთი უაზრობა. თამარ მეფის, ერეკლე მეფის  ისტორია შთავაგონოთ.

ერთ ოთახში გატარებული ბავშვობა

იოსებ აბაშიძე შვილიშვილთან ერთად

„მე და ჩემმა დამ მთელი ბავშვობა ერთ ოთახში გავატარეთ, არც გარეთ გვიშვებდნენ სათამაშობ, არც საბავშვო ბაღში – გერმანელის შვილები არიან და მოკლავენო“, – მტკივნეული წარსულის გახსენებაზე იოსებს ცრემლები ადგება. უკვე 58 წლისაა, სამი შვილი და შვილიშვილი ჰყავს, თუმცა წართმეული ბავშვობის გამო ახლაც ეტირება.

„სათამაშო განა სად იყო, ბოსლის ერთ კუთხეში თუ შევიქცევდით თავს. დედა და მამა მთელი დღე სამუშაოზე იყვნენ, ხან ჩაიში, ხან ბამბაში. მე და ჩემს დას მეზობლის თურქი ქალი გვზრდიდა. მისი ოჯახიც გადასახლებული იყო. ქალს უმიანა ერქვა. სულ მის კალთაში ვიყავი, ქმარი ხუმრობდა კიდეც, ცოლი წამართვაო. უმიანა ძალიან თბილად მახსენდება. გავიგე მისი და ცხოვრობს სადღაც ქობულეთში, მინდა ვნახო“.

იოსების მამა ომერი, ბრიგადირი ყოფილა. ბაბუა კი ძმასთან და ძმისშვილთან ერთად საცხოვრებლად თურქეთში გადასულა. ახლა გვარად ბაშები არიან: „ალბათ ამის გამო დაიჭირეს მამაჩემი, სხვა მიზეზი არ ვიცი. პირველად რომ გადაასახლეს მამაჩემი ტაშკენტში, გამოიქცა. მოღალატე ხარო და ამის გამო ხუთი წლით ციხეში ჩასვეს. დედაჩემი, ემმა გოფმანიც იქ გაუცნია. დედის მამა, ანუ ჩემი გერმანელი ბაბუა ციხის უფროსი ყოფილა და დედა ეხმარებოდა მამას ციხიდან გამოსვლაში. ასე დაახლოვდნენ და შემდეგ ოჯახიც შექმნეს. პირველად ჩემი და დაიბადა1956 წელს, მე კი 59-ში დავიბადე“.

იოსებ აბაშიძე მამის მონათხრობს იხსენებს: „გადასახლებაში პირუტყვის ვაგონებით წაიყვანეს ხალხი, აუტანელი პირობები ყოფილა თურმე. ტაშკენტში მიწურის მსგავს ბოსელში ცხოვრობდნენ ადამიანები. იმ პერიოდში დიდი მიწისძვრა მომხდარა და სახლებს იმხელა ნახვრეტები გასჩენია, ხელი გაეტეოდა კედლებშიო. საშინელი შიმშილი და მძიმე პირობები ყოფილა“.

გოფმანების ოჯახი – სამი და, ერთი ძმა და მშობლები, უზბეკეთში კისლავოდსკიდან გადაუსახლებიათ 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს. „დედა მიყვებოდა, რომ 40 დღე კასპიის ზღვაში გემზე გაატარეს სიცივეში, შიმშილსა და გაუსაძლის პირობებში. სასმელი წყალიც არ იყო და ზღვიდან ამოქაჩული წყლით ვიყავით გაჟღენთილებიო. გემზე დეიდა და ბიძა გარდაცვლილან. მიცვალებულებს კისერზე დიდ ქვებს შეაბამდნენ და ზღვაში ყრიდნენ თურმე. დედაჩემის და-ძმაც ასე გადაუგდიათ ზღვაში. ბაბუაჩემი მდიდარი, გავლენიანი გერმანელი ყოფილა. გააკულაკეს, მაგრამ დასახლებაში ოქროს წაღება მაინც მოუხერხებიათ და ამით კარგა ხანს გაიტანეს თურმე თავი. საშინელი შიმშილობის დროს, როცა ადამიანები ხის ქერქს აძრობდნენ და იმას ხარშავდნენ, ბაბუაჩემს ქარხნიდან ქატო გამოჰქონდა და ამით ირჩენდნენ თავს. ეს მაშინ დიდი ამბავი იყო.

გადასახლებაში ხუთი წელი გავატარეთ ბავშვებმა, ჩვენს მშობლებს კი გაცილებით დიდხანს მოუწიათ იქ ცხოვრება. როცა ჩვენი ოჯახების გათავისუფლების ბრძანება მოვიდა, დედა მაინც არ გამოუშვეს, რადგან გერმანელი იყო. მამა წამოვიდა და ჩემი და წამოიყვანა, მანამდე კი მე გამომაგზავნა საქართველოში. ერთი წლის შემდეგ კი დედაც ჩამოვიდა. თოდოგაურში, ბაბუას მიწაზე დავბრუნდით და აქ დავიწყეთ ცხოვრება. მამას აქ სხვა ცოლიც ჰყავდა, თუმცა მას გადასახლება არ შეხებია. მტრობა არ ჰქონიათ, ძველ ოჯახთან კარგი ურთიერთობა დედაჩემთან ქორწინების შემდეგაც შეინარჩუნა. ომის შემდეგ გერმანიამ თავისი მოქალაქეების გაწვევა დაიწყო, მაგრამ დედა ვეღარ წავიდა, უკვე ძალიან მოტეხილი იყო. დეიდა დაბრუნდა მხოლოდ და გემზე გარდაცვლილი დის შვილი თან წაიყვანა. დეიდა ორი წლის წინ ჩვენთან, საქართველოშიც იყო ჩამოსული ქმართან ერთად“.

ერთადერთი სიკეთე, რასაც იოსებ აბაშიძე ცვალებად გარემოს უკავშირებს, ენების ცოდნაა: „გადასახლებაში რუსული ენა ვისწავლე, დედისგან კი – გერმანული, ვიცი თურქული და ინგლისურიც. ალმაატაში ნათესავი მყავდა და საინჟინრო იქ დავამთავრე. მამამ ჩემი და არ გამოუშვა – ქალის განათლება არ შეიძლებაო. ბათუმშიც მაქვს დამთავრებული ტექნიკუმი, ასლან აბაშიძე ჩემი დირექტორი იყო. ბევრი ვისწავლე, მაგრამ რად გინდა, აქ სამუშაოს ვერ იშოვი, სულ თურქეთში ვიყავი, ჰესის მშენებლობაზე ვმუშაობდი და კარგად მიხდიდნენ. ბოლო ორი წელია ვეღარ წავედი. ხელებს ხედავთ? სულ „სვარკაში“ მაქვს… გათენდება თუ არა, ყველა მეზობელი ჩემს სახლშია: „იოსკა მანქანა შეგვიკეთე“, „იოსკა სვარკა“, „იოსკა ის, ეს… და ასე მიდის ცხოვრება“.

