ალექსი სემერჯანი ჰოსტელ „ვერონას“ მფლობელია. იგი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ვერ გააკეთებს ანალიზს, რა უკეთესია განვითარებისთვის, რადგან მხოლოდ ერთი წელია რაც მისი ჰოსტელი ფუნქციონირებს. აქ ორადგილიანი ნომერი 70 ლარი ღირს. საფასურში არ შედის კვება. ვიზიტორს უფასოდ შეუძლია მხოლოდ ჩაი დალიოს და ისარგებლოს უკაბელო ინტერნეტით: „არის მოთხოვნა საუზმეზე, მაგრამ ამ ფასში ვერ მოვახერხებთ“, – ამბობს მფლობელი. ჰოსტელს ძირითადად პოლონელი და უკრაინელი ტურისტები აკითხავენ.
TJ ჰოსტელ-ის მენეჯერი თეონა ძნელაძე ამბობს, რომ წელს ინფრასტრუქტურის განახლება მოახერხეს და ოთახების რაოდენობა დაამატეს. სერვისში შეიტანეს ველოსიპედით მომსახურება, თუმცა ამაში ტურისტს დამატებით თანხის გადახდა მოუწევს. „ამაზე მოთხოვნა ტურისტებისგან იყო“,- გვეუბნება ჰოსტელის მეპატრონე.
ჰოსტელში ერთი ღამის გათევა 20 ლარი ღირს. ეს მხოლოდ საწოლის ღირებულებაა. ცალკე ოთახის დაქირავების შემთხვევაში ტურისტს 50 ლარის გადახდა მოუწევს. ფასში არ შედის ჩაი ან ყავა. ჰოსტელში უფასო მხოლოდ ინტერნეტია.
ჰოსტელის მფლობელი მიიჩნევს, რომ სერვისის გასაუმჯობესებლად კარგი იქნებოდა მანქანების გაქირავების დამატებაც, თუმცა წლევანდელ სეზონზე ამის განხორციელებას ვერ ახერხებს.
„ტურისტები ძირითადად ევროპიდან გვყავს: პოლონეთი, უკრაინა, ლიტვა. იშვიათია, რომ ჰოსტელში ვიზიტორი ერთი კვირით დარჩეს. მათი ინტერესია, რაც შეიძლება მეტი ნახონ. სურთ მეტი გასართობი იყოს, მოსწონთ ფესტივალები და ხალხური მუსიკა. განათებული ქალაქი და ანბანის კოშკი მოსწონთ. უკვირთ, რომ ღია არ არის და არ აქვთ შესაძლებლობა ავიდნენ კოშკზე და იქედან დაათვალიერონ ქალაქი. თუმცა ეს საკითხი მთავრობის მოსაგვარებელია და ჩვენ ვერ შევცვლით. გასულ წელთან შედარებით ამ დროისთვის ცოტა ნაკლებია ვიზიტორები, შესაძლებელია ეს იმით იყოს განპირობებული, რომ ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა“.
ჰოსტელი „პარადაისი“ ძველ ბათუმში მდებარეობს. აქ საწოლის ფასი 60 ლარია და მასში მხოლოდ საუზმე შედის. როგორც მეპატრონე ინესა ჟუმანავა ამბობს: „სხვადასხვა ქვეყნიდან გვყავს ტურისტები, თუმცა ყველაზე მეტი მაინც უკრაინიდანაა“. მისი თქმით, ტურისტთა რაოდენობა წელს ნაკლებია.
იაგო კეჭეხმაძე საოჯახო ტიპის სასტუმრო „ალბატროსს“ ფლობს. ჰყავს როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ვიზიტორებიც. „უფრო მეტად უკრაინელები, რუსები და თურქები დადიან“. მეპატრონე ამბობს, რომ ფასებს მომხმარებლის გარეგნობის მიხედვით აწესებს: „გააჩნია, რამდენადაც მოწესრიგებულია კლიენტი, იმდენად დაბალი ფასია“. იაგო კეჭეხმაძე „მოწესრიგებულ“ კლიენტში გულისხმობს: „წყნარი, სუფთად ჩაცმული და განათლებული კაცის შეხედულება რომ აქვს. მირჩევნია ნაკლები გადავახდევინო, ვიდრე მთვრალი და გაუპარსავი შევუშვა“.