მესაზღვრეები: კირნათში თურქ მესაზღვრეებს საქართველოს საზღვარი არ დაურღვევიათ

 

ორი დღის წინ ტელეკომპანია „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში დარეკა კირნათში მცხოვრებმა მოქალაქე ჯუმბერ ჯიხაძემ  და მოყვა თურქ მესაზღვრეებთან ინციდენტის შესახებ.

 

ბოლო საათების განმავლობაში ტელეკომპანია „ობიექტივის“ წამყვანები პირდაპირ ეთერში ამბობდნენ, რომ თურქი ჯარისკაცები სოფლის მოსახლეობა თავიანთი ბაღებიდან ყრიან. ამბობენ იმასაც, რომ ქართული სპეცრაზმი დგას თურქი ჯარისკაცების პირისპირ.

 

სოფელ კირნათში განთავსებულ სასაზღვრო საგუშაგოზე „ბათუმელებს“ ეს ინფორმაცია არ დაუდასტურეს.

 

როგორც შს სამინისტროში ამბობენ, სოფელ კირნათთან დაკავშირებით მალე ოფიციალურ  განცხადებას გაავრცელებენ.

 

დამატებით ინფორმაციას ამ საკითხზე სოფელ  კირნათიდან მოგვიანებით მოგაწვდით.  

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკურ პარტიებს პასუხობს

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლიციის მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების კანდიდატებზე ზეწოლა ხორციელდება.

 

 

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა ზეწოლის ან მუქარის ფაქტი კონკრეტული პოლიციელის მხრიდან, ის კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას უზრუვნელყოს არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება.

 

აღსანიშნავია, რომ განახლდა და დამტკიცდა „არჩევნების პერიოდში შსს-ს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია“.

 

აღნიშნული დოკუმენტი ასახავს ბოლო დროს განხორციელებულ ყველა საკანონმდებლო ცვლილებას და არეგულირებს პოლიციელის უფლება-მოვალეობებს არჩევნების მსვლელობისას. დოკუმენტი განსაზღვრავს წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს, სამინისტროს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს, ასევე, მათთვის კანონით დადგენილ აკრძალვებსა და შეზღუდვებს. გარდა ამისა, ინსტრუქცია ითვალისწინებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირთა მიმართ მოთხოვნილი და გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელები იყოს სამართალდარღვევის პროპორციული, რათა მომავალში უზრუნველყოფილ იქნას მსგავსი დარღვევების პრევენცია.“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

პრემიერ-მინისტრი ბერლინში გაემგზავრა

 

 დღესვე,  ირაკლი ღარიბაშვილი  ოფიციალური ვიზიტით ბერლინში გაემგზავრა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ის გერმანიის კანცლერმა მიიწვია.

 

ვიზიტის ფარგლებში  საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერს ხვალ შეხვდება.

შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი  ევროკავშირთან მოსალოდნელი ასოცირების ხელშეკრულება იქნება.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ პატიმრების ბავშვებისათვის

 

აჭარასა და სამეგრელო ზემო-სვანეთში მცხოვრები პატიმართა და ყოფილ პატიმართა ოჯახის წევრების შვილებისათვის დღეს 12:00 საათიდან 14:30 საათამდე დაგეგმილია  გასეირნება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში;

 

15:00 დან 15:30-დე  აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დათვალიერება;

 

 16:00 საათიდან 18:00-დე კი  ბათუმის ცირკში საცირკო წარმოდგენაზე დასწრება.

 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება პროექტის: ,,ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციის კამპანია’’ ფარგლებში მოეწყობა.  პროექტს ევროკავშირი აფინანსებს.

 

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა; ბათუმის ბოტანიკური ბაღი; აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი; ბათუმის ცირკი.

რომელ სკოლაში გაგრძელდება პირველკლასელთა რეგისტრაცია

 

პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება, მაგალითად, ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში. ამ სკოლას წელს 7 პირველი კლასი ექნება, სადაც 175 ბავშვი შეძლებს სწავლას. აქ პირველკლასელები მეორე ცვლაში ისწავლიან. წინა წლებთან შედარებით მეტი პირველკლასელის მისაღებად მზად არიან: მე-3, მე-10, მე-14, მე-15 სკოლები, ასევე 22-ე სკოლა, რომელიც ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, შარაბიძეებში მდებარეობს.

 

 

2014-2015 სასწავლო წლისათვის სკოლებმა პირველკლასელთა მიღების კვოტა, მთლიანობაში, 2166 ბავშვით განსაზღვრეს (გასულ წელს ბათუმის სკოლებში 1750 პირველკლასელი იყო). ეს იმას ნიშნავს, რომ წელს, შარშანდელისგან განსხვავებით, 416 მოსწავლით მეტის მიღებას გეგმავენ საჯარო სკოლები. წელს ბათუმიდან საქართველოს განათლების სამინისტროს დაბალი ასაკობრივი კატეგორიის 460 სასკოლო მერხიც მოსთხოვეს დამატებით.

 

 

„წელს ბათუმის საჯარო სკოლებმა, თავიანთი მატერიალურ ტექნიკური ბაზიდან გამომდინარე, 91 პირველი კლასის გახსნა გადაწყვიტეს. ჯამში 2166 მოსწავლეს მიიღებენ“, – ამბობს ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე.

 

 

პირველკლასელთა კვოტის გაზრდის პარალელურად ცალკეულმა სკოლებმა მისაღები კონტინგენტი შეამცირეს, მაგალითად, ბათუმის პირველმა და  მეორე სკოლამ მხოლოდ 125-125 მოსწავლე მიიღო, ხოლო მესამე საჯარო სკოლამ -175  მოსწავლე.   მაშინ, როცა, მაგალითად, შარშან პირველ საჯარო სკოლას 180 პირველკლასელი ჰყავდა. 

გოჩა დავითაძის თქმით,  „პირველი და მეორე სკოლების შემთხვევაში შემცირება გამოიწვია იმან, რომ წელს პირველ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა იყოს 25-ზე მეტი. გასულ წელს ზღვარი იყო 30 მოსწავლე. ამანაც გამოიწვია კონტინგენტის შემცირება.“

 

 

ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, ერთ კლასში 25 ბავშვზე მეტი არ უნდა იყოს.  სკოლებს ამ გადაწყვეტილებამ მთელი რიგი პრობლემები შეუქმნა. იმის გამო, რომ ახალი კლასები ვერ გახსნეს, მისაღები კონტინგენტი შეამცირეს. 

 

 

რაც შეეხება პირველკლასელთა რეგისტრაციას, ის სამ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი 2 მაისს დასრულდა. პირველ ეტაპზე საჯარო სკოლებში დარეგისტრირდნენ ის მოსწავლეები, რომელთა და-ძმაც სწავლობს კონკრეტულ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია, რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 20 მაისს დაიწყო და 20 ივნისს უნდა დასრულდეს. 