სასტუმროში ერთი ღამე ასი, ასორმოცდაათი და ოთხმოცი ლარიც ღირს. ასლარიან ნომერში „მხოლოდ ყავა, ჩაი, სისუფთავე და სიწყნარე შედის“. „გავაუმჯობესებდი სერვისს, მაგრამ არ არის საკმარისი ფინანსები“, – ამბობს მეპატრონე.
რუსუდან ჭიჭინაძე ჰოსტელ „გლობუსის“ მენეჯერი და მფლობელია. ჰოსტელის სერვისში სამზარეულოთი სარგებლობა, სარეცხი მანქანა, ჩაი, ყავა და უკაბელო ინტერნეტით სარგებლობა შედის. „20 და 25-ლარიან სერვისში ეს ყველაფერი შედის, უბრალოდ, იქ ოთახებია სხვადასხვანაირი და ფასს ეს განსაზღვრავს. მინდა დავამატო ახალი სერვისი, „ჯეოსელში“ ვიყავი და ვთხოვე თუკი ექნებათ უფასო ნომრების აქცია, გვინდა ავიღოთ ეს ნომრები და უცხოელებს დავურიგოთ, რომ ტელეფონით სარგებლობა შეძლონ“.
რუსუდან ჭიჭინაძე ამბობს, რომ ამაზე მეტს ვიზიტორები არც ითხოვენ, რადგან იციან, რომ ჰოსტელის მომსახურება ამაზე მეტი არ არის. „ძირითადად ევროპელები სარგებლობენ ჩვენი მომსახურებით, თბილისიდან იშვიათად ჩამოდიან, იმ შემთხვევაში, თუკი სამსახურიდან მოდიან მივლინებით ან ერთი ღამის გათევა უნდათ,. დაგვემატა უკრაინა, პოლონეთი და რუსეთი. გვყავდა ფრანგები და თურქებიც“.
მენეჯერის შეფასებით, შარშან ივნისი გაცილებით დატვირთული იყო ვიზიტორებით, ვიდრე წელს. „ვნახოთ, რა იქნება წელს. ჩვენი ძირითადი დატვირთვა იყო უცხოელი პედაგოგები, რომლებიც კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ წავიდნენ და ესეც არის თვალშისაცემი“.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, სოფო გუჯაბიძე ამბობს, რომ წელს სასტუმროებისა და „გესტ ჰაუსების“ რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. „15-მდე გესტ ჰაუსი და ამდენივე სასტუმრო სახლი გაიხსნა რეგიონის მასშტაბით, სადაც ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია. იანვრიდან დღემდე გახსნილია ათი ახალი სასტუმროც, რაც ნიშნავს 250 სასტუმრო ოთახს. გესტ ჰაუსების ზრდა მაჩვენებელია იმის, რომ საშუალო სეგმენტიც ვითარდება“.









ქუთაისის ტრენინგცენტრი სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ აკადემიური ნაწილია, რომლის შექმნის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების განვითარებას. გამომდინარე აქედან, თანამშრომლობა მოიცავს საქმიანობის მრავალ სპექტრს, მაგრამ უპირველესად ითვალისწინებს უნივერსიტეტის სტუდენტების მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად მომზადებას, მათი პიროვნული პოტენციალის რეალიზაციას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. მემორანდუმის თანახმად მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ აუცილებლად ჩაატარებენ ერთობლივ სემინარებს, ტრენინგებსა და კონფერენციებს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში დარგის განვითარებას.
„ტელეფონის ნომერი ცნობილია, პოლიცია კი არ რეაგირებს. ამ ნომრის შესახებ ინფორმაცია პოლიციას შემთხვევიდან ხუთი წუთის შემდეგაც ჰქონდა. ნომერი ეკუთვნის „ბილაინის“ დილერს და მის სახელზეა რეგისტრირებული, ნომრებს ის გარკვეულ პირებს აძლევდა. ამონაწერის გაკეთებაზე კი „ბილაინის“ ოფისში მას უარი უთხრეს, რადგან აკრძალული გვაქვსო. რა უნდა ვიფიქროთ ამის შემდეგ? ასევე პოლიციას აქვს სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული უამრავი კადრი, რომელიც დამონტაჟებულია საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე, სადაც შემთხვევა მოხდა. ჩვენ რამდენჯერმე ვიყავით პოლიციაში და დარწმუნებული ვართ, მათ იციან ვინ არის თავდამსხმელი, მაგრამ ზემოდან აქვთ ბრძანება, რომ არ გამოიძიონ“ – აცხადებს გიორგი კირთაძე.