 

 

მესამე ეტაპზე განხორციელდება იმ მოსწავლეების რეგისტრაცია, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I და II ეტაპზე და წარადგენენ შესაბამის დოკუმენტებს. მესამე ეტაპის რეგისტრაცია  10 ივლისს  დაიწყება და 18 ივლისს დასრულდება. 

 

 

კითხვაზე, კლასებში მოსწავლეთა შეზღუდული რაოდენობის გამო ხომ არ დარჩება რომელიმე ბავშვი სკოლის მიღმა, ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პასუხობს:

 

 

„მართალია, ბათუმში რამდენი პირველკლასელია, ზუსტი მონაცემი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ არც ერთ სკოლაში პრობლემა არ შეგვექმნება. ზოგიერთ სკოლას, თუ საჭირო იქნება, გაეზრდება კონტინგენტი, თუ შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვს და საკლასო ოთახი“.

 

 

არსებული მონაცემი არ არის საბოლოო. ცნობილია, რომ ბათუმის ბაღების გაერთიანებამ გასულ სექტემბერში ბაღის ასაკის ყველა ბავშვის მიღება ვერ შეძლო უადგილობის გამო. შესაბამისად, ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი პირველკლასელი იქნება წელს ბათუმში, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პირველკლასელთა რეგისტრაცია დასრულდება.

პირველკლასელთა რეგისტრაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვეგვერდზეა _ www.mes.gov.ge  შესაძლებელი, ასევე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე:www.registration.emis.ge სპეციალური სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით.

 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონიძიებები

  • 12 საათიდან 13 საათამდე ჯავახიშვილის ქუჩაზე საბავშვო ბიბლიოთეკის მიმდებარედ გაიმართება  კონცერტი საბავშვო სტუდიების მონაწილელობით.
 
  • 12 საათიდან 13 საათამდე კიდევ ერთი საბავშვო კონცერტია დაგეგმილი ტაბიძის ქუჩაზე, გალაქტიონ ტაბიძის ძეგლის მიმდებარე სკვერში.
 
  • 12 საათზე შშმ ბავშვები წარმოდგენას გამართავენ მახინჯაურში ფსიქორეაბილიტაციის ცენტრში.
 
  • 13 საათზეა ჩანიშნული მცირე ტიპის საოჯახო სახლებში მცხოვრები ბავშვების მონახულება.
 
  • 14 საათიდან 15 საათამდე  ბერიკები, სტუდია „ჰარმონია“ და ვაჟთა ფოლკლორული გუნდი „ივერონი“ კონცერტს გამართავენ  თამარის დასახლებაში, კოსპუსების მიმდებარედ საფეხბურთო მოედანზე.
 
  • 17 საათიდან  18:30 მდე ბათუმის  საოცრებათა პარკში დამონტაჟებულ სცენაზე გაიმართება საბავშვო სპექტაკლი მიუზიკლი „სტუმრად ზღაპართან“ .
 
  • 19 საათინდან 21 საათამდე საოცრებათა პარკში მოეწყობა დასკვნითი კონცერტი, რომელიც 21 საათზე ფოიერვერკით დასრულდება. 

ახალი მანქანები აჭარის სამთავრობო სტრუქტურებსა და უმაღლეს საბჭოში

 

ბოლო პერიოდში ახალ მანქანას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია ითხოვდა. „ჩვენ გვაქვს ერთი მანქანა, რომელიც მწყობრიდანაა გამოსული, ფაქტობრივად შორ მანძილზე ამ მანქანით გადაადგილება შეუძლებელია. ამიტომ ვითხოვთ ახალ მანქანას, თუმცა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი მანქანა ჩვენი ფრაქციისთვის შეიძინეს, არ მაქვს, ვნახოთ“  – უთხრა „ბათუმელებს“ ფრაქციის წევრმა ეკატერინე თარგამაძემ.

 

წელს ტენდერი ახალი ჯიპების შესყიდვის მიზნით აჭარის სატყეო სააგენტომაც გამოაცხადა, რისთვისაც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ბიუჯეტიდან 189 000 ლარი გაითვალისწინა. ამ თანხით სააგენტო 6 ერთეული „ჯიპის“  მარკის ავტომანქანის შესყიდვას გეგმავდა, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სატენდერო პირობები ვერ დააკმაყოფილა, რის გამოც სააგენტომ ტენდერი შეწყვიტა.

 

„კომპანიამ შემოგვთავაზა ბევრად უფრო კომფორტული ავტომანქანები, მაგრამ ჩვენ ისინი გვჭირდება სატყეოებისთვის, რაც რაღაც დამატებით გადამრთველებს ითხოვს. ამიტომ ტენდერი შევწყვიტეთ,“  –  განმარტა გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელმა ვახტანგ წულაძემ „ბათუმელებთან“.

 

რამაზ სურმანიძე : „სასწორის პინაზე ეკლესიის ინტერესებს სახელმწიფო ინტერესები გადაწონის“


 ბატონო რამაზ, ამჯერად ერთიანობის დარბაზიდანიყრით კენჭს, ამ პარტიის წევრი ხართ?

ეს არის იმ ორგანიზაციის შვილობილი, რომელიც 2003 წელს მე, იოსებ ხიმშიაშვილმა და ბიჭიკო დიასამიძემ დავაფუძნეთ. ორგანიზაციას მაშინ გარკვეული ოპოზიციური ფუნქციებიც ჰქონდა, თუმცა საზოგადოებრივი ორგანიზაცია იყო და არა პოლიტიკური. მან გარკვეული როლი ითამაშა იმდროინდელი დიქტატურის შეცვლაში. ბევრი სირთულეც იყო, რამდენჯერმე დაგვარბიეს, კომპიუტერები დაგვიმტვრიეს, ცოტა მოგვხვდა კიდევაც. იოსებ ხიმშიაშვილის გარდაცვალების შემდეგ კი, პრაქტიკულად, შევწყვიტეთ საქმიანობა.

ამ არჩევნებზე რამდენიმე პარტიიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ჩემთვის მაინც და მაინც მიმზიდველი არ იყო. არც დროის თვალსაზრისით, არც ეკონომიკურად. მე, როგორც უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, პენსიას ვიღებ, დეპუტატის ხელფასს რომ მივიღებ, პენსიას ვეღარ მივიღებ. მაგრამ, როგორც კი ეს ორგანიზაცია აღდგა, გაიღვიძა სურვილმა, რომ ისევ იმ ორგანიზაციიდან მივიღო მონაწილეობა არჩევნებში. ამ შემთხვევაში სულ რომ არ მივიღო ხელფასი, მაინც დავთანხმდებოდი. იოსები უკვე გარდაცვლილია და მინდა მის ხსოვნას ამითაც მივაგო პატივი, მითუმეტეს, რომ ეს ორგანიზაცია მისმა შვილმა აღადგინა. 

 

 

საკრებულოში რა მიმართულებით გეგმავთ მუშაობას?

 რომ დავიანგარიშოთ, გამოვა, რომ ნახევარი ცხოვრება დეპუტატი ვიყავი და ახლა როცა არ ვარ დეპუტატი, მაშინაც მივიჩნევ, რომ დეპუტატი ვარ. ეს ქალაქი ჩემთვის ყველაფერია. ჩემი აზრით, მთავარ პრობლემად რჩება ქალაქის გარეუბნები. როცა აჭარის დეპუტატად ვიყრიდი კენჭს, გამოვაქვეყნე წერილი სათაურით `სოფელი ჭაობი~. ამ ადგილს მართლაც ერქვა სოფელი, ისევე როგორც ბარცხანის დასახლებას. სიტყვა `სოფელი~ გამოვიტანე წინა პლანზე, რადგან ეს ტერიტორია ქალაქს შემოუერთდა და პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა იმისთვის, რომ ქალაქს დამსგავსებოდა. ახლაც, იმ ფონზე, როცა ქალაქს ამოდენა სოფლები შემოუერთდა, იმედი უნდა გვქონდეს, რომ ეს სოფლები ოდესმე ქალაქად გადაიქცევა, როცა ჩვენ ჯერ ის ვერ ვაქციეთ ქალაქად, რაც ადრე გვქონდა. ჩემი პირველი რიგის ამოცანა იქნება ქალაქის გარეუბნები როგორმე კეთილმოეწყოს და იმ ადამიანებს, ვინც იქ ცხოვრობენ, ჰქონდეს სრული უფლება თქვან – მე ვარ ბათუმელი და ვსარგებლობ ყველა იმ სიკეთით, რაც ქალაქს აქვს.

 

 

გარდა გარეუბნებისა, რა შემთხვევებში დაიმსახურეს თვითმმართველობის ორგანოებმა თქვენი კრიტიკა?

არასწორად იხარჯებოდა ბიუჯეტი. ფული უნდა დაიხარჯოს დანიშნულების მიხედვით. საერთოდ, ბიუჯეტი როცა ნაწილდება, პირველ რიგში, სწორედ ის სუსტი ადგილები უნდა გავითვალისწინოთ, რომელიც ჩვენს ქალაქს უცვლის სახეს.

 

 

თქვენ მაშინდელი მმართველი პარტიის ფრაქციის წევრი იყავით, დეპუტატის რანგში თუ აპროტესტებდით ამ ყველაფერს?

 შენიშვნები ყოველთვის მქონდა, მაშინაც როცა დეპუტატი ვიყავი და როცა არ ვიყავი. როცა უმაღლესი საბჭოს წევრი ვიყავი, ამავე დროს ვიყავი ქალაქში კულტურული ძეგლების დაცვის, ქუჩებზე სახელების მინიჭებისა და სპეციალური კომისიის წევრი. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს შენიშვნებს არ ითვალისწინებდნენ.

 

 

 სიაში პირველი ნომერი ხართ. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თუ თქვენი პარტია გაიმარჯვებს, საკრებულოს თავმჯდომარე გახდებით?

რა თქმა უნდა, არა. ჩემი ასაკი ამის საშუალებას არ მაძლევს. საკრებულოს თავმჯდომარედ, ალბათ, სხვას შეარჩევენ, უფრო ახალგაზრდას. მართალია, მე დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ ქალაქის მეურნეობას მე, ალბათ, ახალგაზრდობაშიც ვერ გავუძღვებოდი. პროფესიაც არ შემიწყობდა ხელს. აქ საჭირო იქნება ინჟინერი, ეკონომისტი ან იურისტი, ვინც კარგად დაგეგმავს. 

 

 

მერიისა და საკრებულოს ურთიერთობა ხშირად იყო განსჯის საგანი, მაგალითად,  წინა ხელისუფლების დროს ბათუმის მერი საკრებულოს მიმართვის შემდეგაც კი არ მისულა სხდომებზე. ახლა ხალხი აირჩევს მერს, თუმცა საკრებულოს მისი გადაყენების უფლება ექნება, თვენი მოსაზრება როგორია ამაზე?

 ხალხი რომ აირჩევს მერს, ეს ძალიან დიდი პროგრესია, საკრებულოც ხალხის მიერაა არჩეული. მერი ერთი პირია, საკრებულო კი – კოლეგიური ორგანო, ამიტომ ხალხის არჩეულ კოლეგიურ ორგანოს შეეძლება არჩეული მერი გადააყენოს, ამაში ცუდს ვერ ვხედავ. უკეთესი იქნება, მერმა ისე იმუშაოს, რომ ბოლომდე მიიყვანოს თავისი უფლებამოსილება. მაგრამ თუ შუალედურ პერიოდში მერმა ისე ვერ ააწყო საქმე, როგორც საჭიროა, მაშინ საკრებულომ უნდა იმსჯელოს მისი გადაყენების საკითხზე.

 

 

თქვენი პარტიის  „ერთიანობის დარბაზის“  იდეოლოგია როგორია?

-ჩვენს პარტიას ვინმეს კრიჭაში ჩადგომის ფუნქცია არ აკისრია. ვინც არჩევნებში გაიმარჯვებს, მხარში ამოუდგება მას. ცხადია, თავის შენიშვნებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს შესთავაზებს მმართველ პარტიას, მაგრამ არამც და არამც ეს პარტია ოპოზიციური არ იქნება.

 

 

 ანუ ფიქრობთ, რომ თქვენს პარტიას საკრებულოში უმრავლესობით შესვლის შანსი არ აქვს?

 არ ვიცი. შეიძლება შევიდეს, ეს მე არ ვიცი.

 

 

ბატონო რამაზ, თქვენ თქვით, რომ თქვენი პარტია მმართველ გუნდს ამოუდგება მხარში. წამოგცდათ?

 თუ უმრავლესობით ვერ შევიდა და გარკვეული პროცენტები დაფიქსირდა, ის იქნება მმართველი პარტიის ნამდვილი მხარდამჭერი და თანაშემწე. თუ გვექნება შენიშვნები, ეს შენიშვნები იქნება კონსტრუქციული – მმართველ პარტიას თავისი ფუნქციების შესრულებაში დავეხმარებით.

 

 

 ანტიდისკრიმინაციული კანონი საზოგადოების განსჯის საგანი გახდა, თქვენ მხარს დაუჭერდით?

 თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას, საერთაშორისო კავშირებსა და იმ მიზნებს, რაც დასახული გვაქვს, მხარს დავუჭერდი. შეიძლებოდა კანონში იმ პუნქტების ამოღება ან ფორმაცვალება, რომლებიც სალაპარაკო გახდა. რაც ორიენტაციას შეეხება, ეს ხალხი არსებობს, თავისთვისაა და ხელს არავის უშლის.  ყველა, ვინც არ უნდა იყოს, მისი წარმომავლობისა და ორიენტაციის მიუხედავად, ის არის ადამიანი, საზოგადოების წევრი და ისევე უნდა მოვეპყროთ, როგორც სხვებს. ბევრს ვსაუბრობთ ადამიანების ორიენტაციაზე, მაგრამ არც სასულიერო და არც საერო პირებს არ წამოსცდენიათ, რომ ამ ადამიანებთან საჭიროა მუშაობა. საჭიროა  ასაკობრივ-სქესობრივი აღზრდა. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომელია სწორი ორიენტაცია, რა შეიძლება მოყვეს იმ არასწორს. თუ გახსოვთ ამ თემაზე რამდენიმე წლის წინ წამოიჭრა საკითხი და ატყდა ისეთივე ფორიაქი. ადამიანის სქესობრივი აღზრდა ნიშნავს მის ასაკობრივ ფიზიოლოგიურ ცვლილებასთან დაკავშირებით ისეთი ცოდნისა და ჩვევების შესწავლას, რომელიც მისი ჯანმრთელობისათვის არის საჭირო.