ხშირ შემთხვევაში სადენები მწყობრიდანაა გამოსული. მოუვლელია ჯვრის ირგვლივ არსებული ტერიტორიაც. მსგავსი ტენდენციაა ქალაქის სხვა უბნებშიც. ქუჩის თავში, ბოლოში, აივნებზე და სკვერებში აღმართული რკინის ჯვრები ყოველდღიურობად იქცა. ერთ-ერთი სახლის კედელზე პოსტერი გაუკრავთ დავით აღმაშენებლის გამოსახულებით და წარწერით: „ქართველნო ერთად ღვთისაკენ!“. განსაზღვრავს თუ არა ჯვრების სიმრავლე ადამიანის რწმენის ხარისხს და რას უკავშირდება ჯვრების აღმართვის ასეთი მასშტაბური პროცესი ქვეყანაში?
ზაზა კილაძე ჯვრებისა და ხატების საჯარო სივრცეში განთავსების პრობლემას ვერ ხედავს, მისთვის მთავარია ამ პროცესში კანონიკა იყოს დაცული: „საკულტო ნაგებობების ქუჩებში დადგმა არ არის მხოლოდ ქრისტიანული, ბუდას ქანდაკებებიც დგას და სხვა რელიგიებშიც მიღებულია. ძველი მილანი მთლიანად ხატებით არის მოფენილი, იერუსალიმი, რომი მთლიანად რელიგიური სიმბოლიკებია, მაგრამ იქ არის მოვლილი და პასუხისმგებლიანი ადამიანების ხელშია. ასეთ შემთხვევაში ეს არ აუფერულებს ხატს, ჯვარს ან რწმენას. გაუფერულება მის არაკანონიკურ მიდგომაშია და არა ჯვრების სიმრავლეში“.





„ჩვენ ერთ-ერთ მთავარ აქცენტს ვაკეთებთ ტურიზმის განვითარებაზე, შესაბამისად სასტუმროების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისათვის. არის პრობლემები, რომელზეც სამომავლოდ აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ, არის რიგი საკითხები, რომელთა დარეგულირება შეუძლია მერიას“ – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.
სასტუმრო „დივანის“ გენერალურმა მენეჯერმა, ბულენთ აიქუთ სეზერმა კი მთავარ პრობლემად, რის მოგვარებაში ხელშეწყობაც ქალაქის მერიას შეუძლია, ქალაქის ინფრასტრუქტურა, გზებისა და ქუჩების მოწესრიგება დაასახელა. „ბათუმში აზერბაიჯანელებს ძალიან უყვართ შოფინგი, უნდა იყოს მეტი ადგილები ამისათვის, მეტი ბრენდი უნდა შემოვიდეს.“ – აღნიშნა მან.
ბავშვობა სოფელ ბაღდადში
ჰობი
კონფერენციის გახსნას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე დაესწრო. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს წამყვანი ნეონატოლოგები, პედიატრები, გინეკოლოგები, ოჯახის ექიმები და სოფლის ექიმები.
შოთა, რა სხვაობაა ჰიპოვიტამინოზსა და ავიტამინოზს შორის?
„ბედის ვარსკვლავის ბრალია” დაუვიწყარი და ძალიან მართალი წიგნია კიბოთი დაავადებული მოზარდების შესახებ. კი, აქ სიყვარულიც ბევრია და ტრაგიკული დასასრულიც, მაგრამ ვინ თქვა, რომ ასეთ ამბებს არა აქვთ არსებობის უფლება? ან ვინ თქვა, რომ უკურნებელი სენით გატანჯული პატი ჰოლმანი აუცილებლად უნდა შეგვეცოდოს, ჰეზელ გრეისი და აუგუსტუს უოტერსი კი არა?