 

 

 ანუ თქვენ ამბობთ, რომ ადამიანს რაღაც ცვლის და არ შეიძლება ის განსხვავებული დაიბადოს?

 არავითარ შემთხვევაში, ეს უკვე დიდი შეცდომა და დანაშაულია. ამ შემთხვევაში როგორც მეცნიერი გესაუბრებით. ადამიანი ჩვევებს შემდეგ იძენს. შეიძლება ჰქონდეს მიდრეკილება. სწორედ ამიტომაა საჭირო სქესობრივი აღზრდა ისევე, როგორიცაა თამბაქოს წევა და ლოთობა.

 

 

ეკლესიის როლს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში როგორ ხედავთ?

ეკლესიას დიდი მრევლი ჰყავს, ხალხი უსმენს და უჯერებს. ამიტომ შეიძლება ზოგჯერ ეკლესიის წინადადებებიც გაითვალისწინონ. ეკლესია ქადაგებს წესიერებას, პატიოსნებას, ადათ-წესების დაცვას, ოჯახის სიწმინდის შენარჩუნებას _ ეს კარგია, მაგრამ, როცა დგება საკითხი სახელმწიფოს ინტერესსა და იმას შორის, რასაც გვიქადაგებენ, შეიძლება ამ დროს სახელმწიფო ინტერესებმა გადაწონოს.

 

 

 თუ ეკლესია იტყვის, რომ არ უნდა მოაწეროს ხელი საქართველომ ევროპასთან ასოცირების  ხელშეკრულებას, ამ შემთხვევაში რა საფრთხის წინაშე დგება ქვეყანა? 

 ასოცირების ხელშეკრულებაზე ვოცნებობთ მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. მე ვიყავი პირველი პარლამენტის წევრი და მაშინ დავიწყეთ ამაზე ფიქრი. ან მე ვინ ვარ, სულხან-საბა ორბელიანი ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში საგანგებოდ ჩავიდა ევროპაში და ევროპის სახელმწიფოების ნდობა რომ მოეპოვებინა, სარწმუნოება შეიცვალა, კათოლიკობა მიიღო. იქედან მოყოლებული ასოცირების ხელშეკრულებაზე ვოცნებობთ. სოლომონ მეორე, რომელიც რუსებმა დაატყვევეს, გაიქცა და თურქებს შეაფარა თავი, იქედან ნაპოლეონ ბონაპარტს წერილებს სწერდა _ გვიშველეთ საქართველო ევროპის მფარველობის ქვეშ შეიყვანეთო.

რამაზ სურმანიძე
რამაზ სურმანიძე

ბათუმში ქარია მოსალოდნელი

 

რაც შეეხება გასულ ღამეს ამოვარდნილ ქარს, მამუკა თურმანიძისვე თქმით პროგნოზით არ იყო მოსალოდნელი:

 

„წუხელი გვქონდა 10 გამოძახება. დაფიქსირდა შკვალის (ხანმოკლე ქარი) ტიპის ქარი, რომელიც დამახასიათებელია ზღვაზე მდებარე ქალაქებისთვის, ეს არის ზღვიდან მოვარდნილი ქარი. ტემპერატურის მატება უცბად მოხდა, რაც იწვევს ხანმოკლე ქარს. ძირითადად გამოძახებები იყო სახურავებების დაზიანებაზე, რამდენიმე ადგილას ხეები იყო მოგლეჯილი. ქარს ადამიანები არ დაუზიანებია“. 

„ქართულ ოცნებას“ საარჩევნო პლაკატების დაზიანებაში ადანაშაულებენ

 

პოლიტიკური გაერთიანების მხარდამჭერის ვახო მითაიშვილის განხადებით მერობის კანდოდატის გოჩა გუგუნავას საარჩევნო პლაკატებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აზიანებენ.  მისივე განმარტებით მას ამის თქმის საფუძველს აძლევს ის ფატი, რომ რამდენიმე ადგილზე გოჩა გუგუნავას პლაკატზე „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის გიორგი ერმაკოვის პლაკატი იყო მიწებებული. 

ქედის საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე დააკავეს

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ ქობულაძე, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა დაბა ქედაში მდებარე ყოფილი მეფრინველეობის ფაბრიკის ტერიტორიის – 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით, მოითხოვა და აიღო 30 000 აშშ დოლარი.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

 

გურამ ქობულაძე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით შევიდა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი მან საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დატოვა და საკრებულოში დამოუკიდებელ წევრად მუშაობდა. 2013 წლის სექტემბრიდან ის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. 

სარკინიგზო გადასასვლელზე მძღოლს ავტომობილი ჩაუქრა

 

ავტომობილში მამაკაცი, ქალი და ბავშვი იმყოფებოდნენ. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ბათუმის წყლის“ საკითხს დახურულ სხდომებზე განიხილავენ

 

შეხვედრას კომისიის თავმჯდომარე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია უძღვებოდა. შეხვედრის დასაყისშივე მან შპს „ბათუმის წლის“ პრობლემებზე გააკეთა აქცენტები და კომისიის წევრებს რეგიონის მხრიდან, პრობლემის მოგვარების გზა ერთხელ კიდევ შეთავაზა:

 

 

„შესწავლამ გამოავლინა რამდენიმე სერიოზული პრობლემა. პირველი ეს არის კონსოლიდირებული გეგმების არარსებობა, რაც საშუალებას მოგვცემს იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკა ვაწარმოოთ ქვეყანაში. არის ასევე საკადრო და კვალიფიკაციის პრობლემები, საჭიროა პერმანენტული გადამზადება, ამ კუთხით ჩვენ ვიფიქრეთ  რა შეიძლებოდა ყოფილიყო ადეკვატური გადაწყვეტილება.

 

 

პრობლემას ქმნის ის, რომ გვაქვს რამდენიმე აიპი და არა ერთი შპს, რომელსაც ტექნიკურადაც არა აქვს ლიცენზირების საშუალება. ანუ მარეგულირებელში ლიცენზიას ვერ აიღებს. პირობითად, ეს ყველაფერი რომ გავაერთიანოთ ერთ აჭარის წყალში, იმისთვის რომ კონსოლიდაციის რეჟომში ვიყოთ შევქმნათ ერთი ორგანიზცია აჭარის წყალი, ისე რომ არცერთი სამუშაო ადგილი არ დაიკარგოს.  ასევე ქონებაზე მიდავების საკითხი არ უნდა დადგეს დღის წესრიგში. ეს ყველაფერი გადაეცემა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას და მასვე მიებმება არსებული ინფრასტრუქტურა.

 

ეს ჩემი პირადი აზრია და აქ თქვენს მოსასმენად ვართ მოსული. სანამ თქვენს აღშფოთებას მოვისმენ მანამდე გეტყვით რატომ არის ეს მნიშვნელოვანი.

 

 ნაციონალური საინვესტიციო პოლიტიკა  არის ძალიან მასშტაბური.  ჩვენ სადღაც 150 მილიონამდე უკვე გვაქვს ინვესტირებული და უახლოეს წელს კიდევ დამატებით 100 მილიონიან ტრანშს ველოდებით.  სადღაც 10 წლიან პერსპექტივაში გვაქვს  ნახევარი მილიარდის საინვესტიციო შეთანხმება ევროპის საინვესტიციო ბანკთან და  აზიის განვითარების ბანკთან.

 

იმ შემთხვევაში კი თუ არ გავაკეთეთ  აქტივების უნიფიკაცია ტექნიკურად არ გაგვაჩნია იმის საშუალება რომ მართვით აღებულ შპს-ს გავუკეთოთ ინვესტირება.  არ ვლაპარაკობთ ქონების ცალკე ვიღაცისთვის მიცემაზე, შევქმანათ ერთი შპს „აჭარის წყალი“ რომელშიც გაერთიანებული წყალმომარეგების კომპანია მოახდენს ინვესტირებას.

 

ჩვენი ამოცანაა ის პრობლემები რაც სასმელ წყალთან დაკავშირებით საერთოა მთელ საქართველოში ერთობლივად აღმოვფხვრათ. “

 

კომისიის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, როგორც მან ივარაუდა აღშფოთებას ადგილი არ ქონია, რეგიონის მხრიდან კომისიის წევრებმა მხოლოდ კითხვები დასვეს.

 

მათ დაინტერესება ძირითადად გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის პოზიციასთან დაკავშირებით გამოთქვეს (KFW).

 

კითხვები შეეხო ქონების, ასევე სოფლების წყალმომარაგების და ტარიფის საკითხებსაც.

 

შპს „ბათუმის წლის“ დირექტორის ინფორმაციით იმისთვის რომ ტარიფი არ გაზრდილიყო ბათუმის მერია კომპანიის სუბსიდირებას ახდენდა.

 

თეიმურაზ მურღულიას თქმით იმისთვის რომ ტარიფი არ გაიზარდოს მერიამ სუბსიდიის გათვალისწინება „ბათუმის წყლის“  ცენტრალურ მართვაში გადაცემის შემთხვევაშიც უნდა გააგრძელოს.

 

 

„ ჩვენი მოსაზრება, რაც პირველ შეხვედრაზეც გამოვთქვით და სამინისტროსაც მივწერეთ იყო ის, რომ ბათუმის წყლის ინტეგრირება წყალმომარაგების კომპანიაში მანამდე არ განხორციელებულიყო სანამ რეაბილიტაციის პროექტი არ დამთავრდებოდა.  ჩვენ ერთი პატარა შეთანხმებისათვის დამფინანსსებელ ორგანიზაციასთან თვეები გვჭირდება. ამ მოლაპარაკებებს რა დრო დასჭირდება?- მე არ ვარ წინააღმდეგი იყოს ერთიანი მართვა ან სახელმწიფო გადაწყვეტილების წინააღმდეგი როგორ ვიქნები, მაგრამ მოლაპარაკებების შემდეგ საჭირო იქნება ყველა ვალდებულების გადაცემა, ეს რამდენ ხანს შეაჩერებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს? – განაცხადა ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ზაურ ფატლაძემ სხდომაზე.

 

აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები კი სოფლების წყლით მომარაგების ბედით დაინტერესდნენ.

 

შეხვედრას აჭარის მთავრობის მხრიდან ირაკლი გორაძე აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთოებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ჯალაღონია. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ზაურ ფატლაძე, შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორი ჯანი ვარშალომიძე და მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი არჩილ ვანაძე ესწრებიდნენ.

 

შეხვედრის ბოლოს კომისიამ კენჭი უყარა საკითხს, რომლის თანახმადაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინსტრს მიეცა უფლებამოსილება მოლაპარაკება აწარმოოს გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან, „ბათუმის წლის“ ცენტრალურ მართვაში გადაცემის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო პრპექტების გაგრძელებასთან დაკავშირებით.   

ზაფხულში ჩარტერული რეისები გაიზრდება

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ავიარეისების რაოდენობის ზრდასთან ერთად ცდილობენ შესაბამისობაში მოიყვანონ პიარაქტივობები.

 

 

დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, სოფიკო გუჯაბიძის თქმით: „წელს სამიზნე ქვეყნებში (მარკეტინგულ ღონისძიებებში) შეყვანილია ლიტვა, რადგან ფრენები გაიოლებულია. ლიტვაში ამ დროისთვის ჩვენ მიერ უკვე მიმდინარეობს სარეკლამო კამპნია“.

 

 

ლიტვისა და საქართველოს გარდა, დეპარტამენტის სამიზნე ქვეყნებია: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ისრაელი, უკრაინა და პოლონეთი.

 

დეპარტამენტმა აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა პოლონეთის ერთ-ერთ უდიდეს, კატოვიცეს აეროპორტთან. საბორტო ჟურნალებში უკვე დაბეჭდილია სარეკლამო სტატია ბათუმის ღირსშესანიშნაობებისა და ზოგადად, აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ.

 

 

„ჩარტერული ფრენების ზრდით თუ ვიმსჯელებთ, ტურისტების რაოდენობა აჭრაში წელს საგრძნობლად გაიზრდება. წელს გაზრდილი გვაქვს სარეკლამო აქტივობების კომპონენტები. მაგალითად, უფრო მეტი ტელესიუჟეტი, სტატია მზადდება და ქვეყნდება, სხვა აქტივობებიც გვაქვს… კატოვიცეს აეროპორტში ვიწყებთ სამთვიან – ივნისი-ივლისი-აგვისტო – პიარაქციას. იქნება სარეკლამო ბანერები და საინფორმაციო ფლეერები აეროპორტში“ – ამბობს სოფიკო გუჯაბიძე.

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მიმდინარე წლის განმავლობაში ხუთთვიანი (აპრილი-აგვისტო) პიარგეგმის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს და გეგმავს თურქეთშიც. დეპარტამენტის მონაცემებით, აჭარაში თურქეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს.

 

სოფიკო გუჯაბიძის თქმით, შარშან დაახლოებით 300 ტუროპერატორსა და ჟურნალისტს უმასპინძლეს, წელს კი – 200-ს: „წინ გვაქვს კიდევ საკმაო პერიოდი. მეორე ეტაპი შემოდგომაზე გვექნება. მთლიანობაში 400-მდე ადამიანს ვუმასპინძლებთ. ესენი არიან ტუროპერატორები სამიზნე ქვეყნებიდან. ასევე ჟურნალისტები, ბლოგერები, ფოტოგრაფები“.

 

 

დეპარტამენტი საინფორმაციო ტურებს სპეციალური პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. იგი ერთგვარი შუამავლის როლს ასრულებს ადგილობრივ და უცხოელ ტუროპერატორებს შორის, რითაც იოლდება კონტაქტი, შედეგად კი თანამშრომლობა ამ კომპანიებს შორის.

 

ბათუმის აეროპორტში ერთი ჩარტერული რეისით 120-160 ტურისტი ჩამოვა. ვარშავადან ჩარტერული რეისები, რომლებიც მესამე წელია სრულდება, ტურიზმის დეპარტამენტისა და პოლონური ტურისტული კომპანია „იტაკას“ თანამშრომლობის შედეგია. წელს სხვა კომპანიებიც ჩაერთვებიან.

 

 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარულ რეისებს ამ ეტაპზე ახორციელებს “Turkish Airlines “-ი (ყოველ დღე), ” Belavia “, კვირაში ორჯერ (მინსკი-ბათუმი, რეისი სეზონზე კვირაში ოთხჯერ იგეგმება). ” Georgian Airways “-ი კვირაში ორჯერ ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით ახორციელებს ფრენას, რომელსაც სეზონზე სიბირის ავიახაზების ” S7″-ის მიერ კვირაში ერთხელ შესრულებული რეისი დაემატება. კვირაში ოთხჯერ ხორციელდება ასევე რეისი ბათუმი-თბილისი.

 

რაც შეეხება ჩარტერულ ავიარეისებს, მაისის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე კვირაში ორჯერ განხორციელდება თელავივი-ბათუმის მიმართულებით, რომლის ფარგლებში რეგიონს კვირაში დაახლოებით 260 დამსვენებელი ესტუმრება ისრაელიდან.

 

გაორმაგებული იქნება ჩარტერული რეისების რაოდენობა პოლონეთიდან ბათუმის მიმართულებითაც. 7 ივნისიდან კვირაში ერთხელ შესრულდება რეისი – ვარშავა-ბათუმი, 13 ივნისიდან – კატოვიცე-ვარშავა-ბათუმი, ხოლო 14 ივნისიდან – კატოვიცე-პოზნანი-ბათუმი.

 

 

საერთაშორისო რეისებს ააქტიურებს ასევე უკრაინული ავიაკომპანია ” Ukraine Internatinal Airlines “-ი, რომელიც ივნისის შუა რიცხვებიდან კვირაში ოთხჯერ, აქტიურ სეზონზე კი კვირაში ექვსჯერ გეგმავს რეისებს კიევი-ბათუმის მიმართულებით.

 

 

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, იგი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოდინების ერთ-ერთი მთავარი წყარო ხდება. ზოგადად, საქართველოში ჩამოსული ტურისტებიდან კი, ყოველი მეორე თუ არა მესამე მაინც სტუმრობს ბათუმს.

 

 

დაბალი ფასებით გამორჩეულმა უნგრულმა საერთაშორისო ავიარეისების კომპანია ” Wizz Air “-მა მიმდინარე წლის აპრილიდან ქუთაისის აეროპორტში დაიწყო ფრენა ვილნიუსის მიმართულებით – კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს. ამ რეისით სარგებლობენ საქართველოთი დაინტერესებული ტურისტები ბალტიისპირა ქვეყნებიდან.

 

 

გაიზარდა რეისების რაოდენობა პოლონეთის მიმართულებითაც, ვარშავა კვირაში სამჯერ, კატოვიცე კი, კვირაში ორჯერ სრულდება. ამასთან, დანიშნულია ყოველდღიური რეგულარული ფრენა უკრაინის, კერძოდ, კიევისა (კვირაში 5-ჯერ) და ხარკოვის (კვირაში 2-ჯერ) მიმართულებით.

 

 

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ამბობენ, უცხოელ ტურისტთა უმეტესობა ბათუმში ჩამოსასვლელად სწორედ ქუთაისის აეროპორტის ” Wizz Air “-ის რეისებს იყენებს. ” Wizz Air “-ი სექტემბრიდან ავიარეისების განრიგს დაამატებს ახალ მარშრუტს –  ბუდაპეშტი-ქუთაისი.

 

 

ჩარტერული რეისების უპირატესობაა ის, რომ ეს არის დაგეგმილი ტურები და გაცილებით ძვირი სერვისი, ანუ „ძვირიანი ტურისტები“ რეგიონისთვის, რომლებიც შედარებით მეტს იხდიან მომსახურებაში, ვიდრე რეგულარული რეისით (რომელიც იაფია, ჩარტერულთან შედარებით), დამოუკიდებლად ჩამოსული ტურისტები. დაგეგმილ ტურებს, ჩვეულებრივ, ადგილობრივი ტურისტული სააგენტოები ყიდიან.

 

 

დეპარტამენტი საზაფხულო სეზონს სიმბოლურად  31 მაისს ბათუმში, „საოცრებათა პარკში“ გახსნის. სეზონის ოფიციალური გახსნა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა  ადგილას  ერთდროულად აღინიშნება.

 

 

„ოცნებაზე“ გაბრაზებულები დამოუკიდებელ კანდიდატებად დარეგისტრირდნენ

 

ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად თერთმეტი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს.  გელა სურმანიძე მათ შორის ერთ-ერთია. პროფესიით პედაგოგია და 2005 წლამდე ბათუმის მე-18 სკოლის დირექტორად მუშაობდა. შემდეგ კი ბათუმის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

 

 

„მთლად ხელ-ფეხი შეკრული მქონდა და წნეხის ქვეშ ვიყავი-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ მაშინ წამოვედი მაქედან, უნამუსო რაღაცები რომ მოხდა საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით.“ როგორც თვითონ ამბობს, მერიიდან წასვლის შემდეგ ცოტა ხნით  ტურიზმის სფეროში დასაქმდა, გარკვეული პერიოდით კი თურქეთის რესპუბლიკაში წავიდა სამუშაოდ.

 

 

„ბოლო ორი წლის განმავლობაში საკრებულომ ძალიან გამაბრაზა, ნერვები მომიშალა და ვიფიქრე, ვცდი, იქნებ იოლად რაიმე გამომივიდეს-მეთქი.“  49 წლის გელა სურმანიძე საკრებულოდან  „იოლად“  ბავშვთა ბაღების პრობლემების მოგვარებას გეგმავს. ამბობს, რომ მერიაში მუშაობისას ეს მისი სფერო იყო.

 

 

„ოცნებასავით ასფალტებს ვერ დავაგებ, მაგრამ ბენზელები მიცნობენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას“. ახლა პარტიული არ არის. „ადრე აღორძინებაში ვიყავი, რა თქმა უნდა, რადგან სკოლის დირექტორად ვმუშაობდი“. გამოცდილებაზე საუბრისას  „ახალგაზრდობაში კომკავშირში გაერთიანების ამბავიც“ გაიხსენა. 

 

 

საკრებულოში სოციალური მიმართულებით მუშაობას გეგმავს პედაგოგი იზა ანდღულაძეც. ის საინიციატივო ჯგუფმა ბაგრატიონის დასახლების მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

 

 

იზა ანდღულაძე რამდენიმე წლის განმავლობაში სოციალური სუბსიდიების სააგენტოში, შემდეგ კი მერიის სოციალურ სამსახურში მუშაობდა. ამბობს, რომ ამ მხვრივ დიდი გამოცდილება აქვს და ამ მიმართულებით გეგმავს მუშაობას საკრებულოში მოხვედრის შემთხვევაშიც. „ბევრი პროგრამის შესახებ მოსახლეობამდე ინფორმაციაც კი არ არის მისული, თუნდაც ამ კუთხით ბევრი რამეა გასაკეთებელი და შესაცვლელი.“

 

 

იზა ანდღულაძე კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიის „ეროვნული ფორუმის“ წევრია. ის ამბობს, რომ ამ პარტიისთვის „ქართული ოცნების“  პროპორციულ სიაში და არც მაჟორიტარულ ოლქებში ადგილები არ გაითვალისწინეს. „განაწყენებულები დავრჩით, რადგან არ მომეცა საშუალება ერთიანი სიით მიმეღო მონაწილეობა, ამიტომ გადავწყვიტე დამოუკიდებლად მივიღო არჩევნებში მონაწილეობა და პარტიაც დავტოვე.“

იზა ანდღულაძე ამ დროისთვის ბათუმის მეორე საშუალო სკოლაში ხელოვნების ისტორიას ასწავლის.

 

 

„ეროვნული ფორუმი“ დატოვა და დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა ეთერ ჯორთმენაძეც.  „ეროვნულ ფორუმს ადგილი არ შეგვხვდა კოალიციის სიაში, ვინც იქ ჩაწერეს, არავინაა ნამდვილი „ქართული ოცნების“  წარმომადგენელი. კვოტები „რესპუბლიკელებმა“ და  „ალასანიას ხალხმა“  გადაინაწილეს.“

 

 

ეთერ ჯორთმენაძე საკრებულოში ბათუმელი უნარშეზღუდულების უფლებების დაცვას და იმ ქალების დახმარებას გეგმავს, ვინც იძულებული გახდა სამუშაოდ საზღვარგარეთ წასულიყო. ეთერ ჯორთმენაძე ამბობს, რომ საკრებულოდან მიაღწევს იმას, რომ საზღვარგარეთ წასული დედების შვილებზე სახელმწიფომ იზრუნოს.

 

 

კოალიცია „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებულთა შორისაა ორგანიზაცია „მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის“  ხელმძღვანელი ნიაზ ბოლქვაძეც. საპარლამენტო არჩევნებამდე ის „ქართულ ოცნებასთან“  დაახლოებული პირი და ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო.

 

„დიახ, ჩვენი ჯგუფი ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი იყო, მაგრამ დღეს ქართულ პოლიტიკურ მმართველობაში დიდი უსამართლობაა, ამიტომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება საინიციატივო ჯგუფის დახმარებით გადავწყვიტე“.

 

 

ნიაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ მისთვის ერთი კონკრეტული პრიორიტეტის დასახელება, რა მიმართულებითაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საკრებულოში იმუშავებს, მიუღებელია. „მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის“ ხელმძღვანელი თვითმმართველობის ორგანოში მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით გეგმავს: „ეს იქნება სოციალური, ინფრასტრუქტურა თუ სულიერება“. ნიაზ ბოლქვაძე საკრებულოდან იზრუნებს იმისთვის, რომ  „ადამიანის  ჯანმრთელ სხეულში იყოს ჯანსაღი სული.“

 

 

დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს პედაგოგი დილარა ჯაფარიძეც. ის წლების განმავლობაში ბათუმის უნივერსიტეტში მუშაობდა, ნამუშევარი აქვს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიის ინსტიტუტშიც.             „საკრებულოში თუ შევალ, ჩემი მიზანი სოციალურად გაჭირვებული და იპოთეკით დაზარალებული ადამიანების დახმარება იქნება“.

 

 

დამუკიდებელი კანდიდატის სტატუსით თვითმმართველობის არჩევნებზე ხალხის გულის მოგებას ლევან ვარშალომიძის მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი ლევან ანთაძეც შეეცდება.

 

დამოუკიდებელ კანდიდატებად ბადრი გობაძე, თენგიზ თავდგირიძე, ლევან ჯიჯავაძე, ირაკლი ჯაფარიძე და მერაბ აბაშიძეც დარეგისტრირდნენ.

დილარა ჯაფარიძე
დილარა ჯაფარიძე

მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ბათუმშიც მოითხოვენ

 

 

აქცია საქართველოს სხვა ქალაქებშიც იმავე დროს გაიმართება:  თბილისში – მთავრობის კანცელარიის შენობასთან, ქუთაისში – პარლამენტის შენობის წინ, სამტრედიასა და ბოლნიში.


აქციის მონაწილეების მიზანია კიდევ ერთხელ შეახსენონ ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირება იმის შესახებ, რომ გადაიხედება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ნარკოტიკული საშალების მოხამრებისთვის, აგრეთვე მისი პირადი მოხმარებისთვის მისი მცირე ოდენობით შეძენისა ან/და შენახვისთვის.


აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ, აქციაზე მოსვლის მსურველებს, რომ ჩაიცვან მწვანე ფერის ტანსაცმელი ან გაიკეთონ მწვანე ფერის აქსესუარები.


“მოგვაქვს პლაკატები, რომლითაც ხელისუფლებას მოვუწოდებთ შეწყვიტოს მარიხუანას მოწევის გამო ადამიანების ციხეში ჩასმა.

 

ასევე მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვინც ამ დღეს გამოჩნდება ტელეეთერში, სხვადასხვა ტელევიზიის ჟურნალისტებს, ტელეწამყვანებს, პოლიტიკოსებს და ა.შ. დეკრიმინალიზაციის მხარდაჭერის ნიშნად გაიკეთონ მწვანე ფერის აქსესუარები” – ნათქვამია აქციის facebook მოსაწვევზე.

„გრიგოლ ვოლსკი – ცხოვრება და მოღვაწეობა“ – წიგნის პრეზენტაცია

 

 

წიგნის პრეზენტაციას საქართველსო პარლამენტის წევრები და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


პრეზენტაციაზე იმყოფებოდა გრიგოლ ვოლსკის შვილთაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი.


მწერალი რამაზ სურმანიძის თქმით ის წიგნზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. გრიგოლ ვოლსკის ცხოვრება-მოღვაწეობას  კი 1967 წლიდან სწავლობს. გრიგოლ ვოლსკი პროფესიით ექიმი იყო, პარალელურად კი პუბლიცისტურ საქმიანობას ეწეოდა. 


წიგნის 1000  ეგზემპლარი, ბათუმის მერიის პროგრამის „კულტურის განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში გამოიცა.

Exit mobile version